კინოკომიქსის დარგის ანალიზი Marvel-ისა და DC-ის მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში, ჩატარდა პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება. 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი „მოუთმენლობა“. გამოჩენისთანავე კინემატოგრაფიამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ინტერესი, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღესდღეობით იგი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკონომიკაში. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და პოპულარული ჟანრია ე.წ სუპერგმირული ჟანრია. მოცემულ ნაშრომში სწორედ ამ ჟანრში ორ დომიმანტ კომპანას, Marvel-სა და DC comics-ს, განვიხილავ.

Annotation

On December 28, 1895, the first paid public film screening took place in the Indian Salon of the Grand Café in Paris. In 1916, the first silent film “Impatience” was made. Since its appearance, cinematography has attracted the attention and interest of the public, so we should not be surprised that today it occupies an important place in the economy. Currently one of the most lucrative and popular genres is the genre of so-called superheroes. In this article, I will discuss two dominant companies in this genre, Marvel and DC comics.

Marvel Entertainment

უდავოა, რომ როცა კინოთეატრებში მარველის (Marvel) ლოგოს ვხედავთ, ვხვდებით, რომ წინ შესანიშნავი სანახაობა გველის. მარველი ამერიკული გასართობი კომპანიაა მისი არსებობა Marvel Comics-ით ჯერ კიდევ 1939 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო. თავდაპირველად მისი საქმიანობა მხოლოდ კომიქსების გაყიდვა იყო, თუმცა 1993 წლიდან დაარსდა Marvel Studios (1993-1996 წლებში ცნობილი, როგორც Marvel Films), რომლის მიზანი კინოფილმების წარმოება და გაყიდვა გახდა. 2008 წლიდან დაწყებული Marvel Studios 27 ფილმი აქვს გადაღებული მარველის კინოსამყაროს ფარგელბში, მათი კინოგაქირავებით კომპანიაში 25,539 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა (კინოფილმების წარმოებამ კომპანია გაკოტრებისგან გადაარჩინა).  1998 წელს საქმიანობა დაიწყო Marvel Entertainment-მა. ამჟამად, იგი წარმოადგენს The Walt Disney Studios შვილობილ კომპანიას.[1]

მარველის შემოსავლების ძირითადი წყარო არის ფილმების კინოგაქირავებიდან მიღებული თანხა. მარველის კინოსამყარო ოთხ ფაზად იყოფა, პირველი ფაზის დროს კომპანიის ხარჯები დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მაშინ როდესაც შემოსავალი 3,812 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ფაზის ანალოგიური მაჩვენებლებია, შესაბამისად 1,179 და 5,269 მილიარდი, მესამე ფაზისთვის 2,403 და 13,505 მილიარდი, ხოლო მეოთხე ფაზისთვის 750 მილიონი და 2,951 მილიარდი (მეოთხე ფაზა ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ მისი შემოსავალებისა და ხარჯების მონაცემები ნაკლებია, ვიდრე წინა სამის).

როგორც ვხედავთ, ოთხივე ფაზაში შემოსავალი საკმაოდ აღემატება ხარჯებს, რაც კომპანიას მომგებიანს ხდის, თანაც ეს მოგება იზრდება ფაზიდან ფაზაში, პირველში იგი 2 მილიარდ აშშ დოლაზე მეტი იყო, მეორეში 4 მილიარდს გადასცდა, მესამეში ყველა რეკორდი მოხსნა და დაახლოებით 11 მილიარდი შეადგინა, მეოთხე ფაზაში კი, ამ მომენტისთვის კვლავ 2 მილიარდზე ცოტა მეტს წარმოადგენს.

მზარდი ტენდეციის დარღვევის მიზეზი პანდემია გახლავთ. კოვიდ 19-ის გამო ფილმების გამოსვლის განრიგი შეიცვალა. ასევე, ფილმების მაგივრად, კომპანიამ დაიწყო სერიალების გადაღება (მოგეხსენებათ, ტელესერიალების ტრანსლაციიდან მიღებული შემოსავალი ჩამოუვარდება კინოგაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს). 2022 წელს კომპანიისთვის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი აღმოჩნდა Spider man: No way home, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, 1,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მსოფლიოში ყველაზე მაღალბიუჯეტიან ფილმებში მე-6 ადგილი დაიკავა.[2]

ცხრილ 1-ზე მოცემულია ყველაზე შემოსავლიანი კინო ფრანშიზები მსოფლიოში 2021 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით. როგორც ვხედავთ, მარველის (Marvel Cinematic Universe) საერთო შემოსავალი თითქმის 2ჯერ აღემატება „ვარსკლავური ომების“ (Star Wars) შემოსავალს და შეადგენს 22.93 მილიარდ აშშ დოლარს.

ცხრილი 1. ყველაზე შემოსავლიანი კინო ფრანშიზები მსოფლიოში, 2021 წელი, მლრდ აშშ დოლარებში.

წყარო: https://www.statista.com/statistics/317408/highest-grossing-film-franchises-series/

მზარდი გართობისა და კინოს ინდუსტრია შეიძლება დაეხმაროს კომპანიას ბაზრის უფრო მაღალი წილის მოპოვებაში და ასევე შემოსავლების ნაკადის გაზრდაში. კომპანია ოპერირებს სხვადასხვა განყოფილებაში, როგორიცაა გასართობი და სამომხმარებლო პროდუქტები. აქედან გამომდინარე, კომპანიას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს გაყიდვები მომავალი წლების განმავლობაში, ინდუსტრიის განვითარების პირობებში. შიდა კვლევის მიხედვით, აშშ-ში კინოსა და გართობის ბაზარი, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის მიაღწევს $27,366.5 მილიონ აშშ დოლარს, რაც 2021 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი. აშშ-ს ეკუთვნის ფილმებისა და გასართობი გლობალური ბაზრის ღირებულების 33.1%.[3]

მარველს შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული კომერციული ბაზრის პოზიტიური პერსპექტივით. შიდა კვლევის მიხედვით, აშშ-ში ონლაინ საცალო ვაჭრობის სექტორი გაიზრდება 11.5%-ით და მიაღწევს 636.1 მილიარდ აშშ დოლარს 2023 წლისთვის. აშშ-ს შეადგენს გლობალური ონლაინ საცალო სექტორის ღირებულების დაახლოებით 30.9%. ელექტრო და ელექტრონული საქონლის საცალო ვაჭრობა იყო სექტორის ყველაზე დიდი სეგმენტი 2021 წელს, რომელმაც შეადგინა მთლიანი ღირებულების 32.7%, რასაც მოჰყვება ტანსაცმლის საცალო ვაჭრობა (21.2%), სახლისა და ბაღის პროდუქტების (16%), საკვებისა და სურსათის საცალო ვაჭრობა. 8.7%), ავეჯი და იატაკის მოპირკეთება (7.1%), ფეხსაცმელი (4.1%) და სხვა კატეგორიის ღირებულების 10.2%. კომპანიის პროდუქცია იყიდება.[4]

DC Entertainment

მარველის უმსხვილესი კონკურენტი კინოკომიქსების წარმოებაში არის დისი (DC). იგი დაარსდა 1934 წელს, როგორც ამერიკული კომიქსების გამომცემლობა და უკვე 1951 წლიდან დაიწყო ფილმების გადაღებაც. ამჟამად იგი არის Warner Bros. Pictures-ის შვილობილი კომპანია[6]

ცხრილ 2-ზე მოცემულია კომპანიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები 2021 წლის მონაცემებით. როგორც ვხედავთ, 2008 წელს გამოსული ბნელი რაინდი (The Dark Knight) დისის 533 მილიონზე მეტი მოუტანა და მისი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი აღმოჩნდა. მოცემული ფირმების კინოგაქირავებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი აღემატება 3,3 მილიარდს (აშშ დოლარებში), მაგრამ მარველთან შედარებით ეს საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ დისი აკონტროლებს კინოკომიქსების ბაზრის 29%-ს.

ცხრილი 2. დისის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, მლნ აშშ დოლარებში

წყარო: https://www.statista.com/statistics/329199/dc-comics-films-box-office-revenue/

დისის სამყაროს საერთო შემოსავალი წარმოადგენს 5.78 მილიარდ აშშ დოლარს, მაშინ როდესაც მარველის ანალოგიური მაჩვენებელი (იხ. ცხრილი 1) შეადგენს 22.93 მილიარდს, ანუ თითქმის 4 ჯერ მეტს. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მარველს უფრო მეტი ფანატი ჰყავს (ახალგაზრდების დაახლოებით 60% მარველის ფანატია), ასევე, უკეთესი მენეჯმენტი და ა.შ.

დასკვნა

სუპერგმირული ფილმები უკვე წლებია ტენდენციაშია და პოპულარობის ზრდას განიცდის კომიქსებთან და გრაფიკულ რომანებთან ერთად. მარველი კი ამ ბიზნესში წამყვანი კომპანიაა. მას კონკურენციას უწევს DC comics კომპანია, თუმცა, საშუალოდ მარველის ინვესტიციების დაბრუნების მაჩვენებელი (Return on investment) 22%-ით აღემატება DC comics-ის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს, რომ ინვესტირება მარველში უფრო მომგებიანი და სანდოა.

პანდემიის მიუხედავად, კომპანია დიდად არ დაზარალდა, 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით ფილმების კინოგაქირავებიდან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა 960 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[7]

ამგვარად, გასული ათწლეულის განმავლობაში Marvel-ის აღორძინებამ (როგორც აღვნიშნე, ის გაკოტრების პირას იყო) არა მხოლოდ დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას, არამედ გაზარდა ზოგადად სუპერგმირული ჟანრის პოპულარობა. ამჟამად, იგი ლიდერია გასართობ ინდუსტრიაში და მზადაა მომავალ წლებში გააფართოვოს საქმიანობის სფერო. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.marvel.com/corporate/about
  2. https://ru.wikipedia.org/wiki/Marvel_Entertainment
  3. https://about.proquest.com/globalassets/proquest/files/marvel_entertainment_llc_-_str.pdf
  4. https://www.academia.edu/11702101/MARVEL_ENTERTAINMENT_INC_Strategic_Management_and_Business_Policy
  5. https://www.statista.com/statistics/317408/highest-grossing-film-franchises-series/
  6. https://en.wikipedia.org/wiki/DC_Comics
  7. https://www.reviews.org/tv-service/marvel-vs-dc-big-budgets-rotten-ratings/#:~:text=Marvel%20vs.DC%3A%20Ratings,still%20coming%20out%20on%20top.
  8. https://www.statista.com/statistics/329199/dc-comics-films-box-office-revenue/