ტექნოლოგიების როლი მდგრად განვითარებაში

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ ბითარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
III კურსის სტუდენტი
ელ-ფოსტა: mariambitarashvili@gmail.com

ანოტაცია: მსოფლიოში დღესდღეობით დიდი დამოკიდებულებაა ტექნოლოგიაზე, როგორც გარემოს პრობლემების გადაჭრის გზაზე, რადგან მთავრობები და მათი მრჩევლები უარს ამბობენ,რომ მიიღონ პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები, რომელიც საჭიროა წარმოების და მოხმარების ზრდის შესამცირებლად. მიუხედავად ამისა, ისეთი სახის ტექნოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროა წარმოების და მოხმარების ზრდით გამოწვეული გარემოს მზარდი ზარალის შესანარჩუნებლად საკმაოდ დრამატული უნდა იყოს. კვლავ რჩება კითხვა: შეიძლება თუ არა ჩვენი ტექნოლოგიური სისტემების ასეთი დრამატული და რადიკალური გადაკეთება ძირითადი სოციალური ცვლილებების გარეშე და მოხდება ეს პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვის გარეშე? ტექნოლოგია არ არის დამოუკიდებელი საზოგადოებისგან არც თავისი ფორმირებით და არც მისი ეფექტით.

Annotation: There is a great reliance on technology to solve environmental problems around the world today, because of an almost universal reluctance by governments and those who advise them to make the social and political changes that would be necessary to reduce growth in production and consumption. Yet the sorts of technological changes that would be necessary to keep up with and counteract the growing environmental damage caused by increases in production and consumption would have to be fairly dramatic. the question remains, can such a dramatic and radical redesign of our technological systems occur without causing major social changes and will it occur without a rethinking of political priorities? Technology is not independent of society either in its shaping or its effects.

მდგრადი განვითარების პოტენციურ ეფექტიანობაზე დებატების საფუძველია საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ტექნოლოგიურ ცვლილებებს ეკონომიკური განვითარების გავლენის საკმარისად შემცირება, რათა სხვა სახის ცვლილებები არ იყოს საჭირო. მდგრადი განვითარების პოლიტიკა ცდილობს შეცვალოს ეკონომიკური ზრდის ხასიათი და არა შეზღუდოს იგი. მათ საფუძვლად დაედო რწმენა, რომ სასრულ სამყაროში მუდმივი ზრდა შესაძლებელია ტექნოლოგიური ძალების საშუალებით, რაც საშუალებას მოგვცემს ვიპოვნოთ ახალი წყაროები ან შევთავაზოთ ალტერნატივები, თუ კონკრეტული რესურსი ამოიწურება. მდგრადი განვითარების ინსტრუმენტები – ეკონომიკური ინსტრუმენტები, საკანონმდებლო ზომები და მომხმარებელთა ზეწოლა – მიზნად ისახავს ისეთი ტექნოლოგიური ცვლილებების მიღებას, როგორიცაა გადამუშავება, ნარჩენების შემცირება, მასალების ჩანაცვლება, წარმოების შეცვლილი პროცესები, დაბინძურების კონტროლი და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.

„სუფთა“ ტექნოლოგიები და „end-of pipe technology“
„end-of pipe technology” ალტერნატივა არის ახალი „სუფთა” ტექნოლოგიები, რომლებიც ცვლის წარმოების პროცესებს და თავად პროდუქტებს, რათა ისინი ეკოლოგიურად სუფთა იყოს. „სუფთა“ ტექნოლოგიები უმჯობესია „end-of pipe technology-ზე“, რადგან ისინი თავიდან აცილებენ ნარჩენების ნაკადის ტოქსიკური მასალის მოპოვებისა და კონცენტრირების აუცილებლობას. უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც საჭიროებს ნაკლებ წყალს (მაგალითად, გაშრობის ალტერნატიული ტექნიკით), ენერგიასა და ნედლეულს და ამცირებს ნარჩენების გამოყოფას (მაგალითად, გამოვლენისა და გამოყოფის აპარატების შემუშავებით და გაჟღენთილი გაზების გაწმენდისა და ფილტრის სისტემების ინტეგრირებული გზით). საბოლოო პროდუქტების ხელახლა გადამუშავება შესაძლებელია გარემოს დაზიანების შესამცირებლად, როგორც წარმოების, ასევე გამოყენების დროს, ხოლო ნარჩენების ნაკადების გამოყენება შესაძლებელია წარმოების პროცესში (Cramer 1991).

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (ეთგო) აღმოაჩინა, რომ დაბინძურების კონტროლში ყველაზე მეტი ინვესტიცია იდებოდა „end-of pipe“ ტექნოლოგიებისთვის, მხოლოდ 20% – „სუფთა“ წარმოებისთვის. „სუფთა“ ტექნოლოგიები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი და მაშინაც კი, როდესაც ისინი არსებობენ, კომპანიები არ ცდილობენ შეცვალონ თავიანთი ძველი ტექნოლოგიები, სანამ უსარგებლო არ გახდება (Development 1989).

ბარი ქომონერი ამბობს, რომ „თუ ტექნოლოგია მართლაც დამნაშავეა ეკოლოგიური კრიზისის გამო, გონივრული იქნებოდა, აღმოგვეჩინა, თუ სად ვერ გამოგვადგა მისი „გამომგონებელი გენიოსი“ და გამოვასწოროთ ეს ნაკლი, სანამ ჩვენს მომავალ გადარჩენას მიანდობდით ტექნოლოგიის თავის რწმენას“.

საერთო რეაგირება ტექნოლოგიებისადმი მიკუთვნებულ პრობლემებზე არის იმის მტკიცება, რომ პრობლემა არა ტექნოლოგიაშია, არამედ მის გამოყენებასა ან ბოროტად გამოყენებაში. თავად ტექნოლოგიები მხოლოდ მაშინ ხდება ეკოლოგიურად მავნე, თუ ისინი არ გამოიყენებიან გარემოსადმი დიდი ზემოქმედებით (Commoner 1972).

სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოგონებისა და დიზაინის მცდელობები, რომლებიც ბუნებრივ სისტემებს შეესაბამება, ახალი არ არის. სათანადო ტექნოლოგია განისაზღვრა, როგორც „ტექნოლოგია, რომელიც მორგებულია კონკრეტულ ადგილას და პერიოდში არსებულ ფსიქო-სოციალურ და ბიოფიზიკურ კონტექსტში“. ბიოფიზიკური კონტექსტი ითვალისწინებს ჯანმრთელობას, კლიმატს, ბიომრავალფეროვნებას და ეკოლოგიას, ხოლო ფსიქო-სოციალური კონტექსტი მოიცავს სოციალურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკას, ეთიკასა და ინდივიდუალურ პიროვნულ / სულიერ საჭიროებებს (Willoughby 1990).

შესაძლებლობები
გაეროს ასამბლეა ვაჭრობისა და განვითარების 2018 წლის კონფერენციის რეზოლუციით / 73/218 ხაზს უსვამს ტექნოლოგიის გავლენას მდგრადი განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს განზომილებებზე გლობალიზებულ კონტექსტში. რეზოლუციამ დაადასტურა, თუ როგორ უხსნიდნენ გზას ტექნოლოგიები ახალ ბიზნეს მოდელებს, ამით იქმნებოდა მეტი სოციალური ურთიერთობა და ერთმანეთთან სწავლისა და კონკურენციის შესაძლებლობები (Resolutions 2019). ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კავშირი მჭიდრო კორელაციაშია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან (მშპ). ამ რეზოლუციამ აღიარა, თუ როგორ შეიძლება კოლექტიურმა ძალისხმევამ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით, დააჩქაროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის იმპულსი (Progress made in the implementation of and follow 2019).

მიღებულია სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები, რომლებიც დაეხმარება ქვეყნებს ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში. ადეკვატური ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, ახალმა მიღწევებმა შეიძლება შექმნას სრული სტრუქტურული ტრანსფორმაციის გზა, ახალი შესაძლებლობებით ახალი ბაზრებიდან. განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ სასაზღვრო ტექნოლოგიების ხარჯები შეამცირონ, რომ გადავიდნენ დაბალი ანაზღაურებადი საქმიანობიდან უფრო მაღალ საქმიანობებზე, გლობალური მონაწილეობით სარგებლობის მიღებით. ამასთან, ტექნოლოგიური ნაკლები შესაძლებლობების ქვეყნებისათვის, გრძელვადიან პერიოდში ნახტომისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი გარემოს შექმნისა და ენდოგენური შესაძლებლობების გაუმჯობესების ძირითადი პოლიტიკა. (“The impact of rapid technological change on sustainable 2019).

გამოწვევები
ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას მოითხოვს. პოლიტიკის ამჟამინდელი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი განვითარების დონე. განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ტექნოლოგიის გადაცემა უნდა დამყარდეს ორმხრივი პირობებით, მთავრობის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერით (undocs 2019).
ელექტრონული ვაჭრობის ორგანიზაცია „eTrade for all“- ის ინიციატივით, უზრუნველყოფს ახალ მიდგომას ეკონომიკური მიღწევებისადმი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. ამასთან, საჭიროა ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა ქვეყნებმა სრულად ისარგებლონ მიაღწიონ პოზიტიურ შედეგებს. ამრიგად, ტექნიკური დახმარების გაწევა უნდა განხორციელდეს სწრაფი ტემპით განვითარებად ქვეყნებზე დაყრდნობით, რათა ყველამ ისარგებლოს ამ მზარდი ბაზრით და შემდეგ ეტაპზე შედარებითი უპირატესობები შექმნას (“A/RES/72/200 – E – A/RES/72/200 – undocs 2019).

გამოყენებული ლიტერატურა
Commoner, B., (1972) The Closing Circle: Nature Man & Technology, Bantam Books, Toronto.
Cramer, J. & Zegveld, W. C. L., (1991) The Future Role of Technology in Environmental Management, Futures,
Organisation for Economic Cooperation and Development, (1989) Economic Instruments for Environmental Protection, OECD, Paris.
Willoughby, K., (1990) Technology Choice: A Critique of the Appropriate Technology Movement, Westview Press, Boulder.
„General Assembly Resolutions – UN Research Guides – the United ….” Accessed May 26th, 2019. research.un.org.
“Progress made in the implementation of and follow-up to – UNCTAD.” Accessed May 26th, 2019. unctad.org.
“The impact of rapid technological change on sustainable … – UNCTAD.” Accessed May 20th, 2019. unctad.org.
“A/RES/72/200 – E – A/RES/72/200 – undocs.” Accessed June 1, 2019. https://undocs.org/A/RES/72/200.
“A/RES/69/313 – undocs..” Accessed June 1, 2019. undocs.org

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial