ინტერნეტ ეკონომიკის არსი და მისი განვითარება საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge   

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იგი ცვლის უამრავ მოვლენას, მისი საშუალებით ადამიანები მუშაობენ, ამყარებენ სხვადასხვა კონტაქტებს, ცვლიან ინფორმაციას, სწორედ ამიტომ იგი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანების გარდა ინტერნეტზე დამოკიდებულნი არიან კომპანიები, თანამედროვე საბანკო სისტემები, უსაფრთხოება, შეიარაღებული ძალები და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებები. ინტერნეტის განვითარებამ მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა განაპირობა ხოლო განვითარებად ქვეყნებს მისცა ამ პროცესებში ჩაბმის საშუალება, ნაშრომში ვისაუბრებ ინტერნეტ ეკონომიკის როლზე და მის განვითარებაზე საქართველოში.

Annotation

In the modern world, the Internet plays a very important role, it changes a lot of events, through it people work, make various contacts, exchange information, which is why it is an integral part of people’s lives. In addition to people, companies, modern banking systems, security, the armed forces, as well as various public and private agencies depend on the Internet. The development of the Internet has led to the economic growth of the developed economies of the world and has enabled developing countries to get involved in these processes. In this paper, I will talk about the role of the Internet economy and its development in Georgia.

ინტერნეტ ეკონომიკის არსი

ინტერნეტის გლობალური ქსელის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება სხვადასხვა ცვლილებები ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში. კაცობრიობა უდიდეს ყურადღებას უთმობს ინფორმაციის შენახვას, გადაცემას და მის გამოყენებას. კომპიუტერის გაჩენასთან ერთად ეს პროცესები საკმაოდ განვითარდა, დიდი პროგრესი განიცადა მონაცემთა ბაზების შექმნამ. საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ტენდენციაა ინფორმაციის საშუალებათა კონვერგენცია. რაც გულისხმობს სხვადასხვა ტექნოლოგიასა და  კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შორის კავშირს და მათ შორის საზთღვრების გაქრობას. ინფორმატიკის საშუალებათა ტექნოლოგიური კონვერგენცია უმსხვილეს კორპორაციათა შერწყმას განაპირობებს რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. დღესდღეობით თანამედროვე  ინფორმატიკის ეკონომიკა ორ ურთიერთშემავსებელ პროცესს ეფუძნება ესენია ინფპორმაციის საშუალებათა გაიაფება და კომპიუტერებისა და ინფორმაციის გადაცემის მომსახურების ღირებულების შემცირება. რაც იწვევს კომპიუტერთა რიცხვის ზრდას და კომპიუტერული ქსელების სწრაფ გაფართოებას. ინტერნეტი კაცობრიობი ტექნოლოგიური აღმოჩენების იმ მცირე რიგის ნაწილია რომელა რევოლუციურად შეცვალა ეკონომიკური წყობა და საზოგადოებრივი ცხოვრებაც.

ინტერნეტის გარეშე მეგა ეკონომიკა სულაც არ იქნებოდა ისეთი მასშტაბის, თუმცა, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის მეგა ეკონომიკაში გადასვლამ, გამოიწვია ინტერნეტ ეკონომიკის სიცოცხლის უანარიანობაც. კომპიუტერყლი ქსელების უპირატესობა არის ინფორმაციული ზემოქმედების ინდივიდუალიზირებისა და პერსონიფიცირების შესაძლებლობა, კომპიუტერული ფირმები თანდათან ქმნიან თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ სახეს, აკვირდებიან მათ გემოვნებას და შესაბამისად ურჩევენ რა იყიდონ, რა მოინახულონ და სხვა. ინფორმატიკის განვითარებას ფაქტობრივად დღესდღეობით საზღვრები არ გააჩნია.

ელექტრონული ეკონომიკის კონცეფცია XX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. 1995 წელს ნიკოლას ნეგროპონტემ გამოიყენა მეტაფორა ატომის გადამუშავებიდან ბიტების გადამუშავებაზე გადასვლის თაობაზე, სადაც იგი ახალი ეკონომიკის უპირატესობაზე საუბრობდა როგორიცაა საქონლის წონის არ არსებობა, ვირტუალურობა, ფაქტობრივად არ იყო საჭირო ნედლეული და სხვა. ციფრული ეკონომიკა დაფუძნებულია ციფრულ გამოთვლით ტექნოლოგიაზე და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ინტერნეტ ეკონომიკას, ახალ ეკონომიკას და ვებ ეკონომიკას.

ინტერნეტ ეკონომიკის ცნება სხვადასხვა სახის ინფორმაციული ქსელის გამოყენების პირობებში წარმოიშვა.  ინფორმაციულ-ელექტორნული ქსელის კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სახით:

-კორპორატიული ქსელი

-საქმიანი თანამშრომლობის ქსელი

-გლობალური ქსელი

ელექტრონული ეკონომიკა არ იზღუდება ელექტრონული საქონლისა და მომსახურების ბიზნესით, იგი დღითიდღე ფართოვდება და სხვადასხვა სფეროს ეხება მაგალითად: ინტერნეტ-ბანკინგი, განათლება, ჯანდაცვა და სხვა.  ინტერნეტი ფაქტობრივად არავის მიერ არ კონტროლდება, იგი არის სრულიად დამოუკიდებელი სისტემა, ტექნოლოგიები მრავალმხრივ განსაზღვრავენ ხელისუფლების სტრუქტურასა და მართვის ფორმას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმასა და მოთხოვნილებებს.

ინტერნეტ ეკონომიკის საშუალებით მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ხდება პირდაპირი ელექტროინფორმაციული კავშირის გაძლიერება და არსებული არაეფექტიანი საშუამავლო სფეროს თანდათანობითი ლიკვიდაცია, ტრანსაქციური ხარჯების შემცირება, საწარმოდან საოჯახო გარემოში წარმოების პროცესების გადატანა და სხვა. ასევე ინტერნეტის საშუალებით კონკურენცია ხდება შემოქმედებითი შეჯიბრი და არასაწარმოო ხარჯები მკვეთრად მცირდება. ჩნდება ინტელექტუალური საკითრების სხვადასხვა სახეობა, წვრილი და საშუალო ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების სოციალური საფუძველი ხდება, საკრედიტო, საინვესტიციო, ინოვაციური სფეროები ძლიერდება და შესაბამისად ამ სფეროებში ფინანსური რესურსების მობილიზების ოპერატიულობა და გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი საკიტხი ხდება.

ინტერნეტ ეკონომიკაზე გადასვლა სამ ძირითად შედეგს გვაძლევს:

  1. მკვეთრად მცირდება ტრანზაქციების ხარჯები
  2. მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის მყარდება უშუალო პირდაპირი ელექტრონონტაქტი
  3. იცვლება ადამიანთა სამეწარმეო საქმიანობაში სივრცობრივი და დროითი ორგანიზაცია თუმცა ინტერნეტ ეკონომიკაზე გადასვლამ შეიძლება გაზარდოს მისი უსაფრთხოდ გამოყენების ხარჯები. [1]

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და გამოყენება საქართველოში

ინტერნეტის დანერგვის თავდაპირველ ეტაპზე ქსელი მხოლოდ მაღალი სოციალური ფენებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რასაც კომპიუტერისა და ინტერნეტრის მოხმარების მაღალი ფასი განაპირობებდა, ასევე ნაკლები ხელმისაწვდომობა დამისი გამოყენების უნარჩვევების დაბალი დონე. დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტი ნებისმიერი ფენის, განათლებისა და შეხედულებების პირისთვისაა ხელმიწაწვდომი. საქართველოში ინტერნეტ აუდიტორია ახალგაზრდაა რაც დინამიურობასა და მრავალფეროვნებას განაპირობებს.

2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებაში აისახა ჩანაწერი რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ინტერნეტი გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოების ფართო ფენებისთვის.

დღესდღეობით ინტერნეტი უამრავი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე როდესაც უამრავი შეზღუდვა დაწესდა ადამიანებისათვის ინტერნეტი იქცა როგორც განათკლების მიღების საშუალებად ასევე დასაქმების შესაძლებლობად, ვინაიდან დისტანციურ სივრცეში გადავიდა უამრავი პროცესი, ინფორმაციის თვალსაზრისითაც პანდემიის პირობებში მოსახლეობა მუდმივად იღებდა განახლებულ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტის საშუალებით სწორედ ამიტომ თითოეული ადამიანისათვის ინტერნეტის არ არსებობა საკმაოდ უარყოფითად აისახებოდა, თუმცა დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის 2/5-ს არ გააჩნია ინტერნეტყზე წვდომა.

საქსტატის მონაცემებით შინამეურნეობების 79%-ია უზრუნველყოფილი ინტერნეტით. ქალაქად ეს მაჩვენებელი 86%-ია ხოლმე სოფლებში მდგომაორება ბევრად სავალალოა და იქ შინამეურნეობების მხოლოდ 69.9%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე.

გრაფიკი 1. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით (%)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi

2020 წლის მონაცემებით საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 919905-ის ტოლია. მაგრამ არსებობს დაფარვის სიმკვეთრის დისბალანსი ტერიტორიულ ერთეულებს შორის. რეგიონებიდან ყველაზე ცუდი მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია აქ ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 15%-ის ტოლია და მთელს რეგიონში სულ 2175 აბონენტია. ხოლო რაც შეეხება თბილისსა და აჭარას აქ სიმკვრივე 100%-ს აღემატება რაც იმას გულისხმობს რომ აბონენტების რაოდენობა მეტია შინამეურნეობების რაოდენობაზე.

2018 წლის მონაცემებით რომელსაც საერთაშორისო ტელეკომინიკაციების კავშირი აქვყნებს მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობა უკრაინასა და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ: უკრაინა 63%, საქართველო- 63%, რუსეთი-81%, ბელარუსი- 79%, მოლდოვა- 76%, თურქეთი-71%, სომხეთი-65%, აზერბაიჯანი- 80%.

ასევე ასაღნიშნავია რომ ყოველწლიურად იზრდება მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი თუმცა აბონენტების 45% მობილურ ინტერნეტს ვერ ან არ იყენებს უნარ-ჩვევებისა,  შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და ინტერნეტის მხარდამჭერი ტელეფონების  არ არსებობის გამო. ასევე მნიშვნელოვანია კომპიუტერით უზრუნველყოფისა და ციფრული წიგნებით უზრუნველყოფის სტატისტიკაც, საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 62% ფლობს კომპიუტერს ხოლო მოსახლეობის 46%-ს მიაჩნია რომ არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა.[2] მის გამოსაყენებლად. საინტერესოა ასევე რისთვის იყენებს მოსახლეობა ინტერნეტს.

გამოკვლევების შედეგად 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში სამ თვეში(ივლისი-სექტემბერი 2020) ინტერნეტ გამომყენებელ მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზეზს წარმოადგენს- სოციალური ქსელები- 95.2%, ინტერნეტ აუდიო და ვიდეო კავშირი- 86%, ონლაინ ახალი ამბების წაკითხვა-55%, ელ.ფოსტა- 47,6%, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება- 51,4%, საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება- 38,5%, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა- 34,7%, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ჩამოტვირთვა- 17,9%, სამუშაოს ძიება ან აპლიკაციების გაგზავნა- 114,2%. [4]როგორც ჩანს საქართველოში ინტერნეტ ეკონომიკა არც ისე კარგად არის ფორმირებული გამომდინარე იქიდან რომ  მისი სიკეთეებით დღემდე მოსახლეობის საკმოად დიდი ნაწილი ვერ ან არ სარგებლობს. თუმცა მიუხედავად ამისა ცხადია საქართველოშიც შეინიშნება დადებითი ძვრები 2020 წლის 1 იანვარს მთავრობამ საქართველოს ფართოზოლიანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა იგი ითვალისწინებს რეგიონში საქართველოს როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებასა და მისი განხორციელება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითი მოხდება, ქსელის მშნებელობას კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალუირი განვითარების ფონდი განახორციელებს.[2] თავისუფლების შესახებ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში. 2020 წელს საქართველომ 100დან 76 ქულა აიღო და ინტერნეტის თავისუფლების მხრივ „თავისუფალ“ ქვეყნად შეფასდა. [5]

დღესდღეობით ბიზნეს სექტორის ინტეგრალური ნაწილია ციფრული მედია, ბიზნესის საქმიანობის ძლიეერ ფუნდამენტს ქმნის ციფრულ მედიაზე ფოკუსირება, ციფრულ მედიას მიეკუთვნება აუდიო, ვიდეო, და ფოტო კონტენტი. საქართველოს ონლაინ მედია საკმაოდ მრავალფეროვანია, რესპოდენტთა 50% სიახლეების მისაღებად facebook- სა  twetter-ს იყენებს, 24% ინტერნეტ ტელევიზიას ანიჭებს უპირატესობას, 18,8% ონლაინ ჟურნალებს მოიხმარს, 13,3% ბლოგებიდან იღებს ინფორმაციას, 10,7% მულტიმედიას ანიჭებს უპირატესობას, 3,8% იყენებს ინტერნეტ-რადიოს.

ცხრილი 1. საწარმოების მიერ სოციალური მედიის გამოყენება პერიოდების მიხედვით (%)

 წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/105/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-satsarmoebshi  

ასევე საქართველოში ელექტრონული გადახდის საშუალებათა ზრდის ტენდენციაც შეინიშნება, დღითიდღე პოპულარული ხდება საგადასახადო ბარათები საქართველოში გამოშვებული ბარათების რაოდენობა 10 სულ მოსახლეზე 13- ბარათს შეადგენს. მომხმარებელთა 27,3% უპირატესობას ანიჭებს ნაღდ ანგარიშწორებას, ხოლო 23,5% ინტერნეტ ბანკით სარგებლობას, 11,9% პლასტიკურ ბარათებს ანიჭებს უპირატესობას, 10,1% ტერმინალზე ანგარიშწორებას ამჯობინებს ხოლო გადახდის სხვა ფორმები არც ისე პოპულარულია.

საქართველოში ასევე განვიტარებულია ონლაინ ვაჭრობაც განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში საჭირო გახდა სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ შეთავაზება მომხმარებლებისათვის. თუმცა არსებული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში საქართველოს ელექტრონული ბიზნეს გარემოს განვითარების ზუსტი პროგნოზირება საკმაოდ რთულია ელექტრონული კომერცია მოიცავს როგორც ვაჭრობას, ასევე ვირტუალურ მაღაზიებს, მომსახურების გაწევას სხვადასხვა ელექტრონულ რეკლამებს და სხვა.

საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს ინფორმაციული, საგანმანათლებლო, ონლაინ ტურისტული და ფინანსური მომსახურება, ასევე საძიებო სისტემები, ონლაინ თამაშები, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციები ელექტრონული ბირჟისა და მომსახურების სახეები. სამომხმარებლო ქცევაზე გავლენას ახდენს მომსახურების მიღების ხელსაყრელობა, დაბალი ფასი, მომსახურების ფართო სპექტრი, ძიებისა და ყიდვის მცირე დრო, ქართველი მომხამრებლები ინტერნეტ-კომპანიის შერჩევისას ყურადღებას უთმობენ კომპანიის იმიჯს, ღირებულებას, მიწოდების ვადებს და რეკომენდაციებს[1]

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს უმუშევრობის დაძლევას, საქართველოსთვის უმუშევრობა კომპლექსური პრობლემაა, საქართველოს ინტერნეტ სიცვრცეში საკმაოდ დიდიხანია არსებობს ვებ გვერდები რომელთა საშუალებითაც სამუშაოს მაძიებელი პირი იძიებს მისთვის სასურველ სამუშაოს. 1998 წელს გამოჩნდა www.jobs.ge  ხოლო 2006 წელს კი www.Hr.ge რომელთა უმთავრესი მისიაა კადრების შერჩევა და მოძიება, ასევე სხვადასხვა ტრენინგებისა  და ტენდერების განთავსება. აქტუალური ხდება სამუშაოს ძებნა სპეციალური სოციალური ქსელებით როგორიცაა Linkedln რომელიც როგორც ვებ გვერდის ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით შეიძლება გამოიყენო.

დასკვნა

ციფრული ეკონომიკა საკმაოდ მზარდი სფერია და უდიდეს პოტენციალთან ერთად მკვეთრად ამცირებს  ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისას განვითარების შანსებს, იგი უამრავ ახალგაზრდას აძლევს შანსს სტაბილური დასაქმებისა და განვითარებისას ვინაიდან სწორედ ისინი არიან განსაკუთრებულად ჩართულნი ამ სიახლეებში, ციფრული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კატალიზატორია. იგი გლობალიზაციის წამყვანი საშუალებაა და ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს კი აქვთ საშუალება უფრო მეტი ეკონომიკური ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკაში ჩართვისა.

საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და მისთვისაც მნიშვნელოვანია ის ტენდენციები რითაც ხასიათდება სამყარო. აუცილებელია მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა და სიღრმისეული ანალიზი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_9958_1.pdf
  2. https://idfi.ge/public/upload/Covid/Internet_access_and_use_in_Georgia.pdf
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi
  4. geostat.ge
  5. https://freedomhouse.org/report/freedom-net/2020/pandemics-digital-shadow
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/105/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-satsarmoebshi