გლობალური ეკონომიკის ორი მთავარი საფრთხე
შვეიცარიის ბანკის Credit Suisse ეკონიმისტების აზრით, მომავალი წლისთვის მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული განსაცდელი ელოდება. ინვესტიციების შემცირება ჩინეთში და საბაზო ინფლაციის დაბრუნება შეერთებულ შტატებში – ეკონიმისტების სავარაუდო პროგნოზია.
„ Credit Suisse„- მა მოამზადა „პროგნოზი 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკისთვის“. პროგნოზის ავტორებმა მცირედ მიმოიხილეს არსებული მდგომარეობა, ტენდეციები, პერსპექტივები მომავალი წლისთვის და საფრთხეები, თუ რასთან მოუწევს 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკას გამკლავება.
ყველაზე პოტენციურ საშიშროებად მსოფლიო ეკონომიკისთვის წარმოადგენს ფედერალური სარეზერვო სისტემის „გამოღვიძება“ . Credit Suisse -ის მთავარი ეკონომისტი ჯეიმს სვინი ფიქრობს, რომ მომავალი წლისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემა სადეპოზიტო განაკვეთს ოთხჯერ აწევს. მიუხედავად ამისა, ის არ მიიჩნევს, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკის მოქმედებები საფრთხის შემცველია მსოფლიო ეკონომიკისთვის. შვეიცარიულ ბანკში კი ხედავენ ორ სხვადასხვა საფრთხეს
– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ინვესტიციების მკვეთრ კლებასა და ამერიკაში ინფლაციის დაბრუნებას.
პეკინში ამჟამად ერთი ეკონომიკური მოდელიდან მეორეზე გადასვლა მიმდინარეობს. ჩინური ეკონომიკა მალე იმდენად დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ ექსპორტზე ან ინვესტიცებზე, როგორც ორი წლის წინ იყო, იგი ფოკუსირებას შიდა მოხმარებაზე გააკეთებს.
სვინი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კაპიტალდაბანდება მსოფლიოში მეტია, ვიდრე სამომხმარებლო ხარჯები ამერიკაში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩინური კაპიტალდაბანდება ჩაანაცვლებს ამერიკელ მომხმარებელს, როგორც მთავარ მამოძრავებელ ძალას მსოფლიო ეკონომიკაში.
Credit Suisse – ის ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მესამე კვარტალში ამერიკელების რეალური სამომხმარებლო ხარჯები აღმოჩნდა ორჯერ მეტი, ვიდრე საქონლის ღირებულება. შვეიცარიელი ანალიტიკოსების აზრით, თუ ჩინეთში შეწყდება ინვესტიციების ზრდა ან ისინი საგრძნობლად შემცირდება, პლანეტაზე რეცესია დაიწყება.
„ყველაზე სახიფათო სცენარი – ინვესტიციების შემცირება, ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ არ არის გამორიცხული. ჩვენ ველოდებით ჩინური ეკონომიკის ტემპის ზრდას მომავალი წლის დასაწყისში“ – ამბობს ჯეიმს სვინი.
მეორე სერიოზული საფრთხე მსოფლიო ეკონომიკისთვის, Credit Suisse-ის პროგნოზით, მდგომარეობს საბაზო ინფლაციაში, რომლისთვისაც მსოფლიო ბაზარზე ჯერ მზად არ არიან. ასევე, ამერიკაში ინფლაციის დაბრუნება ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნიათ, მაგრამ პირველ რიგში, ის მთელი საფრთხის შემცველი ფაქტორებით შესაძლებელია.
ბოლო ორი წლის მანძილზე შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი აღემატებოდა საშუალო პროგნოზს. ასეთ შემთხვევაში კი ინფლაცია იწყებს ზრდას.
ამერიკაში უმუშევრობის დონემ 5 პროცენტს მიაღწია. ასეთ შემთხვევაში ხდება ხელფასების მომატება. თუმცა, თუ მათი ზრდა არც ისე სწრაფი აღმოჩნდა, მოსახლეობას უწევს კრედიტების აღება.
ინფლაციის გამომწვევ ორ სერიოზულ ფაქტორად ითვლება: ძლიერი დოლარი და ნავთობის დაბალი ფასი. სწორედ ამიტომ, მომავალი წლისთვის დოლარის კურსი დაეცემა, ხოლო ნავთობის ფასი თანდათან მოიმატებს.
ეს კი Credit Suisse-ის გათვლებით გამოიწვევს მთლიან ინფლაციას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწობს, საბაზო ინვესტიციების ზრდას. ინფლაციის ზრდას კი მივყავართ იმ შედეგებამდე, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის შესუსტება ჰქვია.
„ბაზრის არასტაბილურობამ – „მსოფლიო ეკონომიკის 2016 წლის პროგნოზით“- შეიძლება გაზარდოს რისკები მსოფლიო ეკონომიკაში“.
ის თუ როგორი იქნება მომავალი წელი, ამის მხოლოდ წინასწარმეტყველება შეგვიძლია. შვეიცარიელი ეკონომისტები კი ხაზს უსვამენ, რომ რისკების ერთდროულად განხორციელება შეიძლება მოხდეს, მიუხედავად ამისა, რომ ამის ალბათობა არც ისე მაღალია. სცენარის ასეთი განვითარება კი გლობალური ფინანსური ბაზრისთვის და ეკონომიკისთვის ყველაზე სახიფათოა.
Expert.ru – დან თარგმნა მარიამ გვარამიამ