საქართველოს საგარეო ვალი, მისი გავლენა ეკონომიკაზე და სტრატეგიული მართვა

ავტორის სტილი დაცულია

ანა დუმბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
adumbadze2001@gmail.com

ანოტაცია

როდესაც ადამიანს რაღაცის ყიდვა უნდა და თანხები არ ყოფნის უკვე ფიქრდება იმაზე, რომ ფული ვინმესგან ისესხოს. დაახლოებით მსგავსი ვიტარებაა ქვეყანაშიც, როდესაც რომელიმე ქვეყანას, ან მის ფარგლებში არსებულ რომელიმე სახელმწიფო ფინანსულ სტრუქტურას რაიმე ეკონომიკური მიზნის მისაღწევად არ ჰყოფნის რესურსები, ის საგარეო ვალს იღებს. ქვეყნების უდიდეს ნაწილს მსოფლიოში აქვს საგარეო ვალი, მათ შორის ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებსაც კი. თუ ქვეყანას იმაზე მეტი საგარეო ვალი აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას შეუძლია, რომ გაუძლოს, როგორც წესი, კრიზისი იწყება. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ რაც უფრო დიდია ეკონიმიკა, მით უფრო დიდი რესურსი აქვს მას. ასეთ ქვეყნებს, როგორც წესი, არ ექმნებათ პრობლემა საკუთარი კრედიტის ვალდებულებების შესრულებისას. თუმცა ისეთი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც არც ისე დიდია, შეიძლება პრობლემის წინაშე დადგნენ. როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს საგარეო ვალი, არც საქართველოა გამონაკლისი. მოდით ვნახოთ, რამდენია საქართველოს საგარეო ვალი, ვისთან გვაქვს და რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

Annotation

When a person wants to buy something and there is no money, he already thinks about borrowing money from someone. It is a similar situation in a country, when a country, or any state financial structure within it, does not have the resources to achieve any economic goal, it takes on foreign debt. Most countries in the world have foreign debt, including even the most developed countries. If a country has more foreign debt than its economy can handle, usually a crisis begins. It should not be hard to imagine that the bigger the economy, the more resources it has. Such countries usually do not have a problem in fulfilling their credit obligations. However, countries with small economies may face problems. As we have mentioned, almost every country in the world has foreign debt, and Georgia is no exception. Let’s see how much is Georgia’s foreign debt, with whom we have and what impact it has on the country’s economy.

შესავალი

საგარეო ვალი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ სახელმწიფოს, ასევე ეროვნული ბანკისა და სახლემწიფო საწარმოების მიერ აღებულ ვალებს. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ირკვევა, დღეისთვის, უცხოური წყაროებიდან მიღებული სესხები გამოიყენება სხვადასხვა მხრივ საქართველოში. ძირითადად, ეს თანხა ხმარდება ისეთ ინდუსტრიებს როგორიცაა ინფრასტრუქტურა და მისი რეაბილიტაცია, ქვეყნის განვითარებისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, განათლება, და სხვა მრავალი.

გრაფიკი 1: საქართველოს საგარეო ვალი

წყარო: https://forbes.ge/saqarthvelos-sagareo-vali-2/

მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2011-2020 წლებში საქართველოს საგარეო ვალის დინამიკა. როგორც ვხედავთ, მზარდი ხასიათსაა და ყოველწლიურად ვალის მოცულობა იზრდებოდა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის რეკორდულ ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 69.5%-ს მიაღწევს, რაც ამჟამად არსებული 63.6%-დან 5.9 პროცენტული პუნქტით მატებას წარმოადგენს. ამ ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად S&P Global-ი უშუალოდ ახალი საგარეო ვალის აღებას და ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურებას ასახელებს, რის გამოც, ლარებში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს. ვნახოთ რამდენად გამართლა ეს პროგნოზი.

2021 წელი და საგარეო ვალის ცვლილება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა. მხოლოდ იანვარში ვალის ზრდამ 735 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, 1.037 მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალის ნაშთი, ხოლო საშინაო ვალის ნაშთი 302 მილიონი ლარით შემცირდა. არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება.

სახელმწიფო ვალიდან 25.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.84 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს.[1]

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო – 332.8 და 127.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 573.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.8 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათასი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.[2]

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 21.0 მლრდ აშშ დოლარი (65.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 120.1 პროცენტია. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 234.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი 28.3 მლნ  აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ  აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 44.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 965.7 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 542.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.8 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 73.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1 პროცენტია.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 487.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.[3]

დიაგრამა 1: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/external-debt

ის ცვლილებები, რომელიც ავხსენეთ ასახულია მოცემულ დიაგრამაზე.  უფრო ნათელიც ხდება, რომ საგარეო ვალი უფრო და უფრო იზრდება.

ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ცხრილი 1: საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი

წყარო: https://mof.ge/images/File/sagvalebi/2021/20-01-2022/External%20Debt-12-2021%20GE-EN.pdf

მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოს მრავალმხრივი კრედიტორები. როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ვალდებულება აზიის განვითარებადი ბანკის მიმართ გვაქვს. მას ასევე მოსდევს აზიის ინფრასტრუტურის საინვესტიციო ბანკი, ევროსაბჭოს განვითარების ბანკი, ევროპის რეკონტსრუქციისა და განვითარების ბანკი და ა.შ.

რატო იღებს საქართველო საგარეო ვალს?

საქართველო განვითარებად ქვეყანათა რანგს მიეკუთვნება. იმისთვის, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ახალი პროექტები და ამ პროექტების წარმატებული განვითარება, ხშირად საჭიროა გარკვეული გზებით სახსრების მოზიდვა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, სხვა გზა არ რჩება და ქვეყანას უწევს ახალი ვალების აღება.

ამ სიტუაციის არჩვეულებრივი მაგალითი გახლავთ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინდუსტრიების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებული იყო. დღესაც, ქვეყანაში ტურიზმი არ ამუშავებულა, რამაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის ქვეყანას მოუწია ახალი ვალების აღება. რამდენად სწორი ან არასწორი იყო საგარეო ვალების აღება საკმაოდ რთულია რომ ვთქვათ. მაგრამ, ერთი რამ კი ნათელია – საქართველოს შემდეგი წლების განმავლობაში მოუწევს, რომ უდიდესი რესურსი ჩადოს აღებული ვალის გადახდაში.[4]

პანდემია და საქართველოს საგარეო ვალი

ცხრილი 2: სახელმწიფო ვალის მდგომარეობა საანგარიშსწორებო პერიოდი – 2021 წლის დეკემბერი

წყარო: https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_statistika

რაც შეეხება უშუალოდ 2021 წლის მდგმარეობას. ცხადია ის ფაქტი,რომ საგარეო ვალი მზარდი დინამიკით ხასიათდება. ამის ერთ-ერთ ამხსნელ მიზეზად covid-19 ის მიერ გამოწვეული პრობლემებია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მიზეზი ამ მაჩვენნებლის ზრდისა გახლავთ ეს უკანასკნელი. ცხრილში აღნიშნულია საშინაო ვალის სიდედეც. წლის დასაწყისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალი დაახლოებით 1 200000 ათასი ლარით არის გაზრდილი, ხოლო საშინაო დახლოებით 120000 ათასი ლარით.რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ვალის ძირითადი ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საქართველოსთის გამოყოფილი მნიშნელოვანი ფინანსური გახმარებით აიხსნება.

საგარეო ვალის გავლენა ვალუტაზე

მაღალი სახელმწიფო ვალი ხელს უწყობს ინფლაციის გაზრდას. თუ ინფლაცია მაღალია, ამან შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის სახელმწიფო ვალუტაზე. იმისთვის, რომ ქვეყანამ რამენაირად გაისტუმროს ვალი, შეიძლება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფულის უკონტროლო გამოცემა დაიწყოს, რამაც, მისი ფასი შეიძლება საგრძნობლად შეასუსტოს და დაბლა დასწიოს.

ზოგადად, მაღალ ვალს, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც ამ ვალის გასტუმრება უჭირს, საკმაოდ დიდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს. მან შეიძლება ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს ქვეყნის ვალუტაზე და შეამციროს მისი ფასი.

მეორე მხრივ, საგარეო ვალის სწორად მართვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის სახემლწიფო ვალუტის დასტაბილურებას. როგორც ექსპერტები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებს და სიტუაციას გამოუსწორებელს არ გახდის.[4]

პროგნოზი

პანდემიამდე საქართველო საშუალო დავალიანების ქვეყანა იყო და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების რეკომენდებულ ზღვარსაც აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ შეძლო ქვეყანამ 2020-ში მსგავსი მოცულობის ვალის აღება, თუმცა მომავალში ქვეყანა, ნებისმიერი კრიზისის მიუხედავად, მსგავსი ოდენობის ვალდებულებას ვეღარ აიღებს. დონორებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შესაძლოა შეწყვიტონ დაფინასება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ   საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში საპროგნოზო მაჩვენებელი სტაბილურიდან უარყოფითისკენ შეიცვალა. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი და უარყოფითია პროგნოზი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთი ქვეყნისთვის გაცემულ სესხებზე. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ფულის გაძვირებას იწვევს და შედეგად თითოეული ადამიანისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ეს განსაკუთრებით საგანგაშო შეიძლება იყოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, რადგან გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ქვეყანა კიდე უფრო დიდ კრიზისშია შესული.

საგარეო ვალის მსგავსი ზრდა ცუდად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე.  Fitch-ი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ გამოწვევად სწორედ სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის დიდ წილს ასახელებს. ქვეყნისთვის ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთი ხდება.[5]

ვალის მმართვის სტრატეგიულო მიმართულებები

1. მთავრობის წმინდა ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება;

 2. მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა;

3. საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა;

 4. მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯის და რისკის ოპტიმიზაცია;

 5. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

დიაგრამა 2: საპროექტო დინამიკა მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა

წყარო:https://www.mof.ge/images/File/sagvalebi/2022/General%20Government%20Debt%20Management%20Strategy%20for%202022-2025.pdf

სტრატეგიის მიზნობრივი მაჩვენებლები 2025 წლისთვის: ა) უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-თან ფარდობის 35 პროცენტამდე შემცირება; ბ) მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. პორტფელის დედოლარიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელს და სარეიტინგო კომპანიებისგან მოსალოდნელი იქნება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება.[6]

დასკვნა

ერთგვარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის საგარეო ვალი და რა ზეგავლენას ახდენს უკვე ნათელი გახდა. ფაქტია, რომ საქართველოს ყოველ წელს უფრო მეტი საგარეო ვალი აქვს. განსაკუთრებით ამის ზრდა Covid-19 -ით გამოწვეულ მიზეზებს დავუკავშირეთ. რაც უფრო მეტად გაიზრდება შემდგომში ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტი პრობლემის გაჩენის შანსი იქნება მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, მასზეც ძალიან იმოოქმედებს ვინაიდან მაღალ ვალს ინფლაციამდე მივყავართ. გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ იმდენი ვალი აიღოს რამდენის დაბრუნების შესაძლებლობაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ექნება. რა თქმა უნდა, ამის შესრულება ისეთი მარტივიც არ არის როგორც თქმა, თუმცა მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება ამ საკიითხს რათა თავი ავირიდოთ ახალი პრობლემებისგან.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სახელმწიფო ვალი 31,6 მლრდ ლარადმდე გაიზარდა-რომელი ქვეყნის ვალი აქვვს საქართველოს, 2021
  2. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2021
  3. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2021
  4. რა არის საგარეო ვალი და როგრი გავლენა აქვს მას ეკონომიკაზე, 2021
  5. საქართველოს საგარეო ვალი, 2021
  6. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 202-2025 წლებისათვის, თ. გ.
  7. https://forbes.ge/saqarthvelos-sagareo-vali-2/
  8. https://tradingeconomics.com/georgia/external-debt
  9. https://mof.ge/images/File/sagvalebi/2021/20-01-2022/External%20Debt-12-2021%20GE-EN.pdf
  10. https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_statistika
  11. https://www.mof.ge/images/File/sagvalebi/2022/General%20Government%20Debt%20Management%20Strategy%20for%202022-2025.pdf