მეტროლოგია-სტანდარტიზაციის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში
მაკა ღანიაშვილი
ქვეყნის ხარისიხის ინფრასტრუქტურის (სტანდატიზაცია, მეტროლოგია, გამოცდები, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება) გაუმართაობა და მისი სხვა პრობლემები ეკონომიკური განვითარებისთვის სერიოზული წინაღობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში? რა შეიცვალა ბოლო წლებში და რისი გაკეთება იგეგმება სამომავლოდ?
ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნოდარ ხატიაშვილი.
– ბატონო ნოდარ, თავიდან მოკლედ მიმოვიხილოთ ქვეყანაში ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ბოლო წლებში რა გაკეთდა?
– ბოლო 10-15 წელია, თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებში, არასატარიფო ბარიერებს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა და ნათელია, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც შენიღბული, ფარული იარაღისა პროდუქციის კონკრეტულ ბაზრებზე დაშვების შეზღუდვის ან ამა თუ იმ პროდუქციისათვის უპირატესობის მისანიჭებლად; აქედან გამომდინარე, არასატარიფო ბარიერები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ISO, რომელიც მსოფლიო მასშტაბის აღიარების მისაღწევად მოწოდებულია დანერგოს, ვაჭრობის ერთიანი პრინციპები, საერთო სასაქონლო ნორმები, ერთნაირი სტანდარტები და მოთხოვნები და შესაბამისობის შეფასების ერთნაირი პროცედურები, ე.წ. “ერთი ფანჯრის პრინციპი”.
“ერთი ფანჯრის პრინციპი” ნიშნავს:
ერთი პროდუქტი > ერთი მსოფლიო მასშტაბის ტექნიკური რეგლამენტი;
ერთი პროდუქტი > ერთი მსოფლიო მასშტაბის სტანდარტი;
ერთი პროდუქტი > ერთი მსოფლიო მასშტაბის აკრედიტაცია;
ერთი პროდუქტი > ერთი მსოფლიო მასშტაბის გამოცდა ან გაზომვა;
2005 წლამდე ქვეყანაში არსებული სტანდარტები და მოთხოვნები, უმთავრესად, საბჭოურ გოსტებს ეფუძნებოდა და დსთ-ს სივრცეში ძირითადად ეს წესები გამოიყენებოდა. მაგრამ საქართველოში დადგა ახალი ბაზრების მოძიების საჭიროება და შესაბამისად გლობალურ, მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ქვეყნაში მოთხოვნა გაჩნდა პროდუქციის წარმოებისა და მისი შესაბამისობის შეფასების წესები შეცვლილიყო, რაც თავისთავად შესაბამისი ნორმატიული ბაზის შეცვლას გულისხმობს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებას.
ეს რთული პროცესია და მისი განხორციელება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყო. პირველი ნაბიჯი იყო დონორი ქვეყნებიდან ექსპორტების ვიზიტები, რამაც ამ სფეროს ინსტიტუციონალური ცვლილებისა და რეფორმის აუცილებლობა გამოავლინა. ხარისხის ინფრასტრუქტურაში შემავალ ელემენტებს (სტანდარტები, მეტროლოგია, გამოცდები, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება) შორის უნდა არსებობდეს ტექნიკური ურთიერთკავშირი – თანამშრომლობა და არა პოლიტიკური ან ადმინისტრციული იერარქია ანუ ერთ დონეზე გაშლილი დამოუკიდებელი ორგანოები.
რეფორმის შემდეგ განხორციელდა ინსტიტუციონალური ცვლილება – ერთი ორგანოს ნაცვლად, რომელშიც თავს იყრიდა ყველა ფუნქცია, შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია: სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. სააგენტოს ჩამოცილდა ზედამხედველობის ფუნქცია და გარკვეულად სხვადასხვა დარგებზე გადანაწილდა. ხარისხის ეროვნული ინფასტრუქტურის საერთაშორისო მოთხოვნებთან გასათანაბრებლად, აღნიშნული ინსტიტუციონალური ცვლილებები, პროგრესული ნაბიჯია. სააგენტო 2006 წელს გახდა ISO-ს წევრ-კორესპონდენტი. რითაც საერთაშიორისო სტანდარტების ბაზასთან მივიღეთ დაშვება ანუ გაიზარდა აღნიშნული სტანდარტების ხელმისაწვდომობა, როგორც კერძო სექტორისათვის, ისევე მარეგულირებელი ორგანოებისათვის. საქართველოს კანონმდებლობამ მიიღო მუხლი, რითაც ყველა კანონი თუ რეგლამენტი, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს და გამოსცემს ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროში, საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს უნდა დაეფუძნოს.
როგორც ვიცით, ევროკავშირში რეგულირებად სფეროში მოხვედრილ პოდუციაზე ვრცელდება დირექტივები, რომლებშიც ამ პროდუქციის მიმართ მხოლოდ ძირითადი მოთხოვნებია მოცემული. დირექტივას ერთვის იმ სტანდარტების ნუსხა, რომელთა შესრულების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სრულდება დირექტივის მოთხოვნებიც – ე.წ. ჰარმონიზებული სტანდარტები. ეს არის ეგრეთწოდებული ახალი მიდგომა. ბუნებრივია, ევროპული სტანდარტების მოთხოვნა და მისი დანერგვის საჭიროება ჩვენ ქვეყანაშიც გაჩნდა, ამიტომ სააგენტო 2008 წლის აპრილში სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტში (CEN) გაწევრიანდა. ეს არის სტანდარტების რეგიონული ევროპული ორგანიზაცია.
– ბატონო ნოდარ, რეალურად რა მივიღეთ ევროპულ სტანდარტებთან დაშვებით, იგი ექსპორტს ხელს შეუწყობს?
– ჯერ ერთი, ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებზე გაჩნდა მოთხოვნა, მეწარმე თუ ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებს, მას ევროპის ბაზარზე შესვლა გაუადვილდება. საქართველოში გაუქმებულია სავალდებული სერტიფიკაცია და სტანდარტიზაცია. სანაცვლოდ მოქმედებს დეკლარირება. როცა მეწარმე ავსებს თავის პროდუქციაზე დეკლარაციას, მიუთითებს რომელ სტანდარდტს ან ნორმატიულ დოკუმენტს შეესაბამება მისი პროდუქცია. რეგლამენტი და სტანდარტი რომ განვასხვაოთ – სტანდარტი განსაზღვრავს ნებაყოფლობით მოხმარებას, ხოლო რეგლამენტი არის სავალდებულოდ შესასრულებელი. ანუ მეწარმეს უფლება აქვს აირჩიოს თუ რომელი სტანდარტით იხელმძღვანელებს. არჩევანის თავისუფლება მხოლოდ სტანდარტის არჩევის თავისუფლებას ნიშნავს და მეწარმეს უკვე არჩეული სტანდარტის მოთხოვნების შესრულებისაგან არ ათავისუფლებს; მაგალითად, თუ მეწარმე A4-ი ფორმატის სტანდარტს დაარღვევს, მისი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდება, რადგან თაბახის სხვა ფორმატი მუდმივ პრაქტიკაში გამოუსადეგარია, ხოლო, ნაწარმი რომ ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს, სავალდებულო რეგლამენტია. როდესაც საუბარია გლობალურ ვაჭრობაზე, ხარისხის ნორმებს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბარიერად აყენებს მხოლოდ პროდუქტის რისკის შემცველ მახასიათებლებს – იმას, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის შეიძლება საზიანო იყოს. სტანდარტის მოთხოვნების დაცვა კი მეწარმის ინტერესია. სტანდარტების მოთხოვნა და სტანდარტებში აღწერილი საერთაშორისო ხარისხის ნორმები კონკურენციის იარაღი გახდა.
– გასაგებია, მაგრამ აქვს თუ არა ქართველ მეწარმეს საშუალება, რომ საქართველოში მიიღოს თავისი პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი?
– თუ არსებობს ზოგადი ტენდენცია, განვითარებადი, მწირი ფინანსების მქონე ქვეყნებისათვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს არ სჭირდება ძვირადღირებული ლაბორატორიების დაფინანსება, სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს კერძო სექტორში არსებული კომპეტენტური ლაბორატორიების მომსახურებით და პროდუქტის შემოწმების ფუნქცია კერძო სექტორს გადასცეს, რომელიც იმუშავებს ამ სფეროში და სახელმწიფო მათი მომსახურებით ზედამხედველობის განხორციელებისას ისარგებლებს. თავის მხრივ, კერძო ლაბორატორიებმაც უნდა დაამტკიცონ კომპენენტურობა და მოიპოვონ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შეუძლია ააშენოს საკუთარი ლაბორატორიები, მაგრამ თუ სახელმწიფოს თავის ლაბორატორია ექნება, ხომ არ მოყვება ამას მონოპოლია ამ სახელმწიფო ლაბორატოორიის მხრიდან? იქნებ ჯობდეს მხოლოდ კერძო სექტორის განვითარება?
– საქართველოში ეს სექტორი წინსვლით ვერ იამაყებს; რა მექანიზმი არსებობს მსგავსი სისტემის გამართული მუშაობისა და კორუფციის მაქსიმალურად გამორიცხვისათვის?
– “ძალიან კარგად იყო სისტმა განვითარებული”, როცა საქართველოში არსებობდა სავალდებულო სერთიფიკაცია და საწარმო ვალდებულებას ვერ გაურბოდა. იყო საკმაოდ კარგი ლაბორატორიებიცა და სარდაფში გახსნილი ლაბორატორიებიც, რომლებიც მეწარმეს გაცილებით დაბალ ფასად ურიგდებოდნენ და სთავაზობდნენ იმავე დონის სერტიფიკატის გაცემას, როგორსაც სხვა კეთილსინდისიერი ლაბორატორიები. ანუ სერტიფიკაციისა და შემოწმების ფორმები მახინჯდებოდა. სავალდებულო სერთიფიკაცია გაუქმდა, რაც, თავისთავად, მართალიც იყო, მაგრამ პროდუქციის შესაბამისობის კონტროლის ზედამხედველობის გარეშე დატოვებაც არ არის სწორი. ამ სფეროში არსებობს საერთაშორისო სტანდარტები და სახლმძღვანელო დოკუმენტები – როგორ უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა, როგორ მოეწყოს და განვითარდეს ეს სისტემა. ლაბორატორიული ქსელის აწყობილი და გამართული მუშაობისას ზედამხედველის ფუნქციაა შეამოწმოს მეწარმე იცავს თუ არა წესს და აქვს თუ არა პროდუქტის შემოწმების დოკუმენტი? თუ ეჭვი გაჩნდება, პროდუქტის მიმართ უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა – ვინ შეცდა ამ შემთხვევაში, მეწარმე თუ ლაბორატორია? ასეთ სისტემაში ლაბორატორია ცრუ სერტიფიკატს ვერ გასცემს, რადგან თავადაა პასუხისმგებელი. ანუ მნიშვნელოვანია სისტემის იმგვარად მოწყობა, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს კორუფციის ელემენტი. აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც – სადაზღვევო სისტემა. ყველა ლაბორატორია დაზღვეული უნდა იქნეს ბანკებიდან, რომლებიც კაპიტალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გარკვეულად გააკონტროლენებენ ლაბორატორიების კომპეტენციას. ბანკი მოსთხოვს ლაბორატორიას საკუთარი კომპეტენტურობის დადასტურებას.
სახელმწიფო გადაწყვეტილება იქნება ლაბორატორიების დაზღვევის სავალდებულოდ შემოღება, მაგრამ ბანკი შეძლებს დაზღვევისათვის ლაბორატორიას საკუთარი კომპეტენტურობის დადასტურება მოსთხოვს. ზოგი ბანკი ადგილობრივ აკრედიტაციას მოითხოვს, ზოგიც მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანოს აკრედიტაციას მიიღებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სისტემა კერძო სექტორშივე აეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპორტის ხელშეწყობისათვის ასევე მნიშვნელოვანია სტანდარტების ორგანოს საქმიანობა. სტანდარტების ორგანო ნერგავს და პრაქტიკულად ახორციელებს წესებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს ლაბორატორია, შემოწმდეს პროდუქტის რისკ-ფაქტორები… მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც აკრედიტაციამ უნდა მოახდინოს ამ ლაბორატორიების შემოწმება და თვითონ აკრედიტაციის ორგანოს მიმართ მოთხოვნებსაც. სტანდარტებს შემოაქვთ ყველა წესი, რომლითაც უნდა იმუშაოს ხარისხის ინფრასტრუქტურამ და არამარტო მან. ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისათვის კი მნიშვნელოვანია ხელსაწყოები ანუ გაზომვის საშუალებები.
– მივედით გაზომვებამდე ანუ მეტროლოგიამდე, რა ხდება ამ სფეროში?
– სააგენტო 2005 წლიდან არის მეტროლოგიის რეგიონული ორგანიზაციის COOMET წევრი, ხოლო 2008 წლის აპრილიდან – ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროს BIPM წევრი. მეტროლოგიას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პროდუქტის შემოწმებას ხელსაწყო სჭირდება, რათაAდარწმუნებული ვიყოთ ჩატარებული გაზომვების სიზუსტეში. ალბათ ნებისმიერ რიგით მომხმარებელს სურს იყოს დარწმუნებული, რომ მისი მრიცხველი სწორად ზომავს და მართლაც 1 კილოვატი ან 1 კუბური მეტრი გაზი მოიხმარა. როდესაც მომხმარებელი თანხას იხდის ელექტროენერგიასა და გაზში, მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ ზუსტად იმდენ თანხას იხდის, რამდენი ენერგია ან აირიც მოიხმარა. მსგავსი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. გაზომვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას ეხება (მაგ. სწორი დიაგნოსტიკისათვის გაზომვებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ზოგიერთი ანალიზის გაკეთებისას შეცდომა შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს). მეტროლოგიის გაუმართაობა ყველა სფეროზე მოქმედებს. როცა ლაბორატორიას არ აქვს გამართული ხელსაწყო, არც მის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი ან ოქმი იქნება სანდო და ისევ მომხმარებელი დაზარალდება.
– და ქართველ მეწარმეებს ისევ სხვა ქვეყნებში გააქვთ ხელსაწყოები მეტროლოგიური მომსახურებისათვის?
– დიახ, სააგენტოსაც და კერძო ლაბორატორიებსაც სხვა ქვეყნებში გააქვთ ხელსაწყოები დასაკალიბრებლად და ადვილი წარმოსადგენია რამდენად გააძვირებს ეს მათს პროდუქციას. თუკი ლაბორატორიას მოუწევს თავისი ხელსაწყოების საზღვარგარეთ გატანა, ეს ავტომატურად მოახდენს ზეგავლენას მის მიერ მეწარმეებისათვის გაწეული მომსახურების ფასზე. ამიტომ მსხვილ მეწარმეს, ხშირად, ურჩევნია თვითონ გაიტანოს საკუთარი ხელსაწყოები საზღვარგარეთ დასაკალიბრებლად. რაც შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ეს მათთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება.
ამ სფეროს მნიშვნელობის გაცნობიერება არსებითია. საერთაშორისო პრაქტიკა უჩვენებს, რომ მეტროლოგია, ძირითადად, სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ფულის ჩადება პირდაპირ ეკონომიკაში არ ჩანს, ანუ არ ჩანს პირდაპირი მოგება, მაგრამ ეკონომიკის გამართული და ხარისხიანი მუშაობა თავისთავად უკვე მოგება არ არის? ამ სფეროში ბოლო გამოკვლევები უჩვენებს, რომ ევროპაში დღეს მეტროლოგიაში ჩადებული 1 ევრო 3 ევროს მოგებას იძლევა, ანუ 3-ჯერ მეტ ამონაგებს. ქვეყნების მიხედვით ეს ციფრიც იცვლება.
სააგენტოში დღესდღეობით ფუნქციონირებს საერთაშორისო დონესთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული სამი ლაბორატორია და ერთი რადიაციული გამოსხივების რეგიონული განყოფილება, რომელიც რადიაციის გამზომ ხელსაწყოებს აკალიბრებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს ემსახურება. აღნიშნული განყოფილება შეიქმნა ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციისთან IAEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში და მისი მომსახურებით უკვე რეგულარულად სარგებლობენ აზერბაიჯანის ორგანიზაციები. ამ განყოფილებით ჩვენ ჯერ მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. გარდა ამისა, მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ტემპერატურის ლაბორატორია და ელექტრული გაზომვების ლაბორატორია. ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მიიღო რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ ეტალონების საკვანძო შედარებაში.
ამ მიმართულებით 2008 წელს ორი პროექტი დაიწყო – გერმანულ-ქართული თანამშრომლობის პროექტი და ევროკავშირის EC TACIS პროექტი. ორივე მათგანი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება. ევროკავშირის პროექტის ბიუჯეტი მილიონ ევროს შეადგენს და გათვლილია ორ წელზე. ის მოიცავს აკრედიტაციის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროებს. გერმანული პროექტის ფარგლებში გერმანული მხარის შენატანი შეადგენს 600000 ევროს, ხოლო ქართული მხარის თანადაფინანსება – 120000 ლარს. გერმანული პროექტი უფრო მეტროლოგიაზეა აქცენტირებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში შეიქმნება მასის ეტალონური ლაბორატორია. ქართულმა მხარემ ლაბორატორიის შენობის მომზადებისთვის 120000 ლარი გამოყო. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია – მასის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ეტალონის არსებობის გარეშე ქვეყანაში თითქმის ვერც ერთი ლაბორატორიული შემოწმება ვერ განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით. ჩვენი ვარაუდით, ლაბორატორიის შენობის მომზადებას აპრილისთვის დავასრულებთ და შემდეგ უკვე დაიწყება მისი აღჭურვა. შემდგომი ნაბიჯი იქნება ლაბორატოიის საერთაშორისო აღიარების პროცედურების დაწყება, რაც საკმაოდ დროში გაწელილი პროცესია და ამიტომ აუცილებელია დროის გრაფიკის დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონორმა ქვეყნებმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა ორგანიზაციებმა დაინახონ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს რეალური დაინტერესება და ხელშეწყობა, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან თანამშრომლობისათვის. ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება – სფეროსი, რომელიც მიმართულია ექსპორტის განვითარებასა და ხელშეწყობაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე – სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა იყოს. საქართველოში ჯერ არცთუ ბევრი ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო საწარმოა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს საქართველოში წარმოებული დასრულებული პროექტის და არა – ნედლეულის ან ნახევარფაბრიკატის ექსპორტის ხელშეწყობა-განვითარება. ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირების გარეშე, საკმაოდ რთული იქნება დასაქმების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა.