iPhone 5 – არშემდგარი ევოლუცია?!
ალექსანდრა ლალიაშვილი
აშშ-ს უმსხვილესი მობილური ოპერატორი AT&T Inc-იტყობინება, რომ ახლახან წარმოდგენილ iPhone 5-ზე კომპანიამ რეკორდული რაოდენობის, წინასწარი შეკვეთები მიიღო. ახალ სმარტფონზე აბონენტების შეკვეთებმა, დღემდე გამოშვებული iPhone-ის წინა მოდელებზე არსებულ მოთხოვნას გადააჭარბა.
Apple-მა სან-ფრანცისკოში iPhone 5-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. მისი კორპუსი შედგება მინისა და ალუმინისგან და 18%-ით თხელია, ვიდრე მისი წინამორბედი. ახალი სმარტფონის სისქე არის 7.8 მმ, წონა – 112 გრამი. iPhone 5-ის დისპლეი არის უფრო დიდი – 4 დიუმი დიაგონალურად და ის უზრუნვეყოფს 44%-ით მეტად გაჯერებულ ფერებს. iPhone 5-ის გაყიდვებმა, პირველ კვირასვე დაახლოებით 10 მილიონ ერთეულს მიაღწია. 14 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში, აშშ-ს უმსხვილესი ოპერატორის AT&T განაცხადებით, მომხმარებელმა 2 მლიონი ერთეული სმარტფონი დაუკვეთა. ექსპერტების აზრით, შეიძლება წლის ბოლოს, კომპანიის გაყიდვებმა 42 მილიონს მიაღწიოს.
ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ამერიკული კორპორაცია Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარეს. პერსონალური და პლანშეტური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიის აქციათა საბაზრო ღირებულებამ 1999 წელს კომპანია Mიცროსოფტ-ის დამყარებულ მსოფლიო რეკორდს გადააჭარბა და 658 მლრდ დოლარი შეადგინა. აქციათა გაძვირების მიზეზად კომპანიის პროდუქტებს – iPhone 5-სა და iPad Mini-ს უფრო იაფ ვერსიას ასახელებენ. ახალი პროდუქციის პრეზენტაციის შემდეგ 1 კვირაში, Apple-ის აქციის ღირებულებამ Nასდაქ-ის ბირჟაზე, 700 დოლარს პირველად გადააჭარბა. ვაჭრობის დახურვის შემდეგ კომპანიის ფასიანმა ქაღალდმა 701,95 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები Apple-ს აქციების კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც კომპანია FactSet-ის 38-მა სპეციალისტმა ჩაატარა, Apple-ი შესაძლოა 745,80 მლრდ დოლარამდე გაძვირდეს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კი კომპანიის აქციის ფასი 750 დოლარიდან, ათას დოლარამდე გაიზარდოს.
iPhone 5-ის მოლოდინში მსოფლიოში მობილური ტელეფონების გაყიდვები შემცირდა. 2012 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მსოფლიოში გაყიდული მობილური ტელეფონების რიცხვმა 419 მილიონს მიაღწია. კვლევითი კომპანია Gartner-ის შეფასებით, ეს 2,3%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. სმარტფონების გაყიდვების წილმა მეორე კვარტალში 36,7% შეადგინა – 153, 773 მილიონი ერთეული. წინა წელთან შედარებით ეს მონაცემი 42,7%-ითაა გაზარდილი.
მეორე კვარტალში ბაზრის ლიდერი 21,6%-ით სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics-ია. კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 90,4 მილიონი Gალახყ და 45,6 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ბაზარზე მეორე ადგილი 19,9%-ით და 83,4 მილიონი გაყიდული ტელეფონით Nokia-მ დაიკავა. 2011 წლის პირველ კვარტალთან შედარებით Nოკია-ის გაყიდვები 14,8%-ით დაეცა.
მესამე ადგილზე Apple გავიდა – 6,9%. კომპანიის გაყიდვები 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აპრილ-ივნისში 12,5%-ით შემცირდა, თუმცა 2011 წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა და 28,9 მილიონი შეადგინა. LG Electronics-მა და Motorola-მ ასევე გაყიდვების მკვეთრი გაუარესება აჩვენეს. ანალიტიკოსები გაყიდვების გაუარესებას Apple-ისა და Samsung-ის მხრიდან გაზ-რდილ კონკურენციას უკავშირებენ.
თუმცა იმ აჟიოტაჟის მიუხედავად რომელიც Aპპლე-ის ახალი პროდუქციის iPhone 5-ის პრეზენტაციას მოჰყვა, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ პრობლემები Apple-საც ბევრი აქვს, განსაკუთრებით კი სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ. iPhone 5-ი სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ ახალი პროდუქტის პირველი პრეზენტაციაა. ის თავის ორ წინამორბედს ძლიერ წააგავს, მხოლოდ ცოტა თხელია და გრძელი, მოდერნიზებული შინაარსით და განახლებული ოპერატიული სისტემით.
ძველ მოდელებთან თითქმის იდენტური მსგავსების გამო, ბევრი დასავლელი მიმომხილველი, ახალ პროდუქციას არცთუ დადებით შეფასებას აძლევს. “ნუთუ ეს არის ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც კომპანიას ჩვენთვის შეუძლია. კომპანიას, რომელიც ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ორგანიზაციაა. ეს ხომ iPhone-ის მეექვსე ვერსიაა, სამომხმარებლო ინტერფეისი კი ისევ ისეთი აქვს, როგორც პირველს, 2007 წელს რომ გამოვიდა” – წერს ერთ-ერთი დასავლელი მიმომხილველი.
iPhone-ზე ელექტრონიკა უკვე ორი წელია, რაც არ შეცვლილა. iPhone 4 და 4S პრაქტიკულად იდენტურებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, რომელიც Apple-ს ახალი მოდელის შემუშავებისთვის ჰქონდა, ცნობილმა დიზაინერმა ჯონათან აივმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ პატარა ეკრანი (8,9სმ) ოდნავ უფრო დიდით (10,2სმ) შეცვალა.
ექსპერტები ამ ფაქტს კომპანიის მხრიდან კვლევების ინვესტირებასა და ახალ შემუშავებებზე ეკონომიის გაწევას უკავშირებს. Apple ამ მიმართულებით გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტი – მოგების 2%-ს, განსხვავებით Google-სა და Microsoft-ისგან, სადაც ეს ციფრი 14%-ს აღწევს. ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ Android-ის პლატფორმის ახალი მოდელ-ები სმარტფონების ბაზრის უკვე 68%-ს იკავებენ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 47% იყო. Apple-მა კი წელს ბაზრის 17% დაკარგა. ბაზარზე Android-is wili Apple-ის წილს ოთხჯერ აჭარბებს.
Apple-ს ანალიტიკოსები პლაგიატშიც ადანაშაულებენ. რისთვის ზრდის iPhone-ის ზომებს? იმისთვის, რომ Android-ის ტელეფონებს არ ჩამორჩეს. თუმცა,iPhone მაინც არ იძლევა მნიშვნელოვან ეკრანულ სივრცეს. აგვისტოში Samsung Galaxy S3-მა უზარმაზარი ეკრანით (120 მმ), პირველად აშშ-ის ისტორიაში, გაყიდვებითiPhone 4S-ს გაასწრო.
დიზაინს, რომ თავი დავანებოთ, უცოხური მედია იმასაც იუწყება, რომ Apple-ის ახალ სმარტფონს ტექნიკური წუნი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ათასობით საჩივარი უკვე დაიწერა. Aპპლე-მა იშვიათი, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. კორპორაციამ Google Maps-ის ნაცვლად, iPhone 5-ში საკუთარი წარმოების ახალი ოპერაციული სისტემა iOS6-ის ბარათი დაამონტაჟა, რომელმაც მომხმარებელთა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
მომხმარებელებმა, რომლებმაც ახალი OS ძველ მოწყობილობაზე დაამონტაჟეს, მძაფრ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. საქმე იმაშია, რომ Google Map წინასწარ დაინსტალირებულია Apple-ის სმარტფონებისათვის იმ მომენტიდან, როდესაც პირველი მოწყობილობა 2007 წელს გამოუშვეს. მომხმარებლები ვერ პოულობენ მათთვის საჭირო გზებს, კომპანიებს, ადგილებს. მაგალითად, ნავიგატორმა ვერ დაადგინა ისეთი ცნობილი, ხელმისაწვდომი ადგილი, როგორიცაა ოქროს ჭიშკარი ხიდზე სან-ფრანცისკოში. Facebook-ი და Twitter-ი წალეკა მცდარმა სურათებმა, რომელიც ბარათის სისტემამ დაუშვა.
ივნისში, Apple-მა გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა Google Maps-ის მომსახურების გამოყენება საკუთარი პროგრამის სასარგებლოდ, რომელიც კომპანიის თომთომ-ის მონაცემებს ეყრდნობა და სპეციალიზირებულია სატელიტური ნავიგაციით. ახალი სანავიგაციო პროგრამის ოპერაციული სისტემა iOS6-ის ფარგლებში გამოჩნდა, რომელიც ახალ სმარტფონ iPhone 5-თვის დამონტაჟდა და ასევე, Apple-ის პლანშეტებისთვის.
პარალელურად, კომპანიამ Gოოგლე Mაპს-ის წინა ვერსია ამოიღო თავისი ვირტუალური მაღაზიიდან და მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ ის ახალი გაჯეტებში ჩატვირთონ. კომპანიამ ამასთან დაკავშირებით მომხმარებლისგან მრავალი საჩივარი მიიღო. კერძოდ, ზოგიერთი ქალაქი ბარათზე საერთოდ არ არსებობს, ზოგიერთი არასწორადაა განთავსებული. ზოგიერთი ობიექტის სატელიტური ფოტო, დაფარულია ღრუბლებით და ა.შ. TomTom-ში აცხადებენ, რომ მცდარ მონაცემებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რადგანაც მათ ბარათზე, მხოლოდ საწყისი გეოგრაფიული წერტილები განათავსეს.
შეძლებს თუ არა ამ პირობებში Apple ახალი რეკორდის დამყარებას და გაიზრდება თუ არა მისი აქციების ფასი 1000 დოლარამდე?