ენერგეტიკულმა კომპანიებმა მუშაობის ანგარიში წარადგინეს

2015 წლის 20 ნოემბერს ენერგეტიკულმა კომპანიებმა ანგარიში წარუდგინეს ენერგეტიკის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორს, დარგის ექსპერტებს, სტუდენტებსა და მედიას. შეხვედრას დაესწრო ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემამ“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“, „ენერგო -პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა“ წარადგინეს 2014-2015 წლებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს სარეაბილიტაციო სამუშაობსა და სამომავლო გეგმებზე.
„თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ისაუბრა კომპანიის მიერ ქსელში განხორციელებულ სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ კომპანია მოახლოებულ ზამთარს მომზადებული ხვდება.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. განაცხადა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გატარდა აქამდე და რა ღონისძიებები იგეგმება მომავალში.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ღონისძიებები, რომლებმაც შეამცირეს ავარიების რაოდენობა. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც ეხება არსებულ ქვესადგურებსა და ხაზების გაუმჯობესებას.“

პრეზენტაციის შესახებ ისაუბრა კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ. მისი განცხადებით, კომპანია მოახლოებულ ზამთარს მომზადებული ხვდება.
„ჩვენ ძირითადი ავარიული კერები გამანაწილებელი ქსელის უკვე აღმოფხვრილი გვაქვს, რაც უშუალოდ იყო მიზეზი იმისა,რომ ქსელში ხდებოდა ტექნიკური ინცინდენტები. ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტი არ გვექნება და ვპირდებით მოქალაქეებს რომ ელექტროენერგიის მიწოდება კახეთში იქნება სტაბილური, საიმედო.“

კონფერენციის ბოლოს კომენტარი გააკეთა ენერგო-პრო ჯარჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. მისი თქმით, მომავალში ტარიფებზე ფასის ზრდა ან შემცირება არ იგეგმება.

„წარმოვადგინეთ ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული და მოსამზადებელი სამუშაოები ზამთრისთვის. გარკვეული ხარვეზებია მაშინ ,როცა ძალიან რთულდება მეტეოროლოგიური მგდომარეობა ქვეყანაში, თუმცა, დავაფიქსირეთ მაქსიმალური მზაობა და ოპერატიული რეაგირება ავარიებზე“ – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
შეხვედრა შეაჯამა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა.

„სარეაბილიტაციო ღონისძიებები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპანიაში.ეს ღონისძიებები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მოვხერხებთ პრობლემის სრულ აღმოფხვრას.ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგის გათიშვა მოსახლეობამ არ უნდა იგრძნოს.ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს სახელმწიფო სისტემა.ვფიქრობ, მთლიანობაში კარგ შედეგს მივიღებთ“-აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი