ბუნებრივი გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს

შევრონმა ბუნებრივი გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ კორპორაციამ საჯაროდ 23 აპრილს გამოაცხადა. კომპანის ავსტრალიურმა ფილიალმა ახალ საბადოს კარნარვონის ყურეში (Carnarvon Basin) მიაგნო. 2009 წლიდან მოყოლებული ეს არის შევრონის რიგით 21-ე ახალაღმოჩენილი საბადო დასავლეთ ავსტრალიაში.

ჭაბურღილი განთავსებულია კუნძულ ბეროუს (Barrow) ჩრდილო-დაავლეთით, დაახლოებთ 170 კილომეტრში. წყალქვეშა სამუშაოები 1,088 მეტრზე მიმდინარეობდა, ჭაბურღილის მთლიანი სიღრმე კი 3,630 მეტრია.
”ახალი საბადო, Elfin-1 არის იმის დემონსტრაცია თუ როგორ წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი კვლევითი სამუშაოები” – აცხადებს კორპორაცია შევრონის ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ კირკლენდი.

”ეს აღმოჩენა შევრონის მომდევნო ზრდის საწინდარია – აღნიშნავს, მელოდი მეიერი, შევრონის აზიისა და წყნარი ოკეანის კვლევებისა და მარკეტინგული კომპანიის პრეზიდენტი _ ეს ერთმნიშვნელოვნად დიდი აღმოჩენაა და გამოიწვევს გაზის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ავსტრალიაში”.
ახალი საბადოს WA-268-P-ის 50%-იანი წილის მფლობელია ”შევრონ ავსტრალია”, 25-25%-ს კი ფლობენ Shell Development Australia და Mobil Australia Resources.

შევრონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ენერგო-კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფლობს ბიზნესებს. კომპანია ენერგო ინდუსტრიის თითქმის ყველა სეგმენტშია წარმოდგენილი. ის მუშაობს გაზისა და ნავთობის მოპოვების ახალ გზებზე, ნედლეულის ტრანსპორტირებაზე, რაფინირებაზე, მზა პროდუქტის დისტრიბუციასა და ა.შ. მისი სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიის შტატში, სან-რემონში.

რაც შეეხება ნავთობის მსოფლიო ბაზარს, აპრილის შუა პერიოდში „ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი რვა პუნქტით დაეცა ათი სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო მსუბუქი ნავთობის ფასმა დაიწია ამ წლის მინიმუმამდე. ნავთობის ფასების ვარდნის პირველი ტალღა გამოიწვია აპრილის დასაწყისში ოპეკის, შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციების მართვისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ნავთობის მოხმარების შესახებ 2013 წელს. სამივე ორგანიზაციამ დასწია ნავთობის მოხმარების და მოთხოვნის შესახებ პროგნოზი, რამაც გამოიწვია ინვესტორებს შორის შეშფოთება. ამას დაერთო ჩინეთის შესახებ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ექსპერტთა პროგნოზით, ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 110 დოლარის გარშემო იქნება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial