DCFTA Facility-ის პირველი პროექტი საქართველოში
თბილისში მიმდინარე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და გავნითარების ბანკი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერის მიზნით 1.927 ევროს ღირებულების სესხს გამოყოფს ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“-ისთვის თიბისი ბანკთან ერთად. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ ტრანზაქციას რისკების დაზღვევის გზით.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გადამწყვეტი ნაბიჯია ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს მოდერნიზაციის პროცესში და ეს დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის სტანდარტების შესრულებაში. ციფრული მაუწყებლობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის გათავისუფლებული სიხშირეების სახით. ეს თავის მხრივ უფრო განვითარებული სერვისებისა და და მრავალფეროვანი და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს – ეს არის ორი მთავარი პირობა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესაქმნელად.
ეს არის პირველი პროექტი ევრობანკისა და ევროკავშირის DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.