„ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენების სასტარტო პირობები და პერსპექტივები ქართულ ბიზნესში

ავტორის სტილი დაცულია

ანი ნოზაძე   
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის IV კურსის სტუდენტი
aninozadze20@gmail.com

ანოტაცია

სტატიაში განხილულია „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენების სასტარტო პირობები და   პერსპექტივები ქართულ ბიზნესში.გარემო ცვალებადია, შემოდის ახალი რეგულაციები ან ტექნოლოგიური სიახლეები. წარმატებული ხდება ის კომპანია, რომელიც სწორად აუღებს ალღოს ცვლილებებს და მოარგებს მათ თავის საქმიანობას, რათა შეძლოს მოგების მაქსიმიზაცია და სასურველი შედეგების მიღწევა.ეს კი თავისთავად ეკონომიკურ მდგარდობას უწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებას.სტატიაში მოცემულია ინფორმაცია ბლოქჩეინ ტექნოლოგიის შესახებ და მის მიერგამოყენებად პლატფორმებზე,მის საერთაშორისო პერპექტივებზე.ასვეე როგორ ინტეგრირდება ბლოქცეინ ტექნოლოგაი საბანკო და ფინანსურ სფეროში და ბოლოს, ესტონეთს მაგალითზე მისი გამოყენების სფეროები.ამ სტატიის მიზანია დავინახოთ თუ როგორი მნიშვენლოვანია მსოფლიო ეკონომიკსთვის ტექოლოგიებს ავუწყოთ ფეხი, განსკაუთრებით კი განვითარებადი ქვეყენბისთვის, სადაც სუსტია ეკონომიკური ძვრები.

Annotation

The article discusses the initial conditions and prospects of using “blockchain” technology in Georgian business. The environment is changing, new regulations or technological innovations are coming in. Successful is the company that takes the right changes and adapts them to its activities in order to maximize profits and achieve the desired results. This in itself contributes to the economic stability and economic strengthening of the country. The article provides information about blockchain technology and the platforms used by it, its international perspectives. Also how blockchain technology is integrated into the banking and financial sector and finally, Estonia for example its areas of application. The purpose of this article is to show how important it is for technologies to keep pace with the world economy, especially for developing countries where economic shifts are weak.

ბლოქჩეინტექნოლოგია

ხშირად გვსმენია გამოთქმა „დრო ფულია“ და ბიზნეს გარემო ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. რაღაცა კონკრეტული დროის განმავლობაში ბიზნეს ერთეულებს შორის მიმდინდარეობს სხვადასხვა რესურსის გაცვლა, მოლაპარაკების წარმოება, იურიდიული თუ ფინანსური ინსტიტუციების ჩართვა სასურველი შედეგის მისაღწევად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ გარემო ცვალებადია. შემოდის ახალი რეგულაციები ან ტექნოლოგიური სიახლეები. წარმატებული ხდება ის კომპანია, რომელიც სწორად აუღებს ალღოს ცვლილებებს და მოარგებს მათ თავის საქმიანობას, რათა შეძლოს მოგების მაქსიმიზაცია და სასურველი შედეგების მიღწევა. როდესაც კომპანია რაღაცა რესურსს დებს ოპერაციაში, მისი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სასურველი შედეგი. იმის გამო, რომ ამ პროცესებში ხშირად  აუცილებელია მესამე პირების ჩართვა (ფინანსური ინსტიტუტები, იურისტები, მინდობილი პირები და ა.შ) იკარგება ბევრი დრო, ზოგჯერ პროცესი მიმდინარეობს ხარვეზებით ან არაგამჭვირვალედ.ძირითად პრობლემად იკვეთება დრო, რესურსი და საიმედოობა. ინფორმაციისა და მონაცემების მეტი წილი ცენტრალიზებულია, რაც რისკებს ზრდის. ამის საპასუხოდ, ტექნოლოგიის მეხუთე ტალღამ შესთავაზა მომხმარებელს ისეთი ინოვაცია, როგორიცაა ბლოკჩეინი.პირველად მასზე 2008 წელს ალაპარაკდნენ,როდესაც საკოში ნაკამოტომ შექმნა ეს სისტემა კრიპტოვალუტის მიმოცვლისთვის, მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს აქტუალური იყო არა მხოლოდ ელექტრონული ფულიადი ტრანზაქციებისთვის, არამედ ბევრი სხვა სფეროსთვის, როგორიცაა დაზღვევა, ბიზნესი, ბანკინგი და ა.შ. 2010 წელს სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მსვეობითა და ბიტკოინის გამოყენებით შეიძინეს პირველი პიცა. HSBC გამოიკითხა 12000  ადამიანი 11 ქვეყანაში. მათგან 60% არასდროს სმენია ამ პლატფორმის შესახებ, ხოლო დარჩენილი 40% დან , 80%-მა არ იცის როგორ ახსნას ეს სისტემა. რა არის ბლოკჩეინი? ეს არის დეცენტრალიზირებული, ბლოკებისგან შემდგარი სისტემა, რომლის პროცესების მმართველიც თავად მომხმარებელი შეიძლება იყოს. ბლოკები შეიცავს კოდირებულ ინფორმაციას ნებისმიერ ტრანზაქციაზე და აძლევს მომხმარებელს საშუალებას , თავად აკონტროლოს სად და როგორ წარიმართება მისი რესურსები. ოპერაციები რამდენიმე წამში სრულდება, არ არის საჭირო ელოდო ვინმეს დასტურს ან შუამავალი პირების ჩართვას. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ , აქვს, თუ არა ქვეყანას იმის პოტენციალი, რომ გამოიყენოს ბლოკჩეინი? 2016 წლის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნა ბლოკჩეინის პოტენციალი და შესაძლებლობები. რა შეუძლია მისცეს ბლოკჩეინმა ბიზნესს?

  • ბლოკჩეინს აქვს დიდი პოტენციალი დროისა და ხარჯების შემცირების გზით, წარმართოს ახალი, მეტად მომგებიანი ფინანსური პროცესები
  • შეცვალოს კლასიკური ბიზნეს მოდელებისადმი მიდგომა
  • გავანითაროს პოტენციალი სხვადასხვა ინდუსტრიაში
  • კოლაბორაცია ოფიციალურ პირებს, მერეგულირებლებსა და ინოვატორებს შორის.

Gartner-ის მოსაზრებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს იმას, რომ 2026 წლისთვის 360$მილიარდი დოლარით გაზრდის მსოფლიო ეკონომიკას ხოლო 2030 წლისთვის კი 3,1 ტრილიონით. ისეთმა მსხვილმა კორპორაციებმა, როგორიცაა Google, Intel da Microsoft, 4.5 მილიარი დააინვესტირეს ტექნოლოგიის განვითარებაში. IBM-მ გამოკითხა 200 ფინანსური ინსტიტური და 200 ბანკი და შედეგად მიიღო, რომ ბანკების 65% 2020 წლის ბოლოსთვის აპირებდა სისტემის ათვისებას. ის დაეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს ოპერაციების გამარტივებში, ლოჯისტიკურ სააგენტოებს ტვირთის გადაზიდვის კონტოლში, ჭკვიანური კონტრაქტების გაუმჯობესებაში, რაც შემდგომ აისახება ბიზნესის წარამატებასა და მომგებიანობაზე. ეს პროცეში შეიძლება წარმატებული იყოს არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში. მაგრამ იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა, გამოიკვლიოს რა პირობები არსებობს ამისათვის.კვლევის მიზანია ქართულ ბიზნესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებისათვის სასტარტო პირობების დადგენა და იმის ანალიზი, მზად არის თუ არა ბიზნეს სექტორი ამ ახალი, მაღალტექნოლოგიური გამოწვევისათვის.ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდგომ, შესაძლებელია იმაზე მსჯელობა, კონკრეტულად რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ კუთხით.თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ სფეროში. იმისათვის, რომ კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს, საჭიროა დროისა და ინოვაციებისათვის ფეხის აწყობა და ახალი ტექნოლოგიების ათვისება. დღეს ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგია წარმოადგენს. მლოფლიო მასშტაბით მოწინავე სახელმწიფოებმა დაიწყეს მისი ათვისება და სხვადასხვა სერვისებზე მორგება. ძირითადად, ეს ფინანსურ სექტორებს, სადაზღვეოებსა და ბანკებს შეეხებათ, რომლებიც ბიზნესთან თანამშრომლობით ქმნიან უკეთეს ეკონომიკურ გარემოსა და განვითარების პერსპექტივას მომავლისათვის.მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რამდენად მზად არის ქართული ბაზარი ამ ტექნოლოგიის ასათვისებლად. ტექნოლოგიისათვის სასტარტო პირობებს კომპანიები ქმნიან. ისინი ცდილობენ მოარგონ თავის სამუშაო სფეროს ახალი სისტემები და განავითარონ ისინი. იმისათვის რომ, ვიცოდეთ, როგორი საწყისი პირობებია ქართულ კომპანიებში „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის ათვისების კუთხით, საჭიროა, დავადგინოთ რომელი კოპმანიები იყენებენ უკვე ამ ტექნოლოგიას, რატომ აირჩიეს მათ „ბლოქჩეინი“ , რა პერსპექტივებსა და გამოწვევებს ხედავენ ისინი ამ ტექნოლოგიისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ იმ კოპმანიების პოზიცია, რომლებსაც ჯერ არ აქვთ „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგია ინტეგრირებული თავის საქმიან გარემოში, რადგან დავადგინოთ, სურთ თუ არა მათ შემდგომში ამ ტექნოლოგიის გამოყენება და რამდენად ხედავენ ისინი „ბლოქჩეინში“ ინოვაციურ და საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის საჭირო  მოდელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასაქმებულთა აზრიც, რადგან მათ უშუალოდ მოუწევთ შეხება ტექნოლოგიასთან და მომხმარებლებისთვის ამ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც. იმისათვის, რომ დადგინდეს კომპანიებისა და დასაქმებული პირების დამოკიდებულება და მზაობა „ბკლოქჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებისათვის, შედგა კითხვარი და ჩატარდა ინტერვიუ. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი მზარდია, თუმცა კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე მზად გადადგან ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები. ამას განაპირობებს გარკვეულწილად არაინფორმირებულობა და თანამშრომლების მოუმზადებლობა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ მომხმარებლებისთვის სიახლე რთულად შესაგუებელი შეიძლება აღმოჩნდეს. საჭირო ინფორმაციის მოძიებით, სწორ პარტნიორებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლებელია ორგანიზაციულ გარემოში „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგიის დანერგვა და პერსონალისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც ეს იუსტიციის სახლმა და „ალდაგმა“ შეძლო. (2 n.d.) (1 n.d.)

ბლოკჩეინ ტექნოლოგია და გამოყენებადი პლატფორმები

ბლოჩეინი არის დეცენტრალიზირებული ციფრული მონაცემების შემნახველი, ბლოკებისგან შემდგარი სისტემა. მასში შეტანილი ყველა მონაცემი აისახება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რათა შეიქმნას ტრანზაქციის ბლოკები. სისტემა იყენებს სამ მნიშვნელოვან ტექნოლოგიას :

  • კრიფტოგრამას
  • პროგრამას-ბლოკჩეინის პროტოკოლს
  • თანაბარუფლებიანი კოპმიუტერული სისტემა (Peer-to-peer Network)

ბლოკჩეინის მოდელი აერთიანებს კრიფტოგრამას, მათემატიკურ ალგორითმებს და ეკონომიკურ მოდელებს, რაც აძლევს იმის საშუალებას, რომ თავი გაართვას დეცენტრალიზაციის დროს მონაცემთა  სინქრონიზაციის პრობლემაც. ბლოკჩეინის სტრუქტურა :

  • ბლოკი-ბლოკი შეიცავს ინფორმაციას განხორციელებულ ტრანზაქციების შესახებ.
  • ჯაჭვის წარმოქმნის პროცესში აუცილებელია ოპერაციაა ჰეშირება.
  • ქსელი- ბლოკჩეინის ქსელი შედგება კვანძებისგან. თითოეულ კვანძში შენახულია ინფორმაცია წინა ტრანზაქციების შესახებ. 

ბლოკჩეინის ტექნოლოგია საკმაოდ მძლავრი იარაღია, რადგან ქმნის თვითკონტროლებად სისტემებს, რომლებიც ოპერაციების წარმართვისათვის არ ითხოვენ მესამე პირის ჩართულობას, ამის საშუალებას ალგორითმული კონსენსუსი იძლევა.  პროცესი მოიცავს რამდენიმე საფეხურს:

  • ტრანზაქცია გენერირდება
  • იგზავნება ქსელში
  • ქსელი ამოწმებს ტრანზაციას

შემდგეგ ტრანზაქცია ან უარყოფილია ან ბლოკში ემატება. ტრანზაქციის ბლოკი ერთვება წინა ბლოკებს და ტრანზაქცია დადასტურებულად ითვლება.

პროექტი Bletchley მიზნად ისახავს სამშენებლო ბლოკების მიწოდებას კონცსოციუმის კორპორაციული კლიენტებისთვის. პროექტის ბლოკჩეინ პლატფორმამ მიიღო დასახელება Fabric, რომელიც ეყრდნობა Azure-ს, Microsoft ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ამოცანების შესრულებასა და აპლიკაციების შექმნას.  პროექტი გულისხმობს:

  • ციფრულ აიდი-ს
  • დახურული გასაღებით ოპერირება
  • კლიენტის კონფიდენციალურობა
  • მოანცემების დაცულობა
  • ადმინისტრაციული ოპერაციები
  • თანხვედრის სისტემა

Microsoft -ის ამოცანაა გაამარტივოს თავისი კლიენტებისთვის ბლოკჩეინ პლატფორმის გამოყენება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ხელისუფლების რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. ერთ-ერთი პროდუქტი არის Blockstack Core- რომელიც სთავაზობს თავის მომხმარებელს დეცენტრალიზებულ ინტერნეტს, სერვერების გარეშე, უფრო კონკრეტულად კი ქსელური სივრცე სადაც, მომხმარებლები განათავსებენ თავის მონაცემებსა და აპლიკაციებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგია შესაძლებელია გამოიყენოს წარმატებულად იმ სფეროებში, რომლებთანაც ბიზნესს აქტიური შეხება აქვს: ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო რეესტრი, სადაზღვეო კომპანიები. საქართველოში ამ მიმართულებით არის გადადგმული რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი. (3)

ბლოკჩეინ ტექნოლგიის გამოყენების საერთაშორისო პერსპექტივები

ბრიტანეთი დიდ პოტენციალს ხედავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. 2016 წელს ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო საკითხებში უფროსმა მრჩეველმა წარადგინება, სადაც საუბარია ტექნოლოგისს პოტენციალსა და მნიშვნელობაზე როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სექტორში. პირველ რიგში, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით სახელმწიფოს შეუძლია, თავისი სერვისები უფრო ეფექტური და მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს, აგრეთვე ხელი შეუწყოს განვითარებაში სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებს,  მცირე თუ უკვე ფეხზე მდგარი ბიზნესს. ბრიტანეთის სახელმწიფოს ციფრული სერვისები მუშაობს იმაზე, რომ პროცესებში გამოყენებულ იქნას ბლოკჩეინ ტექნოლოგიები. სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ დანერგოს ამ სახის ტექნოლოგიები, თუმცა ჯერ კიდევ წამოჭრილია ისეთი პრობლემები, როგორიცაა მასშტაბურობა, პირადი მონაცემების დაცულობა და გასააზრებელია სოციალური თუ ეთიკური შედეგები, გასააზრებელია ფინანსური საკითხები. ბლოკჩეინს შეუძლია დაახლოვოს სახელმწიფო და ბიზნესი. დღეს ამ ორ ინსტიტუტს ოპერაციების განსახორციელებლად უწევს სხვადასხვა მონაცემების მიმოცვლა, როდესაც ინფორმაცია მიიღება, თითოეული ანახლებს მას, მაგრამ ძალიან რთულია იმის დადგენა, ნამდვილა ემთხვევა ეს ინფორმაციები ერთმანეთს თუ არა. ბლოკჩეინს ტავის ალგორითმების გამოყენებით, შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს, მაგალითად, საერთო ქსელში უბრალოდ იმავე მონაცემების გაზიარებთ, გარდა ამისა, თუ ერთი ბლოკი დაზიანდა, დანარჩენები განაგრძონებ მუშაობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კრიფტოგრაფიული გასაღების გამოყენებაა, რაიმე ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ნახვა სპეციალური გასაღების საშუალებით იქნება ნებადართული. ერთმანეთს შორის გამარტივებულია ინფრომაციის გაზიარება და პროცესები  მეტად გამჭვირვალეა. ეს ხელსაყრელია როგორც სახელმწიფოსთვის, აგრეთვე ბიზნესისთვისაც. აგრეთვე, ბრიტანეთის მთავრობა დიდ პოტენციალს ხედავს სმარტ კონტრაქტების გამოყენებაში. პირობები ჩაწერილია კომპიუტერული ენით და ავტომატურად სრულება განსაზღვრული პირობების დადგომისას. მათი გამოყენება შესაძლებელია დაზღვევაში, კომუნუკაციაში, ტრანსპორტში, აგროკულტურაში და სხვა სფეროებიში. ისინი გამოსაყენებელია, როდესაც დაინტერესებულ პირებს შორის ციფრული ხელშეკრულებაა გასაფორმებელი და მის ავთენტურობასაც კრიფტოგრაფია უზრუნველყოფს. ნიდერლანდები და შვეიცარია აქტიურად არიან დაინტერესებულები ინვესტირებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. 2018 წლის ინოვაციური ინდექსით ეს ორი ქვეყანა მოწინავეა და შესაბამისად ბლოკცეინ სტარტაპებისთვის ყველაზე მიმზიდველი. ნიდერლანდები თავისი განვითარებული ეკონომიკით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობით, ინოვაციურობისაკენ ორიენტირითა და კარგი ციფრული ინფრასტრუქტურით ძალიან პერსპექტიული გარემოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განსავითარებლად. ამ ტექნოლოგიაში დაინტერესებულია როგორც სახელმწიფო, აგრეთვე ბიზნეს სექტორებიც და არსებობს ჰოლანდიური ბლოკჩეინ კოალიციაც, აგრეთვე აქტირად არისჩართული ციფრული ლაბორატორიებიც. ნიდერლანდები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა კანადა, ბელგია, მალტა გერმანია. (4 n.d.)

ბლოკჩეინი საბანკო და ფინანსურ სექტორში

კლასიკური საბანკო და ფინანსური ინსტიტუტები ცენტრალიზებულ სისტემებს ეყრდნობა. მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე კრახს განიცდიდნენ და თუკი კრიზისი დადგებოდა სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარებოდა მათ მის დაძლევაში. 2007-2008 წლის კრიზისმა რამდენიმე ძლიერ ბანკს დაარტყა. ხოლო 2010-2012 წლებმა აჩვენა, რომ სახელმწიფომ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს თავის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ კლადისკური და ერთი შეხედვით სანდო მეთოდებიც კი უძლური აღმოჩნდა ფინანსური რისკების განსაჭვრეტად და თავიდან ასარიდებლად. ბლოკჩეინ ტექნოლოგია ახალ მიდგომებს გვთავაზობს ფინანსურ სფეროში. მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. 2030 წლისთვის ბლოკჩეინისგან ფართომასშტაბიანი გამოყენებიდან მსოფილო ეკონომიკა 3.1 ტრილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს ელოდება, ხოლო 2025 წლისთვის მშპ-ს 10% ბლოკჩეინებში იქნება შენახული. ითვლება რომ, ბლოკჩეინი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეამცირებს ბიუროკრატიასა და ფინანსური შუამავლების.ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ამარტივებს ტრადიციულ მიდგომებს საბანკო სისტემებში:

  • ამცირებს ფინანსური ოპერაციების დანახარჯებს
  • ზრდის ტრანზაქციის გამჭვირვალობას
  • ამარტივებს აქტივების გადაცემას
  • ზრდის ფინანსურ რესურსებთან წვდომას (მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის)

დღეს ბანკები ტრადიული მიდგომით აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:

  • პერსონალურ კრედიტზე მონაცემთა სიმწირე
  • ბანკებს შორის მონაცემთა მიმოცვლის სირთულე
  • ინტერნეტში არსებული მონაცემთა ბაზების არასაიმედობა.

ბოლო პუნქტი განსაკუთრებით დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინტერნეტში განთავსებულია ბევრი მომხმარებლის მონაცემი, რომელზეც მონოპოლიას ინტერნეტ კომპანიები ფლობენ. ბლოკჩეინ ტექნოლოგია სთავაზობს ბანკებს ამ პრობლემის გადაწყვეტას, რადგან მისი გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ბლოკების შექმნა, რომელიც ჰეშირებული იქნება და დაიცავს როგორც მომხმარებელს, ამავე დროს ბანკებს მიაწვდის საიმედო ინფორმაციასა და შეამცირებს მონაცემთა მოძიების ხარჯებს. საბანკო ოპერაციებს ამარტივებს კიდევ ერთი მიდგომა, სადაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენება შეიძლება, არის „KYC“- „იცოდე შენი მომხმარებელი“ ამ სისტემასთან მუშაობის პროცესში, ბანკებმა უნდა შეინახონ შეგროვებული ინფორმაცია საკუთარ ბაზაში და გამოიყენონ დაშიფრვის ტექნოლოგია, ამასთანავე, შეიძლება იმის დამტკიცება, რომ მოძიებული და შენახული ინფორმაცია არის იდენტური და ეს მოსახერხებელია როგორც ბანკის მომხმარებლისათვის, აგრეთვე თავად ბანკისათვის. იდეა Rabobank-ის წარმომადგენელს კრის ჰულსს ეკუთვნის. ბანკებს მორგებული დეცენტრალიზირებული სისტემა განეკუთვნება კონსორციუმების ბლოკჩეინებს, რაც ამცირებს სისტემაში შეფერხების პროცესებს, საცდელი ტრანზაქციების მსვლელობისას დადგინდა, რომ საერთაშორისო ტრანზაქციებს 10 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. Goldman Sachs Report-ის კვლევის თანახმად ამ პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია ბანკების საოპერაციო ხარჯების 10%-ით შემცირება, რაც დაახლოებით 160 მილიონი დოლარია.  (5 n.d.)

 „ბლოქჩეინებისგამოყენების სფეროები ესტონეთში

ესტონეთი ისევე, როგორც საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყანაა. გარკვეულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ერთ დროს ორივე სახელმწიფო უკან დაწია, თუმცა დღეს ორივე მათგანი ცდილობს ინოვაციებს არ ჩამორჩეს და ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარ რეალობაში გადმოიტანოს ის ახალი და რევოლუციური მიდგომა, რასაც „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგია ჰქვია. ესტონეთი 1997 წლიდან იყენებს ციფრულ სერვისებს სახელმწიფო სექტორში, რათა სხვადასხვა სახის საჯარო სერვისი ელექტრონულად იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. დღეს ესტონეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში მისცენ ხმა, ხელი მოაწერონ საბუთებს ან დაარეგისტრირონ კომპანია. გარდა ამისა, მათ აქვთ ელექტრონული სამედიცინო ბარათები. სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს სწრაფ და თანამედროვე სერვისებს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპერაციების სწრაფი და მარტივი განხორციელებისათვის, არამედ ხარჯების შემცირებისათის. სახელმწიფოში ფუნქციონირებს ელექტრონული პირადობის მოწმობები, რომელიც მოქალაქეს წვდომას აძლევს სახელმწიფოს ელექტრონულ სერვისებზე. გამარტივებულია წვდომა სამედიცინო ჩანაწერებზე, საბანკო ანგარიშებზე. შესაძლებელი ხდება ლეგალური გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში. ესტონეთი ავანგარდია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებაში. ტექნოლოგია, რომელსაც იგი იყენებს KSI (Keyless Signature Infrastructure)  ბლოკჩეინია, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის მონაცემების ავთენტურობის დაზუსტებას, რაიმე ცენტრალური ორგანოს არსებობის გარეშე. სისტემა არ გულისხმობს იმას, რომ კრიფტოგრაფული გასაღები არ არის საჭირო, უბრალოდ, ინფორმაციის შესანახად და გადასანაწილებლად არ არის საჭირო რამდენიმე გასაღების ერთად გამოყენება. იგი აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, გადაამოწმონს საკუთარი მონაცემები და აზღვევს მათ თაღლითობიგან. ამან აგრეთვე, მისცა სახელმწიფოს საშუალება, აემუშავებინა ელექტრონული ბიზნეს და საგადასახადო რეგისტრაციის სისტემები. ამ სისტემის მომხმარებელი არის „ნატო“ და ამერიკის შეერთებული შტატები. მონაცემები არასოდეს ტოვებს სისტემას, მათი ჰეში გადაიცემა ბლოკჩეინ სერვისში. ესტონეი, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი, ისრაელი ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა, არიან „DIGITAL 5”  ორგანიზაციის წევრები, რაც აძლევს მათ საშუალებას მიიღონ ერთმანეთისგან და სხვა ქვეყნებისგან გამოცდილება ბლოკჩეინის დანერგვასა და განვითარებაში. 

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, ეს არის X-Road. ეს არის ინტერნეტ-შუამავალი სხვადასხვა ინფორმაციულ სერვისებს შორის. იგი აერთიანებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ გარკვეული სახის ინფორმაცია. სისტემა დეცენტალიზირებული და დაცულია. საცდელი ვერსია 1990 წელს გაუშვეს. 2017 წლიდან კი მონაცემების მომოცვლა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გახდა შესაძლებელი, არამედ გარეთაც და სწორედ ამ სისტემით დაუკავშირდნენ ერთმანეთს ესტონეთი და ფინეთი.  მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სისტემა,  უზრუნველყოფს თანამშრომლობას სხვადასხვა რეესტრს შორის, ისე რომ კონფიდენციალურობა და სტანდარტები დაცულია.

ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს (რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკის განვითარებაზე, სოციუმსა და გარემოს დაცვაზე) მას აქვს პრაქტიკა ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან მოშაობის, რადგან იგი ამუშავებს ძალიან დიდ მონაცემთა ბაზას, რომელზეც წვდომა აქვს სახელმწიფო სექტორებსა და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. შიდა აუდიტი კი აანალიზებს ბლოკჩეინის გამოყენების ეფექტურობას.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს. eHealth Foundation – ჯანდაცვის ელექტრონული ფონდი 2015 წლიდან მუშაობს, 2016 წელს კიდე ხელშეკრულება გააფორმა Guardtime-თან, რომელიც ეხმარება კომპანიებს მონაცემთა დაცვაში, მან კი ფონდში ბლოკჩეინ სისტემა დანერგა. KSI ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით მოანცემების ელექტრონულად შემოწმება და დაცვა. დღეს ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შენახულია და დაცულია 1 მილიონამდე ჩანაწერი. KSI სისტემის გამოყენება გამორიცხავს მოანაცემების რაიმე დაუკითხავ ცვლილებას. ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აამოქმედა „ბლოქჩეინ“ ტექნოლოგია ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო მასშტაბით. არსებობს სპეციალური სისტემა, სადაც პაციენტი რეგისტრირდება ელექტრონული პირადობის მოწმობით. ამის შემდგომ, ექიმს აქვს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც პაციენტის ჯანმრთელობას შეეხება. პაციენტს თავადაც აქვს წვდომა საკუთარ ინფორმაციაზე და მისი გაფრთხილების გარეშე სამედიცინო ჩანაწერებში არანაირი ცვლილება არ შედის.  (6 n.d.)

ბიბლიოგრაფია

  1. https://napr.gov.ge/p/1744.
  2.  https://consensys.net/blockchain-use-cases/finance/project-i2i/
  3. https://azure.microsoft.com/en-us/solutions/blockchain/#overview
  4. https://e-estonia.com/solutions/healthcare/e-health-record/
  5. https://www.digilugu.ee/login?locale=en
  6. https://docs.microsoft.com/en-us/cortana/skills/overview.