მეწარმეობის ზრდის მამოძრავებელი ძალები

ავტორის სტილი დაცულია

თიკო ელაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Tikoelashvili55@gmail.com

ანოტაცია

მეწარმეობა და მისი როლი ყველა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დღეს, როდესაც საკმაოდ გამწვავდა პრობლემები ეკონომიკური ზრდის კუთხით, მეწარმეობამ უფრო მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ვისაუბრო მეწარმეობის ზრდის მამოძრავებელ ძალაზე, თუ რა მოვლენები, გამოწვევები და პროცესები ახდენს გავლენას მეწარმეობის ზრდაზე, შევეცდები განვიხილო თითოეული მათგანი და დავახასიათო როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებებით. მეწარმეობის მამოძრავებელი ძალების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ამიტომ გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვნებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებენ მეწარმეობაზე.  ჩემი მიზანია, რომ მეწარმეობის მამოძრავებელი ძალების განხილვით ხაზი გავუსვა მათ მნიშვნელოვნებას, აუცილებლობას და დავაკავშირო საბოლოოდ ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებასთან.

Annotation

Entrepreneurship and its role are important for the economies of all countries. Nowdays, when the problems in terms of economic have been growth, the entrepreneurship has gained more importance. So, it is the reason why I decided to talk about the driving force behind the growth of entrepreneurship. I will talk about the events, challenges and processes that affect the growth of entrepreneurship. Also try to discuss each of them and characterize them with both negative and positive features. The list of driving forces is quite large, so I will highlight the most important ones that affect entrepreneurship the most. My goal is to convey the need for entrepreneurship and to link it to the efficient functioning of the economy.

მეწარმეობის არსი და მისიაუცილებლობა

 „მეწარმე” არის ადამიანი.რომელიც მისდევს კომერციას, სიტყვა ფრანგული წარმოშობისაა და „შუაკაცს“, „შუამავალს“ ნიშნავს. მეწარმეობის საერთო დონეზე აღიარებული განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა მეწარმე არის ის ადამიანი, რომელიც ჩართულია სიახლის შექმნის პროცესში, ხარჯავს უამრავ ენერგიას და საბოლოო ჯამში იღებს, პირველ რიგში, კმაყოფილებას იმით, რასაც მიაღწია , ხოლო შემდეგ ჯილდოს სახით თანხას.  ყველა თანხმდება იმაზე, რომ მეწარმეობა ასახავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, განვთარების, ეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომური უსაფრთოების მაჩვენებლებს, ასევე სხვადასხვა შოკებისადმი მდგრადობას. მეწარმეობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია ეროვნული ეკონომიკის ჯანსაღი და ეფექტური ფუნქციონირება. [3]

სამეწარმეო საქმიანობას დიდი როლი აქვს როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე. მიკროში იგულისხმება კონკრეტულ ბაზრებზე პროდუქტების, ინოვაციური მომსახურებების შეთავაზება, ხოლი მაკრო დონეზე მას დიდი როლი აკისრია როგორც უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების გაზრდის კუთხით. მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობის საკითხების  შესწავლა და მას დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ ლიტერატურასა და ბიზნესის შემსწავლელ მეცნიერებებში. სხვადასხვა კვლევებით, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარდა, მეწარმეობა მართლაც რჩება ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად. დღესდღეობით,  ნათლადაა აღწერილი მეწარმეობისა და მისი საქმანობისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშნები, რომელიც ცხადია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ეს განსხვავება თვითონ ქვეყნების რეგიონებშიც შეინიშნება, ეს ინფორმაცია კარგად არის აღწერილი სამეცნიერო ლიტერატურაშიც.

მეწარმოების ზრდის მამოძრავებელი ძალები

მეწარმეობა, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობა, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა, როგორც ეს აღიარებულია ყველა ქვეყნის სამეცნიერო და სახელმწიფო პროგრამულ პრინციპებში. [2] მეწარმეობაზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად, ამჯერად კი გამოვყოფ დადებით ფაქტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენენ გავლენას მეწარმეობის ზრდაზე, ესენია: პირველ რიგში, ადამიანები, ინტერნეტი, ციფრული მარკეტინგი, კომერციული ბანკები, ტექნოლოგიები და გარემო პირობები. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

ადამიანები

პირველ რიგში, ადამიანები არიან მეწარმეობის მამოძრავებელი ძალები, რომლებიც აქტიურობენ, სურთ მეტი შემოსავალი, კმაყოფილებას იღებენ ახალი ბიზნესების წამოწყებით, უყვართ მრავალფეროვნება, გამოწვევები, სიახლეები, რისკები და წარმატებისკენ სწრაფვა. მეწარმეობა საქმიანობაა, რომლის დროსაც ხდება ცოდნისა და უნარების გამოყენება საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ რაციონალური ანალიზის საფუძველზე, სამეწარმეო უნარით დაჯილდოებულნი არიან. [4] შესაბამისად, ადამიანების ცოდნაზე, უნარ-ჩვევებზე, მათ დამოკიდებულებასა მონდომებაზეა მეწარმეობის, როგორც საქმიანობის ბედი დამოკიდებული. მეწარმეობა ნამდვილად დგას ადამიანების უნარებზე, შესაბამსად, სწორად გათვლილი და რაციონალურად გამოყენებული ადამიანური რესურსები ნამდვლად ზრდის და ამოძრავებს მეწარმეობას.

ინტერნეტი

 თუ რა ამოძრავებს მეწარმეობას, ამ კითხვაზე პასუხი თანამედროვე მსოფლოში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინტერნეტია. სწორედ ინტერნეტის განვთარებამ შეუწყო ხელი სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის ზრდას. დღეს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, მსოფლიო გადასულია ელექტრონულ ბიზნესებზე, ონლაინ გაყიდვებზე, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების ხარჯზე. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით ონლაინ მოვაჭრეთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მატულობს და 2021 წლისათვის ეს მაჩვენებელი მოსალოდნელია 2,14 მილიარდზე მეტი იყოს. [7]

დიაგრამა 1: ონლაინ მოვაჭრეთა დინამიკა. % 2016-2021 წლებში

წყარო: https://www.statista.com/statistics/261676/digital-buyer-penetration-worldwide/

ინტერნეტი მეწარმეებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამით შექმნან ღია ბაზარი, რომელიც მაღალი შემოსავლის წყარო ხდება. ეკონომიკაში ინტერნეტის გამოყენება ამცირებს წარმოების დანახარჯებს, იქმნება ბიზნესის უფრო ახალი და ეფექტიანი, ზემომგებიანი ფირმები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა პანდემიის პირობებში დიდი როლი შეასრულა ბიზნესის განვითარებისთვის, სტატისტიკური მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მაინც შემცირდა. [8]

დიაგრამა 2: ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ათასი კაცი 1999-2021 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva

ციფრული მარკეტინგი

მარკეტინგი სამეწარმეო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ბიზნესის ფუნქციონირება წარმოუდგენელია მომხმარებლების გარეშე, მარკეტინგი კი გვეხმარება პროდუქტის/მომსახურების შესახებ ცნობადობის გაზრდაში და მომხმარებელთა ცნობიერებაში პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ღირებულების შექმნაში. თანამედროვე სამყაროში ციფრული მარკეტინგი (ინტერნეტ მარკეტინგი/ დიჯითალ მარკეტინგი) მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რაც ნამდვილად ახდენს გავლენას მეწარმეობის ზრდაზე. ციფრული კომუნიკაციების განვითარებამ სრულად შეცვალა ადამიანების მიერ პროდუქციის ყიდვის და ბიზნესთან კომუნიკაციის ფორმები. ციფრული მარკეტინგია ელექტრონული/ინტერნეტ მარკეტინგის ყველა ფორმა, სოციალური მედია მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეცნობიან კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ ცდილობენ დაარწმუნონ მომხმარებელი პროდუქტის ყიდვაში. ციფრული მარკეტინგისთვის კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია ვებ-გვერდი, სოციალური მედიის გვერდი, ლოგო და სხვა ბრენდის მახასიათებლები, ვიდეო კონტენტი, ფოტო პროდუქტები და ინფოგრაფიკა, წერილობითი კონტენტი, მომხმარებელთა შეფასებები და სხვა. [5]

კომერციული ბანკები

განვიხილოთ კომერციული ბანკები, რომლებიც ნამდვილად წამოადგენენ სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს. ბანკები ასევე დიდ როლს ასრულებენ როგორც ვაჭრობის განვითარებისთვის, ისე ინდუსტრიისთვის. ამიტომ მეწარმეობისთვისაც გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან კომერციული ბანკები ერთი მხრივ მოქმედებენ როგორც ქვეყნის სიმდიდრის დამცველები, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკას აწვდიან ისეთ რესურსებს, რაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის. ბანკები ახორციელებენ მთლიან ფულად-საანაგრიშსწორებო ოპერაციებს ქვეყნის მასშტაბით. ფულით კი გამოხატულია ქვეყნის ყველა მოქალაქის ნაშრომი და ნაღვაწი. ასე რომ, ჩვენი შრომა ფულის სახით ბანკებში იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ ბანკები არ დაიცავენ ადეკვატურ კანონებს და წესებს, მცირედი გადახვევაც კი სერიოზულად აზიანებს მთელი ქვეყნის ეკონომიკას და თითოეული მოქალაქის ცხოვრების ფინანსურ სტაბილურობას.

ბანკები ქმნიან კრედიტებს, როგორც ახალი პროექტების განვითარების დამატებით საშუალებას. საკრედიტო პორტფელის შექმნა ზრდის წარმოებას, მეწარმეებს საშუალება ეძლევთ წამოიწყონ ახალი საქმიანობები, შესაბამსად ხელი შეუწყონ დასაქმებას, ვაჭრობას და შედეგად დააჩქაროს ეკონომიკის განვითარება; ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ შევხედავთ სესხების გაცემის თვალსაზრისით, ნათლად დავინახავთ, რომ მათი რიცხვი საკმაოდ იზრდება, ეს დაკავშირებულია გარკვეულწილად იმ ფაქტთან, რომ ადამიანებს უფრო მეტი ფულადი რესურსი სჭირდებათ ახალი საქმიანობების წამოსაწყებად და ამიტომ მიმართავენ კომერციულ ბანკს, ხოლო 2020 წლის მარტიდან სესხების აღების ასეთი მკვეთრი გამოხატულება კი, სწორედ, პანდემიის პირველი ტალღის დაწყებასთან არის დაკავშირებული საქართველოში. [9]

დიაგრამა 3: ბანკების მიერ გაცემული სესხები, ათასი ლარი, 2011-2021 წლებში

წყარო: https://analytics.nbg.gov.ge/views/2003/sheet0?iframeSizedToWindow=true&:embed=y&:showAppBanner=false&:display_count=no&:showVizHome=no

ბანკები ახდენენ ქვეყნის მრეწველობის სათანდო დარგების განვითარების წახალისებას დაბალი საპროცენტო განაკვეთების მეშვეობით. საქართველოში ნებისმიერი ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთი 16 დან 30 პროცენტამდე მერყეობს.  რეგიონებში საბანკო სისტემა გაცილებით სუსტია, ვიდრე თბილისში. თბილისში სესხის აღება გაცილებით მარტივია ვიდრე, სხვა რომელიმე რეგიონში ამიტომ რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს, საბანკო კრედიტებთან ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. შესაბამისად რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წარმოება გაცილებით ძნელია, რაც უამრავ ეკონომიკურ თუ სხვა შინაარსის პრობლემას იწვევს. სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბურად განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ არცერთ ბანკს არ აქვს შეთავაზებები დამწყები ბიზნესმენებისათვის. კერძო ბანკს ვერ მოვთხოვთ გამოუცდელ ადამიანზე სესხის გაცემის რისკის გაწევას. როცა სახელმწიფომ გაამარტივა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების პროცედურა და გააადვილა ნებართვების გაცემა, პარალელურად, მან უნდა იმუშაოს იმაზე, რომ დამწყები ბიზნესმენებისთვისაც გახდეს სესხები ხელმისაწვდომი. [6]

ტექნოლოგიები

ტექნოლოიური სიახლეები და ინოვაციები ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიები დღეს საკმაოდ პოპულარული და გამოყენებადია, რადგან ამარტივებს სხვადასხვა პროცესებს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობასაც. ტექნოლოგიები საკმაოდ მრავალფეროვანია და უკვე ძალიან განვითარებულიც, შესაბამისად, ტექნოლოგიით კარგად აღჭურვილ საწარმოში დანახარჯებიც უფრო ნაკლებია, პროცესები სწრაფად მიმდინარეობს და სისტემაც უფრო გამართულია.

ტექნოლოიები საკმაოდ სწრაფად იცვლება და იხვეწება, ყოველდღიურად ხდება ახალი მართვის მეთოდების შექმნა, რომელიც უფრო მეტად არის ბაზარზე მორგებული. ხშირად, მცირე და საშუალო საწარმოები ან თუდაც სტარტაპები ვერ უწყობენ ფეხს მიმდინარე პროცესებს, იგულისხმება, რომ არ გააჩნიათ რესურსი მალევე შეცვალონ და გაამდიდრონ ტექნოლოიებით თავიანთი საწარმოები და შესაბამისად, ისინი ისეთივე მოგებით ვეღარ არიან, როგორც მაგალითად ის საწარმოები, სადაც ხშირად ხდება ახალი, დახვეწილი, სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება.

კომპანიის წარმატება გარკვეულწილად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული და სწორედე ესეც უწყობს ხელს მეწარმეობის განვითარებას. ქართული კომპანია „ბარამბო“ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ უახლესი, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობით ნამდვილად მოწინავე ადგილზეა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წელს მათ დანერგეს სრულიად ახალი ტექნოლოგია საქართველოში-ნაყინის ბატონის წარმოების-რაც აქამდე საქართველოს ბაზარზე არ განხორციელებულა. [11] 2009 წლიდან მოყოლებული, ეს კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და მისი პროდუქტების თვისებები და ხარისხიც განსაკუთრებულია, მისი ანალოგი საქართველოში არ მოიძლებნება. ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ბარამბო საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიან კომპანიებს შორის 146-ე ადგილს იკავებს 48 526 000 მილიარდი შემოსავლით. [10]

 აუცილებლად უნდა ვახსენო ბიზნესმოდელი, ანუ  როგორი ბიზნეს მოდელით იყენებს ამ ტექნოლოგიას, და რა გზებით ცდილობს მის კომერციალიზაციას. საქართველოში ცხადია, მცირე და საშუალო მეწარმეებს აქვთ ბიზნესმოდელები, რის მიხედვითაც ახორციელებენ საქმიანობას, თუმცა მათი ბიზნესმოდელი ნაკლებად ინოვაციურია და ჩამორჩება მსოფლიოს ტენდენციებს. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობა ნაკლებად წარმატებულია როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ტრანსფორმაციით და ტექნოლოგიური ინოვაციით მცირე და საშუალო ბიზნესები ადვილად ახდენენ პროცესების ავტომატიზირებას, რესურსების ადვილად მართვას, მომხმარებლებზე მორებულ და მათთან მარტივი კომუნიკაციის შესაძლებლობას, მარკეტინგული ქმდებების აუმჯობესებას და ზოგადად ბიზნესის სისტემატიზაციას.[1] შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ტექნოლოიები მეწარმეობის ზრდის მამოძრავებელი ძალაა, თუკი ნამდვილად პასუხობს დადგენილ სტანდარტებს, უახლესია და ხშირად გამოყენებადი, რადან ტექნოლოგიები ამარტივებენ წარმოების პროცესს, უფრო ეფქტიან გამოშვებასა და წარმოებაზე ახდენენ გავლენას.

გარემო პირობები

კიდევ ერთი ძალა, რომელიც შეგვიძლია რომ დავასახელოთ, როგორც მეწარმეობაზე ზეგავლენის კუთხით და შესაბამისად მისი ზრდის კუთხით, ეს არის გარემო პირობები. რა იგულისმება ახლა გარემო პრობებში: პირველ რიგში, ზოგადი პოლიტიკური ფონი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებლ ქვეყანაშია. პოლიტიკური ფონი და თვითონ ქვეყენის პოლიტიკაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მეწარმეებსა და მეწარმეობაზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. ჩვენ ვისაუბროთ მეწარმეობის ზრდის კუთხით და აქვე უნდა ვახსენოთ ის აქტივობები, რომლებსაც პოლიტიკის წარმომადგენლები ახორციელებენ ხოლმე მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი დახმარებები, ვაუჩრები, სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია და შედეგისმომცემი.

გარემო პირობებში ასევე შესაძლოა ვახსენოთ ზოგადად ბაზარი და ბაზარზე არსებული მოთხოვნები, ვგულისხმობ იმას, რომ რამდენად შესაბმისობაშია წარმოებული მომხმარებლების მოთხოვნილებებთან მიმართებაში. მარტივი წარმოებისთვის კი გარემო პირობებისგან ხელშეწყობა საკმაოდ დადებითად იმოქმედებს როგორც მეწარმეობის გაზრდის და მეტი მოგების მიღების კუთხით.

დასკვნა

დასკვნის სახით, შევაჯამოთ ყველა ზემოთ განხილული და მეწარმეობაზე მოქმედი ძალები, ესენი იყო პირველ რიგში ადამიანები, რადგა მათ გარეშე წარმოუდენელია მეწარმეობა, მათ უნარებზე, თვისებებზე ცოდნასა და კრეტიულობაზეა დაფუძნებული ყოველივე. შემდეგი იყო ინტერნეტი, ტექნოლოგიები, მარკეტინგი-სამივე მათგანის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ეკონომიკის ფუქციონირება და ზოგადად არსებობაც კი. ყველაზე მეტად თუკი რამე უწყობს ხელს მეწარმეობას, ეს არის სწორედ ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ყველაფერი უფრო მარტივად ხდება, თუნდაც პროდუქცია იყიდება ონლაინ მსოფლიო მასშტაბით და საკმაოდ წარმატებულად. ტექნოლოგიები ამცირებენ დანახარჯებს, დროის დაზოგვასა და ეფექტურ წარმოებას უწყობენ ხელს. რაც შეეხება კომერციულ  ბანკებს, ნამდვილად კარგი საშუალებაა მეწარმისათვის, რომელსააც სურს ახალი საქმიანობის წამოწყება, რომ გამოიყენოს შანსი და მისი საშუალებით შექმნას ახალი საქმიანობა და შემდეგ მისგან მიიღოს მოგება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, მეწარმემობის ზრდის მამოძრავებელი ძალები კიდევ უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად ინოვაციები, სხვადასხვა სახის პროექტები, ადამიანების გემოვნება, სურვილები, მოთხoვნილებები და მათი შესაძლებლობებიც. მეწარმეიბის ზრდაზე მოქმედი ძალების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და თითქმის ყველაფერი შეიძლება ახდენდეს გავლენას მასზე, სულ მცირე დეტალებიც კი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თუნდაც პატარა ცვლილებებს შეუძლიათ გავლენა იქონინონ წარმოებაზე.

ბოლოს კი, მინდა აღვნიშნო, რომ მეწარმეობა და სამეწარმეო საქმიანობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ხელი უნდა შევუწყოთ მათ ეფექტიან ფუნქციონირებას, თუკი გვინდა რომ მეტად განვავითაროთ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, საკუთარი ცხოვრება და შესაძლებლობებიც.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბაბუციძე, თეიმურაც. 2019. “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა.” თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 88.
  2. კობერიძე, ბექა. 2015. “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ინსტიტუციური მიმართულებები საქართველოში და ევროკავშირთან ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგობები.” თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის. 176.
  3. რ. გველესიანი, ე. მექვაბიშვილი, ი.გაგნიძე, ე. ლეკაშვილი, მ. ნაცვალაძე. 2009. მეწარმეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  4. ხუბუნია, შ. 2015. მეწარმეობა. თბილისი: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
  5. ციფრული მარკეტინგი, გზა საკუთრებიდან წარმატებულ ბიზნესამდე, თბილისი 2018