მთავრობა დაგროვებითი პენსიის შემოღებას გეგმავს

მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოდგილემ, გიორგი თაბუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა. კერძოდ, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, საბიუჯეტო პროექტში არის ჩანაწერი დაგროვებით პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

დეპუტატი დაინტერესდა, ეს მთავრობის სურვილი იყო, თუ – ხუმრობა. მისი თქმით, ”ასეთი ეკონომიკის პირობებში, როცა პრაქტიკულად ნულოვანი ზრდა გვაქვს, სამუშაო ადგილები მცირდება და დეფიციტზეა საუბარი, დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ნამდვილად ვთვლი, რომ შეცდომაა. თუკი ეს სურვილია, ბიუჯეტის პროექტში რატომ წერია, ხოლო თუ შეცდომა არ არის”. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოდგილემ განმარტა, რომ იგეგმება აღნიშნული რეფორმის დაწყება და დაგროვებით პენსიაზე გადასვლასთან დაკავშორებით
ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს.