რამდენ ბალიანი აღმოჩნდება იაპონიის მიწისძვრა მსოფლიო ეკონომიკისთვის

სარედაქციო წერილი

ორმაგი გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დღეს დგას, ძლიერ დარტყმად შეიძლება იქცეს “გამოჯანმრთელების” გზაზე მყოფი მსოფლიო ეკონომიკისთვის. იაპონიის ცუნამმა, არაბულ ქვეყნებში შექმნილმა კრიზისმა და ნავთობის მაღალმა ფასებმა ეკონომიკური ზრდის ტემპები შეიძლება საგრძნობლად შეამციროს. დღევანდელი გათვლებით, იაპონიის ცუნამის შედეგად მიყენებული ეკო-ნომიკური ზარალი დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ზარალმა 200 მილიარდ აშშ დოლარს შეიძლება გადააჭარბოს. Nomura Holdings-მა შეამცირა იაპონიის ეკონომიკის ზრდის ინდექსი. თუ წელს იაპონიის ეკონომიკის 1.3%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, ახლა ეს მაჩვენებელი 0.9%-მდე შემცირდა. ასევე, 0.3%-ით შემცირდა 2012 წლის ზრდის პროგნოზიც და ის 2.5%-იანი ნიშნულით განისაზღვრა.

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა 140 წლის მანძილზე ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ბუნებრივმა კატასტროფამ მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა ტოკიოს საფონდო ბირჟის დახურვამდე მოხდა, რამაც ნიკეის ინდექსი ხუთი კვირის მანძილზე ყველაზე დაბალ დონემდე მიიყვანა.
ევროპის ბაზრებზე იგივე დაცემა დაფიქსირდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ახლა უძრავი ქონების დაზიანებასთან დაკავშირებული ანაზღაურების გადახდა მოუწევთ. კონსალტინგურმა კომპანია AIR Worldwide-მა მიწისძვრით განადგურებული დაზღვეული ქონება 14.5-34.6 მილიარდ დოლარად შეაფასა. მართალია, სადაზღვევო კომპანიებს ჯერ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებიათ, მაგრამ ბაზარზე რეაქციამ არ დააყოვნა და სადაზღვევო კომპანიების აქციების ფასი მაღალი ტემპით შემცირდა. თუმცა, მიწისძვრის სიძლიერის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსი, ბენ კოლეტი აღნიშნავს, რომ ბაზრის რეაქცია შეიძლება ბევრად უარესი ყოფილიყო. “ამჟამად ბაზრის რეაქცია საკმაოდ ზომიერი მეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დამანგრეველი იყო მიწისძვრა. აშკარაა, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად არ დაზარალდა,” – აღნიშნა ბენ კოლეტმა.
იაპონიის მთავრობამ უმალ დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერი ზომების გატარება. იაპონიის ბანკმა ეკონომიკაში 18 ტრილიონი იენის (220 მილიარდი დოლარი) სუბსიდირება განახორციელა. ამან ბირჟებზე ვარდნა ვერ შეაჩერა, მაგრამ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

