Covid-19 შიმშილის პანდემია

ავტორის სტილი დაცულია
გვანცა ლომიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მესამე კურსის სტუდენტი
Gvancalomidze123@gmail.com

ანოტაცია:

2015 წელს გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო მდგრადი განვითარების მიზნები (SDG), ასევე ცნობილი, როგორც გლობალური მიზნები, როგორც სიღარიბის დაძლევის, პლანეტის დაცვისა და 2030 წლისთვის ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მოქმედების უნივერსალური მოწოდება.  მდგრადი განვითარების მეორე მიზანია ნულოვანი შიმშილი.  დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს, 2019 წლის მონაცემების მიხედვით  690 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებება, დაახლოებით 10 მილიონით მეტი 2018 წელთან შედარებით. შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, Covid-19 პანდემია აძლიერებს გლობალური კვების სისტემის დაუცველობას.

Annotation:

The Sustainable Development Goals (SDGs), also known as the Global Goals, were adopted by all United Nations Member States in 2015 as a universal call to action to end poverty, protect the planet and ensure that all people enjoy peace and prosperity by 2030. Sustainable Development Goal 2 (SDG 2 or Global Goal 2) aims to achieve “zero hunger”. The latest edition of the State of Food Security and Nutrition in the World, published today, estimates that almost 690 million people went hungry in 2019 – up by 10 million from 2018. As progress in fighting hunger stalls, the COVID-19 pandemic is intensifying the vulnerabilities and inadequacies of global food systems – understood as all the activities and processes affecting the production.

გაეროს მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10% შიმშილობს. 2015 წლიდან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც  არასაკმარისად იკვებებიან. კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკური კრიზისი, ომები, პანდემია და ა.შ.  ის გამომწვევი მიზეზებია, რომლებიც  ამცირებენ მსყიდველობითუნარიანობას, საკვების წარმოებისა და განაწილების შესაძლებლობას, რაც  გავლენას ახდენს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაზე. SDG მეორე მიზნის განვითარება, რაც გულისხმობს ნულოვანი შიმშილის მიღწევას, მრავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა 2019 და 2020 წლებში, აღმოსავლეთ აფრიკაში კალიების გავრცელებისა და COVID-19 პანდემიის გამო. ( Londero Brandli , Leal Filho, Lange Salvia , Rayman-Bacchus, & Platje, 2020)

COVID-19   პანდემიის დაწყების შემდეგ, რასაც მოყვა საზღვრების დაკეტვა, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა, მოსავლის აღებისთვის საჭირო მუშახელის დეფიციტი, სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (WFP) გათვლებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საკმარისი საკვები არ აქვთ, 2020 წელს კიდევ  უფრო გაიზრდებოდა, ასევე პანდემია გამოიწვევდა განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, პროდუქტებზე ფასების გაზრდას, რაც საკვებს კიდევ უფრო მიუწვდომელს გახდიდა ღარიბი მოსახლეობისთვის. მაქსიმ ტორეროს,  გაეროს  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რომში მთავარი ეკონომისტის განცხადებით,  COVID-19-მა პროტექციონიზმი გააძლიერა, სასურსათო ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა, სახელმწიფოებში სურსათის მარაგების დეფიციტს გამოიწვევს იმ ქვეყნებში, რომლებიც სურსათის იმპორტზე არიან დამოკიდებულები. ( აბლოთია, 2020)  

2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით  მწვავე შიმშილს მსოფლიოში 151 მილიონი ადამიანი განიცდის, რისკის ქვეშაა 31 მილიონი ადამიანი. (Khorsandi, 2021)

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, მოსახლეობას გადარჩენისთვის ყოველდღიური ხელფასი და სოციალური უსაფრთხოების ქსელი სჭირდება. 736 მილიონი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი 1,90$-ზე ნაკლებია. საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში, სადაც 413 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკა მყიფეა. პანდემიის ზარალისა და დაინფიცირებულთა ზრდის გამო აფრიკის ბევრი ქვეყანა იღებს გადაუდებელ ზომებს ეკონომიკისა და ადამიანების დასაცავად. მაგალითად ეთიოპიაში, სადაც დაახლოებით  8,5 მილიონი ადამიანი იმყოფება IPC-ის( IPC ACUTE FOOD INSECURITY- ) მესამე ფაზაში (კრიზისი) (reliefweb, 2020), მთავრობამ შეამსუბუქა ფულადი გზავნილების წესები .

იძულებით გადაადგილებულ პირთა ან ლტოლვილთა ურბანულ არაფორმალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანები დამოკიდებულები არიან ბაზრებზე, რომელიც მილიონობით ადამიანის შემოსავლის წყაროა. პანდემიის დროს ბაზრების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უმრავლესობას საკვების შეძენა აღარ შეუძლია. (concern.net) სწორედ ამის გამო არიან ისინი მგრძნობიარეები ფასების რყევებსა და საკვებზე შესაძლო ხელმისაწვდომობაზე.

WFP ცდილობს შეამციროს COVID-19იის გავლენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ადამიანების მხარდაჭერით. რაც გულისხმობს სურსათის უვნებლობის მონიტორინგის გაფართოებას რამდენიმე ქვეყანაში, რათა შეფასდეს მომარაგების ჯაჭვების ფუნქციონირება და შინამეურნეობების სამედიცინო მომსახურება. ( Anthem, 2020)

მსოფლიოში საკვებზე ფასების სტაბილურობის მიუხედავად, ბევრი ქვეყანა განიცდის საცალო ვაჭრობაზე ინფლაციას, რაც გამოწვეულია COVID-19, ვალუტის დევალვაციითა და სხვა ფაქტორებით და იწვევს  საკვების მიწოდების შემცირებას. სურსათის ფასების ზრდას უფრო დიდი გავლენა აქვს დაბალ და საშუალო შემოსავლიიან  ქვეყნებზე, ვინაიდან ამ ქვეყნებში შემოსავლის ძირითადი ნაწილი იხარჯება საკვებზე, განსხვავებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისა. საცალო ვაჭრობის უფრო მაღალი ფასები ნიშნავს, რომ უფრო მეტ ოჯახს უწევს საკვების მოხმარების  რაოდენობისა და ხარისხის შემცირება. მოშიმშილეთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის იმ ქვეყნებში, სადაც WFP მუშაობს. კალორიების შემცირებული რაოდენობით მიღება და კომპრომეტირებული კვება საფრთხეს უქმნის სიღარიბის შემცირებასა და ჯანმრთელობას, ამას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი გავლენა მცირეწლოვანთა გონებრივ განვითარებაზე. (WFP, 2020)

WFP შიმშილის რუკა 2020 ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლებეობაში არასაკმარისი კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში, თუ ამჟამინდელი ტენდენციები გავრცელდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილობენ ან არასაკმარისსი საკვები აქვთ 840 მილიონს მიაღწევს 2030 წლისთვის . (wfp) როგორც აღნიშნული რუკიდან ჩანს საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც არასაკმარისად მოსახლეობის 5-14,9% იკვებება.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ხელმიუწვდომლობა არ არის გამოწვეული საკვების დეფიციტით, მიწოდების შეფერხებებმა და ინფლაციამ იმოქმედა სოფლის მეურნეობის საკვანძო მასალებზე, როგორიცაა სასუქები და თესლი. შრომის ხანგრძლივმა დეფიციტმა შეიძლება შეამციროს მომავალი სეზონის მოსავალი. თუ ფერმერები ძლიერ შიმშილს განიცდიან, მაშინ შესაძლოა თესლი მოიხმარონ საკვებად, რაც მომავალში საკვების დეფიციტის საშიშროებას გამოიწვევს. (worldbank, 2020)

პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად მსოფლიო ბანკი აწარმოებს მოკლე და გრძელვადიან პროექტებს. მაგალითად:

ავღანეთში პანდემიის გამო დაზარალდნენ ფერმერები, საკვებზე გაიზარდა ფასები და პროდუქტის მიწოდება უფრო დეფიციტური გახდა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 100 მილიონი დოლარის გრანტი მოხმარდება ავღანეთში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ადგილობრივი საკვების წარმოების გაზრდით, საკვების მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობაში მუშახელის დასაქმებას.

ანგოლაში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კომერციული სოფლის მეურნეობის პროექტი ეხმარება ფერმერებს, მცირე და საშუალო სოფლის მეურნეობის საწარმოებს გაფართოვდნენ და გააუმჯობესონ საქმიანობა პანდემიის დროს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ბუტანში, მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს  სურსათის განაწილებას მოკლევადიან პერსპექტივაში და სურსათის წარმოების გაუმჯობესებას საშუალოვადიან პერიოდში, წყალმომარაგების მიწოდებისა და მორწყვის გზით და ა.შ. (worldbank, 2020)

COVID-19 პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად აჩვენა მსოფლიო უთანასწორობა, საჭიროა მეტი დაფინანსება, რომ გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარებები. პანდემიის გამო უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაოს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს, 2020 წელს 10 მილიონამდე ბავშვი შიმშილობდა. (concern.net) შეზღუდვებმა საქონლის  გადაადგილებაზე იმოქმედა მომარაგების ჯაჭვებზე. დაზარალებულების დასახმარებლად WFP-მა შეიმუშავა სტრატეგია:

ბენეფიციარების მუდმივი დახმარების დონის შენარჩუნება იმ ადგილებში, სადაცWFP ფუნქციონირებს ;

მასშტაბის ზრდა დამატებითი ბენეფიციარების მისაღებად

მთავრობების მხარდაჭერა ტექნიკური უზრუნველყოფის გზით. (WFP, 2020)

სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორზე პანდეემის გავლენის გათვალისწინებით საჭიროა სწრაფი მოქმედება, რათა უზრუნველყოფილი იყოს  სურსათის მომარაგების ჯაჭვის სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ღარიბ და დაუცველ მოსახლეობაზე. პანდემიის პირობებში  დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ჰუმანიტარული დახმარებების მიღება, რასაც გადაადგილების შეზღუდვებმა ხელი არ უნდა შეუშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება მოშიმშილეთა სიაში. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერება, სურსათით გლობალური ვაჭრობის გაგრძელება, მცირე მეწარმე ფერმერების დახმარება სურსათის წარმოების გაზრდის მიზნით.  

გამოყენებული ლიტერატურა

Anthem, p. (2020 წლის 16 04). Risk of hunger pandemic as coronavirus set to almost double acute hunger by end of 2020. მოპოვებული https://www.wfp.org: https://www.wfp.org/stories/risk-hunger-pandemic-coronavirus-set-almost-double-acute-hunger-end-2020-დან

Londero Brandli , L., Leal Filho, W., Lange Salvia , A., Rayman-Bacchus, L., & Platje, J. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.

აბლოთია, თ. (2020 წლის 24 04). Neue Zürcher Zeitung: კორონავირუსის შემდეგ კაცობრიობას შიმშილის პანდემია ელის. მოპოვებული https://commersant.ge: https://commersant.ge/ge/post/neue-zrcher-zeitung-koronavirusis-shemdeg-kacobriobas-shimshilis-pandemia-elis-დან

Brandli, L. L. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.

concern.net. (თ. გ.). Extremely Poor People Will Go Hungry As Covid-19.

Filho, W. L. (2020). COVID-19 and the UN Sustainable Development.

Khorsandi, P. (2021 წლის 7 01). Interview: WFP emergencies chief calls for funds to avert famine. მოპოვებული https://www.wfp.org/: https://www.wfp.org/stories/hunger-hotspots-2021-world-food-programme-united-nations-famine-food-aid-დან

reliefweb. (2020 წლის 09 09). Ethiopia IPC Acute Food Insecurity Analysis July 2020 – June 2021 (Issued September 2020). მოპოვებული https://reliefweb.int/: https://reliefweb.int/report/ethiopia/ethiopia-ipc-acute-food-insecurity-analysis-july-2020-june-2021-issued-september#:~:text=Food%20security%20analysis%20for%20ru-დან

WFP. (2020). HOW WFP RESPONDED TO COVID-19.

worldbank. (2020 წლის 14 12). Food Security and COVID-19. მოპოვებული https://www.worldbank.org: https://www.worldbank.org/en/topic/agriculture/brief/food-security-and-covid-19-დან