ქოუჩინგი-თანამედროვე ხედვა მართვის სფეროში

თიკო დალაქიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
tikodalaqishvili@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია ქოუჩინგის არსი,პრინციპები,მისი შესწავლის მეთოდები და შედეგები.როგორც ვიცით,თანამედროვე სამყაროში ბიზნესსა და მართვას ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია.შესაბამისად,მათი განვითარება მეწარმეებისთვისა თუ მენეჯერებისათვის ყოველდღიური გამოწვევაა.ერთ-ერთი მეთოდი,რომელიც ჩემი აზრით,საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა,ეს არის-ქოუჩინგი.იგი არა მარტო ორგანიზაციებსა და საწარმოებს ეხმარება მიზნების მიღწევაში,ის ასევე უნივერსალური მეთოდია ინდივიდებისთვისაც.არ აქვს მნიშვნელობა ქოუჩინგის სახეს,ნებისმიერ შემთხვევაში-ბიზნეს,პიროვნულ თუ კორპორაციულ წვრთნაში იგი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:რწმენას ადამიანებში,სამყაროს ნდობას,გაცნობიერებას,შეუზღუდავ რესურსებს.წარმატების მეცნიერება-ხშირად ასეც მოიხსენიებენ ქოუჩინგს,რადგან ის ერთგვარი სინთეზია მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის.ჩემი მიზანია, ქოუჩინგის,როგორც წარმატების მეცნიერების ყველა ასპექტში წარმოჩენა,მისი არსის,პრინციპებისა თუ მეთოდების განსაზღვრა.ვფიქრობ,რომ ქოუჩინგის,როგორც ძალიან სპეციფიკური მართვის უნიკალურობა შესაძლებელია თეორიული საწყისებით გავიაზროთ და გავხადოთ ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

Annotation
This article discusses the essence of coaching, principles, methods and results of its study. As we know, in the modern world, business and management have a great place in human life. Therefore, their development is a daily challenge for entrepreneurs and managers. One of the methods that I think is quite relevant and interesting is coaching. It not only helps organizations and enterprises to achieve goals, it is also a universal method for individuals. It does not matter the type of coaching In any case, in business, personal or corporate training, it is based on the following principles: belief in people, trust in the world, understanding, unlimited resources. The science of success – often referred to as coaching, because it is a kind of synthesis between science and art. My goal is to present coaching as a science of success in all aspects, to define its essence, principles or methods. I think the uniqueness of coaching as a very specific management can be understood theoretically and become an integral part of our lives and daily lives.

ქოუჩინგის არსი
არსებობს ქოუჩინგის მრავალი განმარტება:
ქოუჩინგი(coaching-ხელშეწყობა)- ეს არის ფასეული ცოდნის შეძენა.იგი არის სწავლების ძალიან სპეციფიკური სახეობა,რომლის მიზანიც არის უმაღლესი კლასის პროფესიონალის ან პროფესიონალებისგან შემდგარი „შეთამაშებული“ გუნდის ჩამოყალიბება.

ქოუჩინგი – ეს არის პროფესიული პარტნიორობა მომხმარებელთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული,მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგის განმარტება შემდეგნაირად გამოიყურება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ:
ქოუჩინგი განისაზღვრება,როგორც პარტნიორული პროცესი,რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს.ამ პროცესის განმავლობაში კლიენტი, ქოუჩის დახმარებით მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს.
„ქოუჩინგი აძლევს გასაქანს ადამიანის პოტენციალს მისი მაქსიმუმის მისაღწევად.ქოუჩინგი არ ასწავლის,არამედ ეხმარება ადამიანს თავად ისწავლოს“-
ქოუჩინგი აძლიერებს ადამიანის,როგორც პროფესიონალის როლს და წარმოადგენს განვითარების რეალურ შესაძლებლობას.მისი მიზანია დაეხმაროს პროფესიული ცხოვრების განვითარებაში,ხელი შეუწყოს შესაბამისი საჭიროებების გარკვევასა და კომპეტენციების განვითარებას ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ზემოთ მოყვანილი განმარტებების შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ქოუჩინგი ადამიანისთვის ან ადამიანთა გუნდისთვის მიზნის დასახვასა და მიღწევაში პროფესიონალურ თანამგზავრობას ნიშნავს.ქოუჩი კი ის პროფესიონალია,რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ისეთ მიმდინარეობას,რომ მას ქოუჩინგი ეწოდოს.ეს პროფესიონალი ადამიანი კი ამ ყველაფერს აღწევს იმ კომპეტენციათა გათვალისწინებით,რომლებიც აღიარებულია ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ.
ანუ,ქოუჩინგი არის პროფესიონალი ქოუჩის მიერ,ქოუჩის პოტენციალზე დაყრდნობით უზრუნველყოფილი პროცესი,რომელშიც მონაწილე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეიმუშავებს საჭირო და მნიშვნელოვან მიზნებს,განსაზღვრავს მიღწევის გზებს და ერთვება პასუხისმგებლობაში.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ამ პროცესის სრულყოფა მიმდინარეობს ყოველთვის და არის მუდმივი პროცესი.

ქოუჩინგის პრინციპები
ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ 5 მთავარ პრინციპს:
• შედეგებზე ორიენტაცია – პროფესიონალი ქოუჩი წარსულზე ფიქრისა და წარუმატებლობის ძიების ნაცვლად, კლიენტს სთავაზობს ისეთი მიზნების დასახვას,რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მწვრთნელიც შესაბამისად ხელს უწყობს უმოკლეს დროში განახორციელოს მან ეს მიზნები.
• სისტემური მიდგომა – მწვრთნელი ინარჩუნებს პიროვნების მთლიანობას და ცდილობს ახლა განხორციელებული რომელიმე ცვლილება იყოს უფრო მეტად მასშტბური და არ აისახოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე.
• კონცენტრაცია კლიენტზე – მწვრთნელს აუცილებლად უნდა სჯეროდეს,რომ თავის კლიენტს გააჩნია ყველა უნარი და შესაძლებლობა სწორად დასახოს მიზნები და ადვილად მიაღწიოს მათ.
• ორიენტაცია როგორც ღირებულებებზე,აგრეთვე ქმედებებზე – ცვლილებათა გეგმის განხორციელების დროს,მნიშვნელოვან ნაბიჯებთან ერთად კლიენტი ფუნდამენტურად ცვლის ქცევებსა და ჩვევებს ურთიერთობებში.
• ცნობიერების განვითარება – გარდაქმნადი ქოუჩინგისას,მწვრთნელი ისე მართავს კლიენტს,რომ მას უფართოვდება მსოფლმხედველობა,ის უფრო სიღრმისეულად იცნობს საკუთარ თავს,ურთიერთობებს,მიზნებს,ნათელია ასევე ამ მიზნების მიღწევის გზებიც.

გარდა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა,ქოუჩინგის ცოდნა მოიცავს ასევე სხვა პრინციპების გააზრებასა და თანხმობას.
ასეთი პრინციპებია,მაგალითად:ერიქსონის 5 პრინციპი და „სმარტი“.განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ერიქსონის ხუთი პრინციპი:
1.პრინციპი „ოკ“-ამ პრინციპის გაზიარებით ვაღიარებთ ყველა ადამიანის უნიკალურობას.აღნიშნული პრინციპის გაუთვალისწინებლობით ვართმევთ სხვას შესაძლებლობებს და ამავე დროს ვპატიობთ საკუთარ თავს წარუმატებლობას.
2. „ყველას აქვს საკმარისი რესურსი“- ამ პრინციპის დახმარებით საკუთარ თავში და აგრეთვე სხვა ადამიანებში ვხედავთ შესაძლებლობებს და არა უუნარობას.
3. „არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა“- ამ პრინციპის აღიარებით ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და არჩევანს პატივს ვცემთ,ეს იქნება საკუთარი,თუ სხვისი.
4. „ადამიანს პოზიტივი ამოძრავებს“- ამ პრინციპის საშუალებით მივაგნებთ იმ ჭეშმარიტებას,რაც ადამიანს ამოძრავებს.
5. „ცვლილებები მუდმივია და გარდაუვალი“- ამ პრინციპით ვაცნობიერებთ,რომ ყველა ჩვენგანი სამყაროს ცვლილებებთან ერთად ჩვენც ვიცვლებით.
SMART-კრიტერიუმები:
მიზანი უნდა იყოს:
1.კონკრეტული(S)
2.გაზომვადი(M)
3.მიღწევადი(A)
4.შედეგზე ორიენტირებული(R)
5.გათვლილი კონკრეტულ დროზე(T)

ქოუჩინგის შესწავლის მეთოდები და შედეგები (ერიქსონის სკოლის მაგალითზე)
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი(Erickson Coaching International) არის ქოუჩინგის წამყვანი სკოლა მსოფლიოში,რომელიც აკრედიტირებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ორგანიზაციის(ICF) მიერ.ის დაარსდა 1982 წელს და დღეს მსოფლიოს 36 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. უნივერსიტეტის ცენტრალური ოფისი ვანკუვერი,კანადაში მდებარეობს.ერიქსონის უნივერსიტეტის ყველა პროგრამაში დევს სისტემური აზროვნების მეთოდიკა,ისეთი ტექნოლოგიები,რომლებიც მიმართულია შედეგზე.ფსიქოლინგვისტიკასა და მმართველობის უახლესი კვლევები და მათზე დაფუძნებული მოდელები იძლევა შემოქმედებითი ხედვის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობებს.აღნიშნული მეთოდები თვალსაჩინო,მიზანდასახული და ინტეგრირებულია.მათი საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ხალხის ქცევა და შევქმნათ ეფექტური მიმართულება პიროვნებისა თუ კორპორაციის განვითარებისთვის.

ერიქსონის პროგრამის საშუალებით ათასობით ბიზნესმენმა,მენეჯერმა,კონსულტანტმა,
ტრენერმა,ფსიქოლოგმა,ექიმმა,პედაგოგმა შეისწავლა ქოუჩინგი.
ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქოუჩინგის შესწავლის შედეგები:
• 40.000 ადამიანზე მეტმა მსოფლიოში ქოუჩინგის სწავლის შედეგად მიაღწია თავის მიზნებს.
• 80% აქტიურად იყენებს სამსახურში ქოუჩინგის ინსტრუმენტებს სწორად მართვისთის.
• 20% გახდა ICF სერტიფიცირებული ქოუჩი.
• 100% ყოველდღიურად ცხოვრებში იყენებს ქოუჩინგის უნარებს.

ქოუჩინგის უნიკალურობა
ქოუჩინგის უნიკალურობა გამოხატულია იმით,რომ მასწავლებელი(ქოუჩი) არ არის კონცენტრირებული ადამიანის წარსულის ნეგატიური გამოცდილების გაქარწყლებაზე,
რასაც ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგები.პირიქით,ქოუჩის მისია არის ის,რომ მან ადამიანი ამოგზაუროს მომავლის აწმყო დროში და დაანახოს ყველა შესაძლებლობა, რომლის მიღწევაც რეალური,ხელშესახებია.

ფსიქოლოგი ფსიქოლოგიურ და შესაბამისად,მასზე აღმოცენებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.მასწავლებელი(ქოუჩი) კი მომავალში რაიმეს სიღრმისეულ ცვლილებაზეა ორიენტირებული.იმ შემთხვევაში,თუ ქოუჩინგის პროცესის მსვლელობისას მასწავლებელმა(ქოუჩმა) დაინახა ადამიანში ფსიქიკური დარღვევები, აუცილებელია აღნიშნული პროცესის შეწყვეტა და ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის ჩართვა.აუცილებელია,რომ ქოუჩინგის პროცესში პიროვნება ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყოს,რადგან მან სწორად და გააზრებულად,თავის პროფესიონალ ქოუჩთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს მიზნები.ქოუჩინგი-ეს არის კონკრეტულად მომავლის დადებითად ცვლილებაზე მიმართული პროცესი.მისი ამოცანა ადამიანის მობილიზაციაა ოპტიმალური,მომავალი ტრანსფორმაციისთვის.

არა მარტო ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგს შორის არსებობს რადიკალური განსხვავებები.ხშირად ამსგავსებენ მას აგრეთვე კონსულტაციასა და სპორტულ ქოუჩინგს.თუმცა განსხვავებები მათ შორისაც ნათელია.კონსულტანტის ამოცანაა ადამიანისა თუ კომპანიის პრობლემების აღმოჩენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება,რომლებიც ემყარება მის ცოდნასა და გამოცდილებას.მასწავლებელი(ქოუჩის) ამოცანა კი ისეთი ტექნიკების გამოყენებაა, რომლებიც ადამიანს დაეხმარება საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში,შემდეგ კი იგი მხარს დაუჭერს და დაეხმარება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში.

ხშირად ადამიანებს სიტყვა „ქოუჩის“ გაგონებისას ასოციაცია უჩნდებათ,რომ ის არის ფეხბურთის ან სხვა რომელიმე სპორტის ტრენერი.სპორტული ტრენერის მიზანი და ამოცანაა დაგეგმოს მან ისეთი ქმედებები,რომლებიც საბოლოო ჯამში თავის გუნდს მოუტანს გამარჯვებას.ამისათვის იგი იყენებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას და უთითებს სპორტსმენს თუ რა როგორ გააკეთოს.ამისგან განსხვავებით,ქოუჩინგის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება არის ის,რომ პიროვნება (ან ადამიანთა ჯგუფი) თვითონ ისახავს მიზნებს.ქოუჩი მხოლოდ ბიძგს აძლევს,რომ მან ამ მიზნებს მიაღწიოს.მასწავლებელი(ქოუჩი) არასდროს არ იძლევა კონკრეტულ დირექტიულ მითითებებს.
მენეჯმენტური ქოუჩინგი ბიზნესში როგორც აღვნიშნეთ,ბიზნესში ქოუჩინგი და მართვა ერთ-ერთი წამყვანი სფეროა.სწორედ მათი თანხვედრითა და პროფესიონალთა შრომით მიიღწევა წარმატებები.ამ სფეროში,მენეჯერების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან,როგორიცაა:
• ცვლილებებთან შეგუების უუნარობა
• გუნდში მუშაობის უუნარობა
• ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობები

ქოუჩინგის საერთაშორისო ორგანიზაციის(IFC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,130 ხელმძღვანელი თვლის,რომ მათ გარშემო მყოფთაგან ურთიერთობის პირველადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის,თუ რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი ემოციებს.ასეთ შემთხვევაში,ამოსავალი წერტილი შეიძლება ითქვას,რომ სწორედ მმართველობითი ქოუჩინგია.იგი გვეხმარება განვსაზღვროთ და გავიაზროთ გუნდური მუშაობის აუცილებლობა და ამ მიზნით,პიროვნული ურთიერთობები ვმართოთ სწორად.

ქოუჩინგის მეშვეობით იქმნება ისეთი გარემო,სადაც თითოეული პიროვნების შესაძლებლობები ფართოვდება უკეთეს შედეგებთან და უფრო ეფექტურ სამუშაო ურთიერთობებთან ერთად.გადაწყვეტილების მიმღები პირები ქოუჩინგის საშუალებით უზრუნველყოფენ ორგანიზაციული ეფექტურობის მაღალ დონეს დიალოგის,გამოძიებისა და დადებითი ურთიერთქმედების გზით.ამ პრაქტიკის მეშვეობით გუნდის მიზნები ხდება უფრო ნათელი და საბოლოო ჯამში იქმნება კომპეტენტური გარემო.

ისეთი კომპანიები,როგორებიცაა Chrysler, EDS, Herman Miller იყენებენ ქოუჩინგს,რათა შექმნან უმაღლესი დონის შესრულების,სწავლისა და ცვლილებების კულტურა.Xerox, Microsoft, IBM და სხვა მრავალი ცნობილი წარმატებული კომპანია,ათასობით მენეჯერს ავარჯიშებს და ატრენინგებს იმისათვის,რომ ისინი პროფესიონალ ქოუჩად ჩამოყალიბდნენ.ბიზნეს ქოუჩები ნიუ-იორკში,ლონდონში,პარიზსა თუ ტოკიოში ეხმარებიან აღმასრულებელ დირექტორებს და სხვადასხვა დონის მენეჯერებს მათი აუთვისებელი პოტენციალის გამოვლენაში,კმაყოფილებისა და უკეთესი შედეგების მიღების მიზნით.

უდიდესი ადამიანური რესურსების კომპანიის – Hay Group-ის თანახმად,წარმატებული ფირმების სიიდან მათი 25-40% იყენებს ქოუჩინგს.ჰარისონი,ლი,ჰეჩტი – კარიერის მენეჯმენტის მსოფლიო წამყვანი ფირმები მმართველობითი ქოუჩინგიდან შემოსავლის დაახლოებით 20%-ს იღებენ.დღეს ყოველი ათი კომპანიიდან ექვსი კომპანია თავის მმართველებსა და მენეჯერებს ქოუჩინგის განვითარების სწავლების პროგრამებს სთავაზობს.ქოუჩინგის პრაქტიკა ტრენინგისა და ლიდერული მართვის განვითარების სტანდარტული ნაწილია ისეთი ფირმებისთვის,როგორებიცაა:Motorola, IBM, J.P Morgan Chase და ა.შ.

გამონაკლის შემთხვევაში,ბიზნესში ქოუჩინგი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის პრობლემების კორექციისთვის,როგორიცაა მაგალითად, ცუდი კომუნიკაციის უნარი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ან დაქვემდებარების უუნარობა.ქოუჩინგი გამოიყენება წარმატებული გზების ჩამოსაყალიბებლად ან ახალბედა მენეჯერების წარუმატებლობის სიხშირის შემცირებისთვის.ქოუჩი ნამდვილად არ არის სასწაულმოქმედი,მაგრამ მას აქვს ინსტრუმენტთა და მეთოდთა ისეთი კრებული,რომლის საშუალებითაც იგი ეხმარება ადამიანებს სასურველი მიზნების რეალობად ქცევაში.ამ ყველაფრის გამო,სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია ხარჯავს დიდ დროსა და რესურსს განვითარების ამ ხერხში ინვესტიციისას.არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ სფეროში მოღვაწეობს პიროვნება,ყველას სჭირდება კავშირი საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან.ქოუჩი კი სწორედ ამ კავშირის დამყარებაში ეხმარება მათ და ამ პროცესში მხოლოდ დადებითად განაწყობს.

ქოუჩინგის საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა:
1.მოსამზადებელი ეტაპი-ამ ეტაპზე ფირმაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო,რომ მან ხელი შეუწყოს შეთმაშებული გუნდების ნებაყოფლობით ჩამოყალიბებას,აგრეთვე,შერჩევითი ღონისძიებების ჩატარებას და ა.შ. მუდმივი შემადგენლობის მქონე გუნდები ჩამოყალიბების დროს მნიშვნელოვანია სამოტივაციო და მატერიალური სტიმულების განსაზღვრა.
2.ქოუჩინგის მეთოდით ჩამოყალიბებული შემოქმედებითი გუნდის ფორმირების ეტაპი-სასურველი მიზანი მიიღწევა იმ შემთხვევაში,თუ გუნდის თითოეული წევრი გაითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:კოლეგების სიღრმისეული გაცნობა,მათი თვითშეგნების გარდაქმნა და სტერეოტიპების ნგრევა.

ქოუჩთან მუშაობა მმართველებს (ტოპ-მენეჯერებს) ეხმარება:
-საკუთარი საზღვრიდან გასვლაში და ბიზნესის განვითარებაში;
-თანამშრომლებთან ურთიერთობასა და მათი მოტივაციის ზრდის ახლებური მეთოდების შემუშავებაში;
-წარსულის პროფესიული წარუმატებლობის გადალახვაში,ზრდის მუშაობის მოტივაციას;
-ეხმარება შეინარჩუნოს ბალანსი პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის;
-ასწავლის როგორც ინდივიდუალური,ისე გუნდური ქოუჩინგის მეთოდების გამოყენებას;
-ავითარებს გუნდში შეკრულობის სტიმულირების უნარებს;
-საერთო ბიზნეს-ხედვის ჩამოყალიბებაში და დაგეგმვაში ამ ხედვის სისრულეში მოსაყვანად;
-პირადი და პროფესიული ჰორიზონტის გაფართოებაში.
ქოუჩთან მუშაობა საშუალო დონის მენეჯერებს უვითარებს:
-დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვისა და განვითარების უნარებს;
-დავდაჯერებულობას საკუთარ პროფესიონალიზმში;
-პირად და კარიერულ პერსპექტივებს;
-ორგანიზაციული პოლიტიკის მართვის უნარებს;
-საკუთარი როლის წარმოდგენისა და გაანალიზების,ასევე საერთო ხედვის და გეგმის შემუშავების უნარებს;
-მოლაპარაკებების უნარებს,ასწავლის სხვადასხვა ქოუჩინგური მეთოდის გამოყენებას კომპანიის უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.ბარათაშვილი,პაპუნა.2020.ინტერვიუ ჩამოართვა HRhub.თბილისი,2 მარტი.
2.კიკილაშვილი,ლ.2019.როგორ ვისარგებლოთ ქოუჩინგის სასწაულებრივი ძალით?თბილისი
3.კვარაცხელია,თამარ.2014.რა არის ქოუჩინგი.თბილისი
4.რა არის ქოუჩინგი?2018
5.SMART-კრიტერიუმები მიზნების დასახვისთვის.2011
6.ჭეიშვილი,სალომე.2018.მენეჯერული ქოუჩინგი ბიზნესში. თბილისი
7.ხარაიშვილი,ეთერი.გულნაზი,ერქომაიშვილი.2011.ფირმის ეკონომიკა. თბილისი: უნივერსალი.
8.Whitmore,John.2009.Coaching for Performance.London:Published by Nicholas Brealey.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial