ჩვენს წინაშე გიგანტური ფინანსური ბუშტია, რომელიც ნებისმიერ დღეს შეიძლება გასკდეს
რამდენიმე გავლენიანი ექსპერტის შეფასებით, ის რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი 50%-ით შემცირდება, მხოლოდ დროის საქმეა. „ჩვენ არ გვაქვს უფლება გაგვიკვირდეს ბირჟების გარდაუვალი კრახი. ეს მოსალოდნელია და მას მომზადებული უნდა შევხვდეთ“ – ამბობს მარკ სპიცნეგელი, რომლის ჰეჯ-ფონდმაც მილიარდობით დოლარის მოგება მიიღო 2008 წლის ფინანსური კრახის დროს.
სპიცნეგელი ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს პროგნოზს აკეთებს. „ჩვენს წინაშე გიგანტური ფინანსური ბუშტია, რომელიც ნებისმიერ დღეს შეიძლება გასკდეს“ – აღნიშნავს მარკ ფაბერი, ერთ-ერთი მსხვილი ფონდის მენეჯერი. ფაბერს ამაში მთავარ დამნაშავედ ბარაკ ობამას მთავრობისა და ფედის მასშტაბური რაოდენობრივი შერბილების პროგრამა მიაჩნია. ფინანსური ბაზრების კრახის ალბათობას არც მილიარდელი უორენ ბაფეტი უარყოფს. ასეთ შემთხვევაში, რა გამოსავალი აქვთ ბაზრის მონაწილეებს? ერთი გზა არის გაყიდონ აქტივები და საიმედოდ შეინახონ ფული, მეორე გზა კი გადაეშვან ქარიშხალში და იბრძოლონ მის წინააღმდეგ.
მაგრამ არის მესამე გამოსავალიც, რომლის შესახებაც Absolute Profits-ის დამფუძნებელი სინ ჰიუმანი საუბრობს: „არის რამდენიმე სექტორი, სადაც ინვესტირება შედარებით უსაფრთხოა. რაც შეეხება ახლა ფასიანი ქაღალდების ბაზრიდან გასვლას, ეს საკმაოდ დიდ დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“.