გართობა და ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
tornike.kokhreidze598@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

თანამედროვე რეალობაში გართობის სექტორი ძალიან მოთხოვნდია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, აქედან გამომდინარე ის დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. ასე, მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით დასვენებისა და მედია ინდუსტრიის მოცელობამ 2,1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კოვიდ პანდემიის გამო ეს მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ახლა, პანდემიის დასრულების შემდეგ, კვლავ შეინიშნება გართობის მიმართ ინტერესის ზრდა. გართობაში მოიაზრება: თემატური პარკები, სანახაობების ინდუსტრია, სპორტული ღონისძიებები, სათამაშო გართობის ინდუსტრია და კინოინდუსტრია. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ თითოეულ მათგანს და დაგანახებთ მათ კავშირს ეკონომიკასთან.

Annotation

In modern reality, the entertainment sector is in high demand, both for local residents and tourists, therefore it has a great impact on economic development. So, for example, as of 2018, the revenue of the entertainment and media industry amounted to 2.1 trillion US dollars. Due to the covid pandemic, this figure has decreased, but now, after the end of the pandemic, there is again an increase in interest in entertainment. Entertainment includes: theme parks, the entertainment industry, sporting events, the gaming industry, and the film industry. In this paper, I will discuss each of them and you will see their connection with the economy.

თემატური პარკები

თემატური პარკების ბიზნესის წინსვლა 1955 წლიდან დაიწყო, როდესაც კალიფორნიის შტატში, ანაჰაიმში, პირველი დისნეი ლენდი გახსნეს. ამ თემატურმა პარკმა საგრძნობლად შეცვალა გასართობი პარკების ინდუსტრია – უბრალოდ ცხენით გასეირნება თუ კარნავალები ჩაანაცვლეს შოუებით, მაღაზიებით, თემატურად გაწყობილი რესტორნებით, რომლებსაც ახასიათებდა უზადო სისუფთვე, თავგასავლების მოლოდინი, ფანტაზია.

თემატური პარკები პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, აზია წარმოადგენს გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზარს, სწორედ აზიაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული 20 თემატური პარკიდან  9. დუბაიშია 20 მილიარდი დოლარის ღირებულების „დუბაილენდი“, მულტიფუნქციური თემატური პარკი, რომელიც იკავებს 3 მილიარდ კვადრატულ ფუტს, დუბაის საერთშორისო აეროპორტიდან 10 წუთის, ხოლო აბუ-დაბიდან – 60 წუთის სავალზე მდებარეობს. დუბაილენდი აერთიანებს 45 მეგაპროექტს, მათ შორის: (1) თემატური პარკები, (2) კულტურა და ხელოვნება, (3) მეცნიერება და პლანეტარიუმები, (4) სპორტი და სპორტის აკადემიები, (5) ჯანმრთელობა, (6) შოპინგი, (7) კურორტები და სასტუმროები. დუბაილენდი ითვლება ტურიზმის, დასვენებისა და გართობის ყველაზე ამბიციურ პროექტად მსოფლიოში.

ყველაზე პოპულარი თემატური პარკია კი დისნეილლენდი. დისნეილენდის წარმატება საკურორტო კომპლექსის მთავარი ელემენტია ჯადოსნური სამყარო, რომელიც ყოველწლიურად 17,2 მილიონ ვიზიტორს იზიდავს. ამასთან, დისნეილენდის საშუალო დღიური მოგება შეადგენს დაახლოებით 9,4 მილიონ დოლარს![1] 2022 წლის მონაცემებით დისნეილენდის წლიურმა მოგებამ შეადგინა 28 მილიარდი დოლარი, რაც 6 მილიარდით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.[2] მსოფლიოს მასშტაბით ამ თემატურ პარკში დასაქმებულია 220 ათასამდე ადამიანი. აქედან ცხადი ხდება მისი ეკონომიკური სარგებელი, ის ათასობით ადამიანს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილითა და სტაბილური შემოსავლით.

თემატური პარკებმა, რათა მოიზიდონ უფრო მეტი ვიზიტორი და გაზარდონ შემოსავალი, უმატებენ ახალი სანახაობებს, ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება და აუმჯობესებს მომსახურებას.[3]

სანახაობების ინდუსტრია

სანახაობების ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი პარკები და სხვა ღირსშესანიშნაობები. სანახაობები, უმეტესწილად, კერძო ბიზნესს განეკუთვნება, თუმცა ვხვდებით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მაგალითებსაც. გასართობი პარკები და ღირსშესანიშნაობები აშშ-ს ბიუჯეტს ყოველწლიურად $11.5 მილიარდით ავსებენ. სანახაობების ინდუსტრიაში განსაკუთრებით გამოირჩევა „დისნეილენდი და უოლტ დისნეის სამყარო“. ყველაზე წარმატებული სანახაობები, რომელიც ოდესმე შექმნილა, მაგრამ სანახაობები მხოლოდ თემატური პარკებით არ შემოიფარგლება, მათ რიცხვს განეკუთვნება ზოოპარკები, აკვაპარკები,  მუზეუმები, ლანდშაფტის დასათვალიერებელი რკინიგზა, ისტორიული სოფლები, ისტორიული ციხესიმაგრეები, ბუნებრივი საოცრებანი, ინდუსტრიული გამოფენები, გამოქვაბულები, თეატრი, ისტორიული ფერმები, პანორამული ხედები, საკურორტო კომპლექსები, ისტორიული ადგილები, ბოტანიკური ბაღები, ტყის საცავები, სახელმწიფო პარკები, ეროვნული პარკები, ღია თეატრები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა.

სპორტული ღონისძიებები

ბოლო 50 წელია, რაც სპორტის სამყარო სწრაფად ვითარდება. სპორტული დიდი ღონისძიებები მოგზაურობისა და ტურიზმის კატალიზატორებად გვევლინება. ჩრდილოეთ ამერიკაში (კონკრეტულად, აშშ-ში, სადაც სპორტი და გართობა ყოველდღიური ცხოვრების ინტეგრირებული ნაწილია) ბეისბოლის მსოფლიო სერიები სპორტული დიდი ღონისძიებების წინამორბედად გვევლინებოდა. სწორედ ეს ღონისძიება გახდა გულშემატკივრების, მედიის წარმომადგენლების, დამხმარე ტექნიკური პერსონალის მოგზაურობის სტიმული. ტურიზმის სწორი და კონტროლირებადი განვითარება კი სასარგებლოა ეკონომიკისთვის, რადგან ტურიზმი უზრუნველყოფს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას, წარმოშობს უცხოური ვალუტის გაცვლის მარაგს, ქმნის მზარდ მთლიან შიდა პროდუქტს და სხვ.

საერთაშორისო დონეზე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადა მსოფლიოს უპირველეს ღონისძიებად ითვლებოდა (2016 წელს ზაფხულის ოლიმპიადიდან მიღებულმა მოგებამ შეადგინა 100 მილიარდი დოლარი, 2018 წელს ზამთრის ოლიპმიადიდან კი – 55,000,000 აშშ დოლარი.)[4], მაგრამ დღეს უკვე მას პირველობას ეცილება ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშება – კიდევ ერთი უდიდესი ღონისძიება, რომელიც, ასევე, ოთხ  წელიწადში ერთხელ ტარდება. 2022 წლის მსოფლიო თასის ბილეთებიდან FIFA-მ მიიღო დაახლოებით 7,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი. 

სათამაშო გართობის ინდუსტრია

აზარტული თამაშები, როგორც გართობის ინდუსტრიის დარგი, თავის თავში მოიცავს სხვადასხვა მიმართულებების ფართო დიაპაზონს. კაზინო წარმოადგენს აზარტული თამაშების საფუძველს, როგორც გართობის ინდუსტრიის ნაწილი. მისი სწრაფი განვითარების გამო მისი პროდუქტიც უფრო კომპლექსური და მიმზიდველია.

აშშ–ში ყოველწლიურად ფსონებში და თამაშებში 70 მილიარდ დოლარზე მეტი ბრუნავს, რომელიც შვიდჯერ აჭარბებს კინოთეატრების შემოსავლებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდების 25% კაზინოში მოსიარულეთა რიცხვს განეკუთვნებოდა და მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება უახლესი მომავლისათვის.

აზარტული თამაშების ბაზრის მიმდინარე ზრდის ტენდენციას ხელს უწყობს სამი ფაქტორი. პირველი –– მომხმარებლის გემოვნების ცვლილება, როდესაც ადამიანები თამაშს უყურებენ, როგორც გართობის ლეგიტიმურ ფორმას, ვიდრე თამაშს, რომლითაც გატაცებული არიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანები. მეორე –– კომფორტი. ადამიანის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებაზე მოქმედებს ის ფაქტორი, რომ ამგვარი დაწესებულება სახლთან ახლოს მდებარეობს და გარდა ამისა არსებობს მრავალი ხელმისაწვდომი ადგილი აზარტული თამაშებისათვის –– ეროვნულ პარკებში (რეზერვაციები) და გემებზე. ზოგიერთი გემი მხოლოდ კაზინოსათვისაა განკუთვნილი, რომელთა საერთო შემოსავალი 11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მესამე უმთავრესი ფაქტორი, რის გამოს აზარტული თამაშების ბიზნესი ასე ფართოდაა ნებადართული არის ის, რომ გაიზარდა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ფინანსური ხარჯები. აზარტული თამაშების ახალ დაწესებულებებს ხშირად ძლიერ მაღალი გადასახადები ეკისრებათ. დაცემის მაღალი პროპორცია (ფსონის საფუძველზე დადებული გარიგების რაოდენობა) მომგებიანი ხდება (მოგება დაწესებულების სასარგებლოდ), ხოლო მოგებათა მაღალი პროპორცია სახელმწიფოს მიერ იბეგრება. მაგალითად, 2022 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კაზინოების საერთო კონტრიბუციამ, პირდაპირი გადასახადების გზით,  5,66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ეს ინდუსტრია პოპულარულია საქართველოშიც, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ე.წ გემბლინგ კომპანიების (მაგალითად, აჭარაბეთის) შემოსავალი ზრდის ტენდეციით ხასიათდება,  წმინდა შემოსავალი ონლაინკაზინოს თამაშებიდან – 357 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ შეინიშნება 48%-იანი მატება წინა წელთან.[5] 

აზარტული თამაშების ინდუსტრია ეკონომიკურად საკმაოდ მომგებიანია, თუმცა გავითვალისწინებელია უარყოფითი სოციალური ფაქტობიც.

კინოინდუსტრია

1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში, ჩატარდა პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება. 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი „მოუთმენლობა“. გამოჩენისთანავე კინემატოგრაფიამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ინტერესი, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღესდღეობით იგი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკონომიკაში.

კინო და სატელევიზიო ინდუსტრია მხარს უჭერს დინამიურ შემოქმედებით ეკონომიკას. მაგალითად, ამერიკის ყველა შტატში დასაქმებულია სხვადასხვა უნარების ხალხი. მათი რიცხოვნობა 2.5 მილიონს შეადგენს – სპეციალური ეფექტების ტექნიკოსიდან დაწყებული, სცენარისტებით დამთავრებული. ყოველწლიურად ასეთ სამუშაოებში დაახლოებით 188 მლრდ დოლარი გამოიყოფა. 

როდესაც კინოს ან სატელევიზიო შოუს გადაღება მიმდინარეობს მას მოაქვს სამუშაო ადგილები, შემოსავალი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც დაუყოვნებლივ ზრდის ადგილობრივ ეკონომიკას. ასე, ზოგი ინდუსტრია წელიწადში 44 მილიარდ აშშ დოლარს იხდის 320 000-ზე მეტ ბიზნესზე. ზოგიერთ შემთხვევაში პოპულარულ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს შეუძლიათ ტურიზმის განვითარება.

მაგალითად, კინოსტუდიის “Marvel” მიერ გადაღებული ფილმი შავი პანტერა (“Black Panther”) შტატ ჯორჯიის 3100-ზე მეტი ადგილობრივი მუშაკი ჩართო და მათი ხელფასი საშუალოდ 26.5 მილიონი დოლარი შეადგინა.[6]

ტურიზმის გარდა, ფილმები ხელს უწყობენ ექსპორტს. ამერიკული ფილმები მთელ მსოფლიოში სარგებლობს აუდიტორიით, რაც ყოველწლიურად 17,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს ექსპორტში და დადებით სავაჭრო ბალანსს აღრიცხავს. ამ მოვლენას პოლ კრუგმანი აღნიშნავს, როგორც „ჰოლივუდის ეკონომიკას“. 

გასართობი სეგმენტი მოიცავს აპლიკაციებს, რომლებიც გვთავაზობენ დროის გატარებისა და დასვენების გამოცდილებას. ტოპ აპლიკაციები როგორიცაა Netflix, HBO Max და Disney+ მომხმარებლებს აწვდიან ფილმებისა და შოუების უთვალავ საათებს. მსგავსი აპლიკაციებიდან მიღებული შემოსავალი 2022 წლის მონაცემებით 10,59 მილიარდი დოლარი შეადგინა.[7]

ზოგადი ტენდენციები

გასართობი სეგმენტის მთლიანი შემოსავალი 2022 წლის მონაცემებით 29,35 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ 2026 წლისთვის იგი კიდევ უფრო გაიზრდება და 40,74 მილიარდის ტოლი გახდება.

ნახაზი 1: გასართობი სეგმენტის შემოსავლების განვითარების ტენდენცია და პროგნოზი (2017-2026 წლები, მლრდ დოლარი)

წყარო: https://www.statista.com/outlook/dmo/app/entertainment/worldwide#revenue 

ნახაზ 1-ზე მოცემულია გასართობი სეგმენტის შემოსავლების განვითარების ტენდენცია და საპროგნოზო მნიშვნელობები. როგორც ჩანს წლიდან წლამდე ეს სექტორი სულ უფროდაუფრო შემოსავლიანი ხდება, რაც ადასტურებს იმას, რომ ადამიანისთვის გართობის როლი იზრდება. 

გლობალური გართობისა და მედიის ინდუსტრია წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით 2021 წელთან შედარებით და 8 მილიარდით 2020 წელთან). ამჟამად სანახაობის სეგმენტის წილი მსოფლიო მშპ-ში შეადგენს 6,9%-ს. 

PwC-მ ჩაატარა კვლევა 52 ქვეყანაში, რომლის შედეგად დადგინდა, რომ:

ვიდეო თამაშების გლობალური შემოსავალი გაიზარდა 8,5%-ით წინა წელთან შედარებით;

VR (Virtual Reality) კვლავაც ყველაზე სწრაფად მზარდი Entertainment & Media (E&M) სეგმენტია, გლობალური VR ხარჯები გაიზარდა 36%-ით წინა წელთან შედარებით და 2,6 მილიარდი დოლარი შეადგინა;

კინემატოგრაფიის გლობალური შემოსავალი ბრუნდება და უკუაგდებს პანდემიით გამოწვეულ დანაკარგებს, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს იგი ახალ მაქსიმუმს – 46,4 მილიარდს მიაღწევს;

ცოცხალი მუსიკის შემოსავალი სავარაუდოდ გადააჭარბებს პანდემიამდელ დონეს.[8]

დასკვნა

ამგვარად, გართობის სექტორსა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირია. თემატური პარკები, სანახაობების ინდუსტრია, სპორტული ღონისძიებები, სათამაშო გართობის ინდუსტრია და კინოინდუსტრია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დროის გასაყვან საშუალებას, რაც ხსნის დიდძალ შემოსავალს, რომელსაც იღებენ ამ სფეროში ჩართული ფირმები. 

„პური და სანახაობა“ ყოველთვის იყო მიმზიდველი ადამიანებისთვის, ამიტომ სანახაობრივი სექტორი ტურიზმის მასტიმულირებელი ძრავია, რომელიც უზრუნველყოფს მოგზაურობისადმი ინტერესს. აქედან გამომდინარე მისი როლი ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.zippia.com/answers/how-much-money-does-disneyland-make-a-day/ 
  2. https://www.heyorlando.com/how-much-does-disney-make-a-day/
  3. ქართულენოვანი რიდერი მომზადებული ნანა კაციტაძის მიერ 2020 წ;
  4. https://en.wikipedia.org/wiki/Cost_of_the_Olympic_Games 
  5. https://bm.ge/ka/article/ramdeni-milioni-laris-shemosavali-aqvs-acharabetsquot/87096 
  6. https://www.motionpictures.org/what-we-do/driving-economic-growth/ 
  7. https://www.statista.com/outlook/dmo/app/entertainment/worldwide#revenue 
https://www.pwc.com/gx/en/news-room/press-releases/2022/global-entertainment-and-media-outlook-2022-2026.html