გრეფი ტოიოტას რუსეთში იტყუებს

რედაქციისაგან

საიმპორტო გადასახადების დაწევა ავტოკომპონენტებზე ხელსაყრელია იაპონური კონცერნისათვის, რომელიც კვლავ არ ჩქარობს რუსეთში ქარხნის მშენებლობას
თებერვლის დასაწყისში იაპონურმა გაზეთმა Sankei-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Toyota Motor Company-მ გადადო გადაწყვეტილების მიღება რუსეთში პირველი ამწყობი ავტოქარხნის მშენებლობის შესახებ. ეს მოულოდნელი იყო სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტისთვის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ გადაწყვეტილება რეგიონში ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესახებ, ჯერ კიდევ, თებერვალში იქნებოდა მიღებული.

Toyota Motor Company-ს ტოკიოს შტაბ-ბინამ უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ, ამასთან ერთად, მშენებლობის ვადების საკითხი გაურკვევლად დატოვა. საინტერესოა, რომ თითქმის ამავე დროს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შემოიტანა წინადადება ავტოკომპონენტებზე საიმპორტო გადასახადის მოხსნის ან მნიშვნელოვანი დაკლების შესახებ, რაც იქნება ძლიერი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორი იაპონური კომპანიის შემოსვლისათვის რუსეთში. რუსი ავტომწარმოებლები კი თვლიან, რომ ტოიოტას რუსეთში “ნებისმიერ ფასად”შემოსვლა არ შეიძლება.

იაპონური გამოცემების ინფორმაციით, თოყოტა Mოტორ ჩომპანყ საკითხს აყოვნებს იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს საწარმო სიმძლავრეების განლაგებას ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ოფიციალურად კი ტოიოტა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

საბაჟო გადასახადების დაკლების საკითხში გერმან გრეფს ეთანხმება ენერგეტიკისა და მრეწველობის სამინისტრო, რომელიც ასევე მონაწილეობს უცხოელი ავტომწარმოებლების მოზიდვის მექანიზმების შემუშავებაზე. ასეთი პოზიცია, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევს ავტომობილების და ავტოკომპონენტების რუს მწარმოებლებში, მაგრამ ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს თეზისი არც ისე აშკარაა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ტოიოტამ და პეჟო-სიტროენმა ერთობლივი საწარმო შექმნეს ჩეხეთში, ქვეყანაში ავტონაწილების 40 იაპონური მწარმოებელი შემოვიდა.

გამოდის, რომ ტოიოტა აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას იქამდე, სანამ მას რუსეთში სუპერხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებენ. “ყველა უცხოელი ავტომწარმოებელი ნამყოფია გაზ-ზე. ტოიოტას წარმომადგენლები ოთხჯერ იყვნენ. ჩვენ საკმაოდ სკეპტიკურად ვართ მათ მიმართ განწყობილნი, – განაცხადა გაზ-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ გამოვმა, – ჯერ ერთი, ვიზიტის დროს ისინი აშკარად კონკურენტულ დაზვერვას აწარმოებენ. მეორე, ტოიოტას, როგორც ჩანს არ უნდა თავის თავზე არანაირი ვალდებულებების აღება სოციალურ სფეროში და არც მაკომპლექტებელი ნაწილების შემოტანაზე საბაჟო გადასახადის გადახდა სურს. მაგრამ კომპანიას შეუძლია პირობების კარნახი, რადგან მოქმედი საბაჟო და საგადასახადო ნორმების პირობებში მათი მანქანები რუსეთში მაინც პოპულარობით სარგებლობენ. ასეთი მიდგომით არ ხასიათდება ყველა იაპონელი ავტომწარმოებელი და ნისანთან მოლაპარაკებას გაცილებით უფრო დიდი ოპტიმიზმით ვაწარმოებთ”.

იმპორტულ ავტონაწილებზე საბაჟო გადასახადის დაკლების საკითხი განიხილება როგორც თითქმის ერთადერთი ხერხი უცხოელი ავტომწარმოებლების მოსაზიდად. “ჩვენ არ ვართ რუსეთის საერთაშორისო ავტოწარმოებაში ინტეგრაციის წინააღმდეგი, მაგრამ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან უნდა ეწყობოდეს ჩინური ან სამხრეთკორეული სქემით. ბოლო წლებში, ჩინეთში შემოტანილი ნებისმიერი უცხოური ავტომობილი 100%-ით იბეგრება, ხოლო მეორადი უცხოური ავტომობილების იმპორტზე კი ემბარგოა დადებული. უცხოურ კომპანიებს 3 წლით ათავისუფლებენ ყველა გადასახადისგან, მაგრამ ეს შეეხო არა მაკომპლექტებელ ნაწილებს, არამედ მათი წარმოებისთვის საჭირო დანადგარებს. ასეთი პოლიტიკის გატარებით ჩინეთმა საავტომობილო წარმოებაში მოიზიდა 20 მლრდ დოლარი”,- აღნიშნა ოლეგ გამოვმა.

საბაჟო გადასახადის დაკლება ერთ-ერთია იმ შემოთავაზებებიდან, რომლებიც განიხილება მთავრობის სხდომისთვის მომზადების ფარგლებში, და რომელიც, შესაძლოა შევიდეს ავტომრეწველობის განვითარების კონცეფციის რეალიზაციის ღონისძიებების გეგმაში 2008 წლამდე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial