XXI საუკუნის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეკონომიკური შედეგები

”ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იქნება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამამ 2013 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ”მთავრობის სანახევროდ დაკეტვას” ასეთივე შემთხვევას ადარებდა, რომელიც 1996 წელს მოხდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრმა წყალმა ჩაიარა, პერიოდი 2002 წლიდან 2012 წლამდე ისტორიულად უნიკალურია მასშტაბებით, პოლიტიკური ტრანსფორმაციითა და ეკონომიკური ხასიათით, რომელიც მსოფლიო არენაზე მოხდა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებს, მსოფლიო ეკონომიკაში ამერიკის წილი 10%-ით შემცირდა. მაღალი მშპ-ის მაჩვენებლის მქონე 20 ქვეყნის სიაში აშშ-ის წილი 2002 წლის 43%-იდან 2012 წელს 33%-მდე შემცირდა. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკური გავლენა გაიზარდა 12%-ით – 6%-დან 18%-მდე. საინტერესოა, რომ იაპონიამ დაკარგა 3,4% მაშინ, როცა ბრაზილიამ და რუსეთმა თავის მშპ 5,1 და 4,3%-ით გაზარდეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის მყისიერი შედეგი, მსოფლიოს ერთპოლარულად გადაქცევა იყო. ექსპერტების თქმით, ეს იყო სისტემა, როცა ერთი სახელმწიფო იყო ძალაუფლების ცენტრი და გადაწყვეტილების მიმღები. ერთმა სახელმწიფომ გადააბიჯა თავის ეროვნულ საზღვრებს ყველა სფეროში: ეკონომიკა, პოლიტიკა და ა.შ. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ინდოეთისა და ჩინეთის ერთობლივი მშპ პარიტეტული მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის. ხოლო ამავე პრინციპით გათვლილი BRIC-ის ქვეყნების სახელმწიფოების მშპ აჭარბებდა ევროკავშირის ერთობლივ მშპ-ს.

გასულ წელს გამოქვეყნდა BRIC-ის (BRIC-ს პლუს სამხრეთ აფრიკა) ქვეყნების დელის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მსოფლიო ბანკის ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ბანკის მრავალმხრივ ინსტიტუტად ტრანსფორმირების ვალდებულება, რომელიც შემდგომში გამოხატავს მისი წევრების ხედვებს სტრუქტრული მმართველობის ჩათვლით, რომელიც გაითვალისწინებს, ახლანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალირებს. დეკლარაციაში ნათქვამია: ”ჩვენ განვიხილეთ განვითარების ახალი ბანკის შექმნის შესაძლებლობა BRIC-ის ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რესურსების მობილიზების მიზნით, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებთაც ფორმირებადი საბაზრო ეკონომიკა.
ასეთი ბანკი შეავსებდა საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო ინსტიტუტების მიერ დახარჯულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია გლობალურ ზრდასა და განვითარებაზე”, – ასეთი განცხადება გააკეთა ტრანს-კონტინენტალურმა ალიანისმა, რომელშიც დედამიწის მოსახლეობის 43%-ია თავმოყრილი.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ლანდშტაფმა საფრთხის ქვეშ დააყენა ახლანდელი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ჩამოაყალიბეს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან მსოფლიო ერთპოლარული გახდა, მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მსოფლიო წესრიგმა გადაწყობა განიცადა სამპოლარულ მსოფლიოდ: ევროკავშირი, ჩრდილოეთ ამერიკა და BRIC. ასეთ კატასტროფულ ტრანსფორმაციას შეუძლებელია თავის კვალი არ დაემჩნია მსოფლიო ეკონომიკაზე, ექსპერტები მსოფლიო საფინანსო კრიზისს სწორედ ამ ტრანსფორმაციის შედეგად მიიჩნევენ, რომელიც 2008 წლის 15 სექტემბერს დაიწყო.

2001 წლამდე ჩინეთმა ორი ათწლეული, ხოლო ინდოეთმა ერთი დახარჯა თავის ეკონომიკის შიდა დერეგულაციისა და უცხოური სავაჭრო-საინვესტიციო სექტორების ლიბერალიზაციაზე. ამ ცვლილებების შემდეგ ორივე ქვეყანა მზად აღმოჩნდა მსოფლიო ვაჭრობაში და ინვესტირებაში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად, როცა 2000 წელს აშშ-მ მიანიჭა ჩინეთს ვაჭრობისას უპირატესის ”მუდმივი” სტატუსი.

ამას მოჰყვა ჩინეთის ვმო-ში გაწევრიანება 2001 წელს, ასე რომ, ის როგორც იქნა გახდა ერების თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და მსოფლიო ვაჭრობაში თანაბარი სტატუსისა და უფლების მქონე. ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-მ მიიღო. მეტიც, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-მ მოახდინა საინვესტიციო ურთიერთობის ნორმალიზება ინდოეთთან, რომელიც მანამდე 30 წლის მანძილზე საკმაოდ დაძაბული რჩებოდა. ამის საფასური ინდოეთისთვის მისივე მხარდაჭერა იყო სინგაპურიდან სუეცის არხამდე ტერორისტულ საქმიანობაზე მონიტორინგში. ესეც მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ექსპერტები ამას საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში მონუმეტურ ცვლილებად აფასებენ, ერთი მხრივ აშშ-სა, 2001 წლისთვის 300-მილიონიანი მოსახლეობით, და, მეორე მხრივ, ჩინეთს შორის, რვაჯერ მეტი – 2,3 მილიარდი მოსახლით. და ეს 15-თვიან პერიოდში განხორციელდა, რომელიც 2001 წელს დასრულდა. უეცრად აღარ დარჩა არანაირი შეზღუდვა სანედლეულო საქონლით ვაჭრობაზე ან კაპიტალის მოძრაობაზე აშშ-სა და აზიურ გიგანტებს შორის.

როგორც ძალიან მალე აღმოჩნდება, ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა კაპიტალის ამერიკელი მფლობელებისთვის ”სუპერ ტრასა” გახსნა ქვეყნისკენ, სადაც დაბალია შრომის ანაზღაურება, ქვეყნისკენ, რომელიც სავსეა ჩინელი მუშახელით დამამუშავებელ მრეწველობაში დღეში 6 დოლარად. ამ ვითარებისგან განსხვავებით, აშშ-ის დამამუშავებელ მრეწველობაში მაშინ დღეში 60 დოლარიდან იწყებოდა შრომის ანაზღაურება მცირე ბიზნესში, ხოლო ავტომშენებელ სექტორში დღეში 120 დოლარიდან. შრომით ძალაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება მოგების მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს – რომელი საკუთარი თავის პატივისმცემელი კაპიტალისტი მოისურვებს ათჯერ-ოცჯერ მეტის გადახდას შრომის ასანაზღაურებლად? მართალია, 2001 წლამდე ჩინეთში პრაქტიკულად არ იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან, მაგრამ ამერიკულმა კაპიტალმა ძალიან მალე დაიწყო გადასვლა ჩინეთში.

ინდოეთი 1947 წლამდე იყო ბრიტანეთის კოლონია, ამიტომ ძალიან ბევრი ინდოელი ფლობდა ინგლისურ ენას და ძალიან ბევრი ინდოელი შედიოდა იმ კატეგორიაში, რომელსაც ”განათლებულ უმუშევარს” უწოდებდნენ. ინჟინერები, ექიმები, IT-სპეციალისტები, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობის სპეციალისტები ბედნიერები იყვნენ თუკი საშუალება მიეცემოდათ, წელიწადში 10-15 ათას დოლარად ემუშავათ, რაც კონტრასტული იყო მათი კოლეგების ხელფასებთან, რომლებიც ამ მომენტისთვის იღებდნენ 50-150 ათას დოლარს წელიწადში. ამიტომაც ინდოეთი ასევე აღმოჩნდა ამერიკული კორპორაციებისთვის დაბალანაზღაურებად სამოთხედ აუთსორსინგის მომსახურების სექტორში. ბუნებრივია, 2001 წლისთვის თითქმის ნულიდან კაპიტალმა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო გადინება აშშ-დან ინდოეთში. ამ პერიოდში ქალაქი ბენგალურუ ხდება ადგილობრივ IT-ცენტრად Microsoft-ისა და Cisco Systems-სთვის, ასევე, სხვა მსხვილი კორპორაციებისთვის.

იმდენად, რამდენადაც უფრო და უფრო მეტი საწარმოო მოედანი გადადიოდა ჩინეთში, აშშ-ში ამ სექტორებში შემცირება ხდებოდა. ამერიკელი მუშახელის უმრავლესობა სამსახურებიდან დაითხოვეს. იგივე ხდებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფარმაცევტულ მრეწველობაში, რომელიც ინდოეთში გადადიოდა და ამ სფეროში დასაქმებული ამერიკელი სპეციალისტები ადგილზე უმუშევრად რჩებნოდნენ.

ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთსა და ინდოეთში წარმოუდგენელი ტემპებით მიდიოდა. ეს, რასაკვირველია, ამ ქვეყნებისთვის ძალიან კარგი სიახლე იყო, მათ მშპ-ის ზრდა ყოველწლიურად ორნიშნა ციფრით აღინიშნებოდა და 2012 წელსაც კი ეს მაჩვენებელი იყო 7% და 6%. იმდენად, რამდენადაც შრომის ანაზღაურების შემცირებას თან სდევს მოგების ზრდა, ზოგიერთი ამერიკელი ბევრად მდიდარი გახდა, ვიდრე დანარჩენები, რომლებიც შეცვალეს ჩინელებმა და ინდოელებმა, ისინი პირიქით, გაღარიბდნენ. სინამდვილეში, 1980 წელს აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღარებადმა ადამიანებმა მიიღეს ეროვნული შემოსავლის 8%, მაგრამ ახლა ისინი სამჯერ მეტს – 24%-ს გამოიმუშავებენ.
ბოლოს მსგავსი 1928 წელს მოხდა, სწორედ 1929-36 წლების დეპრესიის წინ.
კრიზისის პასუხი გახდა კეინსიანური ინსტრუმენტები. ექსპანსიურმა ფისკალურმა პოლიტიკამ მსოფლიო დიდი დეპრესიიდან ამოათრია. მაგრამ ის არ აღმოჩნდა ასე ეფექტური ამერიკული ეკონომიკის ბოლოდროინდელი სირთულეების წინააღმდეგ საბრძოლეველად. რასაკვრიველია, ასეთი პოლიტიკა მართლა ემსახურება სამუშაო ძალაზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენას სახელმწიფო სამსახურში და ინრფასტრუქტურის განვითარებაში, მაგრამ ეს ახალი სამუშაო ადგილები დაბალანაზღაურებადია და, მართალია, ის ძალიან სასარგებლოა სიტუაციის დროებითი შემსუბუქების თვალსაზრისით, მაგრამ ასეთი სახის სამუშაო ბევრი ამერიკელის ცხოვრების დონეს ბევრად დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნებს, ვიდრე ადრე.

ამერიკულმა ეკონომიკამ, ქვეყნისამ, რომელსაც 2001 წელს ჰყავდა 300 მილიონი ადამიანი, მიიღო მკვეთრი, კატასტროფული შოკი ჩინეთისა და ინდოეთის 2,3 მილიარდი მოსახლის ზემოქმედების შედეგად წელიწადნახევარზე ნაკლებ დროში. ნეოკლასიკური ეკონომიკის ენაზე რომ ვთქვათ, ამერიკიდან მნიშვნელოვანი კაპიტალის გადინებამ, საწარმოო შესაძლებლობების ამერიკული საზღვარი შიგნით შესწია, მაშინ როცა ჩინეთისა და ინდოეთის წარმოებისა – გაფართოვდა.
ამას თან მოჰყვა დიდი სტრუქტურული გარდაქმნები. ბუნებრვია, XXI საუკუნის პირველი ათწლეული გამორჩეული იყო აშშ-ში შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირებით როგროც საწარმოო, ისე მომსახურების სექტორებში. ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა გრძელდებოდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ამერიკაში ყოველი ოთხი საშუალო სკოლადამთავრებულიდან მხოლოდ ერთი ამთავრებს კოლეჯს. დანარჩენ სამს არ გააჩნია ის უნარ-ჩვევა, რომელიც მოთხოვნადია აშშ-ში. ამჯერად, იმ ამერიკელების რაოდენობა საკმარისი არ არის, რომლებიც დასაქმდებოდნენ ინოვაციის სფეროში, სამეცნიერო-კვლევით, საკონსტრუქტორო და მსგავს დარგებში, სადაც აშშ-ს შედარებითი უპირატესობა გააჩნია. ამ დროს ინდოეთში, აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნებში საკმარისზე მეტი ადამიანია, რომლებიც სიამოვნებით შეასრულებდნენ იგივე სამუშაოს ბევრად დაბალი ანაზღაურებით. ისიც აღსანიშნავია, რომ ხილვად მომავალში შეუძლებელია კვალიფიციური, განათლებული, შრომისუნარიანი კოლეჯდამთავრებული ახალგაზრდების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ერთი მიზეზის გამო, რომ ეს პროცესი თუნდაც ამ წუთიდანვე დაიწყოს, საშუალოდ მაინც ოთხი წელი დასჭირდება. აი ამიტომ არის, რომ ეს რთული ეპიზოდი XXI საუკუნის დასაწყისისა აშშ-სთვის, სავარაუდოდ, გაჭიანურდება.

აშშ-ში სახლის ყიდვისას ყველაზე დაბალი პირველადი შენატანი ცალკეულ შემთხვევებში 2,5%-ია. ალან გრინსპენმა, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა მეთაურმა, 90-იან წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისში თითქმის ათჯერ დასწია საპროცენტო განაკვეთი. ამან სესხების ღირებულების შემცირება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, იპოეკური კრედიტების დასაფარად ყოველთვიური შენატანების შემცირება გამოიწვია. სახლებზე მოთხოვნა, ბუნებრივია, ისე გაიზარდა, რომ ამერიკაში 2003 წლისთვის ოჯახების ორი მესამედი საკუთარ სახლებს ფლობდა.

ამ პერიოდში, იპოთეკური ფასიან ქაღალდებზე (MBS) ჩერდებოდა ინვესტორების არჩევანი, ისეთები, როგორებიც არიან აშშ-ისა და ევროპის საინვესტიციო ბანკები, ჰეჯ-ფონდები და საპენსიო ფონდები. მიუხედავად ამისა, უკვე 2004 წლის მარტში კონგრესმენმა ვირჯინიის შტატიდან ფრანკ ვულფმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 1998 წლიდან სამრეწველო სექტორში სამი მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ხოლო ჩინურმა იმპორტმა შეცვალა საქონელი, რომელიც ადრე აშშ-ში იწარმოებოდა. უმუშევართაგან ზოგიერთმა გაკოტრებაზე გააკეთა განაცხადი, ბევრმა ადამიანმა კრედიტის დაფარვა შეწყვიტა. ამგვარად, 12-თვიან პერიოდში, რომელიც 2008 წელს დასრულდა, ბანკების მიერ გირაოდ ჩადებული ქონების დახსნის უფლების ჩამორთმევის შემთხვევები 105%-ით გაიზარდა.

უმუშევარ ადამიანებს კრედიტების გასტუმრების საშუალება არ აქვთ. იპოთეკური დეფოლტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, MBS-ში იპოთეკური კრედიტების 20% არ მუშაობდა 2008 წლის შუა პერიოდისთვის. მაგალითად, საინვესტიციო საბანკო ფირმა Merrill Lynch-მა თავისი MBS გაყიდა 31 მილიარდ დოლარად 2008 წლის ივლისში _ დოლარში 22 ცენტად. 2008 წლის სექტემბრისთვის MBშ-ის საბაზრო ფასი ნულამდე დაეცა.

რასაკვირველია, ყველა ორგანიზაციამ, რომელიც MBS-ის ხელმჭერები იყვნენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი კაპიტალი დაკარგეს. გარდა ამისა, მისმა კლიენტებმა გადაწყვიტეს გამოეთხოვათ საკუთარი ინვესტიციები, ამ ორგანიზაციებმა ვერ გადაიხადეს და ამ გზით ისინი გადახდისუუნარონი გახდნენ. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ Washington Mutual-ის მაგალითი, რომლის გაკოტრება ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი იყო – 300 მილიარდი დოლარი – რადგან მისმა კლიენტებმა ათდღიან პერიოდში 16,9 მილიარდი დოლარი მოხსნეს – 2008 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე. ასე დაიწყო ეს ეპიდემია, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო.

პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის ამერიკული ეკონომიკის გახსნას, 2000-01-ში აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს გახდა საფინანსო კრიზისის მიზეზი, რომელიც გახდა ეკონომიკური შედეგების სიმპტომატიკური გამოვლინება და, ისიც, თავის მხრივ, აშშ-დან ხანძარივით მოედო მთელ დანარჩენ მსოფლიოს.
XXI წლის დიდი დანაკარგების წინაპირობების ფორმირება აშშ-ში მთლიანად დასრულდა 2001 წლის დასაწყისში, ხოლო 2004 წლისთვის მისი შედეგები უკვე საგრძნობი იყო. ამ ყველაფრის ფინანსური გამოვლინებები ხილვადი მხოლოდ ზოგიერთებისთვის 2007-2008 წლებში გახდა. ხოლო Lehman Brothers-ის გაკოტრების შემდეგ ის ყველასთვის თვალნათელი გახდა.

გრაფიკი 1 აჩვენებს 2002 და 2012 წლებში სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური გავლენის მკვეთრ ცვლილებას. ამას შეუძლებელია არ შეეცვალა მსოფლიოში ძალაუფლების პოლიტიკური ბალანსი. სწორედ ზემოთნახსენები 2012 წლის დელის დეკლარაცია გამოხატავს ამ კარდინალურ ცვლილებას. ექსპერტები აცხადებენ, რომ თვითონ კაპიტალიზმმა ტრანსფორმაცია განიცადა: XX საუკუნისდროინდელი ძირითადად, კაპიტალის ეროვნულ ბაზარზე სესხების კორპორაციიდან ახლანდელ კაპიტალის გლობალურ ბაზრამდე. ექსპერტები მას მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზმსაც უწოდებენ.

grafik2_625-417_jpg_625x625_q70

ამ მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზმს, მიმომხილველების აზრით, აქვს რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი. ეს არის ეროვნული საზოგადოებრივი ფორმაცია, მაგრამ არ ჰგავს იმპერიალიზმს, რომელიც ლენინმა განსაზღვრა, როგორც მდგომარეობა, რომელშიც საფინანსო კაპიტალის დინება ცვლის საქონლით ვაჭრობას. ეს იმიტომ, რომ არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში სასაქონლო ვაჭრობის ღირებულება და მოცულობა არ ყოფილა უფრო დიდი, ვიდრე ახლა. გარდა ამისა, ექსპანსიური საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტურობა მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო კავშირების გამო, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია კაპიტალის მსოფლიო ბაზრის ინტეგრირებულმა ბუნებამ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ახალი საზოგადოებრივი ფორმაციაა.

რას უნდა ველოდოთ? აშშ-ის სახელმწიფო ვალი ქვეყნის 16,1-ტრილიონიანი მშპ-ის 109%-ს შეადგენს, მაგრამ მშპ-სთან წლიური დეფიციტი შეადგენს 3%-ს: არც ერთი და არც მეორე, ექსპერტების აზრით, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას.

grafik1_625-417_jpg_625x625_q70

უფრო მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორი. ბავშვები, რომლებიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მალე დაიბადნენ, ანუ 1946-65 წლებში, ეს ბეიბი-ბუმერების სახელით ცნობილი თაობაა. ისინი 20%-ით მეტნი არიან, ვიდრე შემდგომი თაობა. ასევე, ეს თაობა ხარჯავს ბევრად მეტს, ვიდრე შემდგომი. ის, ვინც 1946 წელს არის დაბადებული, 2013 წლისთვის 67 წელი უსრულდება, ეს კი აშშ-ში საპენსიო ასაკია. უახლეს ათწლეულში ამ თაობის უფრო და უფრო მეტი წევრი გახდება პენსიონერი, ხოლო პენსიონრები თავიანთი აქტივების ლიკვიდირებას ახდენენ და ხარჯებს ამცირებენ. მოსალოდნელია, რომ ეს დემოგრაფიული გადასვლა აშშ-ის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

აშშ-ის მოსახლეობის დაბერების არასასურველი შედეგები მთელ დანარჩენ მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება, რამდენადაც აშშ-ში მცირდება იმპორტზე მოთხოვნა. ასევე, მოსალოდნელია გლობალურ მასშტაბში ეკონომიკური საქმიანობის შემცირება.