აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციას ვერ აჩერებს
მოამზადა ეკა წირღვავამ
ინფლაციის მკვეთრი ზრდა მთელ მსოფლიოში გრძელდება. ძვირდება პრაქტიკულად ყველაფერი – ბენზინით დაწყებული, სიგარეტით დამთავრებული. მაგრამ ყველაზე ცუდი ვითარება აშშ-შია – იქ ინფლაციის ზრდას თან სდევს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შენელება.
აქედან გამომდინარე, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს. საერთოდ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ-ში ინფლაციის შეჩერება და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკის მონეტარული ხელისუფლება ორივე ფრონტზე მარცხს განიცდის.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩინოვნიკები ცდილობენ ყველა დაარწმუნონ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. მაგალითად, ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ჩარლზ ევანსი აცხადებს, რომ აშშ-ში ინფლაციის დონე უახლოეს მომავალში უნდა შემცირდეს ფასების ზემოქმედების არარსებობის გამო, რასაც აწყდებიან კომპანიები, რომლებსაც სუსტი ეკონომიკის ფონზე უწევთ მუშაობა. “ენერგომატარებლებისა და პროდუქტების მაღალი ფასები ხელს უშლის ეკონომიკის ზრდის ტემპს” – აცხადებს ჩ. ევანსი.
ეკონომისტების უმეტესობა არ იზიარებენ ასეთ ოპტიმისტურ თვალსაზრისს. ბოლო გამოკვლევით, მიმდინარე წელს თავიანთ საქონელზე ფასები 63-ზე მეტმა ამერიკულმა კომპანიამ გაზარდა. “მსოფლიო ეკონომიკისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა ეკონომიკის ზრდის უმნიშვნელო შენელება, ძლიერი დოლარი, ინფლაციის დაბალი დონე და დაბალი საპროცენტო განაკვეთები მთელ მსოფლიოში, გარდა აშშ-ისა, თუმცა ამ იმედებს ასრულება არ უწერია” – აღნიშნავს ” Morgan Stanley”-ის წამყვანი ეკონომისტი რიჩარდ ბერნერი. უფრო მეტიც, ის, რაც ამჟამად მსოფლიო ეკონომიკის არენაზე ხდება, ნაკლებად ჰგავს იმ იდეალურ სურათს, რომელიც დაგვიხატა ექსპერტმა. მიღებული ზომების მიუხედავად, ინფლაცია კვლავ იზრდება, მსოფლიო მშპ-ის ზრდის ტემპი მცირდება, ხოლო საპროცენტო განაკვეთები გაზრდას არ ჩქარობს.
აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება, რომელიც ინფლაციის შესაჩერებლად წესით უნდა ზრდიდეს სააღრიცხვო განაკვეთებს, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ამცირებს რეფინანსირების განაკვეთებს, რაც ინფლაციის შემდგომ ზრდას უწყობს ხელს. 2007 წლის სექტემბრიდან აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სააღრიცხვო განაკვეთი უკვე 3,25 საპროცენტო პუნქტით შეამცირა.
აშშ-ის მონეტარული ხელისუფლების პოლიტიკით ყველაზე მეტად ამერიკელები ზარალდებიან. მათ მკვეთრად შეამცირეს თავიანთი სამომხმარებლო ხარჯები და ამჟამად მხოლოდ ენერგიისა და საკვები პროდუქტების საფასურს იხდიან. მაგალითად, Citigroup-ის ეკონომისტი სტივენ ვიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნის ზრდა აღინიშნება მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე და ენერგეტიკის სფეროში, ხოლო სხვა დანარჩენ სფეროებში მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. ს. ვიტინგს America’s Research Group-ის ხელმძღვანელი ბრიტ ბიმერიც ეთანხმება, მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დასვენებისა და გართობის სფეროში ხარჯების შემცირება.
საფინანსო კრიზისი სხვა განზომილებაში გადადის. დასავლეთის ბანკები ფინანსირების ახალ წყაროებს ეძებენ
მაისის დასაწყისში შვეიცარიის საინვესტიციო ბანკმა USB-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მსოფლიო საფინანსო კრიზისი, რომელმაც მსოფლიოს უმსხვილესი ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მრავალმილიარდიანი ზარალი გამოიწვია, თავისი განვითარების მეორე ფაზაში შედის. USB-ის ანალიტიკოსების აზრით, გიგანტური ჩამოწერები უახლოეს მომავალში უკვე არ არის მოსალოდნელი, ეხლა უკვე ბანკებს შეუძლიათ მთელი ყურადღება თავიანთი დასუსტებული ბალანსების აღდგენას დაუთმონ. ბანკებს, როგორც ჩანს, სუვერენული ფონდებისგან მიღებული ფული არ ეყოთ, ამიტომ მათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ახალი კაპიტალის მოზიდვა დაიწყეს. ფინანსურ კომპანიებს იმედი აქვთ, რომ აქციონერები მათ მდგომარეობას გაგებით მოეკიდებიან და დათანხმდებიან ნაწილობრივ შეამცირონ თავიანთი ინვესტიციების ღირებულება ან მოძებნიან კომპრომისულ ვარიანტებს ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდების გამოშვებით.
ყველანაირი ფული საჭიროა
USB-ის გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკებმა და ბრიკერებმას, კრიზისით სულ 296 მლრდ დოლარით იზარალეს, ამასთან უკვე გაცხადებულია 241 მლრდ დოლარის ჩამოწერის თაობაზე. UშB თვლის, რომ უახლოეს მომავალში ჩამოწერები გაგრძელდება, მაგრამ შედარებით ნაკლები მოცულობით. შვეიცარიული ბანკის ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს არ ნიშნავს საკრედიტო კრიზისის დასასრულს, არამედ იმას, რომ კრიზისი მეორე ფაზაში გადადის. ბანკებმა უკვე შეძლეს 150 მლრდ დოლარის ახალი კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის აზიური სუვერენული ფონდებისაგან, მაგრამ თავიანთი ბალანსების სრული აღდგენისათვის მათ რამდენიმე წელი დასჭირდებათ. UშB-ში თვლიან, რომ ბანკები თავიანთი ბალანსების აღდგენას დივიდენდების შემცირებითა და არაპროფილური აქტივების გაყიდვით გააგრძელებენ. UშB-მ, რომელმაც კრიზისის გამო 38 მლრდ დოლარი ჩამოწერა და აღმოსავლეთის სუვერენული ფონდებიდან 13 მლრდ-ის კაპიტალი მოიზიდა, 6 მაისს გამოაცხადა ნიუ-იორკის საინვესტიციო კომპანიის Bლაცკღოცკ-ის იპოთეკური კრედიტების პორტფელის გაყიდვის შესახებ. UშB-ის სავალო აქტივები ფასდაკლებით გაიყიდება – თუ ამ პორტფელის ნომინალური ღირებულება 20-22 მლრდ დოლარია, UშB-ი მათში 15 მლრდ დოლარს მიიღებს. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა საფინანსო ამერიკულმა კორპორაცია Citigroup-მა, რომელმაც კრიზისის გამო 39 მლრდ დოლარი ჩამოწერა და აზიის სუვერენული ფონდებიდან 15 მლრდ-ის კაპიტალი მოიზიდა, 8 მაისს გამოაცხადა, რომ გლობალური რესტრუქტურიზაციის ფარგლებში უახლოეს 3 წელიწადში 400-500 მლრდ დოლარის აქტივებს გაყიდის.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბანკები იძულებულნი არიან კაპიტალის მოზიდვის ახალ ხერხებს მიმართონ, მაგრამ სუვერენული ფონდების დახმარება მათ არ იზიდავს. როგორც “Standard’& Poor’s-ის ანალიტიკოსი აცხადებს, ბანკები შეშფოთებული იყვნენ ისეთი აქციონერებით, რომლებსაც შეეძლოთ ან უნდოდათ რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ ბანკის ხელმძღვანელობის პოლიტიკაში. შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშა ბანკების ნეგატიურმა რეაქციამ იმაზე, რომ შეიძლება უცხოელები აქციების დიდ რაოდენობის მფლობელები გახდნენ.
დამატებითი კაპიტალის მოზიდვის კიდევ ერთი პოპულარული მეთოდი გახდა ჩვეულებრივი აქციების დოპემისიები. 18 აპრილს აშშ-ის აქციების მოცულობის მიხედვით მეოთხე ბანკმა Wachovia-მ, რომელმაც კრიზისის გამო 5 მლრდ დოლარის ჩამოწერა მოახდინა, დოპემისიებით მოიზიდა 8 მლრდ დოლარის ჩვეულებრივი და კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები. 29 აპრილს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა იპოთეკურმა ბანკმა “Halifax Bank of Scotland (HBOS) გამოაცხადა თავისი 4 მლრდ ფუნტისტერლინგის (5 მლრდ ევროს) ღირებულების აქციების დოპემისიის შესახებ. ბანკის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს ბანკს თავისი ბალანსის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს იპოთეკური კრიზისის გამო 2,8 მლრდ ფუნტისტერლინგის (3,5 მლრდ ევროს) ჩამოწერის შემდეგ.
ბანკებმა ისიც იციან, რომ ჩვეულებრივი აქციების დოპემისიებით გატაცება არ ღირს, ამიტომ დასავლეთის მსხვილი ბანკები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთი ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რომლებიც ითავსებენ აქციებისა და ობლიგაციების თვისებებს, მაგალითად, კონვერტირებად ობლიგაციებს, რომლებითაც მათი მფლობელები იღებენ ფიქსირებულ შემოსავალს და განსაზღვრული დროის შემდეგ შეუძლიათ გადაცვალონ ისინი ჩვეულებრივ აქციებზე. 17 აპრილს ” JPMorgan Chase-მა ჰიბრიდული ობლიგაციების გაყიდვით 6 მლრდ დოლარის კაპიტალი მოიზიდა. 21 აპრილს კი ” Citigroup-მა Y6 მლრდ დოლარის ჰიბრიდული აქციები გაყიდა. 22 აპრილს Merrill Lynch- მა სავალო ვალდებულებებისა და პრივილეგირებული აქციების გამოშვებით 9,5 მლრდ დოლარი მოიზიდა.
როგორც “Merrill Lynch- ის ანალიტიკოსმა კევინ კონერიმ განაცხადა, ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობამ მიმდინარე წელს შესაძლოა 125 მლრდ დოლარს მიაღწიოს. ჰიბრიდული ფასიანი ქაღალდების გდამოშვებით კომპანიები კაპიტალის მოზიდვასა და სავალო ბაზრისა და სააქციო ბაზრის დაბალანსებას ახდენენ. კომპანიებს სჭირდებათ კაპიტალის მოზიდვა, მაგრამ ამავე დროს მათ სიფრთხილე მართებთ, რადგან ჭარბი აქციონერული კაპიტალის მოზიდვა აქციონერების წილის შემცირებას იწვევს.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობა იმდენად დიდია, რომ აქციონერების წილის შემცირების ფაქტორიც მეორე პლანზე გადადის.