“დიპლომების მწარმოებელი ფაბრიკებისთვის” დიდი ბრიტანეთი სამოთხედ იქცა

რედაქციისაგან

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო რეპუტაციას საშიშროება ემუქრება, რადგან დღითიდღე იზრდება “დიპლომების მწარმოებელი ფაბრიკები”, რომლებიც იბრალებენ ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების სიაში ყოფნას. სპეციალისტები, რომლებიც მსოფლიოში განათლების ხარისხს აკვირდებიან, შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დიდი ბრიტანეთი სამოთხედ იქცა უცხოური კომპანიებისათვის, რომლებიც უნივერსიტეტებად ასაღებენ თავს და ყიდიან ხარისხებს on-line რეჟიმში, მათ შორის, სამეცნიეროს.
ეს კომპანიები ხრიკს მიმართავენ ინგლისურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც საშუალებას იძლევა, დარეგისტრირდნენ, როგორც უნივერსიტეტები, მაგრამ არ იძლევიან ბრიტანული ტიპის ხარისხს. იმის შესახებ კი, რომ მათი ხარისხები ლეგალიზებული არ არის ბრიტანეთის აკადემიური ორგანიზაციის მიერ, საიტზე ძალიან პატარა შრიფტით არის მითითებული.
Quality Assurance Agency – ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვილიამსი აცხადებს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი მონიტორინგი უცხოური განათლების პროვაიდერებზე, რადგან მათ პრეტენზია არა აქვთ ბრიტანული ტიპის დიპლომას გაცემაზე. შვედური უმაღლესი განათლების სააგენტოს წარმომადგენელმა ერიკ იოჰანსონმა კი შეშფოთება გამოთქვა, რომ 1998 წლიდან დაწყებული, მათ დიდ ბრიტანეთში დააფიქსირეს 14 მსგავსი შემთხვევა და ყოველწლიურად ეს შემთხვევები მატულობს. “დიპლომების მწარმოებელი ფაბრიკების” რაოდენობა უცნობია.
General Medical Council-მა შეამოწმა რამოდენიმე უცხოური სამედიცინო სკოლა დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ინსპექტორებისთვისაა ცნობილი, ეს Earlscroft University-ა, რომელიც ბაკალავრის ხარისხს 150$-ად აფასებს. ეს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ჩათვლები ხდება “ცხოვრებისეული გამოცდილების” მიხედვით და დიპლომით უზრუნველყოფას 21 დღეში გპირდებათ.
დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრი ბილ რამელი ამბობს: ” ჩვენ სამთავრობო ორგანოებთან და კერძო პირებთან შეთანხმებით, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ძალისხმევას არ ვაკლებთ, რათა აღვკვეთოდ ამგვარი “დიპლომების მწარმოებელი ფაბრიკების” საქმიანობა და ყალბი პროვაიდერები.