მთავრობათაშორისი კომისიის გახსნა
8 დეკემბერს ეკონომიმისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ლატვიის ეკონომიკის მინისტრთან, დანა რეიზნიცე-ოზოლასთან ერთად, სატუმრო „რედისონში“ ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლიობის მთავრობათაშორისი მეორე ეკონომიკური კომისიის სხდომა ოფიციალურად გახსნა. მინისტრის თქმით, იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ტარდება.
სხდომაზე ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და იმ გამოსავლების ძიება, რომელიც ორივე ქვეყნის კერძო სექტორს დაეხმარება.
„ პრიორიტეტულია ინვესტიციების წახალისების მიმართულებით გადაწყვეტილება, რომელიც ასევე დაეხმარება კერძო სექტორს ინვესტიციების რაოდენობის გაზრდისთვის.“- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, ლატვია ის ქვეყანაა, რომელიც მაქსიმალურად მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, DCFTA და ვიზალიბერალიზაციის ნაწილში, რისთვისაც მან მადლობა გადაიხადა.
„ ჩვენი ამოცანაა რომ კარგი პოლიტიკური ურთიერთობა უკვე ციფრებში, ეკონომიკურ მაჩვენებელში გამოვხატოთ და მეტი ბენეფიტი მოვუთანოთ ჩვენს მოსახლეობას და კერძო სექტორს“- თქვა ქუმსიშვილმა.
ავტორი: ნინო ტაბაღუა