კანაფის კულტივაცია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები საქართველოში

ზურაბ დვალაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი
zurabdvalashvili@gmail.com

რეზიუმე

მარტივად რომ ვთქვათ, კანაფის კულტივაცია ეს არის არც მეტი არც ნაკლები – მარიხუანას მოყვანა, თუ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამედიცინო მარიხუანა არის ლეგალიზებული,მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს მოვიყვანოთ გარკვეული რაოდენობის მარიხუანა პირადი მოხმარების ან კომერციული მიზნით. მარიხუანა სოფლის მეურნეობის ერთწლოვანი კულტურაა და სხვა კულტურებთან შედარებით, მსოფლიო ფასიდან გამომდინარე, საკმაოდ მომგებიანია. 2018 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობამ ამ სასოფლო სამეურნეო კულტურის სამედიცინო მიზნით წარმოებისა და ექსპორტზე გატანის კანონპროექტი შეიმუშავა. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამედიცინო მარიხუანას ექსპორტი საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. თუმცა მარიხუანას ეკონომიკა აგრეთვე დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთანაც.

It can be said, Cannabis cultivation is nothing more nor less than the growing of marijuana. If you live in a state whare medical marijuana has been legalized, you are allowed to grow a certain number of plants at home for personal use, also applies to commercial growing operations. Marijuana is a one year agricultural product and, compared to other species, given the world market price, it is significantly more profitable. In September 2018, the Government of Georgia presented the bill to the Parliament of Georgia on the production and export of this “agricultural product” for medical purposes. Based on the international experience to date, the production of exportoriented medical marijuana in Georgia will have certain positive effects on the economy of our country. Marijuana economics is also connected with risks.

კანაფი დიდი ისტორიის მქონე მცენარეა და თუ რეტროსპექტიულ ანალიზს თვალს გადავავლებთ ნათლად დავინახავთ, რომ საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე იგი სხვადასხვა ხალხების კულტურის ნაწილი იყო.. გამოიყენებოდა რიტუალებში და ასევე სამკურნალოდაც.. იგი კაცობრიობის მიერ მისი მოხმარებიდან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ლეგალიზებული და სრულიად ნებადართული იყო, მეტიც წახალისებულიც კი, ვიდრე დღევანდელის მსგავსად აკრძალული და კრიმინალიზებული.

კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა და აქედან გავრცელდა სხვა დანარჩენ კონტინენტებზე.. მისი მოხმარების კვალი ყველგანაა აღმოჩენილი, ძველი ეგვიპტის სამარხებშიც კი და თარიღდება 3000 წლით. კანაფი მოხსენიებულია ჩვენი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნის ჩინელი მკურნალების ხელნაწერებში, ხველებისა და ფაღარათის სამკურნალო საშუალებად. კანაფი ცნობილი იყო ანტიკურ მსოფლიოშიც, მაგალითად ჰეროდოტეს ჩანაწერებში აღწერილია რიტუალები კანაფის მეშვეობით… ასევე აღსანიშნავია, რომ კანაფის როგორც უძველესი მცენარის კლასიფიკაცია მოხდა მხოლოდ 1753 წელს. კანაფი არც სხვადასხვა რელიგიებისთვისაა უცხო, მაგ: კატოლიკური ეკლესია, იაპონური სინტოიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, ზარათუსტრას მიმდევრები და სხვა.
კანაფის დევნა კანონით მე-12 საუკუნეში დაიწყო, როცა ესპანეთის ეკლესიამ აკრძალა კანაბისის გამოყენება, ხოლო მე-13 საუკუნეში უკვე საფრანგეთშიც აკრძალეს. 1484წელს პაპმა ინოკენტი მე-8-მ ოფიციალურად ამოიღო სამედიცნო მცენარეების სიიდან კანაფი და მას “უწმინდური ზიარების სატანური მესა” უწოდა.მას შემდეგ კანაფის შესახებ დამოკიდებულებები იცვლებოდა თუმცა ძირითადად მაინც ეკლესიას და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს აწუხებდათ ეს საკითხი. სახელმწიფო დონეზე კანაფი პირველად ეგვიპტეში 1864 წელს აიკრძალა… 1937 წელს ამერიკის 46მა შტატმა აკრძალა, თუმცა მისი სამედიცინო მიზნით გამოყენება მაინც გრძელდებოდა.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ჰალუცინოგენებისადმი მზარდი ინტერესის გამო კანაფის პოპულარობამ ისევ ზრდა დაიწყო…1976 წლის კონგრესის მოხსენებაში წერია, რომ ამერიკელი ერის ნახევარზე მეტს 18-25 წლის ასაკში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაფი. მე-20 და 21-ე საუკუნეში კანაფი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია და მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ებრძვიან… მაგალითად კანაფის კულტივაცია ავსტრიაში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, გერმანიაში 5 წლამდე, დიდ ბრიტანეთში 12 თვიანი პატიმრობაა და სხვა.თუმცა მიუხედავად ამგვარი ვითარებისა კანაფის გამოყენება სამედიცინო სფეროში გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება… საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო ბევრი ქვეყანა ერიდება თავის ქვეყანაში თუნდაც სამედიცინო მიზნით მის წარმოებას, თუმცა არიან ქვეყნები, რომელთაც ეს ეკლიანი გზა გაიარეს და კარგადაც იხეირეს. მაგალითად: დიდ ბრიტანეთში, სადაც მარიხუანა არალეგალურია, სამედიცინო მიზნით 2016 წელს 95 ტონა იქნა წარმოებული… ასევე კოლორადოს შტატში 2016 წელს კანაფიდან მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა 1.3 მილიარდი შეადგინა.კანაფს აწარმოებენ ისეთ ტრადიციულ ქვეყანაშიც როგორიცაა ისრაელი..

ყოველწლიურად ბევრი ქვეყანა შეჰყურებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ბევრ მათგანს “ეკონომიკური მადაც” გაუჩნდა… სულ უფრო მეტი ქვეყანა ებმება კანაფის კულტივაციასა და საერთაშორისო ვაჭრობაში.
გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, 2018 წელი ამ მხრივ ისტორიულია ქართულ სინამდვილეში, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება მოახდინა… სიახლე ბევრს გაუკვირდა, თუმცა ამაწლის სექტემბერში პარლამენტში შეტანილმა კანონპროექტმა, რომელიც მარიხუანას კულტივირებას ეხებოდა წარმოებისა და ექსპორტზე გატანის მიზნით მთელი საქართველო გააოცა და აალაპარაკა, მეტიც სახელმწიფო ხალხთან და გავლენიან საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან დააპირისპირა… ყველაზე მტკივნეული საპატრიარქოს მხრიდან არსებული წინაარმდეგობა აღმოჩნდა… გაუთავებელ მუქარას წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უკანდახევა მოყვა და კანონპროექტი გაიწვიეს, შეჩერდა მისი განხილვა..თუმცა საზოგადოებაში არ შემწყდარა კამათი იმის შესახებ თუ რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეეძლო რეალურად მარიხუანას კულტივაციის დაშვებას ქვეყანაში. ბევრი დამცველიც გამოუჩნდა ამ კანონპროექტს და ბევრიც მოწინააღმდეგე.

ის თუ რა სარგებელი შეიძლება მოყვეს მარიხუანას კულტივაციას საქართველოში მეტად რთული საკითხია, რადგან ამ თემის ფართო განხილვა ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა, ჩვენ მხოლოდ ვისმენდით ზოგად მესიჯებს და ვისმენდით სიტყვებს “მითიური” 1 მილიარდის შესახებ, რაც უნდა ყოფილიყო ყოველწლიურად კანაფის კულტივაციიდან ქვეყნის სარგებელი…თუმცა თუ ღრმად ჩავუფიქრდებით და გავაანალიზებთ, პირველ რიგში მივადგებით საკითხს: ვის შეუძლია აწარმოოს კანაფი და ჩაებას ამ ბიზნესში?ცხადია მთავრობისვე შემოთავაზებული პროექტის მიხედვით ეს ბიზნესი ნებადართული არ იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, იგი საჭიროებს ლიცენზიას… ინიციატივის თანახმად შესაძლებელი იქნება 10 სახის ლიცენზიის გაცემა, რაც პირდაპირ ზღუდავს მოსახლეობის შესაძლებლობებს და ბიზნესის არეალს, ხოლო ლიცენზიის ღირებულება ინიციატივის მიხედვით 25 ათასია, ოღონდ ეს საწყისი ღირებულებაა და ალბათ აუქციონზე გაიყიდება და მისი ფასი შეიძლება გაიზარდოს კიდეც და პლუს ლიცენზიის ღირებულების გარდა, არსებობს სხვა უამრავი ხარჯი, რომელთაგან ზოგიერთზე ქვემოთ გვექნება საუბარი. ეს კი ამსხვრევს მითს კანაფის კულტივაციის საყოველთაობის შესახებ, იგი მხოლოდ მცირე ჯგუფის მიერ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი და თავი რომ დავანებოთ მოსალოდნელ კორუფციას ლიცენზიების გაცემისას, ისედაც ცხადია, რომ ამ ბიზნესში ცოტანი თუ შეძლებენ ჩართვას. რადგან ელემენტარული ლიცენზიის აღებაც კი ქმნის ბარიერს, უკვე ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს და ხელისშემშლელს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. დასკვნა პირველი: საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ არ აისახება კანაფის კულტივაცია-რეალიზაციის შედეგები.

გასაგებია, რომ არ ექნება საყოველთაო ხასიათი, მაგრამ ალბათ საინტერესოა რა იქნება კერძო მეწარმის მოგება ამ შემთხვევაში.ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ უცხო ქვეყნის მაგალითებზე , მაგრამ არსებობს საქართველოში ჩატარებული კვლევა ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ნათელს ფენს არსებულ რეალობას. კვლევა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტთა მიერ. ექსპერტთა ოპტიმისტური გათვლების მიხედვით 1 ჰა ფართობზე სათბურის მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყობას 4 მილიონი ლარი დაჭირდება, რის შედეგადაც მოსალოდნელია პირველ ეტაპზე მოსავლის მოცულობა 3-7 ტონა. კანაფის საშუალო ფასად 10 დოლარია მიჩნეული. ერთ პლანტაციაზე დასაქმებულთა რაოდენობათ 100 ადამიანი, დარიცხული ხელფასი კი 3000 ლარი. არსებული მონაცემების საშუალებით ჩატარებული გამოთვლებით (იხ. ცხრილი 1) პირველ წელს კომპანიის წმინდა მოგება 10 626 700 ლარი იქნება.

1

ცხადია ციფრები შთამბეჭდავია, თუმცა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ პლანტაციის გაშენებას ყველა მეწარმე ვერ შეძლებს ერთის მხრივ კანონმდებლობის მიხედვით და ლიცენზირების სისტემის გამო და მეორე მხრივ იმ კოლოსალური ხარჯების გამო, რაც მარიხუანას კულტივაციას ახლავს თან. რადგან კანაფის მოყვანა ყველას არ შეეძლება და შესაბამისად პირდაპირი სარგებელიც უმეტესობისთვის მითია, მაშინ ლოგიკურად მთავრობა ფიქრობს, რომ არაპირდაპირი გზით ანუ ბიუჯეტის გაზრდის გზით, ექსპორტის გაზრდის გზით და სხვ. მიიღებს დიდ სარგებელს საქართველოს მოსახლეობა. ცხადია გაკონროლდება მისი წარმოება და იგი ინიციატივის მიხედვით სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ სპეციალურ სააგენტოს დაევალება და ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი 500 ათასი ლარი იქნება, რაც გამოთვლების საწყის ეტაპზევე ცხადყოფს თუ როგორი ტვირთია ის საქართველოს ბიუჯეტისთვის.

როგორც ცხრილიდან ჩანს (იხ. ცხრილი 2) საბიუჯეტო შემოსავლები მწარმოებელი კომპანიების შემოსავლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, კერძოდ წლის განმავლობაში ყოველი კომპანიიდან 3.5 მილიონი ლარის შემოსავალი იქნება ბიუჯეტში.

2

დასკვნა მეორე: იმის კვალდაკვალ, რომ ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი შეძლებს მარიხუანას კულტივაციას და ამით დიდი მოგების მიღებას, მათ მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული ფული არც ისე გრანდიოზულად გამოიყურება.

არაპირდაპირი სარგებელი საქართველოს მოსახლეობამ ასევე შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს მიერ წარმოებული კანაფი წარმატებით რეალიზდება საზღვარგარეთ ექსპორტის სახით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ საექსპორტო საქონელი, მით უმეტეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შემტხვევაში წახალისების მიზნით მთელი რიგი გადასახადებისგანაა გათავისუფლებული ანუ ამ კუთხითაც ბიუჯეტი დიდად ვერ იხეირებს, მაგრამ დიდი სარგებელი იქნება ჩვენნაირი ქვეყნისთვის მარიხუანას ექსპორტი, თუ ის საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტს შეამცირებს. როგორც ვიცით ჩვენი ქვეყნის იმპორტი დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ექსპორტს ანუ იმაზე სამჯერ მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებით, რაც საგარეო ვალზე დამოკიდებულობას იწვევს. რამდენად არის შანსი, რომ აღმოფხვრას მარიხუანს ექსპორტმა ეს პრობლემა?!

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ “2014-დან 2016 წლამდე მწარმოებელთა რაოდენობის ზრდამ მარიხუანას სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა”; “2017 წელს ლეგალური მარიხუანის ბაზარმა 9,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,2022 წელს მინიმუმ 32 მილიარდ მოცულობას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო 2027 წელს კი – 57 მილიარდს”, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ფაქტი რის გამოც მარიხუანას ბიზნესი ასეთი რენტაბელური იყო ფაქტად აღარ რჩება ანუ ყოველწლიურად ახალი ქვეყნები ერთვებიან წარმოების პროცესში, მიწოდება ძალიან სწრაფად იზრდება და მოთხოვნა-მიწოდების კანონიდან გამომდინარე ფასები ნელ-ნელა ეცემა, გარდა ამისა დიდი კონკურენციის პირობებში საკმაოდ რთულია ბაზარზე შესვლა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საერთოდ შეძლებს თუ არა საქართველო წარმოებული კანაფის მნიშვნელოვანი მოცულობის რეალიზებას ქვეყნის გარეთ, რადგან მომხმარებლებს უკვე აკმაყოფილებენ მაღალტექნოლოგიური ქვეყნები კანაფით და ჩვენ დამწყებები და პლუს ტექნოლოგიურად განუვითარებელი განვითარებადი ქვეყანა რამდენად შევძლებთ გავუწიოთ მათ კონკურენცია და დავიკავოთ ჩვენი ნიშა მსოფლიო ბაზარზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დასკვნა მესამე: საქართველო ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებს და ვერ მოიპოვებს გასაღების ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს კანაფის მსოფლიო ბაზარზე.

კიდევ ერთი სარგებელი რაც შეიძლება კანაფის ანუ მარიხუანას ექსპორტმა მოიტანოს ეს ვალუტის კურსის ზრდაა, რაც მოსალოდნელია უცხოური ვალუტის შემოდინებასთან ერთად, თუმცა რახან ექსპორტის დიდი მოცულობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ, ვალუტის კურსის გამყარებაც ალბათ მცირედით მოხდება. რაც შეეხება დასაქმების ზრდას, აქაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს: პირველ პრობლემას ვაწყდებით, როცა მარიხუანას, როგორც სოფლის მეურნეობის კულტურად განვიხილავთ, კანაფი არ საჭიროებს მნიშვნელოვან ჩარევას და გარკვეულწილად იგი სარეველა ბალახია, მისი მოყვანა დიდ ფიზიკურ შრომასთან არაა დაკავშირებული, პლუს დაგვჭირდება აგროტექნოლოგიები და მისი მცოდნე სპეციალისტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ ყავს. უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა კი დამატებითი დანახარჯია და ადგილობრივების გადამზადებაც დიდ ხარჯებთან და დროსთან იქნება დაკავშირებული. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სამედიცინო მარიხუანას წარმოებას ვერ დაიწყებს თვითდასაქმებული.

თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმ უარყოფით სოციალურ შედეგებს, რაც მარიხუანას კულტივაციას შეიძლება მოყვეს ქვეყანაში, ეს შეიძლება იყოს: კორუფცია, ნარკომანიის ზრდა, რის შედეგადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირდება, განათლების დონის შემცირება და კრიმინალის დონის ზრდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არც ისე სახარბიელო ეკონომიკური შედეგების კვალდაკვალ დიდი სოციალური პრობლემების წარმოქმნის საფრთხის ქვეშ მეტად სახიფათოა საქართველოსთვის კანაფის კულტივაციაზე საუბარიც კი, ყოველშემთხვევაში თუ ეს მომავალში მოხდება იგი საჭიროებს უფრო ღრმა და პროფესიონალურ კვლევას და კოლოსალურ შრომას, რომ მივიროთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური დანახარჯების კვალდაკვალ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის კვლევის შედეგები – papava.info
2. aura.ge მარიხუანს ისტორია – www.aura.ge
3. კვლევითი დეპარტამენტი. კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება – www.parliament.ge
4. commersant.ge მარიხუანას კულტივაციის ეკონომიკური სარგებელი – ტოპ მწარმოებელ ქვეყნების სიაში აშშ, მაროკო და ავღანეთი ლიდერობს –commersant.ge
5. forbes.ge კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი – forbes.ge