საქართველო 140 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს
”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან” საქართველო 140 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ცნობილი ხელმოწერის ცერემონიალზე გახდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ხელშეკრულების მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. თანხა ძირითადად პროფესიული განათლებას მოხმარდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, საინჟინრო და მათემატიკური დონის ამაღლებას.
გამართულ ცერემონიალზე კორპორაციის დირექტორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს ახალ 5-წლიან კომპაქტს, რომელიც აღნიშნულ დახმარებას ითვალისწინებს.