მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში ფულადი გადმორიცხვები მცირდება

საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მიღების და იმპორტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. უცხოეთიდან განხორცელებულ ფულად ჩარიცხვებს დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების კეთილდღეობისა და მსყიდველობითუნარიანობაზე, ასევე ბიზნეს სექტორისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ფულადი გადმორიცხვები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები თავიანთ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებს და მეგობრებს უგზავნიან.

2
მსოფლიო ბანკის მონაცემები
განვითარებადი სახელმწიფოებისათვის ფულადი გზავნილები ღარიბი მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყაროა და სიღარიბის დონეს ამცირებს.
საერთაშორისო ფულად გადმორიცხვებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის. მითუმეტეს, იმ ფონზე როდესაც ჩვენს ქვეყანას არაოფიციალური მონაცემებით მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს. მათ მიერ გადმორიცხულ ფულად გზავნილებს კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ეკონომიკაში.
გაეროს კვლევის „მიგრაცია და გადმორიცხვები“-ს ცნობით, ფულადი გადმორიცხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, საქართველო პირველ ხუთეულში შედის. ამ კვლევის შედეგების მიხედვით, მას ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა უსწრებს.
თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფულადი გადმორიცხვების დინამიკა ნეგატიურ მიმართულებას იღებს ჩვენს ქვეყანაში.
თუ 2013-2014 წლებში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობა გაიზარდა, 2015 წელს უცხოურმა ტრანსფერებმა ნელ-ნელა კლება დაიწყო.
2015 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, უცხოური გადმორიცხვების მაჩვენებელმა 632 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24 %-ით, ანუ 202, 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. „საქსტატის“ მონაცემებით , 2015 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგირ მაჩვენებელთან შედარებით ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან 34 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, რაც 27, 4 %-ს უდრის. საბოლოოდ, იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები ჩვენს ქვეყანაში 327 მლნ დოლარით შემცირდა, რაც 27 %-ს უდრის.
3
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 89,9 მლნ. აშშ დოლარის ფულადი გადმორიცხვები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფულადი გზავნილების 92, 7 % იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
4

5

6

იმავე 14 ქვეყანაზე გასულ წელს 93, 6 % მოდიოდა. პირველი ხუთეული დონორი სახელმწიფოებისა ასე გამოიყურება(საქსტატის მონაცემებით) : რუსეთი ( 36 მლნ დოლარი ), იტალია ( 9, 6 მლნ დოლარი), აშშ ( 8,8 მლნ დოლარი), საბერძნეთი ( 7, 9 მლნ დოლარი ) და თურქეთი ( 5 მლნ დოლარი ).

მსოფლიო ბანკი სუსტი ეკონომიკის პირობებში, რომელსაც უმეტესად რუსეთში მიმდინარე პროცესები განაპირობებს, 2015 წელს ფულადი გზავნილების შემცირებას პროგნოზირებდა. ბანკის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ასევე, რომ ძლიერი დოლარი და მსოფლიოში ნავთობზე შემცირებული ფასები მიგრანტების მხრიდან ფულად გზავნილებზე იქონიებდა გავლენას.
პროგნოზი გამართლდა. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ბოლო პერიოდში შემცირებას ეკონომიკის ესქპერტები კი, ძირითადად, დონორ სახელმწიფებში მიმდინარე მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებით ხსნიან.
განვიხილოთ საბერძნეთის მაგალითი, რომელიც წლების განმავლობაში ერთერთი მოწინავე სახელმწიფო იყო, საიდანაც ქართველი ემიგრანტები ფულად გადმორიცხვებს აწარმოებდნენ.საბერძნეთში 250 000-მდე ქართველი ცხოვრობს. ის ფულადი გამდორიცხვების მიხედვით მეორე ადგილზე იყო დონორ სახელმწიფოებში. თუმცა ეს მონაცემები შეიცვალა მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, როდესაც საბერძნეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანა დიდი საგარეო ვალის გამო იძულებული გახდა დაეხურა ბანკები და სხვა დაწესებულებები, რის გამოც გადმორიცხვებზე გართულებული პროცედურები შეიქმნა.
საბერძნეთიდან გადმორიცხვები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 50 %-ით შემცირდა, რაც 8 მლნ დოლარს შეადგენს.
ეს თავის მხრივ ნეგატიურად აისახა ლარის კურსზე და ვალუტის გაუფასურების ერთერთ მიზეზად სწორედ უცხოური გადმორიცხვების შემცირება სახელდება.
ფულადი გზავნლების შემცირებასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ „ახალგაზრდა ფინანსსტა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, შოთა გულბანს, რომელმაც ამ პროცესის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და სამომავლო პროგნოზებზეც გაამახვილა ყურადღება.
7

„ ძირითადი ოთხეული ქვეყანა, რომლებზეც ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდის მთლიან გადმორიცხვებში, ძირითადად სულ რუსეთი, საბერძნეთი, აშშ და იტალიაა. ამ ოთხი ქვეყნიდან ვხედავთ, რომ აშშ –დან და იტალიიდან გადმორიცხვები გაზრდილია, რომელთა ეკონომიკები, განსაკუთრებით ამერიკის, სტაბილურად განაგრძობს განვითარებას, ხოლო ის ფაქტი, რომ კრიზისში მყოფი საბერძნეთიდან და უარყოფითი ეკონომიკური ზრდის მქონე რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა სიურპრიზი არავისთვის არის. მთლიან მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ, რაც ძირითადად დაკავშირებულია როგორც ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან რუსეთში, ისე რუსული რუბლის დოლართან მიმართებით გაუფასურების შედეგად ქართველი ემიგრანტების დოლარში გამოსახული შემოსავლების კლებით.
დანამდვილებით პროგნოზს ვერ გააკეთებ. რადგან ზოგადად პროგნოზირება, როცა კონკრეტული ინდიკატორები არ გაქვს ძნელია, მსოფლიო ბანკი პროგნოზის გაკეთებისას გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ მომავალ ეკონომიკურ აქტივობებზე მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული შთაბეჭდილება შექმნას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ჭეშმარიტება. თუმცა გარკვეული პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რის საფუძველზეც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე გადმორიცხვები საქართველოშიც გაიზრდება.“
მსოფლიო ბანკი 2016 წლისთვის ფულადი გზავნილების 620 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს მთელ მსოფლიოში. რამდენად შეეხება ეს დამაიმედებელი პროგნოზი ჩვენს ქვეყანას, ამას დრო გვიჩვენებს. რუსულ-ბერძნული კრიზისის ფონზე კი, უცხოური ფულადი ტრანსფერების წილი ქართულ ეკონომიკაში დღითიდღე მცირდება.

მოამზადა: ანა ურუშაძემ