რის წაკითხვას გვირჩევენ გავლენიანი ადამიანები – 2015 წლის ბესტსელერები

რომელი წიგნია საერთო ინგლისის ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, Goldman Sachs-ის მმართველის და ჩილეს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სიაში?

წიგნი, რომელიც მათ 2015 წლის წიგნებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს არის ფედის ყოფილი ხელმძღვანელის ბენ ბერნანკეს „The Courage to Act“, რომელიც 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის მოვლენებს ეხება.

გარდა ბერნანკეს ბესტსელერისა ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა სფეროს ცნობილი და გავლენიანი ადამიანების რჩეული წიგნების სია მათი შეფასებებით. მათ შორის არიან აშშ-ს ყოფილი სახაზინო მდივანი ლერი სამერსი, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და სხვა ცნობილი პიროვნებები.

 

Abby Joseph Cohen

Senior U.S. investment strategist, Goldman Sach-ის საინვესტიციო მენეჯერი

The Courage to Act
ავტორი: Ben Bernanke

ბერნანკე

 

„ეს არის, უბრალოდ, სავალდებულო საკითხავი.“

 

 

 

 

 

A Beautiful Question: Finding Nature’s Deep Design
ავტორი: Frank Wilczek
18
„წიგნი მეცნიერებისა და მისი როლის შესახებ ბუნებაში, ხელოვნებასა და ადამიანურ გამოცდილებაში. წიგნის ავტორი ნობელიანტია, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას“.

Timothy Adams

Institute of International Finance-ის უფროსი აღმასრულებელი ხელმძღვანელი

Rise of the Robots
ავტორი: Martin Ford
1
„ეს წიგნი არის რეკომენდირებული სახელმძღვანელო IIF-ის თანამშრომლებისთვის. ფორდის ანალიზი კარგ სურათს გვაძლევს იმისას, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები (რობოტები, ავტომატიზებული სწავლება და სხვა) დასაქმების ბაზარს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს და შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილებას.“

 

 

The Buried Giant
ავტორი: Kazuo Ishiguro
2
“ბელეტრისტიკის კატეგორიაში ეს წიგნი ჩემი რჩეულია. სადაც კარგადაა ნაჩვენები საქსონების შეჭრა და ძალადობრივი ასიმილაცია პოსტ-რომაულ ბრიტანეთში“.

 

 

 

Benjamin Netanyahu

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

World Order
ავტორი: Henry Kissinger

3

„თანამედროვე ისტორია, რომელიც გვეხმარება არსებული კონვულსიების გაგებაში“.

 

 

 

 

Exponential Organizations
ავტორები: Salim Ismail, Michael S. Malone, Yuri Van Geest

4

„ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოახდინოს ტექნოლოგიებმა და მოხალისეობრივმა საწყისებმა ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.“

 

 

 

 

Lawrence Summers

ეკონომისტი, აშშ-ს ყოფილი სახაზინო მდივანი

Universal Man: The Seven Lives of John Maynard Keynes
ავტორი: Richard Davenport-Hines

5

 

„ეს არის მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის პორტრეტი, რომლის მსგავსიც დღეს არ გვყავს“.

 

 

 

Anat R. Admati

Stanford Graduate School of Business-ის ფინანსებისა და ეკონომიკის პროფესორი

Swimming With Sharks: My Journey Into the World of the Bankers
ავტორი: Joris Luyendijk

6„წიგნი არის იმ არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო ინტერვიუების შედეგი, რომელიც ჩაატარა საგამოძიებო ჟურნალისტმა Joris Luyendijk-მა ფინანსური სისტემის წარმომადგენლებთან ლონდონში. მან გამოიკვლია სამსახურებში არსებული რეალობა, გავრცელებული პრაქტიკა, დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ და სხვა. და მივიდა საგანგაშო დასკვნამდე, რომ „ეს არის სუფთა ბრძოლის არენა“. ავტორი წიგნში აღნიშნავს, რომ, არავინ, მათ შორის არც ის პოლიტიკის გამტარებლები, რომლებიც ადგენენ წესებს, არ ღელავენ იმაზე, თუ როგორია მათი კოლექტივის გავლენა საზოგადოებაზე“.

 

Other People’s Money: The Real Business of Finance
ავტორი: John Kay

7„ეს არის წიგნი თანამედროვე ფინანსური სისტემის მარცხზე, ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე და რეალურ ფინანსურ ბიზნესზე. იმ წესებისა და რეგულაციების კრახზე, რომელიც რეალურად აზიანებს საზოგადოებას. ამასთანავე, წიგნში ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წესები ვერ შეიცვლება მანამ, სანამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ გააცნობიერებს უკეთესის საჭიროებას და ეს არ გახდება საყოველთაო მოთხოვნა. წიგნის მიხედვით, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა.“

 

 

A. Scott Anderson

Zions Bank-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი

In This Together
ავტორი: Ann Romney
8„შეიძლება ბევრ ბიზნესსკოლას და მენეჯერს ეს წიგნი არ აქვს აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. ჩვენ ამ წიგნს ხშირად ვიყენებთ ბიზნესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ – რეგულირების გაზრდილი წესები, ძვირადღირებული შესაბამისობის და კაპიტალის გაზრდილი მოთხოვნები. შედეგად მივიღეთ უფრო დაბალი გამომუშავება, აქტივებიდან და კაპიტალიდან უფრო მცირე შემოსავალი. წიგნში დასმულია საკითხი, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ გამოწვევას და გვაძლევს პასუხს: ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ. ჩვენ ამას რწმენით ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ მათი ღირებულების ჯაჭვის შექმნით, ვისაც ვემსახურებით (მომხმარებლები) და მათი ღირებულებების გათვალისწინებითაც, ვინც დაგვიქირავა (აქციონერები). წიგნი აქცენტს აკეთებს ინდივიდის მნიშვნელობაზე როგორც მთლიანი გუნდის ნაწილზე.“

What Do You Do With an Idea?
ავტორი: Kobi Yamada
ილუსტრაციები: Mae Besom
9„მართალია, წიგნი დაწერილია ბავშვებისთვის, მაგრამ ის შეიცავს მესიჯებს ბიზნეს აღმასრულებლებისთვის, რომელთაც სურთ ინოვაციებისა და კრეატიულობის წახალისება თანამშრომლებში, და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ახალი იდეები და ტექნოლოგიები ბიზნესის განვითარებისთვის. რას უშვრებით ახალ იდეას? წიგნში მოცემულია გზები, თუ როგორ განივითაროთ საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა, ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების და განახორციელოთ ახალი იდეები, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის. მე ხშირად ვუკითხავ ამ წიგნს შვილიშვილებს და ვურჩევ ჩემს თანამშრომლებსაც წაიკითხონ ის“.

 

Dominic Barton

McKinse-ის გლობალური მენეჯმენტის დირექტორი

History’s People: Personalities and the Past
ავტორი: Margaret MacMillan
10

„წიგნი მოგვითხრობს ისტორიული პიროვნებების შერჩევის ეტაპებზე. ვინ შეცვალა ისტორია, როგორ ყალიბდებიან გავლენიანი ფიგურები და ვინ დგას მათ უკან.“

 

 

 

The Silk Roads
ავტორი: Peter Frankopan
11
„მასში მოცემულია აბრეშუმის გზის ისტორი, რეგიონის ფართო ისტორიასთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული კუთხით მსოფლიოსთვის“.

 

 

 

Ian Bremmer

Founder, Eurasia Group-ის დამფუძნებელი

Superforecasting: The Art and Science of Prediction
ავტორები: Philip E. Tetlock და Dan Gardner
12
„ეს არის სახელმძღვანელო გადაწყვეტილებების მიღებისა და მომავლის დაგეგმვის შესახებ“.

 

 

 

Ghost Fleet
ავტორები: P.W. Singer და August Cole
13
„ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყველაფერი მგრძნობიარე და მერყევია, წიგნი „გვაბრუნებს მომავალში“ და გვაჩვენებს თუ როგორ მოვახდინოთ ბილ კლინტონის პარაფრაზი. ციფრულ სამყაროში არაფერი არსებობს გამოუსწორებელი რისი შეცვლაც იმავე ციფრულ სამყაროს არ შეუძლია.

 

The New Tsar: The Rise and Reign of Vladimir Putin
ავტორი: Steven Lee Myers
14
„ახალი მეფე: პუტინის გზა და ძალაუფლების ნელ-ნელა ზრდა. ავორი გვიჩვენებს თუ როგორ იქცა ვლადიმერ პუტინი ვლადიმერ პუტინად. როგორ შეცვალა პუტინმა და მისმა გარემოცვამ დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.“

 

 

James Chanos

Kynikos Associate-ს დამფუძნებელი

The Silk Road: A New History
ავტორი: Valerie Hansen
15
„ეს არის კარგად დოკუმენტირებული, ფართო ისტორიულ წიაღსვლებზე დაფუძნებული ცნობილი სავაჭრო გზის ისტორია – ამავე დროს გასაოცარი აღმოჩენებით. წიგნი განსაკუთრებით მნიშვნეოვანია ახლა, რადგან ჩინეთი აქტიურად ცდილობს ისტორიული გზის აღდგენას.“

 

 

A World Lit Only by Fire
ავტორი: William Manchester
16
„როგორ გამოვიდა დასავლეთი შუა საუკუნეებიდან, ტრაგედიებითა და სირთულეებით. ეს არის რენესანსის, რეფორმების და ახალი აღმოჩენების ხანა“.

 

 

 

Vítor Constâncio

European Central Bank-ის ვიცე პრეზიდენტი

Economics Rules
ავტორი: Dani Rodrik
19
„წიგნი არის კარგი მცდელობა წარმოაჩინოს ეკონომიკა არა როგორც უკიდეგანო მეცნიერება უნივერსალური კანონებისა და იდეების მოდელების შესახებ, არამედ როგორც ხელოვნება, აირჩიო საჭირო მოდელი კონკრეტულ დროს კონკრეტულ პირობებში კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად“.
Between Debt and the Devil
ავტორი: Adair Turner
20
„წინააღმდეგობრივი მაგრამ ლოგიკური წიგნი სისტემის შესახებ, რომელმაც დიდ რეცესიამდე მიგვიყვანა: გადაჭარბებული დაფინანსება; ზედმეტი დავალიანებები. წიგნი გვივენებს იმას თუ არტომ არ არის ყიველთვის კარგი ზედმეტი და სულ უფრო მეტი დაფინანსება“.

 

 

Mervyn King

ინგლისის ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი

The Maisky Diaries
რედაქტორი: Gabriel Gorodetsky
21
„იმ ადამიანის დღიური, ვინც მართალია არ იყო გადაწყვეტილებების მიმღები მაგრამ იყო საქმის კურსში და იმ მოვლენების შუაგულში რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ვითარდებოდა. Maisky იყო საბჭოთა კავშირის ელჩი ლონდონში.“

 

 

The Courage to Act
ავტორი: Ben Bernanke
ბერნანკე
„ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელის მოგონებები და 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის ისტორია, მისი პირადი გამოცდილებიდან. ბერნანკე დაწვრილებით ხსნის ფედის ამა თუ იმ ნაბიჯს მისი ხელმძღვანელბის დროს“.

 

 

Alex Lebenthal

Lebenthal Holdings-ის უფროსი აღმასრულებელი ხელმძღვანელი

The Power of Being Yourself
ავტორი: Joe Plumeri
25„წიგნის ავტორი, რომელსაც ძალიან მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსურ სფეროში, გვიყვება საკუთარი ცხოვრების შესახებ. წიგნი ძალიან საინტერესო და განმაცვიფრებელია, რადგან ავტორის ცხოვრება იყო საინტერესო, რომელმაც ძალიან ბევრ წარმატებულ კომპანიას ჩაუყარა საფუძველი Wall Street-ზე. მისი გამოცდილება ბევრისთვის მაგალითის მიმცემი შეიძლება იყოს“.

Joe LaVorgna

Deutsche Bank-ის უფროსი ეკონომისტი

Superforecasting: The Art and Science of Prediction
ავტორები: Philip E. Tetlock და Dan Gardner
12
„წიგნი გვიჩვენებს რომ შეიძლება ინფორმაციის მიღება ძალიან ბევრი სხვადასხვა წყაროდან. ინფორმაცია და ცოდნა ჩვენ გარშემო ყველგანაა და ის არ მოდის მხოლოდ ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან“.

 

 

Terry Lundgren

Macy’s-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი

How Google Works
ავტორები: Eric Schmidt და Jonathan Rosenberg
26
„ერთერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც 2015 წელს წავიკითხე.“

Mike Mayo

Wall Street-ის ვეტერანი ანალიტიკოსი CLSA-ში

Creativity, Inc.
ავტორი: Ed Catmull
27
„ ეს არის ისტორია Pixar-ის წარმატების შესახებ. წიგნი ახსენებს მენეჯერებს თუ რა არის მნიშვნელოვანი ბიზნესის მართვის დროს.“

 

 

 

Ewald Nowotny

European Central Bank-ის მმართველი საბჭოს წევრი

The Courage to Act
ავტორი: Ben Bernanke
ბერნანკე
„ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი ჩემთვის, რადგან პირად გამოცდილებებსა და პრობლემურ საკითხებს შორის პარალელებს ვავლებ“.

 

 

 

Lords of Finance
ავტორი: Liaquat Ahamed

29
„წიგნი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შესახებ. კარგი საწინააღმდეგო საშუალება ქედმაღალი ცენტრალური ბანკების წინააღმდეგ.“

 

 

 

 

Ruchir Sharma

Morgan Stanley Investment Managemen-ს განვითარებადი ბაზრების მენეჯერი

Skyfaring: A Journey With a Pilot
ავტორი: Mark Vanhoenacker
30
„მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ფრენებს განიხილავს როგორც სამუშაოს ნაწილს და არა როგორც გართობას. ამიტომ ეს წიგნი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ავტორი ბევრ ისეთ საკითხზე გვაფიქრებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია და შეიძლება ყურადღება არ მიუქცევია, წიგნი გვასწავლის როგორ გავერთოთ დედამიწიდან რამდენიმე ათას მეტრს ზემოთ“.

 

Napoleon: A Life
ავტორი: Andrew Roberts
31
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული პიროვნება, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით ბრიტანელი ავტორების მიერ იმპერიალისტად არის წარმოჩენილი. მაგრამ ასევე ბრიტანელმა ავტორმა Roberts-მა ნაპოლეონი სხვა თვალით დაგვანახა“.

 

 

 

Rodrigo Vergara

Central Bank of Chile-ის პრეზიდენტი

 

The Courage to Act
ავტორი: Ben Bernanke

ბერნანკე„შესანიძნავი წიგნი თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი მოვლენის 2007-09 ფინანსური კრიზისის შესახებ. ფედის ხელმძღვანელი 2006-2014 წლებში ამ მოვლენების ეპიცენტრში იყო. მიუხედავად დიდი დებატებისა, მე ვფიქრობ, რომ ბერნანკეს პოლიტიკა სწორი იყო და მან ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკა გადაარჩინა, ამაში მას წარსული კვლევები დაეხმარა, როდესაც ბერნანკე დიდი დეპრესიის პერიოდს შეისწავლიდა“.

 

 

 Ed Yardeni

Yardeni Research-ის პრეზიდენტი

The Courage to Act
ავტორი: Ben Bernanke
ბერნანკე
„ეს არის ძალიან სასრგებლო მოგონებები,რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ. წიგნი ძალიან მარტივი და გასაგები ენით გადმოგვცემს იმ მოვლენებს, რომელიც რთულად აღსაწერი და გასაგებია ბევრისთვის“.

 

 

 

 

The Courage To Act – A Memoir of a Crisis and Its Aftermath

როგორც ვხედავთ, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბენ ბერნანკეს წიგნი. უფრო დაწვრილებით გავეცნოთ მას.

ბენ ბერნანკეს მემუარებს ჯერ მელანი არ შეშრობია, მასზე კი უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. წიგნმა „The Courage To Act – A Memoir of a Crisis and Its Aftermath“ წიგნების მაღაზიებში ბესტსელერების თაროებზე უკვე დაიკავა ადგილი.

The Courage To Act წარმოადგენს ბენ ბერნანკეს მოგონებებს, იმის აღწერას, თუ როგორ მუშაობს ინსტიტუტი, რომლის გადაწყვეტილებებზეც მთელი მსოფლიოს ბედია დამოკიდებული. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გავიგოთ თუ რა დგას ყოველი იმ ნაბიჯის უკან, რომელსაც მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკები თუ მთავრობები, ფინანსური ბაზრები და მისი მონაწილეები, ინვესტორები თუ პოლიტიკოსები ხშირად მოუთმენლად ელიან.

გაინტერესებთ რა მოხდა ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის კომიტეტის სხდომაზე 2008 წლის 5 აგვისტოს, რომელსაც მალე ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრება მოყვა? ან სხვა მოვლენების დროს 2006-2014 წლებში, როდესაც ბერნანკე ფედის ხელმძღვანელი იყო? ეს წიგნი ამ ინტერესის დაკმაყოფილების კარგი საშუალებაა. ის დეტალურად გვაცნობს, თუ როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება ძალიან საინტერესო პერიოდში ფინანსური კრიზისის დროს, მისი შედეგების ლიკვიდაციისა და მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

„როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, მე მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი, ჩვენ უნდა გვეპასუხა იმ გამოწვევებზე, რომელიც გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მოიტანა და იმ ღრმა რეცესიაზე, რომელიც მას მოყვა. ჩემი წიგნი იმ პერიოდის დრამატულ მოვლენებს ასახავს“ – წერს ბერნანკე.

ეს წიგნი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ბერნანკე მართვის „გამჭვირვალე“ სტილის მომხრეა. თუ მისმა წინამორბედმა, ალან გრინსპენმა მისტერიული იმიჯი შეიქმნა და უფრო მეტად მითიურ პერსონაჟს გავდა, ბერნანკემ პოლიტიკა შეცვალა, ის წელიწადში 4-ჯერ აწყობდა კონფერენციებს და საჯაროდაც ხშირად ჩნდებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მემუარები კიდევ ერთი მცდელობაა, ფართო მასებს გააცნოს გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული მთელი სირთულეები და მკითხველი ჩაახედოს ფედერალური სარეზერვო სისტემის შიდა სამზარეულოში. მაგალითად, ერთ-ერთ ნაწილში ბერნანკე იხსენებს, როგორ სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტმა დაესახელებინა მისი შემცვლელის კანდიდატურა ფედის ხელმძღვანელის პოსტზე, რომელსაც ბერნანკე მხარს უჭერდა „მაგრამ ჩემი აზრის გამოთქმა, რომელიმე კანდიდატზე იქნებოდა ოპოზიციაში ყოფნა სხვა კანდიდატების მიმართ“ წერს ბერნანკე.

ბერნანკე არც მწვავე განცხადებებს ერიდება. ის ხშირად აკრიტიკებს კონგრესის ქმედებებს ან უმოქმედობას, ასევე ირონიულს უწოდებს ალან გრინსპენის მემუარების სახელწოდებას The Age Of Turbulence (უწესრიგობის ხანა) – „გინდათ რეალურად ნახოთ რა არის უწესრიგობა? მე ამას გაჩვენებთ“ – წერს ბერნანკე. თუმცა ბევრი კრიტიკოსი მისი მემუარების სახელწოდებასაც ირონიულად მიიჩნევს – The Courage To Act (გაბედული ქმედება)- რადგან ბერნანკეს ედავებიან იმას, რომ ის რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ იღებდა ან მათ მიღებას ხშირად აჭიანურებდა.

Ben-S-Barnake-_new-website_700x430_FINAL-800x450თუმცა ამაზე მას პასუხი აქვს. კანონის მიხედვით, როგორც ბერნანკე ხშირად აღნიშნავს, ფედს ჰქონდა „ორმაგი მანდატი“: სამუშაო ადგილების დაცვა და ვალუტის სტაბილურობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალურად გაზრდა და ინფლაციის მინიმიზირება. ეს ორი მიზანი არსებითად ერთმანეთის საწინააღმდეგოა და ფედს ბევრი ბერკეტი არ რჩებოდა ორივე მაჩვენებლის მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. წიგნში მოცემულია დეტალური ახსნა, თითოეული კრიზისისა რომელთა წინაშეც ბერნანკესა და მის გუნდს მოუხდათ შეჭიდება 2008 წელს Bear Stearns-ის გაკოტრებიდან დაწყებული, საბერძნეთისა და ევროს კრიზისით დამთავრებული, რომელიც დღესაც გრძელდება. თითოეული ქეისის შემთხვევაში, ბერნანკე გამოკვეთს პრობლემის არსს, მისი წარმოშობის მიზეზებს, განიხილავს სხვადასხვა გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებს და ბოლოს მოგვითხრობს, როგორ და რა გადაწყვეტილება მიიღო ფედმა – ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები კომპრომისს მოითხოვდა, რომელსაც მხარს ბერნანკეც უჭერდა, „რადგან ის საკითხის ყველა მხარეს ეცნობოდა“.

თუმცა ბერნანკე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ გადმოსახედიდან, ფედს უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგალითად გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ არ შეემცირებინათ საპროცენტო განაკვეთი 2008 წლის სექტემბერში Lehman Brothers-ის გაკოტრების შემდეგ, ბერნანკეს აზრით, იყო შეცდომა.

„ყველა კრიზისის დროს, არიან ისინი ვინც მოქმედებენ და ისინი, ვისაც მოქმედების ეშინია“ – ბენ ბერნანკე.

მრავალფეროვან ეკონომიკურ ლიტერატურას კიდევ ერთი გამოცემა შეემატა, რომელიც ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც ბერნანკეს პოლიტიკის მოწინააღმდეგეებისთვის, ასევე მისი მომხრეებისთვის.

მოამზადა: მაკა ღანიაშვილმა
წყარო: www.bloomberg.com