„საქართველოს ეკონომისტი“ 100 წლისაა
2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ჟურნალ „ეკონომიკის“ ორგანიზებით გაიმართება ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.
ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ რედაქცია ულოცავს კოლეგებს „საქართველოს ეკონომისტის“ 100 წლის იუბილეს.