პროგნოზი
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს იაპონიის კრიზისმა გლობალურ ეკონომიკაზე?
ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მომხდარი ქვეყანაში ახალ რეცესიას გამოიწვევს. ამერიკის და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის რეცესია კი მთელს მსოფლიოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამას პირველები ნავთობის ბირჟის ტრეიდერები მიხვდნენ, რომლებმაც ლიბიური არეულობის გამო ისედაც “გადამწვარი” სანავთობე კონტრაქტების გაყიდვა დაიწყეს.
როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, იაპონიის ზარალი ტრილიონ დოლარს ასცდება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი, იაპონიის ეკონომიკას, რომელიც უკვე მრავალი წელია სტაგნაციას განიცდის, კატასტროფის შემდეგ სწრაფ აღმასვლას უწინასწარმეტყველებს, როგორც ეს ომების შემდეგ ხშირად მომხდარა. მათი არგუმენტი ნგრევის შემდეგ სამშენებლო ბუმსა და აღნიშნული სექტორის აღმასვლაში მდგომარეობს. ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ იაპონიაზე მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 10% მოდის და ინვესტორებისა და მყიდველებისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.
როგორც Bloomberg-ის მიმომხილველები მიიჩნევენ, მსოფლიო ეკონომიკა უკვე საკმარისად არის გამოსული ეკონომიკური რეცესიიდან იმისათვის, რომ იაპონიის კრიზსს ღირსეულად ვერ გაუძლოს. ექსპერტებს ოპტიმიზმის საფუძველს ის გარემოებაც აძლევს, რომ უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოში უმუშევრობა მცირდება, კომპანიების მოგება იზრდება და შედარებით დასტაბილურდა გაცვლითი სავალუტო კურსები. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მსოფლიო ერთობლივი მობილიზების და საჭირო ზომების გატარების შემთხევვაში, არსებულ პრობლემებს გაუმკლავდება.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, წელს ეკონომიკის ზრდა 4.8% იქნება, ხოლო JPMorgan-ის პროგნოზით, 4.4%. ეს მაჩვენებელი აჭარბებს გასული 2 დეკადის საშუალო 3.4%-იან ზრდას. ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკის ზრდას მაინც წინასწარმეტყველებს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ იაპონიაში ატომური კატასტროფის ყველაზე უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მხოლოდ 0.2% იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ იაპონიის მშპ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მცირდება. თუ 1990 წლისათვის ეს მაჩვენებლი 18% იყო, გასულ წელს იაპონიის მშპ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ 8.7%-ს შეადგენდა. შედეგად, იაპონიამ მსოფლიოში მეორე დიდი ეკონომიკის მქონის ტიტული ჩინეთს დაუთმო. ამ ტენდენციის შესახებ საუბრობენ მასაჩუსეტის კვლევითი ჯგუფის IHS-ის ეკონომისტები.
ამ ოპტიმისტურ პროგნოზს ყველა არ იზიარებს. “მორგან სტენლის” წარმომადგენლები ხედავენ საშიშროებას, რომ მიწისძვრა მსოფლიო ეკონომიკას ახალი რეცესიით ემუქრება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, “თუ ვალუტის კურსის რყევები გაგრძელდა, ეს გლობალურ ეკონომიკას გაცილებით უარეს შედეგებს მოუტანს”.
პესიმისტურია ინგლისის ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, იან პლენდერლეიზის პროგნოზიც. როგორც ინგლისელი ექსპერტი აღნიშნავს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში დაგ-როვებული რისკები დადებითი ტენდენციების განვითარებას საგრძნობლად შეაფერხებს. მდგომარეობას ართულებს დიდი დეპრესიის შედეგად აკუმულრებული რისკები, ბუნებრივი კატაკლიზმები იაპონიაში და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარი არეულობების გამო ნავთობზე ფასების ზრდა. სურსათის ფასებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია მთელს მსოფლიოში, ევროპა კვლავ ვალების კრიზისის წინაშე დგას. “როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა, ვცდილობთ, მის ჯანმრთელობას ზედმეტი რისკები ავარიდოთ, წარმოვიდგინოთ, რომ მსოლფლიო ეკონომიკა გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი ავადმყოფია, რომელმაც ძალიან დიდი შოკი მიიღო, ამიტომაც, მე მაფიქრებს ის, თუ როდის და რა ტემპებით შეიძლება დაიწყოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი” – აღნიშნავს ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.
ცუნამიდან ერთი კვირის თავზე ყველა აზიური საფონდი ინდექსი 5%-ით დაეცა. ექსპერტთა ნაწილმა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურება მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას გაართულებს. ეკონომიკის აღდგენა ტოკიოს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდასთან ერთად, საგარეო ვალების გაზრდასაც მოითხოვს. სიტუაციის ართულებს ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ბიუჯეტის დიდი დეფიციტი. სარეიტინგო კომპანია “Standart&Poors-ის პროგნოზის მიხედვით, 2010 ფინანსური წლის დასასრულს, რომელიც 2011 წლის 31 მარტს სრულდება, ამომავალი მზის ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 9.1%-ს მიაღწევს. საკმაოდ დიდია სახელმწიფოს საგარეო ვალიც – 10 ტრილიონი დოლარი.
მიწისძვრასა და ცუნამს იაპონიაში მრეწველობის ვარდნა უძღოდა წინ. იაპონიის ეკონომიკურ შემოსავალს, ექსპორტის 47% უზრუნველყოფს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნა და ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, იაპონიის ტექნიკისა და ავტომობილებისთვის მომხმარებელს ნაკლებად ეცალა. ამ ფაქტმა, იაპონიის ისტორიაში ბოლო 50 წლის მანძილზე ყვე-ლაზე მასშტაბური რეცესია გამოიწვია.
თავისთავად ცხადია, ვარდნა განიცადა იაპონური კომპანიების აქციებმაც. განსაკუთრებით ეს ავტომშენებლებზე უნდა ითქვას, რადგან იაპონელმა ავტომწარმოებლებმა მომხდარის შემდეგ ქარხნებში მუშაობა შეაჩერეს, რაც, ცხადია, დიდ ზარალს ნიშნავს. კერძოდ, მუშაობა მთლიანად შეაჩერეს ისეთი კომპანიების ქარხნებმა, როგორებიცაა: Toyota Motor, Honda, Nissan დაMitsubish. ავტომშენებელთა მსგავსად გაჩერებულია Sony-ის, Toshiba-ს, Panasonic-ის, Maruzen Petrochemical-ის, Kyokuto Petroleum-ის, შუმიტომო Metal Industries-ის, Nიპპონ Steel Corp-ის და სხვა მსხვილი კომპანიების საწარმოები.
ავტოკონცერნმა Nისსან-მა, ორ ქარხანაში ხანძრის გაჩენის შესახებ განაცხადა. იაპონიაში, კომპანიის ოთხივე ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა. ასევე, გაჩერდა თოყოტა-ს ოთხი და შონყ-ის ექვსი ქარხანა. ტოკიოსა და მის გარეუბანში 14 უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი დაიწვა, მათ შორისაა ნავთობის საცავები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. გლობალური კომპანიები, ვისაც ბიზნესი იაპონიაში ჰქონდა, (“კოკა-კოლა”, “მაკდონალდსი”) ბირჟებზე აქციების ფასს კარგავენ. “ტოიოტას” აქციების ფასი 8%-ით, “ნისანის” 10%-ით, “ჰონდასი” – 6,5%-ით დაეცა. “ნისანის” 12-მა ქარხანამ მუშაობა 11 მარტს შეაჩერა. როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ზუსტად არავინ იცის.
ელექტრონიკის მწარმოებელმა იაპონურმა გიგანტმა შონყ-იმ თვის ბოლომდე ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ხუთი ქარხანა დახურა. გაჩერებულ საწარმოებში რადიომოწყობილობა, მონიტორები, ვიდეოკამერები, მობილური ტელეფონები და ყურსასმენები მზადდებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოების დროებით უცხოეთში გადატანის შესაძლებლობას განიხილავენ, თუკი ახლო მომავალში საექსპორტო მიწოდების ჯაჭვის აღდგენა ვერ მოხერხდა. ცუნამის გამო შონყ იძულებული გახდა, იაპონიის მასშტაბით მთლიანობაში 12 ქარხანა დაეხურა. ამიტომაც შეუძლებელია ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ასეთი მოცულობის ზარალმა ზიანი არ მიაყენოს მსოფლიო მიწოდებას, განსაკუთრებით ტექნიკის ბაზარზე. იაპონური “ტოშიბა” და “პანასონიკი” აწარმოებენ მსოფლიო წარმოების აუდიო აპარატურის და ელექტრონულ მოწყობილობების 40%-ს.
მიწისძვრამ სიგარეტის ბიზნესიც აზარალა. მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, Japan Tobaccoპროდუქციის გამოშვებას დროებით შეწყვეტს. “როიტერის” ინფორმაციით, კორპორაცია თამბაქოს ნაწარმის ექსპორტს 30 მარტიდან 10 აპრილამდე შეაჩერებს. სტიქიამ “Japan Tobacco”-ს ნედლეულის პრობლემა შეუქმნა. შეგახსენებთ, რომ კორპორაცია სიგარეტის ისეთ ბრენდებს აერთიანებს როგორებიცაა “ქემელი”, “ვინსტონი”, “სალემი”, “გლამური” და სხვები.

იაპონური იენი
ცუნამმა, რა თქმა უნდა, იაპონური ვალუტაც დაასუსტა. იენა 11 მარტს, მსოფლიოს 16 ვალუტიდან 15-ის მიმართ გაიაფდა. ტოკიოს ძირითადი საფონდო ინდექსი 1.72%-ით, 10254 პუნქტამდე შემცირდა. იაპონური იენის კურსი მერყევია. იაპონიას ფული სჭირდება და თუ ის იენის მოსაზიდად დოლარს გაყიდის, ამან, შესაძლოა, დოლარის მიმართ იენის გამყარება გამოიწვიოს, რადგან იაპონია აშშ-ის სავალე ფასიანი ქაღალდების სიდიდით მეორე მფლობელია, ეს პროცესი მსოფლიო ბირჟებზეც მოახდენდა გავლენას, ამიტომ საქმეში სასწრაფოდ ჩაერივნენ დიდი შვიდეულის ქვეყნები. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კურსის დასტაბილურებისთვის ვალუტის ბაზრებზე ერთობლივად ჩაერეოდნენ, პირველად 2000 წლის შემდეგ.

ნავთობის ფასები და იაპონიის კრიზისი
11 მარტის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასებმა შემცირება დაიწყო. ეს მოსალოდნელიც იყო, იაპონია ჩინეთის შემდეგ ნავთობის მომხმარებელი სიდიდით მეორე ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ მოთხოვნის შემცირების კვალდაკვალ ფასებიც დაეცემოდა. თუმცა, საკითხავია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს. როდესაც იაპონია შოკიდან გამოსვლას დაიწყებს, მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, ფასებიც გაიზრდება. იაპონია 5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს. უკვე რამდენიმე დღეა, ბაზარმა იაპონიის მოვლენების გავლენა “მოინელა” და ნავთობი კვლავ ძვირდება. ნავთობზე ფასების ზრდას ლიბიასა და ბაჰრეინში შექმნილი არასტაბილური ვითარებაც უბიძგებს.
ამასთანავე, ექსპერტთა შეფასებით, მომავალ თვეებში იაპონია უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდე-ბული ატომურ ენერგიაზე, ხოლო უფრო მეტად – გაზსა და ნავთობზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ კვირებში “შავ ოქროზე” მაღალი ფასები შენარჩუნდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავის ბირთვულ გეგმებს სხვა ქვეყნებიც გადახედავენ. იაპონური რეაქტორების დაზიანებამ მსოფლიო ენერგეტიკული პანიკა უკვე გამოიწვია. ატომური რეაქტორების გაჩერების მოთხოვნით ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოეწყო. თუ აშშ და სხვა ქვეყნები ატომური ენერგიის გამოყენებას შეამცირებენ, მოიმატებს მოთხოვნა ნავთობსა და ქვანახშირზე, რადგან ატომურ ენერგიას ქარისა და მზის ენერგია დიდხანს ვერ ჩაანაცვლებს. მაშინ, როცა ურანის ინდექსები სწრაფად ეცემა, ქვანახშირის აქციები მაღალ ნიშნულზე რჩება.

ექსპორტ-იმპორტი
სხვადასხვაგვარი იქნება იაპონიის კრიზისის გავლენა მის მეზობელ ქვეყნებზე. სამხრეთ კორეა, როგორც ავტომობილებისა და ფოლადის წარმოებაში იაპონიის კონკურენტი, დაზარალებულ ქვეყანაში წარმოების შემცირებით მოგებული დარჩება. დარტყმას მიიღებს ჩინეთის ეკონომიკა. ვინაიდან, მაღალტექნოლოგიურ ელექტრომოწყობილობებს ჩინეთი იაპონიისგან ყიდულობს. უკვე რამდენიმე ასეული დოლარით გაძვირდა “ნიკონის” ვიდეოკამერების ფასი. ჩინეთში გაიზარდა საკვებისა და ბოსტნეულის ფასებიც. მსგავსი სიტუაციაა ტაივანშიც. კომპანიები, რომლებიც ავტომობილებს, ავტონაწილებსა და ნახევარგამტარ მოწყობილობებს აწარმოებენ, საჭირო მასალებით უმეტესად იაპონიიდან მარაგდებიან, მათ მინიმუმ ერთი-ორთვიანი შეყოვნება ექნებათ. თუ იაპონური ქარხნები ნორმალურ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდებიან, შეიქმნება საქონლის დეფიციტი და ცხადია, ფასებიც გაიზრდება.
ზარალს განიცდიან ის ქვეყნებიც, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ იაპონიაში. ეს განსაკუთრებით ითქმის იმ აზიურ ქვეყნებზე, რომელთა ექსპორტის დიდი ნაწილით “ამომავალი მზის” ქვეყანაში გადის. ტაილანდის, ტაივანის, კორეისა და ჩინეთის ექსპორტის 12% იაპონიაზე მოდის. სიტუაცია შედარებით შეიძლება დასტაბილურდეს მაშინ, როცა იაპონიის ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას დაიწყებს და იენის გაცლითი კურსი დასტაბილურდება. ამ ქვეყნებისათვის, ასევე, დიდი დანაკლისი იქნება ის ინვესტიციები, რომელთაც იაპონური კომპანიები აქ ახორციელებდნენ. შარშან მეზობელ ქვეყნებში იაპონიის კომპანიათა საერთო ინვესტიციამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ტაივანთან ერთად, იაპონელი ტურისტების კლების გამო დაზარალდება სხვა ქვეყნების ტურისტული ბიზნესიც. სამაგიეროდ, გაყიდვების ზრდას ელოდება ავსტრალია – ქვანახშირისა და გათხევადებული გაზის ძირითადი ექსპორტიორი. იაპონიისთვის ენერგორესურსების მეორე მიმწოდებელი, ალბათ, ინდონეზია იქნება და ისიც მოთხოვნის ზრდას ელოდება. იაპონია ინდოეთის ინფრასტრუქტურაში გრძელვადიან ინვესტიციებს აბანდებს და ეკონომიკურმა შეფერხებამ, შესაძლოა, ინდოეთის ეკონომიკის განვითარებაც შეაფერხოს.