რუსეთში მაღალი რისკის შემცველი მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანაზე შეზღუდევბი მოიხსნა
ხილის ექსპორტიორები რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული პროდუქციისთვის დადებითად აფასებენ, თუმცა, აუცილებელ პირობად სავიზო რეჟიმის გამარტივებას ასახელებენ. ხილის ექსპორტიორები, ჯერჯერობით, კვლავ უკრაინის მიმართულებით აქტიურობენ, სადაც ამ ეტაპზე ხურმა გააქვს. თუმცა, ქართულ ხილს რეალიზაციაში გარკვეული პრობლემები უკრაინის ბაზარზეც ექმნება.
კერძოდ, ექსპორტზე დამატებული ღირებულების გადასახადი კვლავ მაღალია და ტონაზე 1900 დოლარს აღწევს. შესაბამისად, ქართულ ციტრუსს კონკურენცია სხვა ქვეყნის პროდუქციასთან საკმაოდ უჭირს. გადასახადის შემცირებაზე საქართველოს მთავრობა უკრაინელ კოლეგებთან უკვე წლებია, მუშაობს, მაგრამ უშედეგოდ.
10 ოქტომბერს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტომ და რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 14 ოქტომბრიდან რუსეთში მაღალი რისკის შემცველი მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვები მოიხსნა.