3.8 ტრილიონი კუბური მეტრი ნავთობი-მითი თუ რეალობა

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია “ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნი” საქართველოში მიმდინარე ძებნა-ძიების ოპერაციების შედეგად მიღწეული გაზის რესურსების მნიშვნელოვან მატებაზე ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყანაში ნავთობის გაცილებით დიდი მარაგი მოგვეპოვება.
კომპანიის ცნობით, მათ ახლახანს გააკეთეს განცხადება აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიების დარგში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მწარეხევის გაზის კომლექსისა და ტარიბანის გაზის კომპლექსის ერთ ინტეგრირებულ 2.000 კვადრატული კილომეტრის ფართობის გეოლოგიურ ერთეულში გაერთიანებით, რომელსაც სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი ეწოდა. “ფრონტერამ” გაზის საწყისი რესურსები თავიდან გადაიანგარიშა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 300-5000 მეტრის ინტერვალში აღმოჩენილ სამიზნე კოლექტორებში აირის შესაძლო მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, მწარე ხევის გაზის კომპლექსსა და ტარიბანის გაზის კომპლექსზე 365 მილიარდი კუბური მეტრის გაერთიანებული პერსპექტიული ბუნებრივი გაზის რესურსია, მათ შორის, 266 მილიარდი კუბური მეტრი ამოსაღები პერსპექტიული რესურსები.
საქართველოში ნავთობის მოპოვება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მოპოვება XX საუკუნის 70-ან წლებამდე მიმდინარეობდა შვიდ მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა. შემდეგ აღმოჩენილი იქნა მაღალდებიტიანი საბადოები თბილისისპირა რაიონში (სამგორი-პატარძეული- ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი) და წლიურმა მოპოვებამ – 3 მლნ.ტ-ს გადააჭარბა. ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები.
სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სამართლებრივ რეგულირებას, სააგენტო მოქმედებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე და ეფუძნება ერთი გაჩერების პრინციპს, რაც გულისხმობს ერთიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას. „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს უფლებამოსილებას ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე. სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობის განაწილებისა და განკარგვის კუთხით კი ნომინირებულია ეროვნული ნავთობკომპანია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად. ბლოკებზე ნავთობისა და გაზის სარგებლობის გენერალური ლიცენზია ღია საერთაშორისო ტენდერების საფუძველზეა გაცემული. დღეისათვის 23 კომპანია ნავთობის 21 სალიცენზიო ბლოკზე მუშაობს, რომელთაგან 5 კომპანია უშუალოდ მოპოვებას ახორციელებს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, რომ საქართველოში თავისუფალი გაზის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 4 საბადოზე: რუსთავის (შუა ეოცენი), სამგორის (ქვედა ეოცენი), ნინოწმინდის (შუა ეოცენი, გაზის ქუდი) და მწარე ხევის (ზედა პლიოცენი) და მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1,874 მილიარდ კუბურ მეტრს.
„ფრონტერას“ იერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყანაშიი გაზის მარაგი გაიზარდა,თუმცა სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს რომ ეს მარაგი მხოლოდ მარაგად რჩება.ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიისტიკის შედეგები ნათლად აჩვენებს რომ ნავთობის მოპოვების მოცულობა 2007-2014 წლების მიხედვით, ყოვეწლიურად მცირდება.
1

“ფრონტერას” გაანგარიშებით, საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი აქვს ვიდრე აზერბაიჯანს. ფრონტერას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციას დამაჯერებლდა და სარწმუნოდ თუ მივიჩნევთ,თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველო უსწრებს ბუნებრივი აირის მომპოვებელ ბევრ ქვეყანას.
არიან ლიბია -1,6 ტრილიონი კუბური მეტრი;
ქუვეითი -1,8 ტრილიონი;
უზბეკეთი – 1,8 ტრილიონი;
ყაზახეთი -1,9 ტრილიონი;
არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2,2 ტრილიონი;
ნორვეგია -2,3 ტრილიონი;
ინდონეზია -3 ტრილიონი;
ჩინეთი -3,1 ტრილიონი;

ამ გათვლებით, საქართველო ლამის გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულშია.მაშინ როდესაც ბუნებრივი აირის მიღებისათვის ორი კომპანიას “გაზპრომსა” და “სოკარს” შორის საგაზო დავაში მყოფებს გვიწევს არჩევანის გაკეთება. ქვეყანას კი 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი საკუთარი გაზის მარაგი “აღმოაჩნდა” კომპანია „ფრონტერას“ გათვლებით.
2

ზოგიერთი ექსპერტი ამ კომპანიის კვლევებს ზღაპარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობის გაზი არსებობს იქ, სადაც ნავთობი მოიპოვება.
ამას იცის ემატება, რომ ნავთობის საბადოებზე ნავთობში გახსნილი გაზის მარაგი დათვლილია ყველა საბადოზე და ასეთი გაზის დადასტურებული მარაგების ჯამური რაოდენობა შეადგენს 75,3 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ ჯამურად თავისუფალი გაზის და ნავთობში გახსნილი გაზის დადასტურებული მარაგები 1,922 მილიარდ კუბურ მეტრია. ეს “ფრონტერას” გათვლებს 2000-ჯერ ჩამორჩება.

თუმცა, ექსპერტთა ნაწილს სავსებით რეალურად მიაჩნია კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანის გიგა ბედინეიშვილის თქმით,სავსებით რეალურია საქართველოში ნავთობის ასეთი მარაგის არსებობა.
„საქართველო საკმაოდ მდიდარი გეოგრაფიული არეალით გამოირჩევა. ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი აწარმოოს დიდი რაოდენობით ნავთობი. ამიტომ სავსებით მოსალოდნელია „ფრონტერას“ კვლევა-ძიების მიერ აღმოჩენილი შედეგების სიმართლეს შეესაბამებოდეს“-აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით,თუკი საკმარისი თანხა ჩაიდება კვლევა-ძიებაში და ეფექტურად მოხდება ნავთობის მოპოვება, ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი,რომ ორ-სამ წელში თავად ვაწარმოოთ ნავთობი და მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას.
რაც შეეხება თავად ფრონტერას წარმომადგენლებს,ისინი დიდ იმედებს ამყარებენ ქვეყანაში არსებულ ნავთობზე. მათი თქმით ქვეყანა უდიდეს საბადოს ფლობს, საიდანაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით ნავთობის წარმოება. “საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მოხდა სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის, როგორც მსოფლიო კლასის გაზის კომპლექსის გამოვლენა. შეერთებულ შტატებში არსებული ანალოგიური გაზის კომპლექსის ევოლუციის მსაგავსად, რომელმაც შეცვალა აშშ-ს ენერგოდამოუკიდებლობის ტრაექტორია, ჩვენი შედეგებიც გვიჩვენებენ, რომ საქართველოსაც გააჩნია ბუნებრივი გაზის საკმარისი რესურსები, რათა მსგავსი გზით იმოძრაოს. მიგვაჩნია, რომ “ფრონტერას” საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს შიდა ენერგოდამოუკიდებლობას მომავალში და ასევე გახდის ქვეყანას გაზის სტრატეგიულ მომწოდებლად თურქეთის და ევროპის სამომხმარებლო ბაზრებზე”, – განაცხადა “ფრონტერას” დირეტქტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარი აღმასრულებელმა ოფიცრმა სთივ ს. ნიკანდროსმა.

“ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი” წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. “ფრონტერას” აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (საბაზრო სიმბოლო FRR).

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი