საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

27 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც 2014 წელს საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს შეეხო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში 2014 წელს უმუშევრობის დონემ 12.4% შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (14.6%) შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე ასევე გაიზარდა და 58.3% შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (56.6%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე და დასაქმების ყველაზე მაღალი დონე ბოლო 11 წლის მანძილზე.დასაქმებულთა რაოდენობამ 1,745.2 ათასი კაცი, შეადგინა, რაც 1,9% (33.1 ათასი კაცით) მეტია 2013 წლის მონაცემთან შედარებით.

მათ შორის: • დაქირავებულთა რაოდენობამ 692,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც 5,2%-ით (34.0 ათასი კაცი) მეტია 2013 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში მცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა წილი. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ქალაქად და სოფლად, ქალაქში უმუშევრობის დონე წინა წლის შედარებით შემცირდა 3.5 პროცენტული პუნქტით 2013 წელსთან შედარებით. დასაქმების დონემ 44.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (43.1%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. რაც შეეხება სოფელს, სოფლად უმუშევრობის დონემ 5.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან (6.5%) შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. დასაქმების დონემ 70.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (69.2%) 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიმართულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისაკენ. ირმა ქავთარაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რომლის შედეგადაც სოფლად უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელთან შედარებით 8.2%-იანი კლებაა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაში, ხოლო 3%-იანი ზრდაა კერძო სექტორში, ხოლო 2010 წელთან შედარებით – სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.1%-ით (34.6 ათასი), არასახელმწიფოში – გაიზარდა 11.3%-ით (151.6 ათასი).სულ დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წელს 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 7.2% (117,1 ათასი კაცი) და შეადგინა 1,745.2 ათასი კაცი.2013 წელთან შედარებით დასაქმების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობა 10.5 ათასი კაცი (20.5%), „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ 10.8 ათასი კაცით (13.6%) და “განათლება” 9.8 ათასი კაცით (7.3%) სექციებში. აგრეთვე, ტრადიციულად დასაქმებულთა 50-ზე მეტი „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა, თევზჭერა, მეთევზეობა“ სექციაში არის დასაქმებული (2013 და 2014 წლებში შესაბამისად 51.8% და 50.9%), შემდეგ მოდის „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და „განათლება“ სექციები, შესაბამისად 9.5% და 8.2%. ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს დასაქმების საკითხს. „ჩვენ ოქტომბერში ჩავატარებთ ფორუმს გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ეს იქნება რეგიონული ფორუმი. ამასთან, ფორუმის ერთი დღე დაეთმობა საქართველოში დასაქმების გაუმჯობესების საკითხს“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
27 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც 2014 წელს საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს შეეხო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში 2014 წელს უმუშევრობის დონემ 12.4% შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (14.6%) შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე ასევე გაიზარდა და 58.3% შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (56.6%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე და დასაქმების ყველაზე მაღალი დონე ბოლო 11 წლის მანძილზე.

დასაქმებულთა რაოდენობამ 1,745.2 ათასი კაცი, შეადგინა, რაც 1,9% (33.1 ათასი კაცით) მეტია 2013 წლის მონაცემთან შედარებით. მათ შორის:
დაქირავებულთა რაოდენობამ 692,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც 5,2%-ით (34.0 ათასი კაცი) მეტია 2013 წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში მცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა წილი.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ქალაქად და სოფლად, ქალაქში უმუშევრობის დონე წინა წლის შედარებით შემცირდა 3.5 პროცენტული პუნქტით 2013 წელსთან შედარებით. დასაქმების დონემ 44.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (43.1%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. რაც შეეხება სოფელს, სოფლად უმუშევრობის დონემ 5.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან (6.5%) შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. დასაქმების დონემ 70.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (69.2%) 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიმართულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისაკენ. ირმა ქავთარაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რომლის შედეგადაც სოფლად უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელთან შედარებით 8.2%-იანი კლებაა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაში, ხოლო 3%-იანი ზრდაა კერძო სექტორში, ხოლო 2010 წელთან შედარებით – სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.1%-ით (34.6 ათასი), არასახელმწიფოში – გაიზარდა 11.3%-ით (151.6 ათასი).

სულ დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წელს 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 7.2% (117,1 ათასი კაცი) და შეადგინა 1,745.2 ათასი კაცი.

2013 წელთან შედარებით დასაქმების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობა 10.5 ათასი კაცი (20.5%), „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ 10.8 ათასი კაცით (13.6%) და “განათლება” 9.8 ათასი კაცით (7.3%) სექციებში. აგრეთვე, ტრადიციულად დასაქმებულთა 50-ზე მეტი „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა, თევზჭერა, მეთევზეობა“ სექციაში არის დასაქმებული (2013 და 2014 წლებში შესაბამისად 51.8% და 50.9%), შემდეგ მოდის „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და „განათლება“ სექციები, შესაბამისად 9.5% და 8.2%.

ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს დასაქმების საკითხს. „ჩვენ ოქტომბერში ჩავატარებთ ფორუმს გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ეს იქნება რეგიონული ფორუმი. ამასთან, ფორუმის ერთი დღე დაეთმობა საქართველოში დასაქმების გაუმჯობესების საკითხს“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial