მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა და პრობლემები 2006 წელს

ნინო არველაძე

მსოფლიო ეკონომიკისათვის 2006 წელი რთულად დაიწყო – ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა, ოქროს გაძვირება 570 დოლარამდე უნციაზე, ირანის ატომური პოტენციალის ირგვლივ კონფლიქტი, ჰამასის გამარჯვება არჩევნებში პალესტინაში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება, სადაც ისრაელმა პალესტინას 55 მილიონი დოლარის კუთვნილი საბაჟო გადსახადი გაუყინა, მსოფლიო ბანკმა კი – 65 მილიონის დახმარება.
არეულობა ნიგერიაში და საერთოდ ევროპაში ცივი ზამთარი. ამას დაემატა ალან გრინსპენის მიერ თანამდებობის დატოვება და ინგლისის ფინანსთა მინისტრის მრჩევლად გადასვლა.
გრინსპენმა წასვლის წინ საპროცენტო
განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა და ამით დოლარის გაუფასურების პროცესის
შეჩერება სცადა, მაგრამ მის მემკვიდრეს
არ დაუტოვა მანევრის საშუალება და დოლარის კურსს კვლავ დაცემის საშიშროება
ემუქრება. ძვირდება საბანკო პროცენტები და წარმოების ზრდის ტემპი მცირდება ყველგან, გარდა ჩინეთისა, რომელმაც 2005 წელი 10.8%-იანი ზრდით დაამთავრა, რაც ექსპერტებმა მონათლეს
როგორც რევოლუცია მსოფლიო ეკონომიკაში. სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის შეერთებული შტატები 2005 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა
ინფლაციის ზრდის შეჩერებას და ამიტომ ფედერალური რეზერვი განუწყვეტლივ ზრდიდა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს. წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა იკლო, 2006 წლის ოქტომბერში კი მისი მოსალოდნელი
მაჩვენებელი 1.2% იქნება, რისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია წლის დასაწყისში გამყარებული დოლარი. საზოგადოებრივმა გამოკვლევებმა აჩვენა,
რომ ბუშის რეიტინგი უმჯობესდება, მაგრამ აშშ-ის ეკონომიკა კვლავ სავაჭრო დეფიციტს, უმუშევრობას და ინფლაციას
განიცდის, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი. ეკონომისტები კი ფიქრობდნენ, რომ იგი აუცილებლად მოიმატებდა. ბუნებრივ აირზე ფასები კვლავ თამაშობს, მაგრამ უტყუარია, რომ მთელი წლის განმავლობაში
გაზზე მაღალი ფასები შენარჩუნდება. საერთაშორისო სპეციალისტები ამერიკულ დოლარს 2006 წლისთვის შავ მომავალს
უწინასწარმეტყველებენ. მათი მონაცემების თანახმად, 2006 წელს დოლარის ფასი მინიმუმამდე დაიწევს და 1 ევრო 1.38 დოლარი ეღირება. აგრეთვე კეთდება პროგნოზები, რომ ამ წელიწადში დოლარი ღირებულებას 20%-ით დაკარგავს. ჩიტყ Gროუპ-ის პროგნოზების თანახმად, აშშ-ის 2006 წლის მშპ 3.3% იქნება, რაც წინა წელთან შედარებით დაბალია. რუსეთის ექსპერტთა უმრავლესობა ამ პროგნოზს ეთანხმება და თვლის, რომ საერთაშორისო
ბაზარზე ევროს ღირებულების შემცირება აშშ-ის ეკონომიკის პროგრესით სულაც არ არის გამოწვეული და ევროპის
კავშირის პოლიტიკური პრობლემების “დამსახურებაა”. მართლაც, ევროს მაჩვენებელი გერმანიის არჩევნების და საფრანგეთში მიმდინარე ბუნტის დროს დაკნინდა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემა კი პერიოდულად ზრდის საკრედიტო განაკვეთებს,რამაც ამჟამად მაქსიმუმს, 4.5%-ს მიაღწია, რაც ამერიკის
შეერთებული შტატების აქტივებს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის ამ ეტაპზე.
ქსპერტთა მეორე ჯგუფი თვლის, რომ დოლარის კურსი ნავთობის გაიაფების შემთხვევაში აიწევს და 1 ევროზე 1.10 – 1.15 იქნება.
მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა და პრობლემები
ამასობაში, მიუხედავად ყველა პროგნოზისა, რუსები განაგრძობენ თავიანთი დანაზოგის უცხოურ ვალუტაზე შენახვას, რა თქმა უნდა, საუბარი ამერიკულ დოლარზეა.
აშშ-ის ბირჟებმა იარები მოირჩინეს, Dow Johns-ის მაჩვენებელი 32 მეათედით
გაიზარდა, რასაც Gენერალ მოტორს-ის აქციების ფასის 5%-ით ზრდას უნდა უმადლოდეს, ნაზდაკის მაჩვენებელმა 2249-ს მიაღწია, რადგან შანდ P500 4 მეათედით გაიზარდა და 1265-ს მიაღწია. ნიუ იორკში გადაუმუშავებელი ნავთობის
ფიუჩერსი 68 ამერიკული დოლარია ბარელზე, ამასობაში ოქრო ძვირდება და მისი ფასი ერთ უნციაზე 556 ამერიკულ დოლარს აღწევს. აშშ დოლარის კურსი ევროსთან, იაპონურ იენთან და ინგლისურ სტერლინგთან მიმართებაში იკლებს. აზიისა და ევროპის ბაზრებზე აქციათა ფასი ეცემა.
ბუში გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა

კონგრესის წინაშე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კონგრესის წინაშე
სიტყვით გამოვიდა და შემდეგი განცხადება გააკეთა: ამერიკა ნავთობის იმპორტირების საკითხში დამოკიდებულია მსოფლიოს არასტაბილურ რეგიონებზე, ამ დამოკიდებულებიდან განთავისუფლების საუკეთესო გზა კი ტექნოლოგიებია.” მან შემოიტანა წინადადება, რომ ამერიკამ 2025 წლისთვის შეამციროს ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მოხმარება 75%-მდე. ანალიტიკოსები მის შემოთავაზებას სკეპტიკურად უყურებენ და თვლიან, რომ ეს შეუსრულებელი მიზანია, რადგან ოც წელიწადში მსოფლიოში წარმოებული ნავთობის ყოველი ბარელის მეოთხედი სწორედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იქნება მოპოვებული.
ბუშმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიები უნდა განავითაროს,
მათ შორის, ატომური და მზის ენერგიები. ამერიკის ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე ერთი თავით მაღლა დგას, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის
დინამიკურ საკითხებში ჩვენ ახალ კონკურენტებს ვაწყდებით, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი,”- აცხადებს პრეზიდენტი.
ექსპერტები აშშ-სა და ევროპის ცენტრალურ ბანკებში საკრედიტო განაკვეთების ზრდას კვლავ ვარაუდობენ
როგორც ჩანს, საკრედიტო განაკვეთები აშშ-სა და ევროპის ცენტრალურ ბანკებში დაახლოებით ერთი წლის მანძილზე არ შეიცვლება, რადგან აშშ-ის ეკონომიკის ზრდა ნელდება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იაპონიის ბანკი ოქტომბერ-დეკემბრის მონაკვეთში მოკლევადიან კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.
2004 წელს აშშ-ში დაწყებული საპროცენტო განაკვეთების ზრდა მზარდი ინფლაციისა და ქვეყანაში მომატებული მოთხოვნ
ის შედეგი იყო, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ხუთი წლის მანძილზე პირველად აწია საპროცენტო განაკვეთები 2005 წლის დეკემბერში და 2.25% გახადა, გამოკვლევების მიხედვით გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ევროპის ზონაში ტარიფები 50 მეათედით გაიზრდება და 2.75%-ს მიაღწევს ივნისის
დასასრულისთვის. ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფრთხილად იმოქმედებენ. 2006 წელს გერმანიაში სამომხმარებლო საქონელზე დანახარჯები გეგმურზე 3%-ით მაღალი იქნება, რაც თავისთავად აამაღლებს ევროზონის ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
ექსპორტის მოთხოვნაზე. მაგრამ წლის დასასრულისთვის მოსალოდნელია ექსპორტის შენელება, რადგან აშშ-ს ეკონომიკის
ზრდაც ნელდება, უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია და შიდა სამომხმარებლო მოთხოვნაც იკლებს. პროგნოზების თანახმად, ივნისიდან წლის დასასრულამდე
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთებს აღარ შეცვლის და ის 2.75% იქნება, ხოლო 2007 წელს კი – 3%.
ექსპერტები იმდოვნებენ, რომ ნავთობის ფასები 2006-07 წლებში კონტროლირებადი
გახდება. ასევე არსებობს რეალური შანსი, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი უკუაგდებს თავის თითქმის 0%-იანი განაკვეთის
პოლიტიკას. კანადის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრის შემდეგ სამჯერ აწია ტარიფები და 3.25% გახადა. როგორც მოსალოდნელია, იგი ბანკათაშორის
კრედიტის განაკვეთებს მომავალშიც გაზრდის.
აშშ-ის ბიუჯეტის პრობლემები
337 მილიარდი დოლარი – ასეთია აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტის პროგნოზი, რომელიც კონგრესმა გააკეთა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პროგნოზთან
შედარებით, ეს ნაკლებად პესიმისტური ვარაუდია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგნოზით, საბიუჯეტო დეფიციტი
400 მილიარდი დოლარი იქნება. ეკონომისტები თვლიან, რომ დეფიციტის მიუხედავად, დოლარის კურსი არ დაეცემა და ისინი ვალუტის კურსის ზრდას მოელიან.
კონგრესმა აგვისტოში გაკეთებულ პროგნოზს 23 მილიარდი დოლარი დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არ შეუტანიათ ერაყსა და ავღანეთში საომარ
ოპერაციებზე დახარჯული თანხები. ღეუტერს-ი აცხადებს, რომ თუ გავითვალისწინებთ საომარ ოპერაციებზე დანახარჯებს და ქარიშხალ კატრინას მიერ მიყენებულ
ზარალს, საბიუჯეტო დეფიციტი 360 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეკონომისტები ღელავენ მაღალი დეფიციტის გამო, რის შედეგადაც დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან შედარებით ეცემა.
კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი იუწყება, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა ხელს შეუშლის დიდი დეფიციტის წარმოქმნას.
თუ პროგნოზებს დავეყრდნობით, აშშ-ის დეფიციტი მშპ-ს 2.6%-ს შეადგენს.
2006 წელს აშშ-ის მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ია, 2007 წელში კი – 3.4%. თუ გავითვალისწინებთ ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო
ოპერაციებზე დახარჯულ თანხებს, ეს რიცხვი 20-25 მილიარდი დოლარით გაიზრდება. გრძელვადიანი დეფიციტი შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს და გამოიწვიოს გადასახადების კლების პროცესის შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი გადასახადების შემცირებას გააგრძელებს, დეფიციტი აუცილებლად გაიზრდება.
2005 წლის უკანასკნელ დღეებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯონ სნოუმ წერილით მიმართა ამერიკის ცონგრესს. ის მათ აფრთხილებდა, რომ უახლოეს მომავალში,
კონკრეტულად კი 2006 წლის მარტში, აშშ-ის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები ემუქრება. ამასობაში დოლარის კურსი აზიაში საგრძნობლად დაეცა.
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ 2005 წლის დეკემბერში ფართო მოხმარების საგნებზე ვაჭრობამ 1.3%-ით მოიმატა.
პროგნოზების გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა მოსალოდნელი მშპ-ს მაჩვენებელი აწია. მათი თქმით, ბოლო კვარტალში აშშ-ის მშპ 2.8%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსების აზრით, თუ მონაცემები პროგნოზებზე მაღალი იქნება, ეს ბაზარს გაამყარებს და დოლარის კურსიც სტაბილური გახდება.
დოლარის კურსი ეცემა ნიუ იორკის ფედერალური რეზერვის პრეზიდენტმა ტიმოთი გეითნერმა განაცხადა, რომ გლობალურ ეკონომიკას
საფრთხე ემუქრება აშშ-ის მზარდი სავაჭრო და საფინანსო დეფიციტის გამო. ირანისა და დასავლეთის დაპირისპირებამ,
ნავთობის გაძვირებამ და აქციების ფასების კლებამ ინვესტორები შეაშფოთა და ისინი დოლარს ევროსა და შვეიცარიულ ფრანკს ამჯობინებენ.
დოლარს დათვური სამსახური ფედე-რალების განცხადებამაც გაუწია, რომლებიც უკანასკნელად აპირებენ საპროცენტო
განაკვეთების გაზრდას და ამით 18-თვიანი კამპანიის დასრულებას. ევროს კურსმა 1.1%-ით აიწია დოლართან მიმართებაში. ნიუ იორკის ფორტის ბანკ-ის წარმომადგენელი ჰიუ უოლში აცხადებს, რომ ფედერალები სწორ გადაწყვეტილებას არ იღებენ.
აშშ-ის დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში წყარო http://www.forecasts.org/images/exchange-rate/euro.gif
ფედერალები აცხადებენ, რომ მათ ეკონომიკას
უნდა მიხედონ, თორემ მსოფლიო ეკონომიკასაც პრობლემები შეექმნება. მათი თქმით, ეს იქნება საპროცენტო განაკვეთების
ზრდის ბოლო შემთხვევა. ამჯერად მთავარ პრობლემას ინფლაცია არ წარმოადგენს”, – დასძენენ ფედერალები.
ამასობაში დოლარის კურსი შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში 1.2%-ით ეცემა და იენთან მიმართებაშიც 0.6%-ით იკლებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ევრო უფრო გაძვირდება და თუ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, დოლარის სიმყარე კი საეჭვო გახდება.
ჩინეთი ამერიკის ძირითადი ეკონომიკური კონკურენტი ხდება მსოფლიო ბანკმა თავის პროგნოზში კვლავ აწია ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. 2005 წელს იგი იყო 9.3%, ხოლო 2006 წელს იქნება 8.7%, რაც დიდ შიდა მოთხოვნასა და მკვეთრად გაზრდილ ექსპორტს ემყარება. მსოფლიო ბანკი უკვე მესამეჯერ წევს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელს და აცხადებს, რომ პროგნოზის ცვლილებები გაძლიერებული შიდა მოთხოვნის გამო ხდება. ბანკის პროგნოზის თანახმად, 2006 წელს მოსალოდნელია ინფლაციის დაბალი ტენდენციის გაგრძელებაც.
ჩინეთის სახალხო ბანკის გენერალური დირექტორი ტენგ ხუ აცხადებს, რომ 2006 წელში იანი მოკლე ვადით წნეხს განიცდის, სანამ საბოლოოდ გამყარდება. ივლისში ჩინეთის ფულის ერთეულის ხელახალი შეფასება მოხდა, თუმცა ქვეყანაში მომატებულ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე ჯერ გავლენა არ მოუხდენია.
4 იანვარს ჩინურმა იანმა დოლართან მიმართებაში 8.0627 მიაღწია, რაც 2005 წლის ხელახალი შეფასების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღეუტერ-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ტენგი აცხადებს რომ ქვეყანაში არ არსებობს დეფლაციის საშიშროება და დასძენს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე მიაღწია
თავის მიზნებს – ქვეყანაში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელია, გაზრდილია ეკონომიკა. იმედოვნებენ, რომ მომავალი წელიც წარმატებული იქნება და ყველანაირად
ეცდებიან ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის 9%-მდე გაზრდას.
ინდოეთის ეკონომიკას საწვავის ფასებმა პრობლემა შეუქმნა, მაგრამ მაინც საშიშად იზრდება 2006 წელს მოსალოდნელია ინდოეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. აზიის განვითარების ბანკის მონაცემების თანახმად, მშპ 6.9% იქნება. ტყავის ექსპორტის საბჭოს თავმჯდომარე რაფიკ აჰმედი აცხადებს, რომ ტყავის საქონლის ექსპორტი 13%-დან 15%-მდე გაიზრდება და 2010 წლისთვის 5.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. გასულ წელს კი 2.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ნათელია, რომ წარმოებისა და სერვისის სექტორის დიდი წარმატებები ხელს შეუწყობს ინდოეთის მშპ-ს ზრდას 2006-07 წლებში და ეს მაჩვენებელი 7.7% იქნება, მაგრამ ინფლაციის ზრდის საშიშროების გამო მოსალოდნელია კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. საბითუმო
ფასებზე ინფლაციის სავარაუდო მაჩვენებელი 2006-07 წლებში 5.1% იქნება, რაც 2005-06 წლების მაჩვენებელზე (4.6%) მაღალია. მომავალ თვეში დაიწყება
მოლაპარაკებები ინდოეთსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ინდოეთის მოსახლეობა 1.1 მილიარდს შეადგენს და მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრის მქონე ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა, ბოლო სამი წლის მანძილზე ინდოეთი ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდის 7.5%-ს სწორედ ბაზრიდან იღებს. 2006 წელს მოსალოდნელია ამ ქვეყნის საფონდო ბირჟებზე დიდი გამოცოცხლება, ასევე გაგრძელდება უცხოური ინვესტიციების განხორციელება. ინდოელი ოლიგარქები ამტკიცებენ, რომ ორი წლის შემდეგ მათი ეკონომიკა გაუსწრებს ჩინეთისას და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ამბიციები კი არა, რეალური შესაძლებლობაა.
ინდოეთის შაქრის ქარხნები დიდ მოგებაში არიან მაღალი ფასების გამო გასულ თვეში ინდოეთის შაქრის ქარხნებმა
გადაუმუშავებელი შაქრის უზარმაზარი იმპორტი განახორციელეს, რომლის გადამუშავების შემდეგაც მისი ექსპორტი უნდა მოხდეს.
შაქრის გადამამუშავებელი ქარხნების მეპატრონეების სიხარული უსაზღვროა, რადგან 16 წლის მანძილზე შაქრის ფასი ყველაზე მაღალია. ანალიტიკოსები ამბობენ,
რომ მიმდინარე წელს შაქრის აქციების ფასი მაღალი იქნება. ინდოეთის შაქრის გადამამუშავებელი ქარხნები
ექსპორტის სიდიდით აზიაში მეორე ადგილზე არიან, ორი წლის მანძილზე მათ მოახდინეს დაახლოებით 2.7 მილიონი
ტონა გადამამუშავებელი შაქრის იმპორტი. გეგმის მიხედვით, სექტემბრის ბოლომდე უნდა გაეყიდათ 500 000 ტონა გადამუშავებული შაქარი.
მარეგულირებლების მიერ შაქრის გადამამუშავებელ ქარხნებს ნებადართული ჰქონდათ მხოლოდ თეთრი შაქრის ექსპორტი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპაში
შაქრის დაბალი წარმოება და მასზე მყარი გლობალური მოთხოვნა მაღალ ფასებს შეინარჩუნებს. გადაუმუშავებელი შაქრის იმპორტიორები მოგებაში არიან. გადამუშავების შემდეგ მას კვლავ გაიტანენ ქვეყნიდან და ძვირად გაყიდიან. ლონდონში თეთრი შაქრის ფიუჩერსმა შესაძლოა, 400 ამერიკულ დოლარს მიაღწიოს
ტონაზე, 16 წლის მანძილზე შაქრის ასეთი მაღალი ფასი არ დაფიქსირებულა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ იგი უფრო გაძვირდება. გადამამუშავებელი ქარხნები არ ჩქარობენ იმპორტირებული შაქრის გაყიდვას და იმ დროს ელიან, როდესაც იგი უფრო გაძვირდება.
ტოკიოს საფონდო ბირჟის არსებობა სათუო ხდება ტოკიოს საფონდო ბირჟა წლის ბოლომდე სავაჭრო უნარიანობის 80%-მდე გაზრდას გეგმავს. ამ განცხადებას წინ უძღოდა ტოკიოს ბირჟაზე შექმნილი პრობლემები. იაპონიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა კაორუ იოსანომ განაცხადა,
რომ ბირჟის არსებობა სათუო გახდება, თუ ვაჭრობის პრობლემები არ მოგვარდება. ბირჟის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გეგმის მიხედვით 2006 წლის დასასრულისთვის ვაჭრობის უნარიანობა 7 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება. იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა TSE-ს სიაში 2 300 კომპანია შედის. ამ განცხადებების შემდეგ ბირჟა 15სთ-ზე დაიხურა, ამ დროისათვის განხორციელებული იყო 4 მილიონი იენის სავაჭრო ოპერაცია.
ტოკიოს საფონდო ბირჟის სპიკერმა განაცხადა, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟა უდიდესია მსოფლიოში, მის სიაში 2 800 კომპანია შედის და მისი დღიური ოპერაციები 5 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო 2005 წლის განმავლობაში. TSE მადლობელია, რომ ახლა შესაძლებელია
ინტერნეტის მეშვეობით ვაჭრობა და ინდივიდუალური და უცხოელი ინვესტორებიც ჩაებნენ ვაჭრობაში, შედეგად კი ბირჟის მიერ განხორციელებული გარიგებების
საერთო ფასი დღეში 5.4 მილიონს აღწევს, ანუ ორჯერ მეტს გასულ წელთან შედარებით. სისტემის მოშლის თავიდან აცილების მიზნით ბირჟა ნახევარი
საათით აყოვნებს ვაჭრობის დაწყებას. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს მეტად სუსტი სვლაა, მეორენი მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში პრობლემა გადაიჭრება, სხვები კი ტოკიოს საფონდო ბირჟას დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ წლის დასასრულისთვის ბირჟა დასახულ მიზანს მიაღწევს.
შვედეთში უმუშევრობის მაჩვენებელი და საპროცენტო განაკვეთები მაღალია
შვედეთში უმუშევრობის მაჩვენებელმა დეკემბრის შემდეგ მოიმატა, მაგრამ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების
ზრდას განაგრძობს. ნოემბერში უმუშევრობის მაჩვენებელი 5.0% იყო, ხოლო დეკემბერში ქვეყანაში უმუშევართა რიცხვმა მოიმატა და 5.4% შეადგინა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საშიში ტენდენციაა. ნოემბერში ქვეყანაში დასაქმებული იყო 4.304 მილიონი
ადამიანი, ეს რიცხვი არ შეიცავს მთავრობაში დასაქმებულ ხალხს, დეკემბერში კი დასაქმებულთა რიცხვმა იკლო და 4.264 მილიონი ადამიანი შეადგინა. შვედეთის ცენტრალური ბანკი იწყებს წლის შეხვედრებს ფულადი პოლიტიკის თაობაზე. მისი წარმომადგენლები საპროცენტო განაკვეთების ზრდას მოელიან, ცენტრალურ ბანკს 2002 წლის შემდეგ ტარიფები არ გაუზრდია. ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც ქვეყანაში ბევრი უმუშევარი ადამიანია, ცენტრალურმა ბანკმა ტარიფები არ უნდა აწიოს.
ევროპის ეკონომიკის პრობლემები ევროპის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 2005 წელს 1.5% იყო. 2006 წლისთვის – 2.1%, ხოლო 2007 წლისთვის კი 2.4%-ია მოსალოდნელი. ევროპის კავშირი იმედოვნებს, რომ მომდევნო 3 წლის მანძილზე შეიქმნება 6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის მაჩვენებლის კლებას, რომელიც 2005 წელში 8.1% იყო.
ნავთობის ფასების გამო გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-მდე, ხოლო 2007 წელს შემცირდება 1.9%-მდე.
2006 წელს მოსალოდნელია გერმანიისა და იტალიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა პრობლემები შეიძლება ენერგეტიკაზე მაღალმა ფასებმა შექმნას.
რაც შეეხება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აქ უფრო შენელებული ზრდაა მოსალოდნელი ეკონომიკის
სფეროში, რადგან პოლონეთსა და უნგრეთს ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უნდა ველოდოთ თუ არა ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს და აქედან გამომდინარე კრედიტებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ამ წელიწადში? რამდენიმე თვის წინ ამ საკითხზე მხოლოდ თეორიული
მსჯელობა იყო შესაძლებელი, მაგრამ დღეს ცხადია, რომ 2006 წელს ევროპაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იქნება – ნავთობზე ფასების ზრდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. ინფლაცია უფრო მაღალი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით არამდგრადი იყო, მაგალითად ესპანეთში, რომლის ინფლაციის მაჩვენებელმაც 2005 წელს 3%-ს მიაღწია.
kavkasiis regionuli ekonomikis sakiTxebi. azerbaijani, somxeTi
აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ამ ქვეყნის ფულადი დანაზოგი 1.3-ჯერ აღემატება სახელმწიფოს
საგარეო ვალებს. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აზერბაიჯანი მსოფლიოში სტაბილური ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოდ არის ცნობილი. როგორც
მოსალოდნელია, წლეულს ქვეყნის ბიუჯეტი 40%-ით გაიზრდება. მოიმატებს ნავთობის საცალო გაყიდვის ფასებიც, რაც აშკარად მსოფლიოში ნავთობზე მომატებული
ფასების გავლენაა. ეკონომიკის ინტენსიურმა განვითარებამ და ეროვნული
ვალუტის სტაბილურმა კურსმა აზერბაიჯანს შედეგად მშპ-ს ზრდა მოუტანა. 2006 წელს შესაბამისად გაიზრდება შემოსავალი
თითოეულ სულ მოსახლეზე და შეადგენს 1.250 ამერიკულ დოლარს, რაც თავდაპირველ პროგნოზზე (1177.6 ამერიკული დოლარი) მეტია. ამ წარმატებების
შედეგად აზერბაიჯანი აღარ იქნება ღარიბი ქვეყანა, რომელიც განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კლიენტი იყო და მომავალში ითანამშრომლებს საერთაშორისო
ბანკთან რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის. პრეზიდენტი ალიევი აცხადებს, რომ 2006 წელს ქვეყნის
მშპ 30%-ით გაიზრდება, ხელფასები კი 25%-ით. ასევე დაგეგმილია ექსპორტ-იმპორტის აქტივობის გაზრდა, კერძოდ, იმპორტი 4 მილიარდი ამერიკული დოლარით
გაიზრდება, ხოლო ექსპორტი კი – 7.1 მილიარდით. თურქეთში გამოვლენილი ფრინველის გრიპის შემთხვევების გამო დიდი ალბათობაა,
რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს თურქეთიდან იმპორტირებული საკვები პროდუქტების მიღება. ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე 157 ქვეყანას შორის სომხეთი 27-ე ადგილზეა, 2005 წელს კი 41-ე იყო, საქართველოს 68-ე ადგილი
ეკავა, აზერბაიჯანს – 123-ე, ხოლო თურქეთს 85-ე. 2005 წელს სომხეთის მშპ 8% იყო, წლეულს კი მისი კლებაა ნავარაუდევი
(6%). მონაცემთა მიხედვით, სახელმწიფოს ბიუჯეტი 2006 წელს 21%-ით გაიზრდება. ინფლაციის სავარაუდო მაჩვენებელი 3%-ია.
რუსეთი
რუსეთის მშპ-ს ზრდა 2005 წლის მეორე ნახევარში შესუსტდა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ნავთობის მაღალი ფასები შეზღუდავს
მისი ზრდის შენელებას. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ 2006 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული
იქნება ეკონომიკის 5.9%-მდე გაზრდაზე, რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში სავარაუდოდ იქნება 27.2, ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელია
7.8, ხოლო ბიუჯეტის მოსალოდნელი ნამატი – 0.5%. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, სახელმწიფომ დამატებითი
ზომები მიიღოს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. 2006 წელს შესაძლებელია, რუსეთმა გადაიხადოს საგარეო ვალების
(110 მილიარდი ამერიკული დოლარი) ნაწილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია მსოფლიოში ნავთობის ფასებზე. რუსეთის-პრემიერ მინისტრი კმაყოფილია კუდრინის ეკონომიკური გეგმით, მით უმეტეს, რომ წელს მოსალოდნელია ბიუჯეტის ნამატი. თუმცა ეკონომისტების აზრით, იგი მეტად ოპტიმისტია და ვარაუდობენ, რომ 2006 წლის ინფლაციის სავარაუდო მაჩვენებელი 12% იქნება.
პროგნოზები
წყარო IMF-2005 data.
არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ბუნებრივი აირის თემას. რუსეთი მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და პუტინი
ამ სიმდიდრეს ყოფილი ვასალების დასასჯელად შესანიშნავად იყენებს. ამის ნათელ მაგალითად რუსეთ-უკრაინას შორის
ბოლო დროს განვითარებული დაპირისპირებაც გამოდგება. რუსეთი შემდეგნაირად ასაბუთებს ამ ფაქტს – მას ხელს არ აძლევს ბუნებრივი აირის იაფად
გაყიდვა და იგი საქართველოსა და სომხეთსაც უძვირებს გაზს (საქართველო დაუფარავად აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს).
თურქეთი
2006 წლის დასაწყისში მოსალოდნელია თურქული ლირის კურსის დაცემა, რაც თავისთავად ინფლაციას გამოიწვევს. მისი სავარაუდო მაჩვენებელი 8.8%-ია, მშპ-ს მაჩვენებელი – 3.8%, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების მოსალოდნელი დეფიციტი 6-7%-ია. წელს სახელმწიფოს ვალები მშპ-ს 70%-ს შეადგენს.
თურქეთში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის შემთხვევები კვალს დაატყობს ეკონომიკას, რადგან ქვეყნები უარს აცხადებენ თურქეთიდან იმპორტირებული
საკვები პროდუქტების მიღებაზე, რაც უპირველეს ყოვლისა ქათმის ექსპორტს ეხება. თურქეთის სახელმწიფომ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანაში თითქმის ლოკალიზებულია ფრინველის გრიპის საშიშროება, მაგრამ გაერთიანებული ერების ექსპერტები აცხადებენ, რომ წლის ცივ თვეებში შესაძლებელია
ამ ვირუსის გაძლიერება,რაც მეზობელ ქვეყნებსაც უქმნის საშიშროებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. ვირუსის წინააღმდეგ წამოწყებული
გლობალური კამპანია საერთაშორისო დონორებს დაახლოებით 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდებათ. თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები
ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ჯერჯერობით ვირუსს თურქეთში არ შეუწირავს ბევრი ადამიანის სიცოცხლე, როგორც ეს აზიაში მოხდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა, რომ თურქეთში ფრინველის გრიპის გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის
მეზობელ ქვეყნებს. FAO-მ მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გაძლიერებული კონტროლისაკენ მოუწოდა.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქვეყნებმა ჩაკეტონ საზღვრები და შეწყვიტონ თურქული საკვები პროდუქტების იმპორტი.
უკვე ეჭვგარეშეა, რომ თურქეთის ეკონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება ფრინველის გრიპის სახით. ირანმა უკვე ჩაკეტა საზღვრები თურქეთთან და ტურისტებს
ურჩევს, არ ესტუმრონ მეზობელ ქვეყანას, რათა თავიდან აიცილონ ფრინველის გრიპის საშიშროება, ცხადია, რომ ამ ქვეყნის ტურიზმს საფრთხე ექმნება. ფრინველის გრიპის გავრცელება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკაზე არ აისახება, ის აუცილებლად მოახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც.
ხორბალი და შაქარი
დღეს ყველა ფრინველის გრიპის ეპიდემიის
საშიშროებაზე საუბრობს. საინფორმაციო
გადაცემები ინტენსიურად აფიქსირებენ ამ ავადმყოფობის აღმოჩენის
შემთხვევებს ამა თუ იმ ქვეყანაში. ავადმყოფობა გავრცელებულია ჩინეთში, თურქეთში, სამხრეთაღმოსავლეთ აზიასა
და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შედეგად შინაურ ფრინველზე მოთხოვნა თითქმის არ იქნება. ჩინეთის შემთხვევაში შინაური ფრინველის მოხმარება ღორის ხორცმა ჩაანაცვლა. H5N1-ის გავრცელებამ
განგაში გამოიწვია ევროპაშიც. 2003 წელს ნიდერლანდებში აღმოჩენილი ვირუსის
გამო 25 მილიონი ფრინველი განადგურდა,
მაგრამ შემდეგ მეფრინველეობის
სექტორი აღდგა და შინაურ ფრინველზე
მოთხოვნაც საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
ამ ვირუსის გამო შეიძლება შემცირდეს ხორბალზე მოთხოვნაც, რადგან მედიის გაძლიერებული ყურადღება მომხმარებლის
ადეკვატურ რეაქციას იწვევს. თუმცა 2006 წელს არ შემცირდება აშშ-ის ექსპორტი.
სამხრეთაღმოსავლეთ აზია, ევროპა
და რუსეთი არ ახდენდა დიდ იმპორტს
აშშ-დან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ბაზარი დიდად არ დაზარალდება.
როგორც მოსალოდნელია, 2006 წელს არგენტინის, ჩინეთისა და ბრაზილიის ექსპორტი 29%-ით შემცირდება, ხოლო აშშ-ის ექსპორტი კი უცვლელი დარჩება.
მიმდინარე წელს ჭვავით ვაჭრობა 30-წლიან მონაკვეთში ყველაზე დაბალ საფეხურზე იქნება, საექსპორტო ლიცენზია
მხოლოდ 2000 ტონაზეა გაცემული. 2005 წელს იგივე ლიცენზია 261 000 ტონაზე იყო დაშვებული. წელს მსოფლიოში მარცვლეულის
აქციების ფასები უმნიშვნელოდ მოიმატებს (8%) მარცვლეულის ექსპორტიორ ხუთ წამყვან რეგიონში – კანადაში, აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიასა და არგენტინაში,
შედეგად კი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება მარცვლეულის ფასები. აშშ-ის მარცვლეულის ექსპორტი 25 მილიონი
ბუშელით (1 ბუშელი = 36.4 ლიტრს) მოიმატებს. ერთ ბუშელ ხორბალზე საშუალო ფასი 2.85 ამერიკული დოლარიდან 3.35 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, რაც 25 ცენტით ძვირია შარშანდელთან შედარებით. შაქრის მსოფლიო წარმოება პროგნოზის მიხედვით, 147.8 მილიონ ტონას მიაღწევს და 3.7%-ით გაიზრდება, მოხმარება 148 მილიონი ტონა იქნება. პროდუქციის ზრდის დიდი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოვა, სადაც მთლიანი პროდუქტიულობა, სავარაუდოდ, 106 მილიონ ტონას მიაღწევს ბრაზილიაში მოსავლის სარეკორდო მაჩვენებლისა და ინდოეთში გაუმჯობესებული მდგომარეობის გამო. განვითარებულ ქვეყნებს შორის ლათინური ამერიკა, კარიბის რეგიონი და ბრაზილია აწარმოებენ 30 მილიონ ტონას, რაც წინა წლებთან შედარებით 3.5%-ით მაღალი მაჩვენებელია. კუბაში მოსალოდნელია
შაქრის წარმოების 7%-ით კლება. ჩინეთში – დაახლოებით 6%-ით გაზრდა, რაც 107 მილიონ ტონას უდრის, გუანგხის რეგიონი ჩინეთის შაქრის მთლიანი პროდუქციის 60%-ს აწარმოებს.
განვითარებულ ქვეყნებში ნავარაუდებია შაქრის პროდუქციის 1 მილიონი ტონით კლება, რადგან დსთ-ის და ევროპის კავშირის ქვეყნებში შემცირდა შაქრის წარმოება. აშშ-ის შაქრის წარმოების სავარაუდო მაჩვენებელი 7.9 მილიონი ტონაა, რაც წინა წლის მაჩვენებლისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, სამხრეთ აფრიკაში კი გეგმური მაჩვენებელი 2.7 მილიონი ტონაა, რაც 23%-ით მაღალია 2004-2005 წლებთან შედარებით.
შაქრის გლობალური მოხმარება 2006 წელს 148 მილიონ ტონას მიაღწევს და 2005 წელთან შედარებით 2%-ით გაიზრდება. ეს მოხდება განვითარებად ქვეყნებში მომატებული მოთხოვნის ხარჯზე, სადაც შაქრის მოხმარება 100 მილიონ ტონას მიაღწევს.
ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობის შაქარს მოიხმარს, მიმდინარე წელს ქვეყანაში შაქრის მოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით 20.1 მილიონი ტონა იქნება.
დაბალანსებული მოთხოვნა-მიწოდების გამო შაქარზე ფასები უცვლელია. საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე 1 ბუშელი შაქრის საშუალო ფასი 9.20 ამერიკული დოლარია, 2006 წელს არ არის მოსალოდნელი ფასების მნიშვნელოვანი ზრდა.
ხორცი
აზიაში გავრცელებული ფრინველის გრიპი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია, 2006 წელს გამოიწვევს ფრინველის
ხორცზე ფასების ზრდას და მსოფლიოში მისი მოხმარების მკვეთრ კლებას. ქვეყნები, სადაც მოსალოდნელია ფრინველის გრიპის გავრცელება, აკრძალავენ იმპორტს, რაც ფასების მატებას გამოიწვევს, პარალელურად გაიზრდება მოთხოვნა სხვა სახის ხორცის პროდუქტებზე, რაც ხორცს მთელ მსოფლიოში გააძვირებს.
H5N1 ვირუსი 2003 წელს აზიაში გავრცელდა და, სულ მცირე, 65 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ დაავადება ადვილად არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. 2004 წლიდან მსოფლიოში 20%-ით გაძვირდა შინაური ფრინველის ხორცი.
თურქეთის პრემიერ მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თურქეთის მოსახლეობა უარს ამბობს ფრინველის ხორცისა და კვერცხის მოხმარებაზე და ხალხს არწმუნებს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მისი თქმით, მოცემულ სიტუაციაში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. თურქეთში ფრინველის ხორცისა და კვერცხის მოხმარება პრაქტიკულად შეწყვეტილია, ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ მათი მოხმარება საშიში არ არის. ხელისუფალთა განცხადებით, ფრინველის
გრიპის მიერ მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდ ამერიკული დოლარს მიაღწიოს, ანუ მშპ-ს 1%, რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, აქ უკვე 20 მილიარდი ამერიკული დოლარის ზარალზეა საუბარი.
თურქეთში სოფლის მეურნეობის ოფიციალური პირების ბრძანებით განადგურებულია 455 000 ფრინველი. ეჭვს არ იწვევს, რომ თურქეთის ეკონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება. ფრინველის ხორცით ვაჭრობა, რაც წელიწადში თითქმის 2.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა ოქტომბრის მერე განახევრდა,
ფრინველის გრიპის მეორე შემოტევის შემდეგ კი 70%-ით შემცირდა. თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის ხელმძღვანელობის
ბრძანებით კიდევ 300 000 შინაური ფრინველი უნდა განადგურდეს, მაგრამ ყურადღება ტურიზმის სექტორზეა გადატანილი.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მედიამ ხელოვნურად ატეხა პანიკა და დაძაბა სიტუაცია. გერმანიისა და ბრიტანეთის სახელმწიფოებს, რუსეთისგან განსხვავებით, ჯერ არ გაუფრთხილებიათ მოქალაქეები თურქეთში მოგზაურობის საშიშროების შესახებ. რუსებმა უკვე ურჩიეს მზის მოყვარულ ტურისტებს, მოერიდონ თურქეთში დასვენებას. თურქული კურორტებისათვის რუსეთი მნიშვნელოვანი ბაზარია. საბერძნეთის მთავრობამაც გააფრთხილა ბერძნები, მაგრამ ჯერ არ აპირებენ თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვას.
ირანი მოსალოდნელი ვირუსის თავიდან ასაშორებლად ემზადება. უკვე აიკრძალა თურქეთთან ფრინველით ვაჭრობა და საზღვრის გადამკვეთ ყველა ტრანსპორტს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ექიმები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, განიცადოს მუტაცია და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადავიდეს,
რაც კიდევ უფრო ამკაცრებს მიღებულ ზომებს. ირანის ქალაქ თეირანში ქათმის ფასი 5 ამერიკულ დოლარს აღემატება. თურქეთის საზღვრიდან 10 კმ-ში ირანმა გაანადგურა 50 000-დან 75 000-მდე ფრინველი. ბულგარეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრი
აცხადებს, რომ მათ არა აქვთ პანიკის მიზეზი და დასძენს, რომ თუ აუცილებელი იქნება ქვეყანაში შინაური ფრინველის განადგურება, მესაკუთრეებს ზარალი ორმაგად აუნაზღაურდებათ. ამ განცხადების მიუხედავად, ბულგარეთში თითქმის შეწყვეტილია ფრინველის ხორცისა და კვერცხის მოხმარება.
საქართველოს იმ რაიონებში, რომლებიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობენ, მოსახლეობამ გაანადგურა ყველა სახეობის ფრთოსანი. ვლადიმერ ჟირინოვსკიმ წამოაყენა წინადადება, ცეცხლი გაუხსნან ყველა გადამფრენ ფრინველს. რუსეთმა გასული წლის ივლისიდან დაიწყო ფრინველის გრიპის ვირუსთან
ბრძოლა და 600 000 შინაური ფრინველი გაანადგურა, აგრეთვე აკრძალა უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტი, სადაც ექვს სოფელში დაფიქსირდა დაავადების შემთხვევები.
ევროპის კავშირი აცხადებს, რომ ის წლის ბოლომდე განაგრძობს მკაცრ მონიტორინგს კავშირის წევრ 25 ქვეყანაში. მნიშვნელოვნად მცირდება ფრინველის ხორცის მოხმარება ესპანეთშიც. ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ შარშანდელთან შედარებით ფრინველის ხორცი 33%-ით გაიაფდა და 1კგ 0.50 ევრო ღირს, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებია. ესპანეთის მეფრინველეობის ასოციაცია აცხადებს, რომ თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს მათ მხარდასაჭერად,
ეს ინდუსტრია საერთოდ განადგურდება, ფერმები გაკოტრდება და უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება. ევროპის კავშირი ყოველწლიურად დაახლოებით 11 მილიონ ტონა ფრინველის ხორცს აწარმოებს, რომლის 70% ქათმის ხორცია, 20% კი – ინდაური და იხვი. ევროპის კავშირის ექსპორტი ყოველწლიურად 1.1 მლნ ტონას შეადგენს. იტალიაში ფრინველის ხორცზე მოთხოვნა 30%-დან 40%-მდე შემცირდა. მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ხორცის სხვა სახეობებზე. მომხმარებელი უარს ამბობს ფრინველის ხორცზე და მას ღორის ხორცით ანაცვლებს. 2006 წელს მოსალოდნელია აშშ-დან ღორის ხორცის ექსპორტის 1%-დან 3%-მდე ზრდა. ამერიკა მოუთმენლად ელის, როდის აღდგება მისი ძროხის ხორცის ექსპორტი იაპონიასთან, რაც ძროხის ცოფის გამო აიკრძალა. იაპონიამ აკრძალა ქათმის ექსპორტი აშშ-დან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ შტატში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ჰონგ კონგისა და სამხრეთ კორეის მსგავსად სინგაპურმა და მალაიზიამაც
შეწყვიტეს აშშ-დან ქათმის იმპორტი. იაპონიამ მთავარი მომწოდებლებისგან – ტაილანდიდან და ჩინეთიდან აკრძალა ქათმის
იმპორტი, ანუ იაპონიის ქათმის ხორცის მოხმარების 20% ჰაერშია გამოკიდული. მსოფლიოში ასევე გაიზრდება ცხვრის ხორცის მოხმარება. ავსტრალიიდან ცხვრის ხორცის ექსპორტმა უკვე დიდი ხანია რეკორდები მოხსნა. სავარაუდოდ, 2006 წელს რეკორდი გაუმჯობესდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრინველის ხორცის მოხმარება ხორცის სხვა პროდუქტებით ჩანაცვლდება. 2006 წელს გაიზრდება
ღორის ხორცის მოხმარება და 100კგ-ის საშუალო ფასი 125-130 ამერიკული დოლარი იქნება.
ლითონის ბაზარი
ანალიტიკოსების აზრი იყოფა – ერთი ჯგუფის პროგნოზების
თანახმად, კვლავ იზრდება ფასები ფოლადზე. 2006 წელს 1 ტონა ფოლადის ფასი 480 ამერიკული დოლარი იქნება, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით 40 ამერიკული დოლარით ძვირია. მეორე ჯგუფი ფოლადის გაიაფებას წინასწარმეტყველებს და სიტუაციას შემდეგნაირად ხსნის – აშშ-ში იმპორტის ზრდამ შეიძლება ჩინეთში ჭარბწარმოება გამოიწვიოს, რომელიც ფოლადის
ექსპორტიორთა ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
ფოლადის მოხმარება მსოფლიოში ტონა(მილიონებში) (წყარო Mიტტალ)
ევროპის კავშირის ქვეყნებშიც არ არის მოსალოდნელი მისი გაძვირება. 2006 წლის დასაწყისში 1 ტონა ფოლადის ფასი 500 ევროზე ნაკლები იქნება. გაძვირება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი,
თუ მშენებლობისა და ინდუსტრიის სექტორები გააქტიურდება.
პროგნოზების თანახმად, 2006 წელს ფოლადზე გლობალური მოთხოვნა 1.160 მილიონი ტონით გაიზრდება. აშშ-ში მისი ფასი ყველაზე მაღალია და, როგორც მოსალოდნელია, ეს ტენდენცია წლეულსაც გაგრძელდება. წითელი მეტალის – სპილენძის ფასი 25%-ით დაეცემა. ერთი სიტყვით, 2006 წელს მეტალის ფასები გაიყინება და შესაძლებელია მხოლოდ უმნიშვნელო კლება ან ზრდა.
ლონდონში დაფიქსირებულია ოქროს ყველაზე მაღალი ფასი 1983 წლის შემდეგ – 506.78 ამერიკული დოლარი ერთ უნციაზე ( 1 უნცია = 28.3 გრამს).
ოქროს ფასები აშშ დოლარში ტროას უნციაზე
2005 წლის დასაწყისის შემდეგ ოქროს ფასმა 22%-ით მოიმატა.
საინვესტიციო ფონდების გაზრდილმა მოთხოვნამ ამ ძვირფას
მეტალზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შეერთებულ შტატებში მაღალი ინფლაციის გამო საინვესტიციო ფონდები ოქროს შესყიდვას ამჯობინებენ, რომელიც მაღალი ინფლაციის
წინააღმდეგ საიმედო კაპიტალდაბანდებად მოიაზრება. ოქროსთან ერთად ძვირდება ვერცხლი – 8.62 დოლარი ერთ უნციაზე და თეთრი ოქროც, ანუ პლატინა – ერთი უნცია 1000 ამერიკული დოლარი. 25 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა
თეთრი ოქროს ასეთი მაღალი ფასი. 1 ტონა ცინკის ფასი 1.776.50 ამერიკული დოლარია. 1980 წლის შემდეგ 1 ტონა ცინკი
1.000 ამერიკული დოლარით გაძვირდა. ჩინეთი აცხადებს, რომ აუქციონზე გაყიდის დიდი რაოდენობით სპილენძს მისი გაიაფების
მიზნით. ჩინეთს ხშირად ექმნება გარიგებებთან დაკავშირებული
პრობლემები სპილენძზე მაღალი ფასების გამო.
ტექნოლოგიური სიახლეები
ევროპის სიახლეების ანგარიშმწარმოებელმა ჯგუფმა გამოავლინა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ლიდერი ქვეყნები – შვედეთი, ფინეთი და შვეიცარია, რომლებიც უსწრებენ გერმანიასა და დანიას. შვეიცარია, დანია, გერმანია, ირლანდია, იტალია და ნიდერლანდები ყოველთვის წარმატებულად წარმოადგენენ
თავიანთ მიღწევებს. მათი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის მხრიდან მუდმივად მაღალი მოთხოვნაა სიახლეებზე, რაც ამ სფეროში შეიძლება ბარომეტრად ჩაითვალოს.
უკვე ხელმისაწვდომია მობილური ტელეფონის საშუალებით სატელევიზიო შოუების, საკონცერტო პროგრამების და კინოების
ნახვა. TVMYPOD-ის თანახმად, შესაძლებელია ორსაათიანი კინოს ან გადაცემის ნახვა, მთავარია, შეარჩიო სასურველი მათგანი.
ინტერნეტ კომპანია AOL აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში გეგმავს ახალი ადგილობრივი სატელეფონო
სივრცის შექმნას და მომხმარებელს შესაძლებლობების გაფართოებასა და სიახლეების დანერგვას ჰპირდება.
შეერთებული შტატების კომპანია Earth Link-ი კონტრაქტს დებს ცნობილ ფირმა მოტოროლა-სთან, რათა ერთად აწარმოონ უმავთულო აღჭურვილობა, დიზაინი და სისტემის ინტეგრაცია ხუთ ქალაქში. ასეთი კონტრაქტები ცხადყოფენ, რომ მალე მთელ მსოფლიოში სატელეფონო კავშირი ინტერნეტზე დამყარებული სიახლეების განვითარების მეშვეობით მოხდება.
2006 წლის დასაწყისიდან ევროპა გეგმავს ახალი ევროპული სამძებრო სისტემის შექმნას, რომელიც მეტოქეობას გაუწევს ამერიკულ სამძებრო სისტემებს Google-სა და Yahoo-ს. საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლესი ტექნოლოგიების ლაბორატორიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ უკვე მუშაობენ ახალი სისტემის შექმნაზე, სადაც კარგად იქნება განვითარებული თარგმანის სერვისი.
2006 წლის იანვარში კიდევ ერთხელ ჩატარდება მესამე თაობის მობილური ტელეფონის მსოფლიო ფორუმი. სტრატეგები და მარეგულირებლები გააშუქებენ მესამე თაობის ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს და განიხილავენ მეოთხე თაობის მობილური ტელეფონის ახალ შესაძლებლობებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial