რას გვტყუებენ ბანკები – გვაზღვევნ თუ გვაქცევენ

რედაქციისაგან

საქართველოში სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც 1995 წლიდან მეტ-ნაკლებად მზარდი ტემპებით ვითარდებოდა, სერიოზული ცვლილებები მოხდა. პირველი ცვლილება 2004 წელს მოხდა – მთავრობამ გააუქმა სავალდებულო, ხანძარსაწინააღმდეგო და მესამე პირის სასარგებლოდ ავტომოტო დაზღვევა. ბაზარს შემოაკლდა პრემია, ანუ შემოსავლები.

ბოლო წლებში ნებაყოფლობითი დაზღვევა საქრთველოში არც ისე სახარბიელო დინამიკით ხასიათდებოდა. ამიტომ, ახალი ნებაყოფლობით-იძულებითი დაზღვევა დამკვიდრდა. მაგრამ დაზღვევა, როგორც საფინანსო ბაზრის დამოუკიდებელი მონაწილე და ბიზნესის დამოუკიდებელი სახეობა, გაქრა და დიდი ბანკების დანამატი დეპარტამენტი გახდა. მაგალითად, “BCI” – “საქართველოს ბანკის.,” “ალდაგი” – “სელბთან” შერწყმული, “GPIH ” – “TBC” ბანკის და ა.შ. ანუ, ყველა წამყვანი კომპანია, ბანკის ნაწილი გახდა. რადგანაც ის თავის მხრივ, მათ უქმნის კლიენტურას. ბანკთან ოპერაციის ჩატარებისას, თქვენ აუცილებლად უნდა დააზღვიოთ ეს ოპერაცია მის სადაზღვევო კომპანიაში. მაგალითად, აიღეთ სესხი საქართველოს ბანკში, დააზღვევთ გირაოს და ყველაფერს სიცოცხლის ჩათვლით – ” BCI “-ში. ” TBC “- ში თუ გააფორმებთ საკრტედიტო ხელშეკრულებას, მაშინ ” GPIH “-ში. გარკვეულწილად კონკურენციის კანონების დარღვევაა. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარია რისკის მართვის გაუმართლებელი სიტემა. წარმოიდგინეთ სეხი აიღეთ საქართველოს ბანკში და დააზღვიეთ მის შვილობილ ” BCI “-ში ვერ დააბრუნეს სესხი და დაგა პასუხისმგებლობა. რა ხდება?
თქვენ საქართველოს ბანკის ერთი ჯიბიდან ამოიღებთ და ჩადებთ მეორეში. ანუ, მთლიანად რისკი, თქვენს კისერზეა. მეორე საერთოდ ურისკო ოპერაციაა, თუ თქვენ მაინც მოითხოვთ კლიენტისგან ე. ი. სესხის მიმღებისაგან ამის დაზღვევას. ზედმეტს ახდევინებთ მას ისედაც მაღალპროცენტიან კრედიტზე. და თანაც, არ აძლევთ თავისუფალ არჩევანს, უკეტავთ ბაზარს. რაც მთავარია, ამას არც სადაზღვევო ზედამხედველობა და არც ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურები კრძალავენ.
რაც შეეხება ზედამხედველობას, იქაც სერიოზული ცვლილებები მზადდება სამთავრობო დერეფნებში. კახა ბენდუქიძის პროექტით სადაზღვევო ზედამხედველობა, ფასიანი ბაზრის ზედამხედველობა და საბანკო ზედამხედეველობა გაერთიანდება და შეიქმნება სახელმწიფო ერთიანი ზედამხედველობის ორგანო, უფრო ეფექტური და ქმედითი კონტროლისათვის. მსოფლიოში არის ტენდეცია ამგავარი ჰიპერ მარეგულირებლების შექმინისა. მაგრამ, ვისი პროექტი გაიმარჯვებს საქართველოში, სადაც შარშანდელი გადაწყვეტილებით სადაზღვევო ბაზარი მეტად ლიბერალური გახდა, განსაკუთრებით უცხოელებისათვის.
– დღეისათვის სულ 16 სადაზღვევო კომპანიაა, რამდენად კონკურენტუნარიანი გარმოა ამ სფეროში, რას უნდა ველოდოთ სადაზღვევო კომპანიების შერწყმით თუ პირიქით, რა მიზანი ჰქონდა უცხოელების შემოსვლას ამ სფეროში? (როგორც ცნობილია, ამერიკის უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია “AIG 2005 წლის აპრილში დარეგისტრირდა საქართველოში, როგორც “AIG Evropace-ის AIG საქართველო ხოლო ამავე წლის მაისში, არასასიცოცხლო დაზღვვის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიებიც მოიპოვა.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციიის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი:
– ის რომ. გამოცდილ უცხოურ კომპანიას უფლება მიეცეს ფილიალის გახსნისა საქართველოში, არა იურიდიული, ან არა დამოუკიდებელი პირის საშულებით ოპერირებისა, ეს მსოფლიო პრქტიკაში თითქმის უნიკლური შემთხვევაა. მაგრამ, შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. .პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობას უნდოდა, მსხვილი, გამოცდილი კომპანია შემოსულიყო ქართულ სადაზღვეო ბაზარზე თავისი ფილიალით. შემოვიდა კიდეც. მაგრამ, ჯერჯერობით არაფერი შეუცვლია სდაზღვეო ბაზარზე. ანუ მოსალოდნელი საფთხე, რომელიც შეიძლება ასეთი კომპანიების შემოსვლას მოყვეს ჯერ არ გამოკვეთილა. საერთოდ, სახელმწიფო ზედამხედველობა სადაზღვევო საქმინობაზე ლეგიტიმირებულია მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. ეს კუთხე რომ არ იყოს, საერთოდ არანაირ ზედამხედველობაზე არ იქნებოდა ლაპარაკი. თუ საბანკო სექტორში საბანკო ზედამხედველობის მიზანი დულურია, ანუ არის საფინანსო სისტემის სტაბილურობა და მომხმარებლის უფლებების დაცვა, სადაზღვევო სფროში კი მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვაა, და თუ ამ კუთხით შევხედავთ, ჩნდება კითხვა – რამდენად შეძლებს ჩვენი მომხმარებელი თავისი უფლების დაცვას, როცა ხშირი გახდება უცხოელების მიერ ჩვენი მოქალაქების დაზღვევა. ეს ვრცელდება ბანკებზეც. ამას აქვს თავისი თეორიული პლუსები და მინუსები. რაც შეეხება პრაქტიკულ პლუსებს და მინუსებს, ამას დრო გვიჩვნებს.
– რა შეიძლება ითქვას ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ბოლო პერიოდში საბანკო სექტორი აქტიურად ჩაერთო სადაზღვეო კომპანიების საქმიანობაში, რა შეიძლება ამას მოყვეს?
– საქართვლოში საბანკო სექტორი ყოველთივს იღებდა მონაწილეობას სადაზვეო ბაზარის განვითარებაში, მაგლითად, BBBCI ის განვითარებაში საქართვლოს ბანკი, სადაზღვეო ნაწილიდან მოსული უცხოელების პარტნიორი იყო GPIH – და ა. შ. მაგრამ, შარშან გაჩნდა ახალი ტენდეცია, ანუ ყველაზე ძლიერ ინვესტორად ქართულ სდაზღვევო ბაზარზე შემოვიდა საბანკო სისტმა, რომელიც ძალიან აგრესიულად ჩაერთო ამ ბაზარზე. მოხდა ერთის მხრივ, სადაზღვეო კომპანიების შესყიდვა, შეერთება-გამსხვილება. იმედი მაქვს, რომ მენეჯმენტს ისინი კარგად აკეთებენ. მაგრამ, თუ საკითხს რეალურად შევხედავთ, სადაზღვევო სისტმა საქართველოში მიუხდავად იმისა, რომ სწაფად იზრდება, მაინც პატარაა. გარდა ამისა, არის საშინლად კონკურენტული გარემოა. იმიტომ, რომ მთელი სადაზღვევო სისტემა დაფუძნებულია ინდივიდულურ კლიენტთან თითქმის არავინ მუშაობს. ლოგიკურია, რომ პირველად იმ კორპორატიულ სეგმენტზე, იმ სფეროს ათვისება უნდა მოხდეს, სადაც ბიზნეს განათლება მეტია. სადაზღვვო ჩვევები თუ მოთხოვნები უფრო განვითარებულია. მაგრამ, ეს ბაზარი უფრო შეზღუდულია ინდივიდუალურ კლიენტურასთან შედარებით. ამ ბაზრის ათვისება ძალინ დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშიბული. საჭიროა ათასობით და ათიათასობით მეტი სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო უზრუნვლყოფა და ა, შ, ხარისხობრივადაც სხვა მართვის მექანიზმია საჭირო. ჩვენი ასოციაცის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პროფესიული კადრების დეფიციტის შევსება როგორც სადაზღვევო, ისე შიდა სასამსახურო ძალისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვალა სხვადასხვა სადაზღვვო კომპანიებს შორის იმისთვის, რომ არასასურველი მოვლენები თავიდან იქნეს აცილებული. ეს რისკი ცნობად კორპორაციებზე და ფირმებზე ნაკლებად ვრცლება. მაგრამ, როცა საქმე ეხება ათასობით და ათიათასობით ინდივიდუალურ მზღვეველს, მაშინ კონტოლის მექანიზმი და ინფორმაციის გაცვლა გაცილბით უფრო კრიტიკული ხდება. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც ბანკებმა დაიწყეს ინფორმაციის წარმოება და გაცვლა “კრედიტ-ინფოს” სახით, ზუსტად ასევე, საჭიროა სადაზღვევო ისტორიების წარმოება და გაცვლა. ის, რომ, კონკრეტულმა ბანკმა იზრუნოს მხოლოდ ერთი სადაზღვეო კომპანიის განვითარებაზე, რა თქმა უნდა ცუდი ტენდენციაა, მაგრამ, მჯერა, რომ მსგავსი პრობლმები არ იარსებებს.
– როგორია “ფრანჩიზების მექანიზმი ჩვენს სადაზღვევო ბაზარზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით? რამდენადაც ცნობილია, ბევრი სადაზღვევო კომპანია ავტომოტოტრანსპორტის მხოლოდ 85 %იან ვალდებულბს იღებს თავის თავზე, ხოლო 15 %-ს ვალდებულბისას მზღვეველს ანიჭებს.
– დაზღვეა რისკის ტრაინსლერია. დაზღვევის პროცესია, როცა რისკის განაწილება რაღაც საფასურად მზღვეველს გადმოაქვს თავის თავზე, ან ანაწილებს გადაზღვევაზე, ამიტომ, ნებისმიერ შემთხვვაში, როცა ორი კაცი ერთ საქმეს აკეთებს, ძალიან ცუდია თუ ერთი მხარე თავზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობს, მეორე მხარე კი მთლიანდ თავისუფლდება. რისკის მართვის თვლსაზრისით ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ რომელიმე სადაზღვვო კომპანია თავის თავზე აიღებს დაზღვევის 100%-იან ვალდებულებას, რადგან მომხმარებელიც თანამონაწილე უნდა იყოს ამ რისკისა. “ფრანჩიზა არის სხვდსხვა ტიპის. ის შეიძლება იყოს ფულში ან პროცნტებში გამოსახული, ან მთლიანდ მოჭრილი თანხა. მაგრამ, რაც თქვენ ბრძანეთ – 15%, ეს არარეალურია. ის ბევრად ნაკლებია ჩვენთან, სხვა ქვყნებთან შედარებით. მეორე მხარე არის ის, რაც “ფრანჩიზებს უკეთებს ლეგიტიმაციას. ეს ორივე მხარისთივს სასარგებლოა. მაგალითად, თუ ავიღებთ სატრანსპორტო დაზღვვას, აქ შეიძლება თავი იჩინოს ათასმა წვრილმანმა. რაც რასაკვირველია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ერთ კომპანიას ეს არ აწყობს. ამიტომ, არის “ფრანჩიზების სხვადასხვა ვარიანტი 2%-იანი. რომელიც, ვთქვათ, ღირს 10 ლარი. და ვთქვათ 5%-იანი “ფრანჩიზა, რომლიც ღირს 7 ლარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროდუქტის შესავსებად, დამზღვევის და დაზღვეულის მხრიდანაც, სწორად განსაზღვრა, თუ რა არის მისი ჯიბისთვის ყველზე მტკინვული. ანუ, “ფრანჩიზა შეიძლება იყოს პროცენტულად მაღალი მაგრამ, ტარიფი იყოს დაბალი. ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტთან ურთიერთობაში.
– ასეთ საკითხებზე საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია.
– რასაკვიველია საჭიროა ამის დახვეწა. მიუღწევადი არაფერია. მაგრამ, ამას გამოცდილება და საზოგადოების სწორად ინფორმირება სჭირდება.
– საინტრესოა, რეალურად რა როლი უჭირავს დაზღვევას ბიზნესის განვითარების სფეროში, აგრარული სექტორის დაფინანსებაში?
– რაც შეეხება მეტად რთულ და პრობლემურ სფეროს, სოფლის მეურნობას, არ შეიძლება თავი აგრარულ ქვეყანად მოგქონდეს და მისი განვითარებისთვის არაფერი გააკთო. და საერთოდ, იმისათვის რომ რაიმე მოვლენა იყოს დაზღვევადი, ის არ უნდა იყოს ალბათური. მაგრამ, უნდა იყოს დათვლადი. ალბათური, მაგრამ არადათვლადი არ არის დაზღვევადი. ანუ, იმისთვის, რომ ალბათური პროცესი იყოს შეფასებადი, უნდა არსებობდეს გამართული სტატისტიკა. რაც უფრო კარგი და გამართულია ეს სტატისტიკა, მით უფრო იაფად მუშაობს სდაზღვვვო კომპანია. მაგრამ, სოფლის მეურნეობის სფეროში გრკვეული პრობლემებია. პირვლი ის, რომ სოფლის მეუნეობა საქართველოში არ არის ბიზნესი. ძალიან ცოტაა ამ სფეროში, ვისაც უნდა დაზვევა. მესამე – სტატისტიკური ინფორმაცია რასაც შეიძლება დაეყრდნოს ადამიანი თითქმის არ არსებობს. გარდა ამისა, საკმოდ ძვირი ჯდება. ანუ ამ სფეროს დაზღვევა პრობლემატურია არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში სადაც სადაზღვევო ბაზარი ბევრად განვითარებულია. მთელი მსოფლიო ეძებს გზებს: სეტყვისა და გვალვისაგან მოყენებული ზარალის თავიდან ასაშორებლად. თითქმის ყველა აგრარულ ქვეყანში ამ სფეროში სახელმწიფო ერევა. დაზღვევის უზარმაზრი პლუსი ის არის, რომ ის ახდენს ჰაერში ჩამოკიდებული რისკის ბიუჯეტირებას, ანუ შესალებელია რისკის ფულით გამოსახვა. რასაც ს გლეხი ვვრ გააკეთებს. ეს სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ სფეროს, ბიზნესმენებმა ერთად უნდა მიხედონ. სახელმწიფო დაზღვვის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბატონ არჩილ ცერცვაძის აზრით, ბანკების დაინეტრესება სადაზღვევო სექტორით საჭირო და გარდაუვალია იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანია იყოს ძლიერი.
-საქართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, უწესებს ლიცენზიას სადაზღვევო კომპანიას, სადაც გნსაზღვრულია მისი საწესდებო კაპიტალის გაზრდა, რომელიც ხდება მოზიდული პრემიის, ან დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის ხარჯზე. ასეთ ინვესტორებად დღეს სადაზღვევო ბაზარზე გამოჩდნენ კომერციული ბანკები. სადაზღვევო და კომერციული ბანკების სისტმა, ორივე წარმოადგენს საფინანსო რგოლს. ორივე იმყოფება სახელმწიფოს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. რისკის ფაქტორები მინიმუმადე უნდა იქნას დაყვანილი. ჩვენდა საბედნიეროდ, დღესდღეობით ბანკების გაკოტრების საშიშროება ნაკლებადაა. რაც შეხება იმას, თუ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის ლიკვიდაციაზე მიდგა საქმე, ის თავის, ,პორტფელს გადასცემს სხვა სადაზღვევო ორგანიზაციას. ანუ, როგორც მოხდა მაშინ, როცა “სელბის” პორტფელი წაიღო “ალდაგმა,” გაერთინდა ეს ორი კომპანია. ევროპეისის დამფუძნებლად შევიდა “ბი-სი-აი. მაგრამ, სულ სხვაგვრად მოხდა როცა ანგლოქართულმა სადაზღვეო კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა. ჩაგვაბარა ლიცენზია, მაგრამ არსებული რეზერვების ხარჯზე მას პასუხისმგებლობა ისევ ეკისრება. თუმცა, მისი “პორტფელი აიღო “იმედი ელმა.” ანალოგიური მდგომარეობა ვრცელდება ბანკებზეც. ასე რომ, საბანკო სექტორის შემოჭრა სადაზღვეო ბაზარზე გარდაუვალი იყო. ანუ ბანკების მიერ განხორცილებული ინვესტიცია უკვე დამოუკიდებლად მოქმედებს ეკნომიკურ პროცესებში სადაზღვევო კომპანიის სახელით. ერთ-ერთი სასურველი ინვესტორები გამოდიან საბანკო სექტორები. 2010 წლისთვის უნდა დიწყოს საწესდებო კაპიტალის გაზრდა, რადგანაც საფინანსო ბიზნესი დამოკიდებულია შემოტანილი ანაბრების რაოდენობაზე. ასევე შემონატან ზღვრულ პრემიებზე. მე ვგულისხმობ 1998 წელს, როცა არ იყო დიდი კაპიტალიზაცია, მაშინ ბევრ სდაზღვეო კომპანის გაუჭირდა. ახლა სულ სხვა მდგომარეობაა. მალე ყველა სადაზღვვვო ორგანიზაცია, რომელიც იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის, გახდება სააქციო საზოგადობა.
– საინტრესოა, რეალურად რა როლი უჭირავს დაზღვევას ბიზნესის განვითარების სფეროში, აგრარული სექტორის დაფინანსებაში?
– რაც შეეხება აგრარული სექტორის დაზღვევას, აქ აუცილებლად დგება საკითხი გადაზღვვაზე, ისინი კი იმ შემთხვევაში მოდიან დაზღვვაზე, როცა დიდია დაზღვევის ფასეულობები. როგორიცაა – მევენახეობა, მეღვინეობა და სხვა სოფლის მეურნობის პროდუქტები. რისკის ფაქტორს კი აბალანსებენ სადაზღვევო კომპანიები. მაგრამ, რელობაში სოფლის მეურნეობის დაზღვევა დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზარზე რისკის დაბაალანსებასთან. იმასთან, თუ როგორ აღიებენ ამ რისკს თავზე სადაზღვევო კომპანიები. საქართლოში არის ისთი სპეციფიკური სფეროები, რომელიც მაღალი რისკიანობით გმოირჩევა – გვალვა, სეტყვა. თუმცა, მათი დაცვის მექანიზმებიც არსებობს. ერთადერთი სფერო დაზღვევაში, არის ნებაყოფლობითი დაზღვევა, რომელიც რჩება სუფთა ბაზრის პრინციპით და ისიც სუსტად ვითარდება. აქ არ შედის სახელმწიფო ორგანოების მიერ შეკვეთით განხორციელებული ანალოგიური საქმიანობა. დანარჩენი ისევე ხდება როგორც იძულებითი დაზღევა და ბაზრის ძალისმიერი მეთოდებით გადანაწილების გზით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ეს ბიზნესი ვერ ვითარდება.
მეტად მნიშვნელოვანია საპენსიო დაზღვევეის თემა, რომელიც საქართველოში უცხო ხილად რჩება. არადა, საპენსიო საკითხის მოგვარება ცივილური მეთოდებით გამორიცხულია ამის გარეშე. სწორედ აქაა ყველაზე დიდი საკანონმდებლო და სისტემური კრიზისი. გამოდის ბანკები ზედმეტ ფულს გვტყუებენ საბანკო ოპერაციებში და ჩვენი მომხმარებლების ინტერესები ისევე არ აინტერესებთ როგორც ბაზრის ამ სახეობის განვითარება და რისკების მართვა. ეს ხომ მათვის მხოლოდ დამატებითი კაპიტალიზაცია და შემოსავალია. თქვენთვის კი დამატებითი ხარჯები.
შეიქმნება ახალი მეგა მარეგულირებელი და დაარეგულირებს ის ბაზარს?

1

2

3

4