2020 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ავტორის სტილი დაცულია

ნოდარი შარიქაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესტიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
nodo.shariqadze@gmail.com

ანოტაცია

უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის არის ერთ-ერთი გზა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული კაპიტალის მარაგის გაზრდას. ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ის ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს გაეცნონდა გამოიყენონ ის უახლესი ტექნელოგიები, რომლებიც იწარმოება და გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი ლიბერალური გარემო, რომ   თანაბარი პირობებია შექმნილი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებისთვის. ეს უკანასკნელი კი ინსესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.

Annotation

Foreign investment is one of the ways for the economic growth of the country. Attracting foreign investment helps to increase the stock of capital in the country. Attracting investment is important in that it underscores the country’s economic stability. Foreign investment allows developing countries to learn about and use the latest technologies produced and used in developed countries. It is important for Georgia to attract foreign investment. There is such a liberal environment in  our country that equal conditions are created for local and foreign investments. The latter creates an attractive environment for investors.

რა არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI-Foreign direct investment)- პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის წარმოებასა და ბიზნესში უცხოური საწარმოს მიერ კომპანიის შეძენით ან არსებული ბიზნესის გაბართოებით.[1]

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის I, II  და III კვარტალში

„საქსტატის“ მიერ 9ივნისს გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.

*-წინასწარი მონაცემები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა  საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“- აღნიშნა „საქსტატმა“.

2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა – 73.1 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები – 28.1 მლნ აშშ დოლარით; პანამა – 19.6 მლნ აშშ დოლარით; დანია – 11.6 მლდ დოლარით; ნიდერლანდები – 11,2 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 10.8 მლნ დოლარით.[2]

*-წინასწარი მონაცემები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

საქსტატმა 8 სექტემბერს გამოაქვეყნა წინასწარი მონავემები რომლის თანახმადაც, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის 171.8 მლნ აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 38%-ით მეტია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეორე კვარტალში 0.5%-ით გაიზარდა, თუმცა  წლევანდელ პირველ ორ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ითაა შემცირებული.[3]

2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა -24.8% – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა, ნიდერლანდებიდან 22.4% და თურქეთიდან 13.3%

რაც შეეხება სექტორებს, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ყველაზე დიდი წილი – 78.1% მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო, შემდეგ მოდის ენერგეტიკა – 29.6 მლნ აშშ დოლარიტ და მშენებლობა – 27.7 მლნ აშშ დოლარით.

*- წინასწარი მონაცემები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

*-წინასწარი მონაცემები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-იანი კლებაა.

საქსტატის ინფორმაციით, საერთო მაჩვენებლის კლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების კატეგორიებში.[4]

თუმცა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის მესამე კვარტალში 25.2%-ით გაიზარდა.

2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა -117.7 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოჰყვება ნიდერლანდები – 79.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ აშშ დოლარით.[4]

*-წინასწარი მონაცემები
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

დანარჩენი მსხვილი ინვესტორები არიან: იაპონია – 15.6 მლნ აშშ დოლარი, პანამა – 14.6 მლნ აშშ დოლარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9.7 მლნ აშშ დოლარი, ლუქსემბურგი – 8.3 მლლნ აშშ დოლარი, თურქეთი – 7.8 მლნ აშშ დოლარი, ჩეხეთის რესპუბლიკა – 5.6 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 5.3 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება სექტორებს, 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წლილი – 128.3 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო, შემდეგ მოდის ენერგეტიკა – 36.6 მლნ აშშ დოლარი, დამამუშავებელი მრეწველობა – 36.6 მლნ დოლარი, სამთომომპოვებითი მრეწველობა -31 მლნ აშშ დოლარი, უძრავი ქონება – 20.6 მლნ აშშ დოლარი, კავშირგაბმულობა – 14.9 მლნ აშშ დოლარი, სასტუმროები და რესტორნები – 7.9 მლნ აშშ დოლარი, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 2.3 მლნ აშშ დოლარი, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა – 1.6 მლნ აშშ დოლარი, დანარჩნი სექტორები 21.8 მლნ აშშ დოლარი.[4]

ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მოცულობამ 165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტად, ინვესტიციების მოცულობის კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში. ამ სფეროში შემომავალი საინვესტიციო ნაკადების ნაცვლად, გამავალი საინვესტიციო ნაკადები იყო და ინვესტორებმა ქვეყნიდან 26 მილიონი დოლარი გაიტანეს. უძრავი ქონების სექტორში FDI 127%-ით შემცირდა, ტურიზმში 76%-ით, დამუშავებელი მრეწველობის დარგში კი კლება ასევე 76%-ს შეადგენდა.

ზრდა ფიქსირდება საფინანსო სექტორში და ის შეადგენს 94 მილიონ დოლარს.[5]

ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ასეთია:

  • საფინანსო სექტორი – $94,89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96%
  • უძრავი ქონება – $34,01 მილიონი, კლება წინა წელთან -127%
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – $19,13 მილიონი, კლება წინა წელთან -51%
  • სასტუმრო და რესტორნები – $15,75 მილიონი, კლება წინა წელთან -76%
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – $10,41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
  • მშენებლობა – $7,70 მილიონი, კლება წინა წელთან 0%
  • დამამამუშავებელი მრეწველობა – $4,47 მილიონი, კლება წინა წელთან -76%
  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – $3,51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 354%
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – $-1,02 მილიონი, კლება წინა წელთან -133%
  • ენერგეტიკა – $-26,45 მილიონი, კლება წინა წელთან -154%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია და წინა წელთან შედარებით ინვესტიციების კლება/მატება ასეთია:

  • გაერთიანებული სამეფო – $73 მლნ, ზრდა წინა წელთან 19%
  • აშშ – $28მლნ, კლება წინა წელთან 34%
  • პანამა – $19 მლნ, კლებაწინა წელთან -57%
  • დანია – $11 მლნ, კლება წინა წელთან 6%
  • ნიდერლანდები – $11 მლნ, კლება წინა წელთან -112%
  • თურქთი – $11 მლნ, ზრდა წინა წელთან -84%
  • რუსეთი – $10 მლნ, ზრდა წინა წელთან 71%
  • მარშალის კ-ები – $9 მლნ, ზრდა წინა წელთან 80%
  • ლუქსემბურგი – $8 მლნ, ზრდა წინა წელთან 330%
  • იაპონია – $7 მლნ, კლება წინა წელთან -56%
  • ერაყი – $7 მლნ, კლება წინა წელთნ -524%
  • მალტა – $4 მლნ, კლება წინა წელთან -114%

საქსტატის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი არა ახალ ინვესტიციას, არამედ არსებულ ინვესტორთა მხრიდან განცხორციელებულ რეინვესტიციას წარმოადგენდა. ჯამურად $165 მილიონიან ინვესტიციებში $135 მილიონი იყო რეინვესტიცია.[5]

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განახლებული საინვესტიციო პოლიტიკა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი შეფასება მშპ-სთან წლიდან წლამდე, კვარტლიდან კვარტლამდე ხშირად გამოიყენება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის და კონკურენტუნარიანობის გასაზომად. 1996 წლიდან საქართველომ ჯამურად მოიზიდა 21 მილიარდი აშშ დოლარ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დეფინიცია მოიცავს ინვესტორის მიერ ადგილობრივ კომპანიაში  10% ან მეტი ხმის უფლების მქონე აქციის/წილის შესყიდვას. ამავე კომპანიის საქმიანობის შესადგენად გაუნაწილებელი მოგება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ ერთი ნაირსახეობაა. თუ ინვესტორი ადგილობრივ კომპანიაზე, დამატებით, გასცემს სესხს ამ სავაჭრო კრედიტს, ესეც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განეკუთვნება.

2019 წლის დეკემბერში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგინა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია. [6]

სტრატეგიის მიხედვით პრიორიტეტული სექტორებია სასტუმრო და უძრავი ქონება, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობები და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება.

სააგენტო მიზნად ისახავს 7000 წინასწარ შერჩეული კომპანიის შესწავლას, მათგან 700-ის გამოყოფას და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, მათ შორის, კომპანიებში ვიზიტის გზით. ამგვარად, სახელმწიფო მომდევნო რამდენიმე წლის წელში იმედოვნებს, რომ მოიზიდავს 10-მდე მსხვილ და 20 საშუალო ზომის კომპანიას.

გარდა ამისა, სააგენტო აპირებს, საგრანტო პროგრამის ამოქმედებას, რომლის შედეგადაც კომპანიებს აუნაზღაუდებათ მუშა-ხელის გადამზადებაზე გაწეული ხარჯები.[6]

დასკვნა

2020 წელი არათუ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იყო ეკონომიკურად ცუდი წელი და შესაბამისად იკლო ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკით ჩანს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა თითქმის ყოველ წელს იზრდებოდა თუ არ ჩავთვლით 2020 წელს და კოვიდ-19-ის შედეგად გამოწვეულმა პანდემიას, რომელმაც შეაფერხა პროცესი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/პირდაპირი_უცხოური_ინვესტიცია
  2. https://civil.ge/ka/archives/355307
  3. https://civil.ge/ka/archives/366124
  4. https://civil.ge/ka/archives/386288
  5. https://bm.ge/ka/article/ekonomikis-seqtorebi-romlebshic-pirdapiri-ucxouri-investiciebi-shemcirda/58145
  6. https://www.geocase.ge/ka/publications/267/saqartvelos-sainvesticio-politika-natsili-i
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi