წყალი, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების კატალიზატორი

ავტორის სტილი დაცულია

ია სიხარულიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
Sikharulidze71@gmail.com

ანოტაცია

საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის გარდა ხელსაყრელი ადგილმდებარეობისა და სხვა მრავალი უპირატესობისა, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რომელთა შორისაა წყალი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზებით, უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. ამ სტატიის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა წარმოვაჩინოთ საქართველოსთვის წყლის რესურსის ეკონომიკური სარგებლიანობა.

Georgia compared to other countries is not only famous for its convenient location and many other advantages, but for its natural resources, such as water. This fact is supported by many evidence. The hypothesis of the international scientists is that in the nearest decade the drinking water will become one of the most important resource. Georgia is one of the biggest owner of this resource. Due to that, its economic development should be based on water, in particular finding our place in the world’s trade market. The purpose of this article is to shoe the benefits of Georgia’s water resource in the economic development for Georgia.

მტკნარი სასმელი წყალი ჩვენი ათასწლეულის ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება. გაეროს მონაცემებით, დღეს დაახლოებით 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს. ევროპის მოსახლეობის 80% მარაგდება ზედაპირული წარმოშობის სასმელი წყლით, რომლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური თვისებები და სისუფთავე არ აკმაყოფილებს სასმელ წყალზე მოთხოვნილებას. ეს გარემოება კიდევ უფრო რთულდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამრეწველო და ფეკალური წყლითა და სასოფლო-სამეურნეო ნიტრატებით სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად.მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ბუნებრივი რესურსი არის სასმელი წყალი. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია უდიდესი ეკონომიკური შედეგი მიიღოს.

ამ თემასთან დაკავშირებით პროექტის „წყალი ეროვნული სიმდიდრეა“ ავტორმა და მეცნიერმა პაატა გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო ახლო მომავალში უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ქვეყანა. მან წყლის რესურსული პოტენციალის კვლევა იმ მიზნით დაიწყო, რომ დაახლოებით 3-4 მილიარდი ადამიანი სასმელი წყლის მკაცრი დეფიციტის ზონებშია მოქცეული და ბუნებრივი სასმელი წყლის კრიზისს განიცდის. შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, გიორგაძის ვარაუდით, საქართველოს წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ტონა სასმელი წყლის გატანა და გაყიდვა შეუძლია, რაც ეჭვგარეშეა რომ საქართველოს შემოსავალს საკმაოდ გაზრდის.„ჩვენ წლების მანძილზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამერიკულ და ევროპულ მსხვილ საფინანსო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან 3 მილიარდი დოლარი გამოყონ, იმ შემთხვევაში, თუ ნახავენ, რომ ხელისუფლება მზად არის განახორციელოს სასმელი წყლის ინდუსტრიის შექმნა“, – ამბობს გიორგაძე. ამ შემთხვევაში ცხადია რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას დაიწყებს.

უნდა აღინიშნოს ისიც რომ, საქართველო ხასიათდება მსოფლიო მნიშვნელობის, ევროპაში უმსხვილესი მიწისქვეშა მტკნარი მინერალური წყლის მარაგებით, თუმცა საყურადღებოა რომ მათი გამოყენება სრულიად უმნიშვნელოა-0,01%-ზე ნაკლები. უფრო მეტიც, ისეთ ქალაქებში,როგორიცაა, მაგალითად, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და სხვა, რომლებიც მდებარეობენ სტრატეგიული მარაგების მქონე წყლის არტეზიული აუზების სიახლოვეს, მოუგვარებელია კომუნალური წყალმომარაგების პრობლემა. ეს ფაქტი რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ისეთმა ქვეყანამ რომელიც საკუთარ მოსახლეობას სათანადოდ ვერ/არ ამარაგებს სასმელი წყლით მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა შეძლოს. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოში. ნუთუ ვერ უნდა შევძლოთ ქართული მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩვენთვის მომგებიანად გამოყენება, რომლებიც ხასიათდება არაჩვეულებრივი ქიმიური შემადგენლობითა და ბაქტერიოლოგიური სისუფთავით. საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილიში(იხ. ცხრილი 1)

საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები
ცხრილი 1
999

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განვითარდა ბუტილირებული წყლის ბიზნესი:დღეს ისხმება ისეთი წყლები, როგორიცაა „ბორჯომი“ , „ბაკურიანი“, „ბახმარო“ და სხვა, მაგრამ პრობლემა ის არის რომ შეზღუდული სიმძლავრეების მქონე კომპანიები თავის მწარმოებლურობის მხოლოდ 20%-ს იყენებენ. საყურადღებოა რომ სახელმწიფოში არ არსებობს სასმელი წყლის ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და მეწარმეები საკუთარ ბედ-იღბალზე არიან მიტოვებულნი და დამოკიდებულნი. შედეგად კი ვიღებთ იმას , რომ ვერც საქართველო და ვერც მისი მოსახლეობა ვერ ვიღებთ სარგებლობას იმ ბუნებრივი რესურსით, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ დიდი რაოდენობის აქვს. კომპანიები მხოლოს შიგა ბაზარზე მოქმედებენ და ეს უზარმაზარი პოტენციალის მქონე საქმიანობა, რომელმაც დიდწილად შეიძლება გაწყვიტოს სასმელი წყლის დეფიციტი მსოფლიოში, ფაქტობრივად განუვითარებელი რჩება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულია სასმელი წყლის სტანდარტები. ამრიგად, ან კარგი ხარისხის წყლის მდგრადი მიწოდების პრობლემა გადაიჭრება ევროპაში, ან კიდევ 2020 – 2025 წლებისთვის ევროპა თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უმწვავესი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წყლები ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მეტალებს და მათი ქიმიური თვისებები აკმაყოფილებს ევროკავშირისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმკაცრეს მოთხოვნებს, საქართველოს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღება; ამის განსახორციელებლად მას მარაგები საკმაოდ დიდი აქვს.

მიზანი ერთია- საქართველოს მიერ სასმელი წყლის მიწოდება მთელს მსოფლიოს, თუმცა ჩნდება ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყოველივე? განვიხილოთ, ევროპისთვის წყლის მიწოდების სქემა. არსებობს 2 ძირითადი გზა: წყლის გადაზიდვა ტანკერების საშუალებით ან საქართველოდან ევროპისკენ წყალსადენის მშენებლობა. რა თქმა უნდა ამ პრობლემის გადაჭრა და 2 გზას შორის საუკეთესოს არჩევა დიდ თანხებთან დაკავშირებული და საკმაოდ რთულია. სახელმწიფომ სწორად უნდა შეიმუშოს ის კონცეფცია, რომლის საშუალებითაც ის განახორციელებს წყლის მიწოდებას ევროპის და არამხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ შედეგი: რა შედეგს მიიღებს საქართველო თუ დაიწყებს ევროპისკენ წყალსადენის მშენებლობას ან ტანკერებით წყლის გადაზიდვას. შედეგი ნათელია- გადაიჭრება სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემა და მთავარი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საშუალო შემოსავალმა კი ზემოაღნიშნული საქმიანობიდან წელიწადში შესაძლოა ნახევარ მილიარდსაც გადააჭარბოს.

ამრიგად, საქართველო უნიკალური თვისებების მქონე, ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების რესურსული პოტენციალის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. მას შეუძლია ყოველდღიური ნორმით მოამარაგოს პლანეტის მოსახლეობა და შეამსუბუქოს არსებული კრიზისი. აქვე უნდა ითქვას, რომ სასმელი წყლის მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, თუმცა ეფექტური მენეჯმენტის დაქირავება, დღევანდელ მსოფლიოში პრობლემას არ წარმოადგენს! რაც ადრე მოხდება ასეთი პროექტის რეალიზაცია, მით უფრო ჯანმრთელი იქნება ევროპის მოსახლეობა. საბოლოოდ, საქართველოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის უდიდესი რესურსი აქვს, ანუ ყველა ქართველი პოტენციურად მდიდარია!

გამოყენებული ლიტერატურა:
sputnik-georgia.com
greenalt.org
agrokavkaz.ge
www.kvirispalitra.ge
bpi.ge

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial