არსებობს თუ არა ჩამორთმეული ქონების საკითხსა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირი?

დავით ბეგიაშვილის კრიტიკას ”ქართული ოცნება” პასუხობს. დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში ”ალბატროს-ჯგუფის” ყოფილი მფლობელის პრეტენზიებს პასუხობენ. შეგახსენებთ: ბიზნესმენის შეფასებით, ქვეყანაში საკუთრების დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ ოცნებად დარჩა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ”კომერსანტთან” აცხადებს, რომ ჩამორთმეული ქონებების დაუბრუნებლობა ეკონომიკურ წინსვლაში ეჭვის შესატანად არგუმენტად ვერ გამოდგება. ზურაბ ტყემალაძის თქმით, დაზარალებულ ბიზნესმენთა რიცხვი ძალიან დიდია და ქონებების დაბრუნებას იურიდიული სიფრთხილე სჭირდება. დეპუტატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტზე უკვე მუშაობს და მისი დამტკიცების შემდეგ ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა ბეგიაშვილსაც შეეძლება.