რვა უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი კანადის “ვირაჟზე”

მოამზადა ლინა ეპიშევამ

დღეს კანადის პრემიერის, ჟან კრეტიენის გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სამიტი ასეთ მიყრუებულ ადგილას, საბედისწერო აღმოჩნდა. კანანასკისში პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს უფრო ადვილად დაიცავენ არა მხოლოდ ანტიგლობალისტებისაგან, არამედ “ალ-ქაედის” ტერორისტებისაგან.

სხდომის პირველივე დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან რუსეთს თავის არაოფიციალურ კლუბში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, სალვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მიღებულ იქნა ოფიციალური გადაწყვეტილება 2006 წელს რვა უდიდესი სახელმწიფოების სამიტის რუსეთში ჩატარების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება განიხილება, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიღწევა. ამას ადასტურებს იტალიის პრემიერის სიტყვების: “გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის რვა უდიდესი სახელმწიფოს შემადგენლობაში ინკორპორაციის შესახებ. 2006 წელს ამ ქვეყნების წარმომადგენლები თავმჯდომარეობას გაწევენ რვა უდიდესი სახელმწიფოს სამიტზე, რომელიც რუსეთში ჩატარდება. ვლადიმერ პუტინმა ამ გადაწყვეტილებით ღრმა კმაყოფილება გამოხატა”.

მსოფლიო მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა 11 სექტემბრის მოვლენების შედეგები გახდა. ტერორიზმთან ბრძოლამ, სიტუაციამ ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეამციროს ამგვარი შეხვედრებისათვის მნიშვნელოვანი დისკუსიები, მსოფლიოში ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაციის გარშემო.

ამ შეხვედრის მასპინძელი – კანადის პრემიერ-მინისტრი, ჟან კრეტიენი აპირებდა ეს შეხვედრა “აფრიკულ სამიტად” გადაექცია, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები შეთანხდებოდნენ შავი ზღვის ქვეყნების დახმარების გაზრდაზე.

კანაქსისში მსოფლიოს შვიდი ქვეყანა შეთანხმდა პლანეტის 22 ღარიბი ქვეყნების ჩამოწერილი ვალის რიცხვი 1 მილიარდამდე გაეზარდა. კანადის დელეგაციის წინადადებამ სავალო ტვირთის შემცირებაზე მხარდაჭერა მოიპოვა ლონდონსა და ბერლინში. ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ეს ჩამოწერილი ვალი გამოიყენება ჯანდაცვის და განათლების განვითარებისათვის.

მაგრამ კანადის ჰუმანიტარული ორგანიზაციის “ზაბოტას” წარმომადგენლის თქმით, 1 მილიარდი დოლარი არის განვითარებადი ქვეყნების სავალო ვალდებულების გადახდის 50 დღიანი ეკვივალენტი. ეს დახმარება არ არის საკმარისი.

ამის გარდა, დამკვირვებლები თვლიან, რომ ეს დახმარება არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ღარიბი ქვეყნების მდგომარეობაზე, რომელსაც სულ უფრო მეტად აუარესებს ფასების დაცემა ნედლეულის საქონელზე. ამ საქონელზე კი დაფუძნებულია მრავალი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა.

11 სექტემბრის მოვლენების სამი დღის შემდეგ აშშ-ის კონგრესმა მოიწონა გეგმა 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, ტერორიზმთან საბრძოლველად. ამ გიგანტური თანხის ფონზე, ღარიბი ქვეყნების მიმართ გაწეული დახმარება შეუმჩნეველია.

გაზეთ “Gardian” -ში დაიბეჭდა სტატია სათაურით “აფრიკას უღალატეს!” ასე თვლიან ჰუმანიტარული სააგენტოები, რომელთა აზრით, დიდ რვიანში შემავალი გეგმები შავი ზღვის კონტინენტის გადარჩენაზე არის მოძველებული და არაადეკვატური. კანადაში მიწვეული აფრიკის ლიდერებისგან განსხვავებით, სააგენტოები არ წამოეგნენ გასულ წელს გენუაში შეპირებული გეგმის, “ახალი მარშალი”, მწვავე კრიტიკას.

როგორც გაზეთი გვატყობინებს, აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები გაოცებულნი არიან იმით, რომ ეს გეგმა ღარიბ ქვეყნებს ვალების ჩამოწერაში თითქმის არ ეხმარება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია “Oxfam” ამტკიცებს, რომ დაპირებების და კარგი განზრახვის დრო გავიდა, მაგრამ დასავლეთის ლიდერებმა მიიღეს გეგმა, რომელიც არავითარ კონკრეტულ მოქმედებებს არ ითვალისწინებს.

“Financial Times” აგრძელებს აფრიკული ქვეყნების დახმარების თემას და აღნიშნავს, რომ სამიტის დასკვნითი კომუნიკე იმაზე მოწმობს, რომ აშშ-ს არ სურს თავის თავზე აიღოს ფინანსური დახმარების ვალდებულება. ეს ქვეყანა ცალმხრივად წყვეტს დახმარების საკითხებს – წერს გაზეთი. გაზეთი “ბერლინერ ცაიტუნგის” ცნობით, აფრიკელების პოზიცია ბოლო ხანს იცვლება. აფრიკელები მზად არიან, პასუხი აგონ საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. აფრიკას ესაჭიროება არა ნასუფრალი, არამედ უსამართლო საბაჟო ბარიერების აღმოფხვრა და ფართო მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში.

აფრიკის თემა მეორე პლანზე გადავიდა პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის შემდეგ. ბუშმა პალესტინელებს მიუწოდა, გადაეყენებინათ იასირ არაფატი. 1981 წლის სამიტის მსგავსად ამ სამიტზე ახლო აღმოსავლეთის თემა დომინირებდა.

პრეზიდენტ ბუშის გამოსვლამ საკმაოდ თავშეკავებული რეაქცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ევროპაში. ბუშის მოწოდებაზე, არაფატის გადაყენების შესახებ, ევროპის ქვეყნებმა ენთუზიაზმი არ გამოხატეს.

ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რადგანაც EC (ევროკავშირმა) პროარაბულ და პროპალესტინულ პოზიციას იკავებს, ამერიკელები კი ადანაშაულებენ ევროპელებს კამიკაძე ტერორისტების მხარდაჭერასა და ფარულ ანტისემიტიზმზე. ანტიისრაელური გამოსვლების ტონი ტერაქტების შემდეგ ოდნავ დაიხშო.

ისრაელის მთავრობა იმედოვნებდა, რომ ევროპის სახელმწიფოები ძლიერ ზეწოლას მოახდენდნენ ბუშზე და იგი შეარბილებდა ტონს, აღნიშნული განცხადებების შესახებ.მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი მათ ზეწოლას არ დაემორჩილა. პირიქით, მან პალესტინელები და ევროპელები გააოცა განცხადებით, რომ აპირებს შეამციროს ეკონომიკური დახმარება და, თანაც, დაემუქრა პალესტინელებს, რომ მიიღებს სამხედრო ზომებს. ამის საპასუხოდ ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო გადაერიცხა ფული კომპიუტერების შესაძენად იმ პალესტინული სკოლებისათვის, რომლებიც განადგურებულ იქნენ ისრაელის ჯარის საომარი მოქმედებების დროს. ისეთი პირი უჩანდა, თითქოს ევროკავშირის პოზიცია გაიმარჯვებდა, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა ევროკავშირის ქვეყანამ ბუშის გამოსვლით თავისი უკმაყოფილება გამოხატა. ფრანგმა და გერმანელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ არაფატი პალესტინელი ხალხის მიერ იყო არჩეული და ამ ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი ლიდერი. ისრაელში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შუააღმოსავლეთის საკითხზე რვა უდიდესი სახელმწიფო ორ ბანაკად გაიყო. პირველ ბანაკში შედიან აშშ, კანადა, რუსეთი, ნაწილობრივ, ინგლისი, მეორეში კი – დანარჩენი ევროპული ქვეყნები და იაპონია.

ასე რომ, ბუშმა თითქმის შეუძლებელი რამ გააკეთა: მან გააერთიანა დასავლეთი ტერორიზმთან ბრძოლაში. საინტერესოა, რამდენად გაძლებს ეს მუხტი და მოასწრებს თუ არა ისრაელი, გადაწყვიტოს თავისი ამოცანა – დასავლეთის მხარდაჭერით ბოლო მოუღოს “ტერორის ბუდეს”.

გაზეთ “The Times”-ის ცნობით, კანადაში ყველა გვირგვინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ერგო წილად. დასავლურმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჯორჯ ბუშის მოწოდებას და შეთანხმდნენ იმაზე, რომ დიდი თანხა გამოყოფილ უნდა იქნეს მასიური განადგურების იარაღის მოსასპობად, ისე, რომ ეს იარაღი არ მოხდეს ტერორისტული დაჯგუფებების ხელში. უახლოეს მომავალში რუსეთს გამოუყოფენ 20 მილიარდ დოლარს რუსეთში პლატინიუმის მარაგის უტილიზაციის და მისი სათანადო დაცვის პროგრამაზე. ეს თანხა გაიცემა თანდათანობით 10 წლის განმავლობაში. ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა ნახევარს გადაიხდის, ხოლო ევროპელები, იაპონია და კანადა დანარჩენ თანხას უზრუნველყოფენ.

რუსეთი გაანადგურებს იარაღს უდიდესი ინდუსტრიული სახელმწიფოების პირობების შესაბამისად, რომლებიც, მაგალითად, ითვალისწინებენ უცხოური ექსპერტების დაშვებას იმ ობიექტებზე, სადაც დემონტირებულია ატომური წყალქვეშა ნავი. თეთრი სახლის ანონიმური წყაროების თანახმად, რუსეთმა აგრეთვე განაცხადა, რომ შექმნის პირობებს გამოყოფილი თანხის დახარჯვის გასაკონტროლებლად.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ქიმიური იარაღის განადგურება, – წერია რვა უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნების განცხადებაში, – შეიარაღებიდან მოხსნილი ბირთვული წყალქვეშა ნავების დემონტაჟი, გახლეჩილი მატერიალების ბედი და ყოფილი იარაღის შემქმნელ მეცნიერების სამსახურით უზრუნველყოფა”.

“ბი-ბი-სი”-ს მიმომხილველის, სტივენ დეილის თქმით, “რამდენიც უნდა ისაუბრონ რვა უდიდესი სახელმწიფოების სამიტზე, რუსეთის მზადყოფნაზე, გახდეს პლანეტის უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყნების კლუბის წევრი, მოსკოვს ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება საზღვარგარეთიდან”.

სტატისტიკის თვალსაზრისით, რუსეთის ეკონომიკა ჯერ არ შეიძლება ჩაითვალოს გავლენიანად. უდიდესი რვა სახელმწიფო არის, პირველ რიგში, ეკონომიკური და არა პოლიტიკური გაერთიანება.

შესაძლებელია, რომ მსოფლიომ თვალი დახუჭა რუსეთის ფინანსურ პრობლემებზე ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, გეოგრაფიულად, რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა, მეორე მხრივ, მისი ბირთვული პოტენციალი დღემდე რჩება სტრატეგიული შეკავების უმთავრესი ფაქტორი.

გაზეთ “The Times”-ის ცნობით, რაც შეეხება ბირთვული არსენალების განადგურებას, ყველაფერი ასე მარტივი არ არის, როგორც ჩანს.

საბრძოლო მასალის შენახვის პირობები და ზოგიერთი მეთაურების სურვილი, მიყიდონ რაც შეიძლება მეტი იარაღი იმ ხალხს, რომლებიც ტერორისტებთან არიან კავშირში, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს.

გაზეთ “The Times”-ის არსებული მასალით, პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ზუსტი ინფორმაცია იარაღის საწყობებზე არ მოიპოვება. დასავლეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ იგი მთელ საიდუმლო ინფორმაციას მიიღებს. დისკუსიების გარეთ დარჩა ჩეჩნეთში არსებული მდგომარეობის, რუსეთის იარაღის ირანში გაყიდვის და ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრესასთან დამოკიდებულების საკითხი, – აცხადებს გაზეთი “თჰე თიმეს”.

რვა უდიდესი სახელმწიფოს შეხვედრის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მათ, როგორც წესი, არ გააჩნიათ მკაცრი დღის წესრიგი. ეს არის, უბრალოდ, კლუბი ძლიერი სახელმწიფოების შესახვედრად. დასავლეთის ლიდერები კი რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში თანაბარ პარტნიორად თვლიან, მაგრამ მათ დაკარგეს შანსი, გაერკვიათ ზოგიერთი პოზიციები, რომლითაც რუსეთი მათგან განსხვავდება.

რას უნდა ველოდოთ რვა უდიდესი სახელმწიფოს სამიტისაგან?
არავინ ფიქრობს, რომ კანადის სამიტი რადიკალურად გადაწყვეტს მსოფლიოს ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ ასეთი ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს უსარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში, ეს ღონისძებები აიძულებენ მოწინავე დასავლეთის და რუსეთის ლიდერებს, გამოთქვან თავისი აზრი ამ პრობლემებზე და ჩამოაყალიბონ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ფართო აუდიტორიის წინაშე. წელს მათ წინაშე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ამოცანა დგას.