ჩვენ უკვე 10 წლის ვართ
რედაქციისაგან
ათი წელია, რაც საქართველოს მედია-სივრცეში ვარსებობთ. ახლა რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, არც მჯერა. საქართველოში არა მარტო სპეციალური ეკონომიკური ჟურნალების გამოცემის არც გამოცდილება იყო, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილებს, რომელსაც ასეთი ფორმატი არ ჰქონდათ, არამედ საერთოდ ჟურნალების გამოცემისა. გზამკვლევარები ვიყავით და ის, რომ დღეს ეს ბაზარი ასეთი მრავალფეროვანია, ალბათ, ჩვენი დამსახურებაცაა. ძნელი იყო მეტად სპეციფიური და შეიძლება ითქვას მძიმე სფეროში – ეკონომიკაში წონადი სიტყვის თქმა.
ადამიანებს სჩვევიათ პრობლემებზე წუწუნი, მაგრამ არ უყვართ კონკრეტული, კომპეტენტური დისკუსია ეკონომიკის მეტად საჭირო და რთულ საკითხებზე, მით უმეტეს არ უყვართ სიმართლის გაგონებაც კი. კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე ადამიანთა მოდგმა ზღაპრის ფანია – მოვა გარედან ვინმე და ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ყველა ჩვენს პრობლემას მოხსნის, ამიტომ რა საჭიროა ფიქრი, უმჯობესია ჩვენ სხვისი ცხოვრების შესახებ მოვისმინოთ ან წავიკითხოთ ისტორიები; ვინ ვის უღალატა, რომელმა ცნობილმა ადამიანმა ვის აკოცა და როგორი საცვალი აცვია, ან რომელმა პირუტყვმა დაასახიჩრა თავისი დედ-მამა ნაჯახით და ვინ მოიგო ლოტოტრონზე მილიონი. ამიტომაც ვუყურებთ სერიალებს და ყოველდღე ველოდებით ინფორმაციას ჩვენი ჯერ უცნობი, მაგრამ მდიდარი ნათესავის გარდაცვალებაზე და ჩვენთვის მდიდარი მემკვიდრეობის დატოვებაზე, როგორც ეს სერიალებშია და უკვე ამ ფულის დახარჯვით ვართ ვირტუალურად დაკავებული. ასე უფრო ადვილად ვცხოვრობთ, ვირტუალურ სამყაროში ვიდრე იმ პარადიგმაში, რასაც ეკონომიკური განზომილება ქვია. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ძნელია ამ სექტორში მყარად იდგე. არა, არ ვწუწუნებ, ჩვენ ასე თუ ისე ეს შევძელით. 10 წელი ცოტა დრო არაა, ბევრი იმ ჟურნალის აისი და დაისი მინახია, ვისთვისაც მთავარი პოლიგრაფია და ფერები იყო – ჩვენ უპირატესობას კომპეტენტურობას და რეალობას ვანიჭებდით და ვანიჭებთ. თვით საქართველოს ეკონომიკისათვის ეს პერიოდი მეტად სერიოზული მეტამორფოზის ხანა იყო არა მარტო საკანომდებლო, ნორმატიული და ბიზნესის თუ საკუთრების კუთხით, არამედ მენტალურადაც. მენტალიტეტი კი ყველაზე რთულად და მტკივნეულად იცვლება. ამასთან არც საერთაშორისო ინტეგრაციულობის პრობლემა და არც სამეცნიერო ასპარეზი ჩვენი ქვეყნის მეცნიერ ეკონომისტებისათვის იყო უბრალოდ აღსაქმელი თემა. ამასწინათ საერთაშორისი ინტენეტ-სეკურიტიდან დამირეკეს. ეს ორგანიზაციაა, რომელიც დასავლელ ბიზნესმენებს და მეცნიერებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში აწვდის მასალებს და უქმნის მონაცემთა ბაზას მთელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე და სერიოზული დისკუსია მქონდა იმაზე, თუ რა აინტერესებთ ჩვენგან, ჩვენი ჟურნალისაგან დასავლეთის ეკონომიკურ სამყაროს და მომავლის გეგმები დავსახეთ.
Internet Securities, inc. (ISI) შედის კომპანია Euromoney-ის ჯგუფში. მისი შტაბ-ბინა განლაგებულია ნიუ-იორკში, ხოლო წარმომადგენლობები კი-მსოფლიოს 24 ქვეყანაში: ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. ISIქმნის მონაცემთა ბაზას, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია 70 განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ – ახალი ამბები, ვითარება ბაზრებზე, კანონმდებლობა. კომპანიის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს საინფორმაციო სისტემა განვითარებადი ბაზრების შესახებ (EMIS). Iნტერნეტ შეცურიტიეს, ინც. გთავაზობთ მომსახურებას, რომლის დახმარებითაც, ინტერნეტში ხელმოწერის გაკეთების შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება მისი საინფორმაციო ბაზა. ყოველ მომხმარებელს აქვს ინფორმაციის მიღების საშუალება 10 000-ზე მეტი წყაროდან. ბაზრების მუდმივად მზარდი რაოდენობა, რომელთა შესახებაც მოცემულია ინფორმაცია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ისეთი ქვეყნებით, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ინდოეთი, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის, შუა აზიის, ამიერკავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინო ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ავსტრალიის ქვეყნები.
ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” ამ სერვერზე საკმაოდ კარგ გარემოცვაში იქნება. Internet Securities, inc.-ის ბაზის მონაცემთა მომწოდებლები არიან მსოფლიოს ისეთი წამყვანი მოთამაშეები, როგორიცაა: BBC, Agence France-Press, The Moscow Times, BusinessWeek Russia (www.fcinfo.ru) RussianRealty, www.ftinform.ru და ა.შ.
მთავარი ის არის, რომ ამ ჟურნალის, მისივე ვებ-გვერდების მეშვეობით საქართველოს ეკონომიკის პრობლემებზე და თუ გინდათ მიღწევებზე ბევრს იგებენ დასავლეთში, ხშირად ქვეყნის შიგნითაც. როცა მეგობარი, დიდი თანამდებობის პირი გამინაწყენდა – თქვენი სტატიაო პარლამენტის სხდომაზე ხელში ეჭირა ერთ-ერთ დეპუტატს და თქვენი ჟურნალის მონაცემებით და დასკვნებით მაკრიკიტებდაო, ან ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრანტების ნაშრომების მომზადებაში ჩვენ ჟურნალს დიდი ადგილი უკავია ისევე, როგორც ფართო დისკუსიაზე ბევრ ეკონომიკურ საკითხებში – ეს უკვე ჟურნალის ცხოველმყოფელობაზე მეტყველებს. კი პრობლემებიც ბევრი იყო, არის და იქნება ხოლმე, ხან კარგად არაა რომელიღაც ნომერი აკინძული, ხან ზოგიერთი ტერმინის ინგლისურ თარგმანს თუ ქართული ტექსტის სტილს იწუნებენ, მაგრამ ეს კრიატიული ჩვენს ენაზე შემოქმედებითი პროცესია და ჩვენ წინ მივდივართ. ათმა წელმა თქვენთან ერთდ ბევრი გვასწავლა და გაგვაკეთებინა. იდეალური ამ ქვეყანაზე მზის შუქიც არაა, აბა ჩვენ როგორ ვიქნებით!
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ჟურნალის, მისივე ვებ-გვერდების მეშვეობით საქართველოს ეკონომიკის პრობლემებზე და თუ გინდათ მიღწევებზე ბევრს იგებენ დასავლეთში, ხშირად ქვეყნის შიგნითაც. როცა მეგობარი, დიდი თანამდებობის პირი გამინაწყენდა – თქვენი სტატია პარლამენტის სხდომაზე ხელში ეჭირა ერთ-ერთ დეპუტატს და თქვენი ჟურნალის მონაცემებით და დასკვნებით მაკრიკიტებდაო, ან ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრანტების ნაშრომების მომზადებაში ჩვენ ჟურნალს დიდი ადგილი უკავია ისევე, როგორც ფართო დისკუსიაზე ბევრ ეკონომიკურ საკითხებში – ეს უკვე ჟურნალის ცხოველმყოფელობაზე მეტყველებს. კი პრობლემებიც ბევრი იყო, არის და იქნება – ხან კარგად არაა რომელიღაც ნომერი აკინძული, ხან ზოგიერთი ტერმინის ინგლისურ თარგმანს თუ ქართული ტექსტის სტილს იწუნებენ, მაგრამ ეს კრეატიული, ჩვენს ენაზე, შემოქმედებითი პროცესია და ჩვენ წინ მივდივართ. ათმა წელმა თქვენთან ერთდ ბევრი გვასწავლა და გაგვაკეთებინა. იდეალური ამ ქვეყანაზე მზის შუქიც არაა, აბა ჩვენ როგორ ვიქნებით!
ჩვენი ჟურნალის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვაცხადებთ კონკურსს შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკაში (რომელიც საქართველოს ეკონომიკაში გამოქვეყნდა);
2. საუკეთესო მონოგრაფია;
3. საუკეთესო სახელმძღვანელო;
4. საუკეთესო ჟურნალისტური სტატია ეკონომიკაში;
5. საუკეთესო ინტერვიუ.
პირველი სამი ნომინაცია დაჯილდოვდება ფულადი პრემიით – 300, 400, 500 ლარით, ხოლო მე-4 და მე-5 – ეროვნული ბანკის ოქროს მონეტით.
განაცხადები მიიღება 10 სექტემბრიდან 20 დეკემბრამდე, მისამართზე: კეკელიძის #25, საორგანიზაციო კომიტეტი. დაჯილდოვება გაიმართება ეკონომისტ მკვლევართა წლიურ შეკრებაზე 2007 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, სადაც ასევე ექსპერტული შეფასებით გამოვლინდება წლის ეკონომისტი მკვლევარი და წლის ჟურნალისტი ეკონომიკაში.
ველით განაცხადებს. მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და კომპეტენტურობა ყოველთვის იყო ჩვენი დევიზი.