მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

თეონა ნასყიდაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
te.naskidashvili@gmail.com

ანოტაცია
აღნიშნულ სტატიაში განხილულია მდგრადი განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები. თავდაპირველად დავიწყებთ იმ ფაქტორების განხილვას, რომლებმაც არსებითი როლი შეასრულეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბებაზე, შევეხები ათასწლეულის განვითარების მიზნებს , ხოლო შემდეგ უშუალოდ გადავალთ საქართველოზე. განვიხილავ როგორ მოხდა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცის პროცესი საქართველოში, რა ვითარება ახლა ამ თვალსაზრისით და როგორ ვგეგმათ განვითარებას. ბოლოსკენ ვისაუბრებ იმ მიზნებზე რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე პრობლემატური და აქტუალურია საქართველოში: სიღარიბე, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა. ამ თემებს ჩავშლით ქვეპუნქტებად და ერთგვარად შევეცდები ავხსნა, რაში ვხედავ მათ პრობლემატურობას.

Annotation
In this article sustainable development reasons of progress is reviewed. First of all we shall review the factors, which had a significant part in creation of sustainable development goals, then will touch the Millennium Development Goal topic and after that will continue with Georgia. I will mention how article sustainable development goals came to Georgia, how’s it progressing now and how we’re going to influence it. Lastly, I would like to talk about the reasons that, in my opinion, are most probelamtic and important in Georgia: poverty, quality education, gender equality. These topics will be divided subtopics where I’ll try to elaborate why do I see them as problematic.

ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისათვის

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 2030 წლის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ (leaving no one behind).

მდგრადი განვითარების მიზნები, შესაბამისი ამოცანებით, იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; და უზრუნველყოს პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივი დაცვა. მიზნებმა ასევე უნდა შექმნან პირობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების ამ ამბიციური მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა.

მდგრადი განვითარების მიზნები ეფუძნება ათასწლეულის განვითარების მიზნების (Milenium Development Goals) გამოცდილებას. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება 2000 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. მაშინ, ამ მიზნების სახით განვითარების მნიშვნელოვანი გლობალური სამოქმედო გეგმა იქნა შეთავაზებული, თუმცა, ამ გლობალური გეგმის მთავარი გამოწვევა მისი არათანაბარი გავრცელება იყო. კერძოდ, პროგრესი უფრო მეტად ყველაზე განვითარებად ქვეყნებზე აისახა. ზოგი მიზანი კი განუხორციელებელი დარჩა, მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ: დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობა და რეპროდუქციული ჯანდაცვა. ათასწლეულის განვითარების დღის წესრიგი 8 მიზანს მოიცავდა, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის დაძლევას, საყოველთაო საშუალო განათლებას, გენდერულ თანასწორობას, ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებას, დედათა ჯანმრთელობას, აივ ინფექციასთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლას, გარემოს მდგრადობას და განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობას აერთიანებდა.

მდგრადი განვითარების მიზნები სწორედ ათასწლეულის განვითრების შეუსრულებელი ამოცანების განხორციელებას ისახავს მიზნად და კიდევ უფრო ფართო და ამბიციურ მისწრაფებებს გვთავაზობს. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიმართულების გაგრძელებასთან ერთად, მდგრადი განვითარების სამიზნე გახდა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრი და მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა. ამასთან, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მკაფიოდ განსაზღვრავს მისი განხორციელების გზებს და გვთავაზობს ურთიერთდაკავშირებულ მიზნებს და მათ ინდიკატორებს, მათი შესრულების შეფასებისთვის. გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული იქნა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, გაეროს კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ (რიო + 20), რომელიც 2012 წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.

მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხში. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე ამ მიმართულებით რთული პროცესი გაიარა. ამ წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მაკოორდინირებელ უწყებად განისაზღვრა. დასაწყის ეტაპზე, მთავრობის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შექმნა ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოახდინა იმ მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, რაც მოცემულ მომენტში საქართველოს კონტექსტისთვის იყო პრიორიტეტული. ამ ეტაპზე საქართველოს ნაციონალიზებული აქვს 17-ივე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი. თუმცა, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს 169 სამიზნის ნაციონალიზებას ეტაპობრივად, 2030 წლამდე.

მიზნების შესრულების მონიტორინგისა და პროცესის ეფექტიანად კოორდინაციისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო და ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები. ხოლო, საბჭოს სამდივნოს ფუნქციას მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს. საბჭოს ფუნქცია ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ თემატურ მიმართულებებზე და კოორდინაციას გაუწევენ მონაწილე უწყებების მუშაობას მონაცემთა შეგროვების და მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ინტეგრაციის პროცესს. ამასთან, საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობაც არის გათვალისწინებული, რაც ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება IDFI-ის მიერ განხორციელებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. მიზნების ნაციონალიზაციის პირველ ეტაპზე საჭირო გახდა მოსახლეობას ჰქონოდა ინფორმაცია გლობალური დღის წესრიგისა და სამთავრობო გეგმების შესახებ. დაიგეგმა შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, სტუდენტებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან. ახლა კი, გავაკეთოთ იმ მიზნების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც ჩემი თვალსაზრისით, საკმაოდ აქტუალურია და ყურადსაღებია საქართველოსათვის.

ყველა სახის სიღარიბის აღმოფხვრა

სიღარიბე, ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უუნარობა, ვინაიდან ასეთ ცხოვრებაში ჩართვისთვის უპირველესად საჭიროა ფინანსური რესურსების ფლობა, ღარიბებს კი სამწუხაროდ, ეს რესურსი არ გააჩნიათ.

იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. იუნისეფი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში.

იუნისეფის მონაცემებით, 2011-2015 წლებში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მცირდებოდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია უკიდურესი სიღარიბე – საქართველოს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და დავძლიოთ ის უკიდურესი სიღარიბე, რომელიც დღეს საქართველოშია. სხვადასხვა მექანიზმს შორის, რომელიც სახელმწიფოს ეხმარება სიღარბის დაძლევაში, სხვათაშორის გრძელვადიან პერსპექტივაში, ყურადღება მინდა გავამახვილო ტურიზმზე. სწორედ ტურიზმია ის ეფექტური მექანიზმი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის. ბევრ განვითარებად თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი ნაწილი, სწორედაც, რომ ტურიზმიდან მოდის.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის რეგიონსა თუ სოფელს აქვს უნიკალური მისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული კულტურა, რომელსაც აქვს უნარი იმის, რომ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. აუცილებელია აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში. შესაძლებელია ფინანსების არ ქონის გამო სრულიად ვერ მოხდეს მისი ადაპტირება, მაგრამ მისი გარკვეული დოზით განხორციელება გაზრდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას. გლეხს, ღარიბ მოსახლეობას შეექმნება შესაძლებლობა დასაქმების, პროდუქციის ბაზარზე გატანის და უკეთესი მომავლის შექმნისა.

ხარისხიანი განათლება

თანამედროვე მსოფლიოს უფრო დიდ გამოწვევებთან და პრობლემებთან უწევს შეჭიდება. დღეის მდგომარეობით, თითქმის მილიარდმა წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა შეაბიჯა ოცდამეერთე საუკუნეში. ეს რიცხვი მზარდია და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედს შეადგენს.

ჩვენს ეპოქაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხანაში, ყველაზე უკეთესი ადამიანური რესურსი, განათლებული საზოგადოებაა. სწორედ ამიტომ, მდგრადი განვითარების მიზნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად ითვლება ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის, რამდენადაც თითოეული სხვა მიზნის შესრულების რეალურობა და დონე თავდაპირველად სწორედ ზემოაღნიშნულის მიღწევაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენი სახელმწიფო არცისე სახარბიელო დონეზეა. საქართველოში განათლების სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემებია და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგადაჯაჭვურ გამოწვევებს ვაწყდებით, მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ დიპლომის ქონა არაფერს არ ნიშნავს, თუ მას არ ახლავს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ვიანიდან, განათლების სისტემაში არსებული ხარვეზებიის შედეგად, სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები ვერ ახერხებენ, გაუმკლავდნენ შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ განათლებული ახალგაზრდები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, ამიტომ აუცილებელია მათი თვითრეალიზების ხელშეწყობა და პოტენციალის სწორად

გამოყენება ქვეყნის გაძლიერებისათვის. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მონაცემებით, საქართველოში წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია, საქართველოში განათლების სისტემაში არსებობს ბევრი ბუნდოვანი საკითხი. არის თუ არა განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი? ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პრობლემა არა მხოლოდ ხელმისაწვდომობაშია, არამედ იმ განათლების ხარისხსა და პრაქტიკულობაში, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იღებს.

ქართულ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონების მოსახლეობის ინფორმაციულ იზოლაციაშია. რაიონებში ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდებს საკუთარი სოფლიდან მეორე სოფელში უხდებათ წასვლა, რათა მიიღონ დაწყებითი განათლება მაინც. ეს კილომეტრები კი, რომელთა გავლაც მათ არა მხოლოდ გაზაფხულის მზიან ამინდში, არამედ დიდთოვლობაშიც უწევთ, არა მარტო ორ პუნქტს შორის დაშორებაა, არამედ დაშორებაც რეალობიდან ნათელ მომავლამდე.

ადამიანი, რომელსაც არ აქვს მიღებული საბაზისო განათლებაც კი, ვერ იქნება კონკურენტუნარიანი არსებულ საზოგადოებაში, ვერ ისარგებლებს სხვა სახის უფლებებით და გახდება მეორეხარისხოვანი მოქალაქე, რადგან განათლების უფლება სხვა პოლიტიკური, კულტურული და სოციალური უფლებების რეალიზების გასაღებია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ინკლუზიურ განათლებას.

ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველასათვის ხარისხიანი განათლების მიღებაში თანასწორობას და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ამის შესასრულებლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად, ქვეყნის მდგომარეობაც სამუშაო ადგილების მხრივ შესაფერისი უნდა იყოს. აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ განათლების მიწოდებაზე, არამედ შრომაზე მოთხოვნაზეც. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ინკლუზიური განათლების დანერგვას, იმის გარდა, რომ შევქმნათ ერთნაირი პირობები ქალაქშიც და სოფელშიც, უნდა ვიზრუნოთ სახელძღვანელოების ეფექტიანობაზეც.

ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვით დიდ სოციალურ საწყისს ჩაეყრება საფუძველი, რაც გულისხმობს ტიპური მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან შშმ მოსწავლეების ნორმალურ აღქმასა და ნორმალური ქცევის სწავლებას. აღნიშნული კი შექმნის ისეთ მოცემულობას, სადაც შშმ პირები არ არიან თუნდაც პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი და სადაც განსხვავებული ვიზუალი თუ შესაძლებლობები დაბალანსებული და ნორმალიზებულია.

პრობლემებს ვხვდებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. მართალია განათლების უფლება ყველას ერთნაირად უნდა ჰქონდეს, თუმცა მზადყოფნა და თვითდისციპლინა ყველას არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში, პროფესიულ სასწავლებლებს ნაკლები ყურადღება ექცევა და კვლავ ერის მენტალიტეტიდან გამომდინარე ვიღებთ უნივერსიტეტდამთავრებულ, თუმცა არა ყოველთვის განათლებულ ადამიანს. მთავარი ისაა, რომ სწავლების მიმართულებებისა და მეთოდების განასაზღვრისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყნის სოციო-ეკონომიკური პირობები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ სასკოლო განათლების მართლაც ინკლუზიურ სისტემას, სწავლის შემდგომი საფეხურები უნდა მოემსახუროს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას, თუმცა სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული, ამ შემთხვევაში, პროფესიული სასწავლებლები სათანადოდ უნდა იქნას მოწყობილი და ფუნქციონირებადი. ამ ყოველივეს მოგვარება კი, არა მხოლოდ დღევანდელ მსოფლიოში არსებული ზრდის ტემპების გაზიარებისთვისაა საჭირო, არამედ იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მოახდინონ თვითრეალიზაცია. უწყვეტი განათლება კი ამისათვის აუცილებელი ფაქტორია.

გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

გენდერული ბალანსი გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას. ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, კაცები ლახავენ ქალთა უფლებებს, ვხვდებით ქალზე ძალადობის არაერთ ფაქტს.

საქართველოში, მუსლიმანურ სოფლებში ხშირად ვხვდებით ნაადრევად ქორწინების ფაქტებს, როდესაც გოგონებს ძალით ათხოვებენ, ამ დროს გოგონას უკარგავენ განათლებისა და თვითგამორკვევის შესაძლებლობას, ართმევენ არჩევანის უფლებას, ვინაიდან ადამიანს უფლება აქვს თავის საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს.

დღეისათვის ქართულ სოფლებსა და ქალაქებში ვხვდებით ქალიშვილობის ტრადიციას, რომელიც გულისხმობს გოგოს ქალიშვილად დარჩენას ქორწინებამდე. „იძულებით ქალიშვილობას“. გოგოს, რომელსაც ჰყავს შეყვარებული და მისადმი სექსუალურ ლტოლვას განიცდის, ვალდებულია ბიჭს ცოლად გაჰყვეს, ვინაიდან სექსულაური აქტი აკრძალულია ქორწინებამდე და თუ მათ სექსი ექნებათ ქორწინებამდე გოგონა აუცილებლად იქნება დაცინული, სახელშელახული. იგი ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დამცირების მსხვერპლი. ამ შემთხვევაში , ვფიქროობ, ილახება ქალის სექსულური უფლება.

შეუძლია თუ არა ქალს იყოს კაცის თანასწორი, დაიკავოს მაღალი თანამდებობები, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ინტელექტუალებთან. თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც თითქოს არ არსებობს წინააღმდეგობა, მაგრამ იშვიათად იღებს ქალი გადაწყვეტილებას წავიდეს პოლიტიკაში, ან გახდეს მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, იდეოლოგიას იმის შესახებ, რომ ქალმა მხოლოდ სახლს უნდა მიხედოს, ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული რაიონებსა და სოფლებში.

დასკვნა

წინამდებარე მასალა საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვნება. მასალებზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ემყარება ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიას და გარემოს დაცვას და მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“. მდგრადი განვითარების მიზნები, შესაბამისი ამოცანებით, იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; და უზრუნველყოს პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივი დაცვა. მდგრადი განვითარების მიზნები ეფუძნება ათასწლეულის განვითარების მიზნების გამოცდილებას. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება 2000 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა.

საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო. მიზნების შესრულების მონიტორინგისა და პროცესის ეფექტიანად კოორდინაციისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო და ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები.

ამ ინფორმაცის გაანალიზების შემდეგ გადავედით იმ მიზნებზე, რომლებიც საკმაოდ აქტუალურია საქართველოში. სიღარიბე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა დღესდღეობით სახელმწიფოში, რის გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება დასახელდეს სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში. ამასთან, სიღარიბეს ამწვავებს ტურიზმის ნაკლები განვითარება. ხარისხიან განათლებაშიც არის ხარვეზები სახელმწიფოში, კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა, სკოლების სიმცირე, სახელმძღვანელოების დახვეწა კვლავ პრობლემად რჩება. პრობლემებს ვხედავთ გენდერის საკითხებშიც.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. www.ungeorgia.ge
2. idfi.ge
3. psnews.ge
4. factcheck.ge
5. https://sdgsgeorgiablog.wordpress.com/
6. idfi.ge/ge
7. idfi.ge/ge/education
8. idfi.ge/ge/gender

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial