როგორ იწრთობოდა ფოლადი
რედაქციისგან
სამრეწველო რევოლუცია ფოლადის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანებს ესწავლათ ამ ლითონის საკმარისი ოდენობით დამზადება, კაცობრიობას ათასწლეულები დასჭირდა.
ბრძმედი – მეტალურგიული, ვერტიკალურად განთავსებული დიდი ღუმელი, რომელიც განკუთვნილია თუჯის, რკინის მადნის ნედლეულისგან ფეროშენადნობების გამოსადნობად. პირველი ბძმედის ღუმელი ევროპაში XIV საუკუნეში გამოჩნდა.
ადრეულ წლებში ადამიანებითვის ოქროზე ძვირფასი ლითონი სწორედ ფოლადი იყო. იგი 150-ჯერ ძვირი იყო, ვიდრე ოქრო და ათასჯერ, ვიდრე ვერცხლი. ძველ დროში მონარქები თავიანთ განძეულში რკინას ინახავდნენ, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასირიელი მეფის სარაგონ II-ის (VIII საუკუნე ჩვენს ერამდე) სასახლის გათხრებისას, ქალაქ ნინევიასთან ახლოს (ეს ტერიტორია დღეს ერაყს ეკუთვნის) აღმოჩენილ იქნა რკინის განძი წონით 160 ტონა.
ამაში საოცარი არაფერია: მართალია, რკინისგან დამზადებულ სამკაულებზე დიდი მოთხოვნა არ იყო, მაგრამ ამ ლითონისგან დამზადებული იარაღი დიდად ფასობდა, რადგანაც რკინა ხარსიხობრივად ბევრად აღემატებოდა ბრინჯაოს, ხოლო იარაღი ყველა დროში ძალაუფლება იყო.
როგორ იღებდნენ რკინას ჩვენი შორეული წინაპრები? ამისთვის სპეციალური ღუმელები გამოიყენებოდა, რომლებსაც პირდაპირ მიწაზე, ჩვეულებისამებრ, ხრამის ფერდობზე აწყობდნენ. ღუმელს სადენის ფორმა ჰქონდა, რომელსაც ხის ნახშირითა და რკინის მადნით ავსებდნენ. ნახშირს ანთებდნენ, ხოლო ქარი, რომელიც ხრამის ფერდობზე უბერავდა, ნახშირის წვას ხელს უწყობდა. რკინის მადანი თავისუფლდებოდა ჟანგბადის ატომებისგან და გამოდიოდა რბილი გუნდა – რკინა შლაკის შემცველობით. ასეთ რკინას ერქვა საშემდუღებლო. მასში ცოტაოდენი ნახშირბადი და მინარევი იყო მადნიდან გადმოსული. სწორედ მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სახის იარაღს.
საშემდუღებლო რკინის საუკუნე დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა, ძველ დროში მცხოვრები ადამიანებისთვის, ისევე, როგორც ადრეული შუასაუკუნეებისა ცნობილი იყო სხვა რკინაც – ცნობილი დამასკური ფოლადი ან ჯავარდენი, მაგრამ მისი დამზადების ტექნოლოგია საიდუმლოს წარმოადგენდა, რომელიც XIX საუკუნეში რუსმა მეტალურგმა პავლე პეტოვიჩმა გახსნა.
მოგვიანებითსხვადასხვა აღმოჩენებმა დიდი ზეგავლენა იქონია ბრძმედით რკინის დამუშავების საქმეში.
ადამიანი პირველად, ალბათ, მეტეორიტულ რკინას გაეცნო, რაზეც უძველესი ხალხების ენებზე მისი დასახელება მიგვანიშნებს – ძველეგვიპტური ბენი-პეტი”ციურ რკინას”ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ რკინის მადნებისაგან პირველად აზიის დასავლეთ ნაწილში მიიღეს ძვ. წ. II ათასწლეულში. ამის შემდეგ რკინას იყენებდნენ ბაბილონში, ეგვიპტეში, საბერძნეთში. საქართველოს ტერიტორია მიჩნეულია რკინის წარმოების უძველეს კერად. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ აქ მობინადრე ტომები უხსოვარი დროიდან მისდევდნენ ლითონების, კერძოდ, რკინის წარმოებას. ამასვე გვაუწყებს ძვ. ბერძნული და სხვა წერილობითი წყაროები.
არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ რკინის წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისში დაიწყო. მაგალითად, რაჭაში რკინის დამზადება-ჭედვა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რკინის მისაღები ქურები, რომლებიც აგრეთვე საქართველოში რკინის უძველეს წარმოებაზე მიგვითითებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში რკინის მადნისაგან ცივბერითი პროცესით იღებდნენ. მადანს, საიდანაც რკინა უნდა მიეღოთ, ხის ნახშირით აღადგენდნენ ორმოში მოწყობილ ქურაში, რომელშიც ჰაერს საბერველით ჭირხნიდნენ; აღდგენილ პროდუქტს (გუნდას) აცილებდნენ წიდას და მისგან ჭედვით სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებდნენ. XII-XIII საუკუნეებში ცივბერითი პროცესი საგუნდო პროცესით შეიცვალა (რკინას ქურაში თუჯის გაწმენდით ღებულობდნენ). XIV საუკუნიდან თუჯს იყენებდნენ ნახევარპროდუქტად, როგორც შემდგომი გადამუშავებისათვის, ისე სხვადასხვა ნაკეთობის ჩამოსასხმელ მასალად. ამავე პერიოდში, ქურის რეკონსტრუქციის შედეგად შექმნეს სხტური ღუმელი, შემდეგ კი ბრძმედი.
XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში განვითარდა ალქმედი ღუმელის რკინიანი წიდით დატკეპნილ ქვედზე თუჯის რკინად გადაკეთების პუდლინგპროცესი. ფოლადის მასობრივი გამოშვება დაიწყო XIX საუკუნეების შუა წლებში, როცა შეიმუშავეს ბესემერის, ტომასისა და მარტენის პროცესები. ლითონსფეროში რკინას ალუმინის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს (4,65% მასის მიხედვით) ლითონებს შორის. რკინა თანამედროვე ტექნიკის უმნიშვნელოვანესი ლითონია. სუფთა რკინა მცირე სიმტკიცის გამო პრაქტიკულად არ გამოიყენება. რკინის ძირითად მასას იყენებენ ნაირგვარი შედგენილობის შენადნობების სახით. რკინისა და მისი შენადნობების წარმოება განუწყვეტლივ იზრდება.