G20 გადასახადებისგან თავის არიდებას ომს უცხადებს
დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმებს. მოსკოვში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მათ გამოთქვეს აზრი ქვეყნებს შორის საგადასახადო ინფორმაციის ავტომატურ გაცვლის შემოღებასთან დაკავშირებით. G20-ის ფინანსთა მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებს აეკრძალოთ სხვა ქვეყნებში გადაადგილონ თავიანთი მოგება გადასახადისგან თავის არიდების მიზნით. OECD-ის თანახმად, ზოგიერთი კომპანია ბოროტად სარგებლობს არსებული კანონებით გადასახადების მინიმიზაციისთვის.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა მოსკოვში მიღებული განცხადება შეაფასა, როგორც ”გლობალური საგადასახადო სისტემის შექმნის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაეფუძნება სამართლიან საფუძვლებს და თანამედროვე ეკონომიკის მიზნებს უპასუხებს”.
გადასახადებისგან ორმაგი გაქცევა
ივნისში დიდი რვიანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გამოეცხადებინათ ბრძოლა ”გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ეპიდემიისთვის”. რიგი ქვეყნები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და ავსტრია უკვე მონაწილეობენ საპილოტე პროგრამაში, რომელიც საგადასახადო ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადასახადების თავის არიდებასთან ბრძოლას მისი ქვეყნისთვის პრიორიტეტული უწოდა, რადგან დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს ”დიდ რვიანს”. ავსტრალიამ, რომელიც დიდი რვიანის ხელმძღვანელის სავარძელს მომავალ წელს დაიკავებს, განაცხადა, რომ ისიც უკომპრომისო იქნება ამ ბრძოლაში.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა მოსკოვში OECD-ისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, არსებული საგადასახადო წესებიდან ზოგიერთი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში შემოიღეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო იმ კომპანიების ორმაგი დაბეგვრა, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობდნენ. თუმცა ახლა, OECD-ის თანახმად, ახლა ის ისეთი ინტერპრეტაციით გამოიყენება, რომ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადასახადებს ორმაგად დააღწიონ თავი.
ახალი წესებით, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მოგება ნახონ სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო წესებში არსებული განსხვავებებით, იძულებულნი იქნებიან მეტი გადასახადი იხადონ. დიდი ოცეულის ქვეყნებმა OECD-ს სთხოვეს, საგადასახადო თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები შეეთავაზებინა მათთვის. დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი მთლიანად იზიარებენ OECD-ის წინადადებებს ნამდვილად გლობალური მოდელის შექმნაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაცვლა და OECD-ს სთხოვეს, არ დაეხანებინა საგადასახაო ინფორმაციის ავტომატური გაცვლის მექანიზმის რეალიზაცია. განვითარებად ქვეყნებს, რომლებთაც არ ჰყავთ შესაბამისი სპეციალისტები და ინსტიტუტები, დიდი ოცეული მას დახმარებას დაჰპირდა.
არალეგალურის ლეგალურად ქცევა
G20-ის ფინანსთა მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეს წინადადებებები ორი წლის განმავლობაში რეალობად იქცევა. ექსპერტების აზრით კი, ეს წინადადებები საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება, რადგან მსოფლიოში არსებობს ასეული საგადასახადო შეთანხმება სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომლებშიც საჭირო გახდება ათასეულობით დამატების შეტანა. ბევრი ტრანსნაციონალური კომპანია გადასახადებს თავს აბსოლუტურად ლეგალურად არიდებს, რისთვისაც კანონში არსებულ სხვადასხვა ხარვეზს იყენებენ, ასევე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების მქონე ზონებს ან ქვეყნებს.
მაგალითად, Google, Starbucks, Amazon და Apple გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები სასაცილოდ გამოიყურებოდა მათ მიერ მიღებულ მოგებასთან შედარებით. მიმდინარე წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პარლმანეტის წევრებმა სასტიკად გააკრიტიკეს კომპანია Gოოგლე, რომელმაც დიდ ბრიტანეთში მიღებული მოგება დუბლინში მისი წარმომადგენლობის საშუალებით გააფორმა. შედეგად, მან ბრიტანეთის ხაზინას გადაუხადა მხოლოდ 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი (9 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი). იგივე შეიძლება ითქვას ამერიკულ Starbucks-ზე, რომელსაც გადასახადებისგან თავის არიდების რამდენიმე სქემას იყენებს. უნდა ითქვას ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში შტარბუცკს-ის ქცევით გამოწვეული აღშფოთების შემდეგ, კომპანიამ მეტი გადასახადის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა, ყველა მსგავსი კომპანია აცხადებს, რომ ისინი აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებენ.