რობერტ ემერსონ ლუკასი და მისი თეორიები ფულის შესახებ

ლაშა ნოზაძე, თამარ კბილაძე

მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში გამორჩეულ და შეიძლება ითქვას ეკონომიკაში ახალი ტალღის, გადატრიალების ავტორად უნდა მივიჩნიოთ ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში რობერტ ემერსონ ლუკასი. მან თავისი ახალი მიდგომებით, ეკონომიკაში სრულიად ახალი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავა უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებანი და გაანალიზა ისეთი უდიდესი და პრობლემატური საკითხი, როგორიცაა ფულის თეორია. ლუკასის მთავარი ბერკეტი, რამაც ფაქტობრივად განაპირობა მისი წარმატებები ეკონომიკის დარგში იყო ეკონომეტრიკისა და მათემატიკის ელემენტების ურთიერთშერწყმა თეორიასთან.

მისი ნაშრომები ეფუძვნებოდა რეალურ და პრაქტიკულ გათვლებს და როგორც შემდეგ აღნიშნავდნენ, “სავსე იყო” მათემატიკური ფორმულებით. ამ მიმართულებამ დიდი შედეგი გამოიღო, რადგან აქამდე არავის შეუსწავლია ასე საფუძვლიანად ისეთი დეტალები, როგორიცაა მაგალითად კრედიტზე და ნაღდზე გაყიდული საქ ონლის გავლენა მთლიანად ფულის რაოდენობაზე და პირიქით. თანაც ყოველივე ამას ლუკასი ითვლიდა ზუსტად და ახდენდა ამ მაჩვენებლების ზუსტ ფორმულირებას.
რობერტ ლუკასმა დაამთავრა რუზველტის სახელობის უმაღლესი სკოლა და უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა ვაშინგტონის უნივერსიტეტში (University of Washington), გამხდარიყო ინჟინერი. მაგრამ მისი მშობლები მისი სახლიდან წასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ, თუ მის სწავლას დააფინანსებდნენ, ე.ი. მიიღებდა გრანტს. მართლაც, მან მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) გრანტი, მაგრამ ამ უნივერსიტეტში არ იყო საინჟინრო ფაკულტეტი, ამიტომ დასრულდა მისი კარიერა ინჟინერიაში. მოგვიანებით მან აქ გაიარა მათემატიკის კურსი. ამის შემდეგ რობერტ ლუკასი დაინტერესდა დასავლური ცივილიზაციით და დაიწყო ძველი საბერძნეთის ისტორიის შესწავლა.
მოგვიანებით რობერტ ლუკასმა დაიწყო ფიქრი სერიოზულ სამეცნიერო კარიერაზე. მართლაც, ის გახდა Woodrow Wilson-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი და შეიტანა სამეცნიერო ისტორიაში ნაშრომი კალიფორნიის უნივერსიტეტში. აქ მან გაირა ეკონომიკის ისტორიის მოკლე კურსი და სწორედ ამის შემდეგ იგი დაინტერესდა ეკონომიკით, გადაწყვიტა მუშაობის გაგრძელება ეკონომიკაში. მაგრამ, მან ვერ მიიღო დაფინანსება კალიფორნიის უნივერსიტეტში და გადაწყვიტა ჩიკაგოში დაბრუნება. აკადემიური წლის განმავლობაში მან დაიწყო მომზადება რეალური სტარტის ასაღებად ეკონომიკაში.
რობერტ ლუკასის თქმით, ეს იყო იღბალი, როდესაც მან ერთ-ერთი საკურსო ნაშრომი გაგზავნა პოლ სამუელსონის ეკონომიკური ანალიზის ფონდში, როგორც “the most important book in economics since the war” (წიგნი ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკის შესახებ). ამის შემდეგ იგი მთელი ზაფხული მუშაობდა მეორე წიგნზე და სემესტრის მეორე ნახევრისთვის კურსზე ყველაზე წარმატებული სტუდენტი იყო, ემზადებოდა საკუთარი ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბებისათვის.
1960 წლისათვის რობერტ ლუკასმა დაიწყო მილტონ ფრიდმენის ფასთა თეორიის განხილვა. ფრიდმენის კურსის შედეგად რობერტ ლუკასმა დაკარგა ინტერესი ეკონომიკისადმი და ლექციებს მხოლოდ შემთხვევით ესწრებოდა. ის უფრო მეტად დაინტერესდა ანალიზისა და სტატისტიკის კურსებით, რომელიც იყო შესავალი ალბათობის თეორიაში.
ამავე პერიოდში, რობერტ ლუკასი დაინტერესდა ეკონომეტრიკით, რომლის კურსსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი კრილიჩისი და გრეგ ლევისი. ასევე დიდი გავლენა მოახდინა მასზე არნოლდ ჰერბერგის კურსმა საჯარო ფინანსებში. მისი თეზისი, რომელიც განიხილავს და ახასიათებს ელასტიკურობის ცვლილებას კაპიტალსა და შრომას შორის, დაიწერა ჰერბერგის და ლევისის კორექტირებით და ეს თეზისი იყო იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც შეიმუშავა ჰერბერგმა, რამაც შეცვალა ამერიკის საგადასახადო სისტემის სტრუქტურა.
60-იან წლებში ჩიკაგოს სტუდენტებში ფრიდმენის ლიბერალურ-კონსერვატიულმა იდეებმა შოკური ტალღა გამოიწვია და დააფიქრა ისინი ზოგადად სოციალურ ფილოსოფიაზე. სტუდენტების მსჯელობა გასცდა წმინდა ეკონომიკას და მოიცვა გარკვეულწილად პოლიტიკა, ანუ სტუდენტები საკმაოდ პოლიტიზირებულნი იყვნენ. ლუკასი შემდგომში იხსენებდა, რომ იგი ცდილობდა ერთგული ყოფილიყო ახალი კურსის – New Deal, რომელზედაც აღიზარდა.
1963 წელს რობერტ ლუკასს ინდუსტრიის უმაღლეს სკოლაში პედაგოგობა შესთავაზეს. იმ დროისათვის GSIA-ში წამყვანი ფიგურა იყო ჰერბერტ სიმონი. მართალია იგი აღარ მუშაობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ლუკასს ყოველთვის აძლევდა შესაბამის რჩევებს და ასწავლიდა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სამუშაოები ვითარდებოდა ან ჩიკაგოში, ან კემბრიჯში.
თეზისის დამთავრების შემდეგ ლუკასმა დაიწყო ფირმების მიერ ფიზიკური კაპიტალის ინვესტირებასა და ტექნოლოგიური განვითარების თეორიაზე მუშაობა. მართლაც, მან Carnegie-ში ყოფნის დროს დიდი დრო დახარჯა ამ თეორიის დამუშავებაზე. იგი იყენებდა ცვალებადი სისტემების მათემატიკურ ანალიზს და ცდილობდა გაეგო თუ რამდენად ოპტიმალური იყო ეს მეთოდები და პასუხობდა თუ არა ეკონომიკურ კითხვებს.
Carnegie-ში ყოფნის დროს რობერტ ლუკასი ჩაება ორ პროექტში, რამაც შემდგომ წლებში გავლენა იქონია მის ეკონომიკურ აზროვნებაზე. ერთ-ერთი იყო ლეონარდ რეპინგის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ნეოკლასიკური ანგარიშის მომზადებას 1929-1958 წლებში შემოსავლებისა და დასაქმებაზე ამერიკის ქმედების შესახებ, მაგრამ ეს პროექტი ვერ დასრულდებოდა ლეონარდს რომ არ ჰქონოდა კომპეტენტური ცოდნა შრომის ეკონომიკაში.
რობერტ ლუკასმა ედუარდ პრეკოტთან ერთად დაამუშავა თეორია თემაზე “Investment under Uncertainty”, სადაც მათ გამოიყენეს წონასწორობის თეორია (equilibrium theory) და ალბათობის თეორია.
დევიდ კესმა, რომელიც 1971 წლიდან შეუერთდა Carnegie-ის უნივერსიტეტს, დააინტერესა რობერტ ლუკასი სამუელსონის მიერ შემუშავებული მონეტარული თეორიით. იმავდროულად ედმუნდ ფელფსმა დაარწმუნა ის, რომ გადაეხედათ “Investment under Uncertainty” თეორიისთვის. მართლაც, მათ ერთობლივად დაამუშავეს ახალი ნაშრომი “Expectations and the Neutrality of Money” (მოლოდინი და ფულის ნეიტრალობა), რომელიც დაიბეჭდა 1972 წელს. სწორედ ეს ნაშრომი გახდა იმის წინაპირობა, რომ რობერტ ლუკასმა მიიღო ნობელის პრემია. 1995 წლის მაისში მინეაპოლისის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ჩაატარა კონფერენცია. კონფერენციაზე რობერტ ლუკასმა წაიკითხა ლექცია აღნიშნულ თეორიაზე, რომელიც მიეძღვნა ალფრედ ნობელს. მან ლექციაში ძირითადად განიხილა დევიდ ჰიუმისა და პოლ სამოელსონის იდეები, რომლებიც ლუკასისათვის საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც ლუკასი წერდა, მანამდე, სანამ ფულის მიწოდებაზე სისტემური მონაცემები შეგროვდებოდა სადმე მსოფლიოში, სანამ გამოიგონებდნენ ფასების ინდექსებს და ეროვნული შემოსავლის და პროდუქტის დათვლის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ძნელია იმის თქმა, თუ რა საფუძველი ჰქონდა ჰიუმს. მისი რაოდენობრივი თეორია ეფუძვნებოდა სავსებით თეორიულ მსჯელობას და მისი შეხედულებები აშკარად ემყარებოდა მის ჩვეულებრივ ცოდნას.
1960 წლისთვის ორი ერთმანეთის მსგავსი წონასწორობის სტრუქტურა ხელმისაწვდომი იყო ეკონომიკური ანალიზისთვის. პირველი იყო საერთო წონასწორობის მათემატიკური მოდელი, რომელიც განავითარა ჰიკმა, ეროუმ, დებრიუმ, მაკენზმა. ამ მოდელში სასაქონლო ვექტორი განსაზღვრულია როგორც მოთხოვნა საქონელზე. რესკოტმა 1971 წელს გამოაქვეყნა ინვესტიციების რაციონალური მოლოდინის მოდელი კონკურენტულ მრეწველობაში.
მეორე ძირითადი წონასწორობის სტრუქტურა სამუელსონმა ჩამოაყალიბა 1958 წელს. ლუკასის აზრით, ამის განხორციელებაც იყო შესაძლებელი და უკეთესიც მონეტარული საკითხების განსახილველად. ამ იდეაში მთავარი იყო ის, რომ ეკონომიკაში ფული თამაშობდა მთავარ როლს.
სამუელსონის მაგალითში ხალხი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად: ახალგაზრდები და შედარებით ასაკიანები. ისე, რომ თანამედროვე ეკონომიკა ყოველთვის ვითარდებოდა ორ ასაკად. ყოველი წლის ბოლოს ახალგაზრდა ბერდება და იქმნება ახალგაზრდების ახალი ჯგუფი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ამ ტიპის ეკონომიკაში არ იყო ოჯახური სტრუქტურა, ანუ წინაპარი არ უტოვებდა ახალგაზრდას ქონებას, ფინანსურ აქტივებს. ასეთ ეკონომიკაში ახალგაზრდას შეეძლო ეწარმოებინა საქონელი, მაშინ როცა მოხუცებულს ჰქონდა მოხმარების მოთხოვნილება, მაგრამ არ ჰქონდა წარმოების შესაძლებლობა. შეიმუშავეს შემდეგი ფორმულა:
U(c)-n
n – არის მიწოდებული ახალგაზრდა შრომის რაოდენობა;
c – იმ საქონლის რაოდენობა, რომელსაც მოიხმარენ მოხუცები.
ამ შემთხვევაში ერთი ერთეული შრომა აწარმოებს ერთ ერთეულ საქონელს. თუ საქონელს ინახავენ შემდგომი მოხმარებისათვის, პრობლემა შემდეგნაირად გადაწყდება:

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად არ შეიძლება ინდივიდმა აწარმოოს და დააგროვოს იმდენი საქონელი, რამდენიც ჭირდება. როგორც სამუელსონი აღნიშნავდა, მოხუცებს, ვისაც სურთ საქონლის მოხმარება, არაფერი აქვთ საიმისოდ, რომ საქონლის სანაცვლოდ შესთავაზონ, გარდა ფულისა (ფასიანი ქაღალდებისა). მოხუცები შესთავაზებდნენ ამ ფასიან ქაღალდებს საქონლის სანაცვლოდ. თუ ახალგაზრდებს ექნებოდათ სურვილი ეწარმოებინათ საქონელი და შემდეგ გადაეცვალათ ფულზე, ამას მხოლოდ იმისთვის გააკეთებდნენ, რომ ამ ფულით ევაჭრათ მოხუცებულობის ასაკში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი სამუელსონის მაგალითში იყო ის, რომ ეკონომიკაში ფული ყოველთვის იყო მიმოქცევაში. თუ ასეთი გაცვლა მოხდებოდა კონკურენტულ ბაზარზე და ფასი pიქნებოდა გამოცხადებული, მაშინ ახალგაზრდა, რომელიც იწყებს ფულის გარეშე მუშაობას და მუშაობს n ერთეულით, მოიპოვებს ფულის pn ერთეულს, ხოლო თუ დახარჯავს ამ ფულს საქონლის შესაძენად მომავალ პერიოდში, ეს იქნება (pn)/p=n ერთეული. თუ ფულის მიწოდება იქნება მუდმივი და თანაბრად გადანაწილებული მოხუცების mპროცენტულ რაოდენობაზე, მაშინ წონასწორული ფასიც მუდმივი იქნება, სადაც p=m/n&ლოწასტ; თუ მ შემცირდება, მაშინ წონასწორული ფასიც შემცირდება ამავე პროპორციით, მომუშავეთა და პროდუქციის რაოდენობა არ შეიცვლება.
თუ ფულის მიწოდება არის m და მას გავადიდებთ, შესაბამისად, ფულის ბალანსი იქნება m( x-1), მაშინ

სადაც პ არის გასაყიდი ფასი დღეისათვის, p არის შესაძენი ფასი ხვალისთვის.
საშუალოდ შრომის მიწოდება და პროდუქცია არის ზრდადი ფუნქცია მონეტარული პოლიტიკის მიმართ. ახალგაზრდამაც და მოხუცმაც უნდა შეიმუაშაონ ვაჭრობის სტრატეგია. ახალგაზრდის სტრატეგია დამოკიდებული იქნება m-ზე, მოხუცის – m-ზე და x-ზე.
თანამედროვე რეალობაში აღნიშნული თეორია შეიძლება მივიჩნიოთ საპენსიო ფონდების წარმოშობის საფუძვლად. დღემდე საპენსიო ფონდების ფორმირებასა და რეგულირებას საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები ახდენენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგალითად პოლონეთისაგან განსხვავებით, საქართველო ისევ ძველ სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე დარჩა. პოლონეთში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევიც აღმოჩნდა, თუმცა ისინი მალე გადავიდნენ ახალ რელსებზე. დაიწყო კერძო საპენსიო ფონდების მობილიზება, მოქალაქეები მუშაობის პერიოდში ახდენენ საპენსიო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვას. კერძო ანგარიშების მფლობელნი არიან როგორც კერძო პოლონური საწარმოები, ასევე კათოლიკური ეკლესიები და პროფკავშირები. მოქალაქეებს უფლება აქვთ გაეცნონ ნებისმიერი ფონდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს და შედეგად აირჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი. თავის მხრივ, სახელმწიფო კონტროლს უწევს ფონდების მენეჯერების საქმიანობას და გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი აანაზღაურებს რეციპიენტების კუთვნილ თანხას. პოლონეთში ამომრჩეველთა დაახლოებით 50% პენსიონერია და თანაც ისინი საკითხის ამდაგვარად გადაწყვეტას არ უჭერდნენ მხარს, თუმცა მთავრობამ ღონისძიებები მაინც გაატარა და დღეისათვის პოლონეთში მოწესრიგებული საპენსიო სისტემა ჩამოყალიბდა.
საქართველოში ბოლო დროს შეიმჩნევა რეფორმირებისკენ მიმართული გარკვეული მიმართულებები და გზები. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ბრტყელი (ფიქსირებული) საპენსიო სისტემა, რომლის სიდიდე არ არის დამოკიდებული საპენსიო სისტემაში გადახდის თანხაზე. თუმცა არსებობს პრობლემა – შეუძლია თუ არა საქართველოს ბიუჯეტს იყოს სოციალურად ორიენტირებული და მოახდინოს საპენსიო ფონდების სრული მობილიზება. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ გზას ავირჩევთ – სავალდებულოს თუ ნებაყოფლობითს. საქმე ისაა, რომ სხვა ქვეყნის გამოცდილების პირდაპირ გადმოტანამ შეიძლება არ გამოიღოს ანალოგიური შედეგი. რეფორმის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვეყნის სპეციფიკაც.
უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო ბაზარზე კომპანია GPI მიერ შემოთავაზებული პროექტი. აღნიშნული კომპანია სთავაზობს კლიენტებს შექმნან საკუთარი ფონდი და დააგროვონ თანხა ყოველთვიური შენატანით, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მათ ეს თანხა მიეწოდებათ პენსიის სახით.
საინტერესოა, რომ რობერტ ლუკასი საპენსიო ფონდების რეგულირებასა და მართვას პირდაპირ უკავშირებდა ქვეყანაში ფულის მიწოდებასა და ბრუნვას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ამ კომპონენტში სახელმწიფოს როლი – უნდა მოახდინოს ამ ყველაფრის სტაბილიზაცია.
ლუკასის თეორიებიდან უმნიშვნელოვანესია მისი ნაშრომი სახელწოდებით cash in advance (ნაღდი ფული ავანსად ან სესხად აღებული). მან აღნიშნულ თეორიაში განიხილა კრედიტით გაყიდული და ნაღდზე გაყიდული საქონლის თავისებურებები და მათი გავლენა ფულის მიწოდებაზე. ლუკასმა განიხილა მათი დამოკიდებულებები მათემატიკური ანალიზის საფუძველზე და მივიდა გარკვეულ დასკვნებამდე. მან ეს მაჩვენებლები ასახა დაზოგვის მაჩვენებელში:
y(s)>c1+c2
სადაც y(s) დაგროვების მაჩვენებელია, ხოლო c1 და c2 კრედიტზე და ნაღდზე გაყიდული საქონელია.
გამყიდველისთვის ორივე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ნაღდი ფულით გაცემული საქონელი ადგენს სადღეღამისო ბალანს, ხოლო კრედიტით გაცემული საქონელი – მეორე დღის ბალანსს. ერთი დღის შემდეგ ორივე მაჩვენებელი გამყიდველისთვის ერთი და იგივეა.
აქედან გამომდინარე, ლუკასმა შეიმუშავა მათი გავლენა ფულის ბრუნვის სიჩქარესა და ფულის მიწოდებაზე გარკვეულ ტ პერიოდში.
mt = mt-1 + [g(st) – 1]mt-1
ლუკასის აზრით, უნდა მოხდეს ფულის ბალანსის ნორმალიზება და სტაბილიზაცია, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მთავრობას ენიჭება. ამის შედეგად კი ცირკულაცია უნდა გაუტოლდეს 1-ს.
mt-1 =1
რობერტ ლუკასი ფულის თეორიის გარდა დაინტერესებული იყო აგრეთვე საგარეო ვაჭრობით, ეკონომიკური ზრდითა და სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორებით.
1974 წლიდან მოყოლებული რობერტ ლუკასი მოღვაწეობს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, როგორც ფაკულტეტის წევრი. დღემდე ჩიკაგო მისთვის არის შესანიშნავი ქალაქი და ის ადგილი, სადაც მან განავრცო და კვლევებს ატარებს ზემოთ აღნიშნულ თეორიებსა და საკითხებზე, კერძოდ, ეს საკითხებია:
მონეტარული თეორია (Monetary theory),
საერთაშორისო ვაჭრობა (International-trade),
ფისკალური პოლიტიკა (Fiscal policy),
ეკონომიკური ზრდა (Economic growth).