ფოთის მეტალურგიული ქარხნის ინვესტორი ეკონომიკის პასუხს ამ დრომდე ელოდება

თურქი ინვესტორი, რომელიც ფოთში მეტალურგიული ქარხნის აშენებას გეგმავს, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

თურქული მხარის წარმომადგენელი ”კომერსანტთან” აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია განხორციელდება თუ არა პროექტი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ფოთში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტად დასახელდა, რადგან მასში 250 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება.

თურქული მხარე მთავრობისგან პროექტის განხორციელებისთვის დამატებით შეღავათებს ითხოვს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხი
მარტივი გადასაწყვეტი არ
არის.