”ბორჯომი” ვერ ბრუნდება
ქართული მინერალური წყალი ”ბორჯომი” რუსულ ბაზარზე ჯერჯერობით ვერ დაბრუნდება. ”ჩვენ ”ბორჯომთან” დაკავშირებით კითხვები გაგვიჩნდა, დამატებით ნიმუშებს მოვითხოვთ”, _ განაცხადა ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ.
”ბორჯომი” ”როსპოტრებნადზორის” ექსპერტებმა საქართველოში პირველი ვიზიტის დროს შეამოწმეს. პირველი ინსპექციის დროს ”როსპოტრებნადზორმა” რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება ”ქინძმარაულის მარანს” და ”დუგლაძის ღვინის სახლს” მისცა. დანარჩენი საწარმოების პროდუქცია, რომელიც რუსმა სპეციალისტებმა შეამოწმეს, ჯერჯერობით კვლავ რეგისტრაციის პროცესშია.
რუსი ექსპერტების მეორე ჯგუფი საქართველოს დღეს ეწვევა, ისინი დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში რამდენიმე ათეულ საწარმოს შეამოწმებენ.