მილიარდერი ჰიპი
რედაქციისაგან
რიჩარდი დედოფალთან მიღებაზე ჯემპრში გამოწყობილი მიდის, დონალდ ტრამპის მეუღლეს ხელში თავდაყირა ატრიალებს, გაუთავებლად საჰაერო ბურთით დაფრინავს, კოსმოსში გასაფრენად ემზადება, ატლანტიკის ოკეანეს პატარა კატერით გადაცურავს და სამნაცოლარს კარიბის ზღვაში საკუთარ კუნძულზე რამდენიმე ლამაზმანთან ერთად განმარტოება უყვარს. ასეთი გახლავთ კონგლომერატ Virgin Group-is (Virgin – ქალწული) თავკაცი რიჩარდ ბრენსონი, უკაცრავად, სერ რიჩარდ ბრენსონი. 1999 წელს ხომ ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის ტიტული მიანიჭა.
ბრიტანული აღზრდის პროდუქტი
რიჩარდ ბრენსონი დაიბადა 1950 წლის 18 ივლისს ინგლისში, სურეის საგრაფოში. თავიდანვე უცნაური ბავში იყო – ციფრებისა და ასოების აღქმა ძალიან უჭირდა, თუმცა უნიკალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. 16 წლის იყო, როცა საკუთარი ჟურნალი “სტუდენტი გამოუშვა. სწორედ მაშინ უთხრა სკოლის დირექტორმა, შენ ან ციხეში ჩაჯდები, ან კიდევ მილიონერი გახდებიო.
ბიჭის ხასიათი წმინდა ბრიტანული პრინციპებით ყალიბდებოდა. პატარა რიჩარდი დედას ბიზნესში ეხმარებოდა და მასთან ერთად ხელსახოცების ყუთებს და სარიტუალო თაიგულებს აკეთებდა, შორეულ ნათესავებს სოფლად სტუმრობდა, სადაც შეშას ჩეხავდა და სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდა. მოგვიანებით ბრენსონმა თქვა: “ყველას რომ ჩემნაირი მშობლები ჰყოლოდა, ჩვენ ყველანი ძალიან ენერგიული ადამიანები ვიქნებოდით, როგორიც ადრე ბრიტანელები იყვნენ.
ბრენსონი ბიზნესმა ძალიან ადრე გაიტაცა. ჟურნალი “სტუდენტი თანდათანობით მუსიკალური ფირებით ფოსტით მოვაჭრე ფირმად იქცა. 1970 წელს მან დააარსა კომპანია Vირგინ. მას შემოსავალი ლუდზე გოგონების დასაპატიჟებლად და მოსაწევის შესაძენად ჰყოფნიდა. მაგრამ რიჩარდი ამით არ კმაყოფილდებოდა. მას სურდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბიზნესის ცნობილი აქსიომა – 100 დოლარით დამოუკიდებლად 1 მილიარდს ვერ გააკეთებ, მცდარი იყო.
მსოფლიოს მპყრობელი
1971 წლისათვის Virgin-ი უკვე ცნობილი იყო როგორც კომპანია, რომელიც ხარისხიან და ხელმისაწვდომ აუდიოკასეტებს ყიდდა. პროდუქციას უკვე უცხოეთიდან, კერძოდ, კონტინენტური ევროპიდან უკვეთავდნენ. ხანდახან ბრენსონი კანონის დარღვევასაც არ ერიდებოდა და რამდენჯერმე გვარიანი ჯარიმაც დააკისრეს.
მიუხედავად ამისა, ბრენსონმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხა. მეტიც, მან ხელი გამოჰკრა საკმაოდ მომგებიან სახელმწიფო შეკვეთას, რომელიც კომპანიას ძალიან წაადგა. მისმა შემოსავალმა თანდათანობით იმატა და მალე Virgin Records-ი ძალზე მსხვილ, ანგარიშგასაწევ ფირმად იქცა.
შემოსავლის ზრდასთან ერთად, ბრენსონმა შესაშური ალღო გამოავლინა. მან გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი ბიზნესის დივერსიფიკაციას. 1984 წელს შექმნა ავიაკომპანია Virgin Atlantic Airways-ი. გარდა ამისა, Vირგინ-ის საქმიანობამ მოიცვა მასმედია, ტურიზმი, გასართობი ბიზნესი, მულტიმედია და ა.შ.
თანდათანობით Virgin-მა მსოფლიო ბაზრის დაპყრობა დაიწყო და ტრანსატლანტიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ რიჩარდ ბრენსონი მართლაც ბრწყინვალე, დიდებული ბიზნესალღოთი დაჯილდოებული ხელმძღვანელია. მას არა მარტო შეეძლო ესა თუ ის რთული ვითარება დაეძლია, არამედ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და კომპანიისათვის ხეირი მოეტანა. იგი ბანკირებზე თითქოს მისტიკურ გავლენას ახდენდა, რომლის კულმინაცია იყო 80-იანი წლების ბოლოს უზარმაზარი საკრედიტო ხაზი, რომლის საშუალებითაცVirgin Atlantic-მა ქვეყნის უმსხვილეს ავიაკომპანია British Airways-თან კონკურენცია შეძლო.
Virgin-ი თანდათანობით მსოფლიოს იპყრობდა და გავლენისა და მოღვაწეობის სფეროს აფართოებდა. საბოლოოდ, ბრენსონმა საოცარი მულტიბრენდი შექმნა. დღეს კორპორაცის შემადგენლობაში შედის: Virgin Active (ფიტნეს-ცენტრების ქსელი), Virgin America (ადგილობრივი ავიაკომპანია აშშ-ში), Virgin Atlantic Airways (საერთაშორისო ავიაკომპანია), Virgin Baloon Flight (საჰაერო ბურთებით სამოგზაურო ოპერატორი), Virgin Blue (ავსტრალიური ავიაკომპანია), Virgin Books (გამომცემლობა), Virgin Brides (ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმა), Virgin Comics(კომიქსების გამოშვება), Virgin Flowers (ინტერნეტის საშუალებით ყვავილებით ვაჭრობა), Virgin Cosmetics(ბიჟუტერია და კოსმეტიკა), Virgin Digital (მუსიკალური მაღაზიების ქსელი), Vირგინ ღეცორდს (ხმის ჩამწერი სტუდია), Virgin Drinks (სასმელების წარმოება).