ელექტროენერგიის გარეშე საქართველოს დარჩენაზე საუბარი კალაძეს ილუზიად მიაჩნია

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ საქართველო ერთ დღეს უშუქოდ დარჩება. მან ამის შესახებ სამინისტროში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
”ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5 პროცენტით იზრდება, რაც, ძირითადად, მოსახლეობის მიერ იხარჯება.

თუმცა, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ ერთ დღეს საქართველო უშუქოდ დარჩება, რადგან ჩვენ პრინციპულად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურები ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით აშენდეს და ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ის, რომ ელექტროენერგია გაითიშება, სინამდვილეს არ შეეფერება”, _ განაცხადა კახი კალაძემ. მისივე თქმით, მუშაობა ისეთი დიდი ჰესების პროექტებზე მიმდინარეობს, როგორებიცაა: ”ხუდონჰესი”, ”ნამახვანჰესი” და ”ნენსკრა”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial