კანონგარეშე დარჩენილი პრიორიტეტი

ნინო არველაძე

მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას იშველიებენ და აცხადებენ, რომ მცირე ბიზნესის ცალკე გამოყოფა მიუღებელია და “ბიზნესი არის ბიზნესი”, მეორე მხრივ საქართველოში ბოლო ათეული წელი ყველა დონეზე გვესმის, რომ ეს საკმაოდ მიღებული კატეგორიაა და დასავლეთში მცირე და მიკრო ბიზნესს შეუძლია დასაქმების თუ სოცილური პრობლემბის გადაწყვეტის საქმეში უზარმაზარი როლი ითამაშოს. არგუმენტები ორივე მხარეს უხვადაა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო აღრიცხვის წესების სირთულე ადმინისტრირების სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს, რომ არაფერი ვთქვათ ახალი ბაზრების დაპრყრობის პრობლემბზე, რომელიც ყველა ყოფილ სოციალისტური ეკონომიკის ქვეყანაში ასე მწვავედ დგას. სიძნელეებს უკავშირდება სტანდარტიზაცია, შეფუთვის ევროპული ნორმები და არასატარიფო ბარიერები, ასევე სავაჭრო გამოფენენბზე მონაწილეობის მიღების ჩვევა.
დღეს, როცა კრიზისი სულ უფრო შორეული ნისლიანი ალბიონებიდან ჩვენს მინდორ-ველებზე ეშვება და რეალობა ხდება, ეს პრობლემა, ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი და მისასალემბელია არსამთავრობო სექტორის მიერ, ახალი კანონის პროექტის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა.
მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ყველა ჯანსაღმა სახელმწიფომ ბიზნესის გავითარების სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს. ბიზნესის მხარდაჭერა მარტო მსხვილი ინვესტიციები და გიგანტური პროექტები როდია. 21-ე საუკუნეში მცირე ბიზნესს სამართლიანად მიიჩნევენ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ძრავად. მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მცირე ბიზნესს 15 მლრდ. დოლარს დახმარების სახით გადასცემს, (თუმცა მსხვილისათვის 838 მილიარდს იმეტებს) საქართველოში ვცდილობთ პარლამენტს მცირე ბიზნესის შესახებ კანონპროექტი მაინც დავამტკიცებინოთ. მცირე ბიზნესის გავითარების მცდელობა პოლიტიკური ნების გარეშე წარმოუდგენელია, ქვეყანას სადაც მწვავედ დგას მეტროლოგია-სტანდარტიზაციის, სურსართის უვნებლობის რეგულაციებისა და საერთოდ, საექსპორტო წარმოების განვითარების პრობლემები, არა მხოლოდ მცირე ბიზნესის, არამედ, საერთოდ, ბიზნესის უკიდურესად გართულებული მდგომარეობა უნდა აწუხებდეს. საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პრიორიტეტს მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება კი წარმოადგენს, მაგრამ პრიოტიტეტი უცხო ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებების, ცალკეული სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამებისა და საბანკო სესხების იმედადაა (ახლა უკვე თითქმის შეუძლებელია საკრედიტო რესურსის ბიზნეს პროექტის დასაფინანსებლად კრედიტის მოპოვება). 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა კანონი “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ”. რომელიც ძირეულ ცვლილებებს საჭიროებდა, მაგრამ ამ ნაბიჯით საბოლოოდ მოიშალა სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესის გასავითარებლად ერთიანი პოლიტიკის შემუშავების პრეცედენტი.
ამ ფონზე არასამთავრობო ორგანიაზაცია ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობასთან ერთად “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტი შეიმუშავა და საკომიტეტო მოსმენამდე საზოგადოებას წარუდგინა. (სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა საქართველოში” იმ საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რომლებიც, ძირითადად, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს ეხებიან.). კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის დონეზე მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელსაც გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტით, ამ სახის ბიზნეს სტრუქტურების სხვადასხვა მიმართულებით დახმარება დაევალება. სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობის წარმომადგენელმა კახა კოხრეიძემ განაცხადა, რომ მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, პროექტის გახორციელება 2008 წელს საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დახმარებით დაიწყეს. მასთან დაკავშირებით, ბევრი შეხვედრა ჩატარდა, დისკუსიების შედეგად შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტს უნდა წერედგინოს.

კახა კოხრეიძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო გადაწყდა, რადგან სახელმწიფო დონეზე მცირე ბიზნესის პრობლემურ საკითხებზე მუშაობა არ ხდება, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ზიანის მომტანია. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებობს ევროპასთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელის 64-ე მუხლი მცირე ბიზნესს უკავშირდება. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა ბიზნესს სათანადო ყურადღება მიექცეს. კახა კოხრეიძე აცხადებს, რომ უმთავრესი ამოცანა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში გარდატეხის შეტანა და მცირე ბიზნესთან დაკავშირებით შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. კანონპროექტი, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის სახით, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას გულისხმობს, თუმცა, თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოზიცია დაფიქსირდება, შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაექვემდებაროს. ხელისუფლების მოვალეობა შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური შეფასება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა. “საქართველოს ეკონომიკა დაავადებულია” აცხადებს კოხრეიძე და დასძენს, რომ მცირე ბიზნესის დახმარება შეიძლება ეკონომიკას წამლად მოევლინოს. მთავრობის წარმომადგენლები ხშირად, ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით აცხადებენ, რომ მცირე ბიზნესის ცალკე გამოყოფა მიუღებელია. “ბიზნესი არის ბიზნესი, მაგრამ “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტი არ ემსახურება მცირე ბიზნესისთვის უპირატესობების მინიჭებას, პირიქით, კანონი შემუშავდა იმ მიზნით, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ”, აშშ-ში უკვე დიდი ხანია მცირე ბიზნესის აქტი მოქმედებს, რომელიც მის განვითარებას დიდ სტიმულს აძლევს, ინსტიტუტი კი პრეზიდენტს პირადად ექვემდებარება. კახა კოხრეიძემ დიდ ბრიტანეთში 2006 წელს გამოქვეყნებული მცირე ბიზნესის შესახებ მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც დეტალურადაა განხილული მცირე ბიზნესისათვის ფინანსური დახმარება და ამ მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება. “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ტერმინთა განმარტებაში სტანდარტების გათვალისწინებით, შემოღებულია ორი დეფინიცია – მიკრო საწარმო და მცირე საწარმო. ევროპული სტანდარტის მიხედვით, მცირე ბიზნესის წლიური ბრუნვა 10 მლნ. ევროთი განისაზღვრება, შემოთავაზებულ კანონპროექტში კი მცირე ბიზნესის წლიური ბრუნვაა 2 მლნ. ლარი და 50 დასაქმებული, მიკრო საწარმოს თვალსაზრისით კი 300 000 ლარი და 5 დასაქმებული. კანონრპოექტის მიხედვით იქმნება შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან, ბიზნესის წარმომადგენლობასთან ერთად, ცვლილებების შესაბამის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებს. კანონპროექტში ჩამოყალიბებული პრინციპები, ევროპულ გამოცდილებასა და აშშ-ის სამართლებრივ ბაზას ეყრდნობიან.
კანონპროექტის მიზნებზე საუბრისას კახა კოხრეიძემ აღნიშნა, რომ განვითარებული და ლიბერალური ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებში ყოველწლიურად ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების 70-75% სწორედ მცირე ბიზნესზე მოდის. მცირე და მსხვილი ბიზნესის წილი, დასაქმებისა და ფინანსური ბრუნვების თვალსაზრისით თანაბარია დიდ ბრიტანეთში. მცირე ბიზნესს ქვეყანაში საექსპორტო პროდუქციის განვითარება შეუძლია, შესაძლებელია განვითარდეს იმპორტის შემცველი დარგები, არ იგულისხმება პროტექციუნისტული და დემპინგური პოლიტიკების გატარება. მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესი ყველაზე ინოვაციური და რისკიანია. ევროპაში მცირე ბიზნესი ფისკალური ინფექციის მატარებელ სფეროდ არ განიხილება, მას აქვს პოტენციალი იტვირთოს სოციალური ფუნქცია, რეგიონში შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამის დამსახურებით, საქართველოში მშპ-ის 75-80% ორ ან სამ ქალაქში არ იყოს კონცენტრირებული. მცირე ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა იმისთვის არის საჭირო, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში მიმდინარე შესყიდვისა და პრივატიზაციის პროცესში. საქართველოში რეალურად უნდა შეიქმნას კონკურენტული ეკონომიკური გარემო.
ფინანსური გათვლები
– რაც მეტი თანხა გამოიყოფა ამ საქმიანობის დასაფინანსებლად, მით მაღალ შედეგს აჩვენებს ის. იაფი კრედიტი და მცირე ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა მცირე ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ უმთავრესი ქვაკუთხედი არ არის.
კახა კოხრეიძე აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა, პარალელურად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებების შესახებ წერილი გაგზავნა. სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ პასუხად ერთაბზაციანი, კომიტეტმა კი ორგვერდიანი წერილი მიიღო, ანუ ერთი და იმავე კანონპროეტის შესახებ სამინისტრომ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა.
მხარდაჭერის ფორმები
მხარდაჭერის ფორმები ჩამოყალიბდება იმ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული წლიური გეგმის მიხედვით, რომელსაც შექმნის სახელმწიფო. ბაზრის რეალური შეცნობის მიზნით ჩატარდება ტრეინინგები და კონსულტაციები. გამოირიცხება ერთჯერადი დახმარებები, საჭიროა ჩამოყალიბდეს ბაზრის ადეკვატური სუბიექტები, რომლებიც მის შესაბამისად იმოქმედებენ.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში გახორციელებული USAID-ის მხარდამჭერი პროგრამა. აშშ-ის მხრიდან საქართველოში გატარებული პროგრამა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, მაგრამ მხოლოდ მსგავსი პროგრამები შექმნილ პრობლემას სახელმწიფო პოლიტიკის ნების გარეშე ვერ გადაჭრის. სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების შესახებ კანონი, მაგრამ სამწუხაროდ რეალობას არ შეესაბამებოდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესს სათანადო ყურადღება არ ექცევა. იკვეთება სახელმწიფოს მენეჯმენტის პრობლემები, სახელმწიფოს პრობლემებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ტაქტიკაც უქმნის, რომელიც რეალურ შედეგებს არ აქვეყნებს და ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკური და ფისკალური თვალსაზრისით, სწორად დაგეგმვის პრობლემები იქმნება.
მცირე ბიზნესის გავითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიზნესმენთა და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების აზრის გათვალისწინება. კანონპროექტის შემუშავებისას მიმდინარეობდა მათთან ინტენსიური შეხვედრები. გათვალისწინებულია ექსპერტთა აზრიც.
ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირის თავმჯდომარე ანზორ ბაბუხადია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესს ბრძოლა გამოუცხადა, შედეგი სავალალოა: ეკონომიკის სამინისტროში არსებობდა ბიზნესის ინტერესების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც გააუქმეს, გაუქმდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დებულებიდან ამოიღო ცნება მცირე მეწარმეობა, რაც კატასტროფის ტოლფასია. შეიცვალა თუ არა რამე ამ მხრივ და ხომ არ გაჩნდა ჩანაწერი სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვითაც ის რამე ვალდებულებას აიღებს მცირე მეწარმოების განვითარების კუთხით?
კახა კოხრეიძის თქმით, მთავარი დეპარტამენტების შექმნა არ არის, მთავარია რეალობაზე მორგებული რეფორმის გატარება და შესაბამისი მენეჯმენმტის დანერგვა. რაც შეეხება ჩანაწერს, სამართლებრივ დოკუმენტებში არსებობს საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონი, სადაც ფორმალური ჩანაწერია გადმოტანილი წინა კანონმდებლობიდან. მრავლადაა პიარ განცხადებები მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი შოთა მაქაცარია კითხვას სვამს, დაფინანსების რა წყაროებთან გვექნება საქმე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში: შექმნილი ადმინისტრაციის შესანახად მოპოვებული გრანტი, თუ წმინდა საბიუჯეტო სახსრები?
კახა კოხრეიძის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, კანონპროექტის მიხედვით, განსაზღვრულია დაფინანსების წყაროები, ძირითადია სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტები, გრანტები და შემოწირებულობები. კანონი არ ეხება საგადასახადო შეღავათებს და არც რამე ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, თუმცა კანონპროექტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგინდეს საგადასახადო დაბეგვრის შესაბამისი რეჟიმი მცირე ბიზნესისათვის და ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული ფორმები, რაც მცირე ბიზნესს განსაკუთრებით სჭირდება. კანონპროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან არსებობდეს შესაბამისი პოლიტიკა. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2006 წელს საქართველოში 110 ათასი მეწარმეა დაფიქსირებული, მათგან 85 000 მცირე საწარმოა, რომელთაგან 62 000 ინდმეწარმეა, ხოლო საგადასახადოსთან ურთერთობა მხოლო 35 000 აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს დაკონსერვებული ფირმების სიჭარბე, რომლებსაც ლიკვიდაცია არ გაუვლიათ. შოთა მაქაცარიას აზრით, მსგავსი ფირმების სიმრავლე იმ კანონიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვით, ფირმის ლიკვიდაცია ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, ამიტომ ფირმის მესაკუთრეს ურჩევნია გამოაცხადოს ფირმის დროებით შეჩერება და არა ლიკვიდაცია.
ეკონომოკური ექსპერტი ემზარ ჯგერენაია: “კანონპროექტში რამდენიმე ასპექტზე მინდა გავმახვილო ყურადღება, პირველ რიგში ეს არის დეფინიციების პრობლემა, რადგან შეიძლება დავის საგანი გახდეს მცირე საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, ამიტომ უმჯობესი იქნება მხოლოდ წლიური ბრუნვის მოცულობის მითითება. კანონპროექტში ჩაწერილია მცირე საწარმოს მიერ გამოშვებული აქციების შესახებ, რაც არასწორია, რადგან მცირე საწარმოს მცირე კაპიტალი აქვს, ის დიდი წლიური ბრუნვით არ ხასიათდება და ამიტომ აქციების გამოშვება მის ცნებას ეწინააღმდეგება. მცირე ბიზნესისათვის კანონპროექტი უფრო მოგებიანი იქნება თუ მასში მოხდება სექტორალური დაყოფა, რადგან აგრარულ სფეროში სამკაციან საწარმოს განსხვავებული პრობლემები აქვს და განსაკუთრებული დახმარება სჭირდება, კანონპროექტში კი დიდი ყურადღება ეთმობა ადმინისტრაციის შექმნას და ჩაწერილია მისი დაწვრილებითი ფუნქციების შესახებ. დეფინიციებთან დაკავშირებით, კანონპროექტში ჩაწერილია მცირე ბიზნესის სუბსიდიების შესახებ. პოლონეთის მაგალითს თუ განვიხილავთ, ეკონომიკის სამინისტროს პარლამენტარები ყოველწლიურად აძლევენ ფულს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა გამოფენებსა და სხვა მსგავს აქციებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენება, სადაც საჭირო თანხების ნახევარს სახელმწიფო აფინანსებს. ჩემი აზრით, კანონის მთავარი მიზანია სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმაროს მცირე ბიზნესს საქართველოში. დიდი პრობლემაა ჩავარდნილი პროექტებიც, რადგან ვერსად ნახავთ განცხადებას ფირმის გაკოტრების შესახებ, ყველა აცხადებს, რომ შეაჩერეს ქმედება. ძალიან გაიოლებულია ფირმის გახსნის პროცედურა, რაც ძალიან კარგია, კანონპროექტში წერია “ბაზარზე შეღწევის შესახებ”, აუცილებლად უნდა დაემატოს “ბაზრიდან გამოსვლის შესახებ”, რადგან დღეს ის პროცედურულად დიდ სირთულეებს უკავშირდება.
ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ ასევე ისაუბრა კანონპროექტის ზოგად დებულებებში ჩაწერილ დეფინიციაზე: წლიური ბრუნვა – ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მცირე საწარმოს მიერ გასული კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ერთობლიობა. მან აღნიშნა, რომ ამ დეფინიციას უფრო მეტი დაზუსტება სჭირდება, რადგან შესაძლებელია საწარმოს რამე მომსახურების გასაწევად ფული ჩაერიცხოს, რაც მას ბრუნვაში არ უნდა ეთვლებოდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან ლიბერალური საგადასახადო განაკვეთების მიუხედავად, საგადასახო კოდექსი მექანიზმების კუთხით მეტად რთულია, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესს ბუღალტრული აღრიცხვის შეღავათები უნდა დაუდგინდეს.
მცირე ბიზნესის ადმინისტარციაზე საუბრისას დამსწრე საზოგადოებამ გამოკვეთა მოსაზრება, რომ თუ ის არ იქნება თვითრეგულირებადი ორგანო, რომელიც ყოველწლიურად საზოგადოებას წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, მაშინ ცალსახად გახდება დიდი ბიუროკრატიის წყარო. ბიზნესის ადმინისტრაციის თვითრეგულირებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესი პრიორიტეტად დასახელდება და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, მაშინ ის სახელმწიფო რეგულირებადი უნდა იყოს. ემზარ ჯგერენაიას აზრით, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ მცირე საწარმოებს სტანდარტიზაციის კუთხით ტექნიკური პირობების შემუშავებაში დახმარება უნდა გაუწიოს, რაც სოფლის მეურნეობაში ჩაბმულ ბიზნესმენებს მნიშვნელოვნად გაუმართავს ხელს.
ერთი რამ ნათელია – მცირე ბიზნესს არ სჭირდება უშუალოდ საგადასახდო ან სხვა სახის შეღავათები. მას გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა და ინსტიტუციონალური (და არა ბიუროკრატიული. და არა დეკლარაციების დონეზე) ხელშეწყობა ჭირდება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე.

დანართი 1
(გთავაზობთ კანოპნპროეტიდან ამონარიდებს, რომლებიც მსჯელობის საგანს წარმოადგენს)
საქართველოს კანონის პროექტი “მცირე ბიზნესის შესახებ”

თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ბ) მცირე საწარმო – “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საწარმო, გარდა სააქციო საზოგადოებისა, რომლის ბრუნვა კალენდალური წლის განმავლობაში არ აღემატება 2 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 30-ს. ამასთანავე, ამ საწარმოს საქმიანობა არ უნდა იყოს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური, საადვოკატო მომსახურება და არ უნდა აწარმოებდეს აქციზურ საქონელს, არ უნდა ეწეოდეს ლატარიების ორგანიზაბას და მოღვაწეობდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში. ამასთან, საწარმოს კაპიტალში წილს არ უნდა ფლობდეს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე საწარმოსთვის ამ კანონით დადგენილ სტანდარტებს.
გ) მიკრო საწარმო – “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საწარმო, გარდა სააქციო საზოგადოებისა, რომლის ბრუნვა კალენდალური წლის განმავლობაში არ აღემატება 300 ათას ლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5-ს. ამასთან, ამ საწარმოს საქმიანობა არ უნდა იყოს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური, საადვოკატო მომსახურება და არ უნდა აწარმოებდეს აქციზურ საქონელს, არ უნდა ეწეოდეს ლატარიების ორგანიზაბას და მოღვაწეობდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში. ამასთანავე, საწარმოს კაპიტალში წილს არ უნდა ფლობდეს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს მცირე საწარმოსთვის ამ კანონით დადგენილ სტანდარტებს.
დ) წლიური ბრუნვა – ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მცირე საწარმოს მიერ გასული კალენდალური წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ერთობლიობა.

მუხლი 3. კანონის მიზნები
1. კანონი ემსახურება, ბაზარზე თავისუფალი შეღწევის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვით, ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას იმ მიზნით, რომ:
ა) ხელი შუწყოს დასაქმებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნით;
ბ) ამაღლდეს მცირე მეწარმეთა კონკურენტუნარიანობა იმპორტთან მიმართებით;
გ) გაიზარდოს მცირე საწარმოთა საექსპორტო პოტენციალი;
დ) გაუმჯობესდეს მცირე მეწარმეთა მიერ შექმნილი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.
თავი II
მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია
მუხლი 4. ადმინისტრაციის სამართლებრივი სტატუსი
1. მცირე ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია.
3. ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა

მუხლი 5. ადმინისტრაციის მართვა
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველი საბჭო, როემლიც შედეგბა 7 კაცისაგან;
2. საბჭოს წევრთა შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, რომელთაგან:
ა) 2 წევრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, 2 წევრს წარადგენს საქართველოს მთავრობა, 1 წევრს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო დანარჩენ 2 წევრს წარადგენენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი და ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი.

მუხლი 6. ადმინისტრაციის ფუნქციები
ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ბ) ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება, რაც უნდა ასახავდეს მონაცემებს მცირე ბიზნესის სფეროში მოცემულ პერიოდში:
3. ჩავარდნილი პროექტების შესახებ (დახურული საწარმოები)
9. გამოშვებული აქციების (ფასიანი ქაღალდების) შესახებ
მუხლი 10. დაფინანსების წყარო
დაკისრებულ ფუნქციათა სათანადოდ შესრულების მიზნით ადმინისტრაციას გადაეცემა სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა დაფინანსება.
მუხლი 14. ბიზნესის დაკრედიტება შუამავალი ბანკების მეშვეობით
2. Aადმინისტრაცია, მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მოზიდული სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების მიზნით, აცხადებს ტენდერს “სახელმწიფო შესყიდვების სესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ტენდერში მონაწილე სუბიექტებიდან იგი შეარჩევს 3 საუკეთესო წინადადებას, რომელთაგან პირველს გადაეცემა სახსრების 50 პროცენტი, ხოლო მეორესა და მესამეს 30 და 20 პროცენტის ოდენობით შესაბამისად. აღნიშნული ასიგნებების სულ მცირე 30 პროცენტი მიიმართება დამწყები საწარმოების დასაფინანსებლად, თუ ასეთი განაცხადები იქნება წარმოდგენილი.

თავი III
მუხლი 15. საქმიანობის ფორმები
1. საქმიანობის წარმართვისას ადმინისტრაცია:
ა) აქვეყნებს ინფორმაციას მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების, პროგრამების, ტენდერების, გამარჯვებული კომერციული ბანკებისა და სასწავლო კურსების შესახებ.
მუხლი 17. მცირე ბიზნესის დაბეგვრისა და ანგარიშგების სისტემა
მცირე ბიზნესის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის საგადასახადო კანონმდებლობით შესაძლებელია დადგინდეს დაბეგვრისა და ბუღალტრული ანგარიშგების გამარტივებული ნორმები.

დანრთი 3
მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია აშშ-ში
1953 წლის 30 ივლისს აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელმაც მცირე ბიზნესის დაახლოებით 20 მილიონ სესხს, სასესხო გარანტიასა და კონტრაქტს გაუწია დახმარება. მართალია ადმინისტრაცია ოფიციალურად 1953 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი მისია წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და წინ უძღოდა მთელი რიგი სააგენტოების შექმნა, რომლებიც ცდილობდნენ ბიზნესზე დიდი დეპრესიისა და II მსოფლიო ომის უარყოფითი გავლენის შემსუბუქებას. 1932 წელს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა შექმნა რეკონსტრუქციის ფინანსური კოპრორაცია (ღეცონსტრუცტიონ Fინანცე ჩორპორატიონ) დიდი დეპრესიის ფინანსური კრიზისის შესამსუბუიქებლად, მას მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის წინაპარს უწოდებენ, რომელიც ძირითადად დეპრესიისგან დაზარალებული ყველა ბიზნესისათვის ფედერალური სესხების პროგრამას წარმოადგენდა. უშუალოდ მცირე ბიზნესი აქტუალური გახდა II მსოფლიო ომის დროს, როდესაც მათ დიდ ინდუსტრიებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობა დაკარგეს. მცირე ბიზნესის დასახმარებლად 1942 წელს კონგრესმა ჩამოაყალიბა მცირე სამხედრო ქარხნების კორპორაცია, რომელიც კერძო საწარმოებს პირდაპირი სესხებით უზრუნველყოფდა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების დაწრმუნების გზით, რათა მცირე საწარმოებისთვის სესხები მიეცათ. მცირე სამხედრო ქარხნების კორპორაციამ მუშაობა ომის დამთავრების შემდეგ შეწყვიტა და ძალაუფლება რეკონსტრუქციის ფინანსური კორპორაციის ხელში გადავიდა, პარალელურად ვაჭრობის სამინისტროში მცირე ბიზნესის უწყება იღებდა გარკვეულ პასუხისმგებლობას მცირე ბიზნესის მიმართ, რომელიც მოგვიანებით მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მთავარი მახასიათებელი გახდა, დახმარება თავდაპირველად საგანმანათლებლო დონეზე ხდებოდა, რადგან ამერიკელებს სწამდათ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა მცირე ბიზნესის კრახს გამოიწვევდა, უწყება აქვეყნებდა ბროშურებს და შემოიღო კერძო მეწარმეების კონსულტაციები. კორეის ომის დროს კონგრესმა სხვა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელსაც თავდაცვის მცირე ქარხნების ადმინისტრაცია უწოდა, ამ უკანასკნელის საქმიანობა მისი წინამორბედი ორგანიზაციების ანალოგს წარმოადგენდა, 1952 წელს ეს ორგანიზაცია გაუქმდა და პრეზიდენტი ეიზენჰაუერი მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. 1953 წლის 30 ივლისს კონგრესმა შექმნა მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა “დახმარება, კონსულტაცია, დაცვა შესაძლებლობის ფარგლებში, მცირე ბიზნესის ინტერესების გატარება”. 1954 წლისათვის მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია ბიზნესს პირდაპირი სესხებით უზრუნველყოფდა და საბანკო სესხებში თავდებად უდგებოდა, ასევე ის იღებდა სესხებს ბუნებრივი კატასტროფის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად, მთავრობისგან ცდილობდა მოეპოვებინა კონტრაქტები და ბიზნესის მფლობელებს ეხმარებოდა მენეჯმენტით, ტექნიკური აღჭურვილობით და ტრენინგებით. 1958 წელს საინვესტიციო კომპანიის აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა მცირე ბიზნესის საინვესტიციო კომპანიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია გასცემდა ლიცენზიებს, არეგულირებდა და დახმარებას უწევდა კერძო საკუთრებაში მყოფ სარისკო კაპიტალით მოქმედ საინვესტიციო ფირმებისთვის ფონდების ჩამოყალიბებას. ფონდებს გრძელვადიანი სესხებით უნდა უზრუნველეყოთ მაღალრისკიანი მცირე ბიზნესები. ფონდები შეიქმნა ფედერალური რეზერვის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის დახმარებითაც ცხადი გახდა, რომ ტექნოლოგიური წინსვლისათვის ფეხის შესაწყობად მცირე ბიზნესს არ შეეძლო საჭირო სესხის მიღება. 1964 წელს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ სიღარიბეზე შეტევა თანაბარი შესაძლებლობების კრედიტის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რომლის მიხედვითაც სესხების მიღების პირობები გაიოლდა იმ მსურველებისათვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ. უკანასკნელი 47 წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს, მისი პროგრამები ახლა ფინანსურ და ფედერალურ დონეზე დახმარებას, სამენეჯნმენტო, ქალებისთვის, უმცირესობებისთვის და სამხედრო ვეტერანებისთვის სოციალურ დახმარებებს ითვალისწინებს, აგრეთვე პროგრამებით გათვალისწინებულია ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულთა სესხები და საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონსულტაციები, ამიტომ ის მთავრობისთვის ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე შემოსავლიანი ინსტიტუტი ეკონომიკური განვითარებისათვის. ადმინისტრაციის ბიზნეს სესხების პორტფელი 219, 000 სესხს მოიცავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 45 მლრდ. დოლარია და აშშ-ის ბიზნესისათვის უმსხვილეს მხარდაჭერს წარმოადგენს. 1958 წლის შემდეგ მცირე ბიზნესის ადმინისტრაციამ 30 მლრდ. დოლარზე მეტი მცირე ბიზნესს განვითარებისთვის გადასცა.