საქართველოს ენერგოსისტემის პარალელური მუშაობის აუცილებლობის თავისებურებები მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან მიმართებაში
ნ. სამსონია, ნ. გიორგიშვილი.
თანამედროვე ენერგოსისტემებისა და გაერთიანებების ეფექტიანი და სიცოცხლისუნარიანი მუშაობა არის მათი ფუნქციობის ხარისხის ძირითადი მახასიათებელი. ელექტროსადგურების პარალელური მუშაობის ცნობილი უპირატესობები ბიძგის მიმცემი გახდა იმისა, რომ შეიქმნას სულ უფრო მძლავრი ენერგოსისტემები, გაფართოვდეს მათი საზღვრები, წარმოიქმნას ნაციონალური ენერგოსისტემა და სახელმწიფოთაშორისი ენერგოგაერთიანებები.
კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამიერკავკასიის ქვეყნების, რუსეთისა და თურქეთის ენერგოსისტემების ინტეგრირების გეგმას, ბისეკის ქვეყნებზე გასვლის პერსპექტივით, რომლის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოდან და საქართველოს გავლით რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში 2,5-5,0 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიის გადაცემა.
ჯერ კიდევ 1997 წლის იანვარში ქ. თბილისში შედგა საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკურ ურთიერთობათა კომისიის სხდომა, სადაც მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი დაინტერესება ამ ქვეყნებს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზის მშენებლობით. იმავე წლის 13 თებერვალს ქ. ბაქოში Aაზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობათა მეთაურების მიერ ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომელიც ითვალისწინებდა ორი ქვეყნის ენერგოსისტემების ერთობლივ მუშაობას მესამე ქვეყანაზე გასვლით. მესამე ქვეყნად მოიაზრებოდა თურქეთი.
პროექტით გათვალისწინებულ ობიექტთა ექსპლუატაციაში გაშვებას საქართველოსა და მისი ენერგოსისტემისათვის უდიდესი ტექნიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. Pპარალელური მუშაობის აუცილებლობა მეზობელ ენერგოსისტემებთან უფრო ნათელი ხდება შემდეგი მონაცემების გაანალიზების საფუძველზე:
1. რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის ძირითადი ჰესები განლაგებულია დაღესტნის ენერგოსისტემაში, სადაც პიკური სიმძლავრე 2000 მვტ-ს აღემატება. დღეის მდგომარეობით დაღესტნიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი ელექტროგადაცემის ხაზები ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოსულია მწყობრიდან და შემოვლითი გზით დაღესტნის ენერგოსისტემის მიერთება რუსეთის ერთიან ენერგოსისტემასთან უახლოეს მომავალში განხორციელდება. რუსეთის ენერგოსისტემის სამხრეთი ნაწილი განიცდის პიკური ენერგიისა და სიმძლავრის მწვავე დეფიციტს.
2. აზერბაიჯანის ენერგოსისტემის თავისებურება ისაა, რომ მისი სიმძლავრეები განლაგებულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ხოლო ძირითადი მოხმარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, რის გამოც რეგიონთან თავისუფალი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გაცვლა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას მხოლოდ საქართველოს ენერგოსისტემით შეუძლია. Aაზერბაიჯანის ენერგოსისტემაც დეფიციტურია პიკური სიმძლავრისა და ენერგიის მიხედვით.
3. სომხეთის ენერგოსისტემის თავისებურებაა ის, რომ იგი მუშაობს მარეგულირებელი ჰესების მცირე სიმძლავრეებით და სიხშირის რეგულირება უხდება თბოსადგურების მეშვეობით. ერთი გარემოება რაც ართულებს საქართველოს ენერგოსისტემის სომხეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ მუშაობას არის ის, რომ ძირითადი დატვირთვა სომხეთის ენერგოსისტემაში აეს-ზე მოდის (60%-ზე მეტი), რომლის ტექნოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე, აუცილებელია სტანდარტული სიხშირის სტაბილური დაცვა.
4. თურქეთის ენერგოსისტემის ჩრდილოეთი ნაწილი მწვავედ დეფიციტურია და მისი შევსება პარალელური მუშაობის პირობებში შეიძლება განხორციელდეს ამ რეგიონში 400……. 500 მვტ სიმძლავრის მომხმარებლების ჩიხური რეჟიმის გამოყოფით. Uუახლოეს 20-25 წლის განმავლობაში აღნიშნული დეფიციტის დაფარვა შესაძლებელია ჩვენი სისტემის მეშვეობით.
5. საქართველოს ენერგოსისტემის გეოგრაფიული განლაგება ხელსაყრელ პირობებს ქმნის რეგიონში დომინანტური პოზიციების დაკავებისათვის, რასაც ხელს უწყობს მისი სიმძლავრის სტრუქტურაც, კერძოდ, სისტემის სიმძლავრის 60%-ზე მეტს პიკური სიმძლავრე შეადგენს, რაც საქართველოს ენერგოსისტემას მობილურს და ტრანზიტისათვის ხელსაყრელს ხდის
თურქეთში ელექტროენერგიის გადაცემის პროექტი ითვალისწინებს შემდეგი ენერგოობიექტების მშენებლობას:
საქართველოს ტერიტორიაზე:
1. 500/400კვ ახალციხის ქვესადგურის მშენებლობა 3&ლოწასტ;150=450მვა.
2. “თბილრესი – სამხრეთ საქართველო – ზესტაფონი” ეგხ-ის ახალციხის ქვესადგურში შესვლა – გამოსვლის (“საყრდენი #711 ახალციხე” და “ახალციხე – საყრდენი #713”) მშენებლობა 2&ლოწასტ; 15 კმ.
3. “ახალციხე – თურქეთის საზღვარი” 400კვ ეგხ-ის მშენებლობა – 54კმ.
4. თბილსრესში და ზესტაფონის ქვესადგურებში 500კვ შესაბამისი უჯრედების მშენებლობა-მონტაჟი.
თურქეთის ტერიტორიაზე:
1. “საქართველოს საზღვარი – ყარსი” 400კვ ეგხ-ის მშენებლობა – 75კმ.
2. 400/154 კვ ავტოტრანსფორმატორების მონტაჟი ყარსის ქვესადგურზე – 2&ლოწასტ; 15 მვ-ა.
3. 400კვ “ყარსი – ჰორასანი” ეგზ-ის მშენებლობა – 100 კმ.
აღნიშნული ენერგოობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და 2-3 წელიწადში დასრულებული სახე მიიღოს. უნდა აღინიშნოს გაერთიანებული ენერგოსისტემების პარალელურად მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებლის უპირატესობა ავტონომიური რეჟიმით მომუშავე ენერგოსისტემასთან შედარებით. ესაა დატვირთვის მაქსიმუმის არაერთდროულობა როგორც სიდიდით, ასევე დროის მიხედვით. Aამას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ენერგოსისტემისათვის, რადგან პარალელური მუშაობის შემთხვევაში ჩვენს ენერგოსისტემას აქვს საშუალება, გასცეს 1000 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის პიკური ენერგია, რომელიც ღირებულებით 3-ჯერ აღემატება ბაზისურ ენერგიას. Gგადადინების (გაცემა-მიღების) ხარჯზე კი იქმნება სათბობის ხარჯვის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა (ჩატარებული გამოკვლევებით ეკონომიის სიდიდე აღემატება 30%-ს.). ასევე, მაქსიმუმის სხვაობა დროში შეამცირებს ენერგოგაერთიანების საერთო მაქსიმუმს, რაც, შესაბამისად, გაზრდის სიმძლავრის საერთო რეზერვს და გააუმჯობესებს ავარიულ სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესაძლებლობას. ამასთან, მოსალოდნელია ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობის ამაღლება და მომხმარებელთა ელექტროკვების საიმედოობა. ჭარბი ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობა, ადგილობრივი სპეციალისტებისა და მუშახელის დასაქმება, Qქვეყნის ჰიდრო, ქარის, მზის და სხვა სახის ენერგიის შემდგომი ათვისების სტიმული და ა.შ.
საქართველო არის ევროპის ენერგეტიკული ქარტიის მონაწილე ქვეყანა და ვალდებულია, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის გაცვლას სხვა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ”ბისეკის” წევრი ქვეყნების ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობისა და ევროპის ევროგაერთიანებებთან ინტეგრაციის საკითხი დგას.