სოციალური დაცვის სისტემა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ეკატერინე მებუკია
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
მე-4 კურსის სტუდენტი
eka.mebukia@mail.ru

ანოტაცია
ნებისმიერი ქვეყნის დაცვის შინაარსს და მისადმი მიდგომებს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ისტორია, ტრადიციები, ფასეულობათა სისტემა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე სოციალური დაცვის სიტემა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. ზოგადად სოციალური დაცვის სისტემები არ არის მიმართული ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ის გამიზნულია მხოლოდ გარანტირებული მინიმუმის შესაქმნელად. ცხოვრების მაღალი ხარისხი ინდივიდუალური ზრუნვის საგანია, რომლის პირობებსაც სახელმწიფო ქმნის, მაგალითად, საგადასახადო სტიმულებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით და სხვა, სოციალური დაცვის სისტემის დანიშნულება კი ისაა, რომ შექმნას სოციალური რისკების მართვის მექანიზმები და დაიცვას მოსახლეობა სიღარიბისგან.

Annotation
The content and approaches to the protection of any country depend on the following factors: history, traditions, system of values, political and economic situation. Therefore, the social protection system is different in every country. In general, social security systems are not designed to ensure a high quality of life. It is intended only to create a guaranteed minimum. High quality of life is the subject of individual care provided by the state, for example through tax incentives, support for infrastructure development and more. The purpose of the social protection system is to set up social risk management mechanisms and protect the population from poverty.

Most programs in Georgia are designed for one-time assistance, which of course will not solve the social problem. The economy is in a difficult position, socially disadvantaged while waiting for progress, programs are only for the short term, and there is no long-term vision. True, this is not only a problem for Georgia and a comprehensive social protection system has not yet been reached in the world, but is progress necessary ?! But we can make progress by setting up long-term plans and gradually improving our situation.

საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა 1990-2012

განვიხილოთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადრეულ პერიოდში და რა მდგომარეობაა დღეს. საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული პოსტსაბჭოთა წარსულზე. განვლილი ორი ათწლეულის მანძილზე მუდმივად მარკეტიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესები მიმდინარეობდა. ამ რეალობამ ბუნებრივია სერიოზული გავლენა იქონია სოციალურ პოლიტიკაზე.

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემამ განვლილი 27 წლის მანძილზე განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლამ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საბჭოთა მიდგომების შეცვლა გამოიწვია. არსებული სისტემა. მსოფლიო ბანკის სტანდარტებით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად 1988 წელს მოსახლეობის 2 პროცენტი ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბეში ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. ათი წლის შემდეგ 1998 წელს მსოფლიო ბანკის მიხედვით ადამიანების რაოდენობა რომლებიც სიღარიბის სტანდარტის ქვემოთ ცხოვრობდნენ მოსახლეობის 21 პროცენტს შეადგენდა. [1]

უთანასწორობა ჯინის კოეფიციენტის მიხედვით ყველა ქვეყანაში გაიზარდა განსაკუთრებით შესამჩნევად საქართველოში, რუსეთსა და პოლონეთთან ერთად. მართალია ეს მონაცემები ეყრდნობა ერთ ადამიანზე არსებულ შემოსავლებს, მაგრამ ის აგრეთვე ხაზს უსვამს კეთილდღეობის რეჟიმების რედისტრიბუციული როლის დასუსტებასა და რიგ შემთხვევაში სრულიად გაქრობას. ტრანზიციის მძიმე შედეგებმა ასევე ხელი შეუწყო შრომით მიგრაციას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით 9 მილიონზე მეტი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში 1990 დან 1996 წლებში. [1] საწყის წლებში, საბჭოთა ინერციით გადმოსული უნივერსალისტური მოდელი ფორმალურად კვლავ არსებობდა. თუმცა, მისი არსებობა შეუძლებელი გახდა ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი, არ არსებობდა ფინანსური რესურსები მისი საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისა და მეორე, არ არსებობდა გამართულად და ეფექტურად მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონმდებლობა, რაც სამოქალაქო ომით, არეულობებითა და გამოუცდელობით იყო განპირობებული. 1995 წლიდან მოყოლებული ვითარება დასტაბილურებას იწყებს. საქართველოში აქტიურად იწყება ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რეფორმები.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება სოციალური დაცვის ახალი კანონმდებლობის შექმნა და მისი თანმდევი რეფორმების განხორციელება. ამასთან, მალევე მოხდა საპენსიო ასაკის შემცირება, რათა მომხდარიყო სოციალური ხარჯების შემცირება. სოციალური დაცვის სისტემა 1995-2003 წლებში რთულია რომელიმე სოციალური დაცვის მოდელს მიაკუთვნო. თუმცა ამის მიუხედავად ამისა, იკვეთება ტენდენცია რომ საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი ნორდიკულთან მიახლოებული მოდელი უქმდება და ჩნდება მძლავრი საბაზრო, ლიბერალური ელემენტები რომელიც ახლოს არის ანგლო-საქსურ მოდელთან. ამასთან, ძლიერია ე.წ. ხმელთაშუა ზღვის მოდელის გავლენაც, რაც განპირობებული იყო ასაკობრივი პენსიებით, დასაქმების დაბალი მაჩვენებლითა და ოჯახის როლის ინსტიტუციონირების მცდელობით სოციალური დაცვის მიმართულებით.

2006 წლიდან იწყება დღეს მოქმედი მიზნობრივი სოციალური დახმარებების პროგრამის ფუნქციონირება. ეს მიდგომა ყველაზე ახლოს ლიბერალურ ანგლო-საქსურ მოდელთან არის. სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებას მოქალაქეს სოციალური დახმარება აღმოუჩინოს ხედავს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სოციალური აგენტის შეფასებით სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებს. სოციალური დახმარების სისტემა წარმოადგენს სოციალურ მაშველ ბადეს, რაც ნიშნავს რომ თუკი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება მისი უკანასკნელი მაშველი სწორედ ეს სოციალური დახმარებაა. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ძირითადად ორი კომპონენტისგან მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და ასაკობრივი პენსიისგან შედგება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ფაქტიურად არ გააჩნია პრევენციული მექანიზმი და პოლიტიკა, რომ თავიდან ააცილოს საკუთარ მოქალაქეებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩენა. ამასთან, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღების შემდეგ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მოახდენს ამ ადამიანების აქტიურ სამუშაო ძალაში დაბრუნებას და მათ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოსვლას.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის წლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მეშვეობით შემცირდა სიღარიბის მაჩვენებლები, ამჟამად საჭიროა არსობრივი ცვლილების განხორციელება, რადგან სისტემა არაეფექტურად აგრძელებს ფუნქციონირებას.

2013 წლის მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში 1.7 მილიონამდე პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის დაახლოებით 40%), მათგან 443 000 პირი იღებს საარსებო შემწეობას. მიზნობრივი სოციალური დახმარების გადაფარვა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე ვრცელდება. 2012 წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებისთვის დაახლოებით 141 მლნ. ლარი (მშპ-ს 0,7%) გამოიყო (სტარტეგია 2020, 2014). 2013 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობამ გააორმაგა მიზნობრივი სოციალური დახმარებების დაფინანსება ყოველთვიური თანხის 30-დან 60 ლარამდე, ხოლო ოჯახის ყოველ დამატებით წევრზე, 24-დან 48 ლარამდე გაზრდით. 2013 წელს ეს დამატებით 71.5 მლნ. ლარს შეადგენს (წლიური ხარჯი შეადგენს 213 მლნ. ლარს, მშპ-ს 0,5%). [2]

რა შეიძლება იყოს ასეთი ვითარებიდან გამოსავალი და როგორ უნდა შეიცვალოს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა? აქ არსებითია ორი უმთავრესი პრინციპი: განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა და უნივერსალიზმი.

ევროპული სოციალური მოდელი

მიუხედავად ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვისა და ამ გზაზე მიღწეული წარმატებებისა, საქართველო სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტში ჯერ კიდევ შორსაა ცნობილი ევროპული სოციალური მოდელისგან, რომელიც ომის შემდგომი ევროპის სწრაფი რეკონსტრუქციის და ეკონომიკური ბუმის საფუძველი გახდა. რას ნიშნავს ევროპის სოციალური მოდელი? ხშირად მას ამერიკულ ცხოვრების წესსა და ამერიკული ოცნების კონცეფციას უპირისპირებენ. თუმცა უფრო კონკრეტულად ის რამოდენიმე ასპექტს მოიცავს.
• პირველ რიგში, ის დაფუძნებულია ფუნდამენტურ სამოქალაქო უფლებებზე, რაც ღირსეული დასაქმებისა და გაერთიანებებში გაწევრიანების უფლებას მოიცავს.
• მეორე: ეს არის მთავრობა, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს სრული დასაქმება, აქვს აქტიური როლი ეკონომიკაში – შრომის ბაზრის მართვაში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობით.
• მესამე: ევროპის სოციალური მოდელი გამოირჩევა მენეჯმენტსა და შრომას შორის დიალოგის მაღალი ხარისხით, რაც ხორციელდება სოციალური დიალოგის მექანიზმის გამოყენებით, სადაც აქტიურად არიან ჩართული დამსაქმებელთა წარმომადგენლები და პროფესიული კავშირები.
• მეოთხე: ეს არის პროგრესული საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სიმდიდრის სამართლიან, სოლიდარულ და ეფექტურ რედისტრიბუციაზე.
• მეხუთე: შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მრავალფუნქციური და ძლიერი შრომის ინსპექციის მეშვეობით.
• მეექვსე: უმუშევრობისა, სოციალური დაზღვევისა და დაცვის პროგრამები.
• და ბოლოს: თაობებს შორის სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემები. [3]

ევროპის ქვეყნები ამ სოციალური მოდელის სხვადასხვა ასპექტებს აქცევენ გამორჩეულ ყურადღებას, ამის მიხედვით გამოიყოფა ოთხი ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო. ნორდიკული, ბრიტანული, კონტინენტური და სამხრეთ ევროპული (ხმელთაშუა ზღვის). მიუხედავად დეკლარირებული მიმართულებისა, სოციალური სახელმწიფოსკენ და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის არსებობისა, როგორც გამოჩნდა საქართველოს ძალიან სერიოზული ჩამორჩენა აქვს ამ მიმართულებით ევროპასთან.

საქართველოში, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა 2012 წლის შემდეგ, სერიოზული პრობლემები არსებობს მენეჯმენტსა და შრომას შორის ურთიერთობებში. მიუხედავად სოციალური დიალოგის პრაქტიკის დანერგვისა, ის ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ამგვარი ინსტიტუტის ფუნქციონირების ტრადიციის არარსებობით, მათში მონაწილე ფაქტორების არასაკმარისი სიძლიერისა და მთავრობის არასრული პოლიტიკური ნებით დამთავრებული. ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ე.წ. ბრტყელი საგადასახადო სისტემა თვიურად 20% საშემოსავლო გადასახადის სახით. [4] არა მარტო ეს, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს 2009 წლეს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი. აქტის თანახმად, გადასახადებში ცვლილებების შესატანად აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება. აგრეთვე, ხარჯების მშპ–თან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 30%–ს, მაშინ როდესაც ევროპაში აღნიშნული მაჩვნებელი საშუალოდ 40% მეტია და ბევრგან 50 მდეც ადის. საგრეო ვალის შეფარდება მშპ–თან არ უნდა აღემატებოდეს 60 % ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 3%–ს. [5] ასეთი ნორმები ცალსახად სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს სოციალური რეფორმების განხორციელებისას და აგრეთვე მნიშვნელოვნად ზღუდავს პარლამენტისა და მთავრობის დამოუკიდებლობას ფისკალური პოლიტიკის წარმოებისას. პროგრესული გადასახადებისა და სტიმულირებაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია სოლიდარული და სოციალურად ორიენტირებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნა.

სოციალური მომსახურების სააგენტო

დღეისათვის საქართველოში არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია, რომელიც მიმართულია მრავალფეროვანი, მომსახურებისა თუ დახმარების საჭიროების მქონე კონტინგენტის – ბენეფიციართა – სოციალური გასაცემლებით, ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით მაქსიმალური უზრუნველყოფისკენ. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა ის საკითხებია, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში დასაქმებული 2000-ზე მეტი თანამშრომელი დაახლოებით 2,5 მილიონ საქართველოს მოქალაქეს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი) ემსახურება. [6] სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი მიზანი მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, უფრო მოქნილ, მარტივ და სწრაფ, მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანაა.

სააგენტოში არსებობს სხვადასხვა სოციალური პროგრამები [7] :
98

საქართველოში არსებული სოციალური დახმარებების ტიპები

სახელმწიფოში არსებობს ასევე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები:
• კომუნალური სუბსიდირება
• სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება
• სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და შემდეგი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება
• შშმ პირთა საკურორტო მომსახურება
• 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება
• სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება
• სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება
• შინმოვლის თანადაფინანსება
• სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა [8]

პანდემიურ პირობებს მორგებული სოციალური სისტემა და COVID19-ეფექტი
დღეისათვის საკმაოდ რთული პირობებია შექმნილი, იმისათვის რომ მოსახლეობამ განაგრძოს ნორმალურ პირობებში ცხოვრება. ამის ფუნდამენტური მიზეზია დღეისათვის გავრცელებული პანდემია. საკმაოდ გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში, უსახსროდ დარჩა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს პრობლემა შეეხო როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საწარმოებსაც. ზოგიერთმა საწარმომ საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება, ზოგმაც მუშაკების უმეტესი ნაწილი უფასო შვებულებებში გაუშვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულიად შეუიარაღებელი შეხვდა ამ კრიზისს.

მიმდინარე მოვლენები დაიწყო 26 თებერვალს, საგანგებო მდგომარეობა კი გამოცხადდა 21 მარტს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვა ზემოთხსენებული უმუშევრობის ზრდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შეიძლება ეს დროებითი ხასიათის მატარებელია. თუმცა, მიმდინარე პერიოდის კრიზის დასაძლევად სახელმწიფომ მიიღო გარკვეული ზომები, რაც დროული და აუცილებელი იყო, კერძოდ:
• პირველ რიგში, 6 წალმდე ბავშვებს, რომლებიც დადიან ბაღში, გადაეცათ საჭირო პროდექტები.
• გაწერილია გეგმა, რომ კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 500 000 000 ლარი დაიხარჯება.
• 2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებისთვის კი 25 ლარით გაიზრდება.
• თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.
• სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ.
• ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მთავრობა იმ კომპანიებს დაეხმარება, რომლებმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს.
• დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ. რაც გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში და საბოლოო ჯამში მათ გადაეცემათ 1200 ლარი. [9]

თითოეული პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე სოცილაური დაცვის კუთხით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ შეძლო და ნაწილობრივ მაინც გაუმკლავდა ამ რთულ კრიზისს.

დასკვნა

ვხედავთ, რომ პროგრამათა უმრავლესობა გათვლილია ერთჯერად დახმარებაზე. რაც სოციალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს… მითუმეტეს ვერ გამოიწვევს ვერც სამართლიან გადანაწილებას და ვერც ეფექტურობას. ეს ორი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაში. ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა კი პროგრესის მოლოდინშია და ვერც ერთი მათგანის პროგრესს ვერ შევნიშნავთ ამ ეტაპზე. ეს იმიტომ რომ პროგრამები გათვლილია მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზე და გრძელვადიანი ხედვა არ არის დანახული. მართალია, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემას არ წარმოადგენს და მსოფლიოში არ მიღწეულა ჯერ სრულყოფილი სოციალური დაცვის სისტემა, თუმცა უნდა ვეცადოთ რომ პროგრესს მაინც ჰქონდეს ადგილი…ეს უნდა გამოიხატებოდეს სოციალურ დაუცველთა მეტად ჩართულობით საზოგადოებრივ აქტივობებში, მათი დასაქმების სტიმულირებით და საჭირო გარემოს შექმნით… რაც საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა უნდა ისახებოდეს გრძელვადიანი გეგმები და არა ერთჯერადი დახმარებები, რაც ეტაპობრივად გამოასწორებს მოცემულ მდგომარეობას.

გამოყენებული ლიტერატურა
1. european.ge
2. ssa.gov.ge
3. european.ge
4. www.rs.ge
5. www.transparency.ge6. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14
7. ssa.gov.ge
8. tbilisi.gov.ge
9. expressnews.ge

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial