საქპატენტმა ჟურნალისტებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 5 ივნისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ USAID-ის პროგრამა ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივისა (EPI) და საქპატენტის ორგანიზებით მასმედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე საინფორმაციო სააგენტოების, ბეჭდური მედიის, რადიო და ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები საქპატენტის საქმიანობას გაეცნენ, რომლის მთავარი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში.
შეხვედრა გახსნა საქპატენტის ტავმჯდომარე ირაკლი ღვალაძემ და მიმოიხილა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა, სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საქმეში, ისაუბრეს საქპატენტში მიმდინარე პროცესებსა და სამუშაო პროცესში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე. ჟურნალისტები გაეცნენ საქპატენტის ელექტრონული ფაილინგის სისტემას, რომლის დანერგვაც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial